ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

კახა ასეიშვილი: თამაში მშია, მოედანზე გასვლა მომენატრა, განსაკუთრებით, ნაკრებთან ერთად

კახა ასეიშვილი: თამაში მშია, მოედანზე გასვლა მომენატრა, განსაკუთრებით, ნაკრებთან ერთად

© გოგიტა ბუხაიძე

"ბრივისა" და საქართველოს ნაკრების ბურჯმა კახა (კარლენ) ასეიშვილმა მუხლის ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა, თვის ბოლოს კი მოედანზე დაბრუნებას ვარაუდობს.

"ზაფხულის დასვენების შემდეგ კლუბში ერთი კვირის დაბრუნებული ვიყავი, როდესაც ვარჯიშისას ჯვარედინი მყესები გავიწყვიტე. ეს 18 ივლისს მოხდა. 22 აგვისტოს ოპერაცია გავიკეთე და ასეთ დროს, პროტოკოლით, რეაბილიტაციისთვის მინიმუმ 6 თვეა საჭირო. ნელ-ნელა ფინალისკენ მივდივარ. დღეს (6 თებერვალს) გუნდთან ერთად პირველად ვივარჯიშე, ოღონდ კონტაქტის გარეშე, იმ კვირიდან კი სრულფასოვნად დავიწყებ მზადებას. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 2-3 კვირაში თამაშიც უნდა შევძლო, მაგრამ აჩქარებას არ ვაპირებ და თუ რაიმე კითხვის ნიშანი იქნება, მოედანზე დაბრუნებას არ გავრისკავ" - ამბობს ასეიშვილი, რომლისთვისაც კარიერის განმავლობაში ეს ყველაზე ხანგრძლივი ტრავმა იყო:

"აქამდე 4 კვირაზე მეტხანს არასდროს გავჩერებულვარ და შეიძლება ითქვას, თამაში მშია. მოედანზე გასვლა მომენატრა, განსაკუთრებით, ნაკრებთან ერთად. რთული პერიოდი მქონდა, თუმცა ვერაფერს ვიზამ, ეს სპორტია და მოედანზე თუ გადიხარ, ტრავმისთვისაც მზად უნდა იყო".

"ბრივი" - ქართველებზე შეყვარებული გუნდი

31 წლის ბურჯი საფრანგეთში 2010 წლიდან თამაშობს. "ყოჩებიდან" ის ფედერალ 1-ის "ორტეზში" გადავიდა, პირველსავე სეზონში თავი გამოიჩინა და მომდევნო ორი წელიწადი პრო დე2-ის "ორიაკში" გაატარა, 2013 წელს კი ტოპ 14-ის "ბრივს" შეუერთდა და 5 სეზონი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ლიგაში გაატარა. მან ამ გუნდის მაისურით 96 თამაში ჩაატარა და 10 ლელო გაიტანა, თუმცა გასული სეზონის ბოლოს მისი გუნდი პრო დე2-ში დაქვეითდა.

ასეიშვილს კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს და რადგან ამ ქალაქს და გარემოს მისი ოჯახი შეჩვეული იყო, გუნდის გამოცვლაზე არ უფიქრია. დიდია შანსი, რომ "ბრივი" ფრანგულ და ევროპულ ელიტას წელსვე დაუბრუნდეს. გუნდი ამჟამად 52 ქულით მე-4 ადგილზეა და 8 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ნევერს".

სასიხარულოა, რომ "ბრივში" ექვსი ქართველი ირიცხება და ის პრო დე2-ში ერთ-ერთი ყველაზე "ქართული გუნდია" ("ორიაკთან" ერთად), რაშიც ყველა იმ მორაგბის უდიდესი წვლილია, რომელთაც ამ გუნდის ღირსება დაუცავთ:

"ნდობის შედეგია, "ბრივში" ამდენი ქართველი რომ თამაშობს. ჩემამდე აქ არაერთ ქართველ ლეგიონერს უთამაშია და პატივისცემა მოიპოვეს, მეც მეექვსე წელია აქ ვარ და ამაში გარკვეული წვლილი მიმიძღვის. პირველ გუნდში, ჩემ გარდა, ვასილ ლობჟანიძე, ოთარ გიორგაძე, სოსო ბეკოშვილი და ლუკა გოგინავა არიან, ხოლო ლუკა ჯაფარიძე ესპუარებშია და კიდევ უნდათ ქართველების დამატება".

"ბორჯღალოსნები", 9 ნომერი ლობჟანიძე და მესამეხაზელი გიორგაძე, მიმდინარე სეზონში გუნდის ლიდერებად იქცნენ და მათ შესახებ ასეიშვილი ამბობს:

"ვასკამ ენა ისწავლა, თამაშს მოუმატა და ახალი მწვრთნელის ფაქტორმაც დიდი როლი ითამაშა. ზაფხულში მთავარ მწვრთნელად დევიდ დავიდსონი დაინიშნა, რომელთანაც მე ჯერ კიდევ "ორიაკში" ვთამაშობდი. ის ვასკას პროგრესით კმაყოფილია, ენდობა და მეტ სათამაშო დროს აძლევს. ოთიას დამატება გუნდს ძალიან წაადგა და არჩევანში თავად ოთიასაც გაუმართლა. 5-6 თამაშის შემდეგ ის გუნდის ლიდერად იქცა და "ბრივში" ძალიან განიცადეს, 5-კვირიანი დისკვალიფიკაცია რომ მისცეს. ეს დრო მალე გავა და გიორგაძე ჯერ საქართველოს ნაკრებს და მერე ჩვენს გუნდს დაუბრუნდება".

კახა იმ ტენდენციაზეც საუბრობს, რამაც გიორგაძის ასეთი დისკვალიფიკაცია გამოიწვია:

"ყველა ვფიქრობთ, რომ ოთიას ასეთი დისკვალიფიკაცია არ ეკუთვნოდა, მას ხომ აქამდე ყვითელი ბარათიც არასდროს მიუღია?! მაგრამ საფრანგეთში რაგბი იქით მიდის, რომ რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი იყოს თავის არეში. ეს იმიტომ, რომ წელს საფრანგეთში თავის დაზიანებით სამი ახალგაზრდა მორაგბე დაიღუპა. გიორგაძეს იგივე გასულ სეზონში რომ გაეკეთებინა, შეიძლება ყვითელი ბარათიც არ მიეცათ".

"ყველაზე რთული მომენტი"

ასეიშვილს "ბორჯღალოსნების" კვართით 34 თამაში აქვს ჩატარებული და 4 ლელო გაიტანა. ის ნაკრების უცვლელ წევრად 2015 წლიდან იქცა, მსოფლიო თასზეც ითამაშა, თუმცა ზაფხულში მიღებული ტრავმის გამო ნოემბერში იტალიასთან მატჩი გამოტოვა:

"მთელ ამ პერიოდში ყველაზე რთული იტალიასთან მატჩის ტელევიზორში ყურება იყო. ამ თამაშისთვის ძალიან დიდხანს ვემზადებოდი და მოედანზე გასვლა ვერ მოვახერხე. ამით იმის თქმა სულაც არ მინდა, რომ ვინმემ რამე დააკლო და მე რომ ვყოფილიყავი, რაიმე შეიცვლებოდა. იგივე, ჩემს პოზიციაზე ვინც იყო, მეტი თუ არა, ნაკლები არ გაუკეთებია და ამაზე გული სულაც არ მწყდება" - ამბობს ასეიშვილი და ფიქრობს, რომ იტალიას უახლოეს პერიოდში კიდევ რომ შევხვდეთ, გამარჯვება აუცილებლად ჩვენ დაგვრჩება:

"იტალიასთან თამაშს იმდენ ხანს ველოდებოდით, ერთგვარი სტრესის ქვეშ, შებოჭილები ვიყავით. მათთან უახლოეს პერიოდში კიდევ თუ მოგვიწევს თამაში, ალბათ, შედეგი სხვაგვარი იქნება. თუნდაც ნოემბერში, იტალიასთან მეორე ან მესამე თამაში რომ გვქონოდა, სასურველი შედეგის მიღების მეტი შანსი გვექნებოდა".

მე-16 მოთამაშეზე მეტი

31 წლის მორაგბისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო საქართველოში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაშია:

"ძალიან დიდი ძალაა, როდესაც შენი ქვეყნის ნაკრებში სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშობ და ისინი ზურგს გიმაგრებენ, გამხნევებენ. მათი მხარდაჭერა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მე-16 მოთამაშე. ტრიბუნებიდან უდიდესი ენერგია მოდის, რომელიც გავსებს და დაღლა საერთოდ აღარ იგრძნობა".

ამ ენერგიას "ბორჯღალოსნები" 31 აგვისტოს მიიღებენ, როდესაც საქართველოს პირველად ეწვევა პირველი დონის გუნდი - შოტლანდიის ნაკრები და "დინამო არენაზე" საქართველოს შეხვდება:

"საქართველოში ამ დონის გუნდი რომ ჩამოვა, ძალიან კარგია. ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც საკუთარ მოედანზე ამ დონის გუნდს ეთამაშები. ეს იქნება მსოფლიო თასის წინა, მოსამზადებელი შეხვედრა და ვნახოთ, როგორ კონდიციაში შევხვდებით".

იაპონიაში ორი თამაშის მოსაგებად

წლის მთავარი მოვლენა მსოფლიო თასია, რომელსაც იაპონია უმასპინძლებს და ჯგუფურ ეტაპზე საქართველო 23 სექტემბერს უელსს, 29-ში ურუგვაის, 3 ოქტომბერს ფიჯის და 11-ში ავსტრალიას შეხვდება. კახა ფიქრობს, რომ პროგრამა-მინიმუმის მიღწევა, ანუ ორი თამაშის მოგება სავსებით შესაძლებელია:

"იაპონიაში მინიმუმ ორი თამაში უნდა მოვიგოთ და 2015 წლის მსოფლიო თასის შედეგის გაუმჯობესებაზე ვიფიქროთ. როგორ უნდა ვთქვა, რომ ავსტრალიას ან უელსს მოვუგებთო, მაგრამ გავალთ და ყველა თამაშში ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენ ყველასთან მხოლოდ მოსაგებად გავალთ და ვნახოთ, რა გამოვა. ფიჯის სტუმრად 3 წლის წინაც ვეთამაშეთ. უძლიერესი შემადგენლობით არ იყვნენ და დავამარცხეთ. გასულ ზაფხულს ამ მეტოქის რეალური ძალა ვნახეთ და ვფიქრობ, იაპონიაში მათი დამარცხების კარგი შანსი გვექნება. ზაფხულში მათ პირველი ტაიმი მოვუგეთ, მაგრამ მერე მობილიზება დაგვაკლდა, შეცდომები დავუშვით და საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. იაპონიაში ასე ნამდვილად არ იქნება და პირველიდან ბოლო წუთამდე კონცენტრირებულები ვიქნებით".

ასეიშვილს წარმატების იმედს ის შევსება აძლევს, რომელსაც ნაკრები ახალგაზრდა მოთამაშეების სახით იღებს:

"ჩვენი ნაკრები მაგარი ბიჭებით შეივსო და ეს ნოემბერშიც გამოჩნდა, როდესაც გადახალისებული შემადგენლობით ნაკრებმა სამოა და ტონგა დაამარცხა. მაგარი შევსებაა ჩემს პოზიციაზეც. მე გოგიჩაშვილის დიდი გულშემატკივარი ვარ და მას კონკურენტის თვალით არასდროს შევხედავ. საქართველოს ნაკრებში ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ და მთავარია, გუნდმა მოიგოს, ქვეყანა ვასახელოთ. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, წარმატებისთვის ყველა მაქსიმუმს ვაკეთებთ და ერთმანეთის კონკურენტებად თავს არასდროს მივიჩნევთ".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

• B-52

გენაცვალე კარლენ!

• Martali

gunds mentori aklia msoplio tasze midian da imaze piqroben 2 tamashi moigon yvela amaze laparakobs aravisgan momismenia gvinda jgufidan gasvla,gvinda tasis mogeba mere ra ro ararealuria magram tavidanve tu sheni tavis ar gjeravs verafers ver moigeb.unda movigot yvela tamashi da pirvelze gavidet jgufshi!!!!!!!

• კახა

რაგბზე საუბრისას არაერთხელ მითქვამს და აქაც ავღნიშნავ , ტომ ასეიშვილი და ჩხაიძე ჩემი უსაყვარლესი მორაგბეები არიან. ახალი თაობაზე კიდევ რა ვთქვა და რომელი ერთი ჩამოვთვალო ...

• zuka

ჯიგარი ხარ, კახა! მერთმა ხელი მოგიმართოს და უკვე შოტლანდიასთან ნაკრებში გვენახე! როგორც მოთამაშე გადასარევი და როგორც კაცი-ოქრო! ყველაფერი კარგად იქნება

• შალვა 73

გენაცვალე მარლენ, მუდამ გამარჯვებული გამყოფოთ უფალმა ყველა ბორჯღალოსანი!!!

• შოთა

კარგი კაცი ხარ კარლენ! წარმატებები!

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

გოდერძი შველიძე "ბრივის" ესპუარებს გაწვრთნის

ვასილ ლობჟანიძემ "ბრივთან" კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე

საქართველო - იტალიის სარაგბო მატჩის არბიტრი ცნობილია

თარჯიმანი აღარ სჭირდება - lamontagne.fr-მა ვასილ ლობჟანიძეს წერილი მიუძღვნა

ლეგიონი გუშინ: ტოპ 14-ში ვასილ ლობჟანიძის დებიუტი შედგა

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ვასილ ლობჟანიძე: "ბრივი" მსოფლიოს თასის დასრულებისთანავე დამიკავშირდა

ვასილ ლობჟანიძე კარიერას საფრანგეთის TOP14-ის "ბრივში" გააგრძელებს [VIDEO]

ლეგიონერები: 4 ლელო ევროპაში

საქართველო-იტალია ბათუმში შედგება

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის