ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა ვილი ისიანმა.

"ჰორაიზონ" კონფერენციაში მოასპარეზე მისმა "დეტროიტ მერსი ტიტანსმა" "კლივლენდ ვიკინგსს" უმასპინძლა და 78:64 რომ დაამარცხა, ამაში ქართველი ფორვარდის წილი მნიშვნელოვანია.

ისიანი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 22 წუთი გაატარა. თუკი აქამდე გამართულ 4 მატჩში ვილის თამაშიდან მხოლოდ სამქულიანები ჰქონდა შესრულებული (31-დან 14), "კლივლენდთან" ის საშუალო მანძილიდანაც უტევდა და სხვა სათამაშო ამპლუაშიც იყო.

მწვრთნელის დავალებით, ისიანი მეტად ორიენტირებული იყო დაცვაზე, ვიდრე აქამდელივით პერიმეტრიდან შეტევაზე.

ვილიმ 3-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რამაც 11 ქულა შეადგინა. აქამდე 4 მატჩში ისიანს მთლიანობაში მხოლოდ 3 მოხსნა ჰქონდა მოგროვებული, "კლივლენდთან" შეხვედრაში კი ერთბაშად 6 მოხსნა მიითვალა. 11 ქულასა და 6 მოხსნას ქართველმა ფორვარდმა 4 პასიც მოაყოლა, 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა. ისიანთან ერთად დეტროიტელთაგან 29 ქულით ენტონი დევისი გამოირჩა.

6 მოგებითა და 4 მარცხით "დეტროიტ ტიტანსი" "ჰორაიზონ" კონფერენციაში "ოკლენდთან" მე-3-მე-4 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს ისიანის გუნდი 2 თებერვალს შინ, "იანგსთოუნ პინგუინსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

სოსო
რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება,უკეთესია.
მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის "რეალთან" ფინალურ მატჩში
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
"ნაპოლი" მაკტომინეის გასამრჯელოს ერთ შემთხვევაში მოუმატებს
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
ფიგურული ციგურაობა | რიტმულ ცეკვაში დევისისა და სმოლკინის წყვილი წარსდგა
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ვილი ისიანის 3 ქულა - ქართველის "დეტროიტი" 2-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა NCAA 11-11 ქულით და მოგებებით დაიწყეს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "სიონმა" "დილას" 2:1 მოუგო [VIDEO]
ეროვნული რადარი – ქართველი კალათბურთელების ოკეანგაღმური ამბები
ვილი ისიანის გამორჩეული მატჩი NCAA-ში
ვილი ისიანმა რეგულარული ჩემპიონატი 14 ქულით დახურა და პლეი-ოფისთვის ემზადება