"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა, 2019 წლის პირველი საშინაო მატჩისთვის 23-კაციანი განაცხადი დაასახელა.

წელს ჩვენი გუნდი საქართველოში სულ ოთხ თამაშს გამართავს - ორს რაგბი ევროპაზე და ორსაც აგვისტოში, მსოფლიო თასის მოსამზადებელ ეტაპზე. პირველ მატჩში კვირას, 17 თებერვალს, ავჭალის სტადიონზე ესპანეთს ვმასპინძლობთ. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება და მასზე დასასწრები ბილეთები ონლაინ www.TKT.GE/Rugby-ზე, ასევე "ავჭალის" სტადიონის სალაროებში (ყოველ დღე 11-იდან 19 საათამდე) იყიდება.

სამი ცვლილება შერკინებაში

ერთი კვირის წინ რუმინეთთან კლუჟში მოგებული (18:9) მატჩის შემდეგ, მილტონ ჰეიგმა ხაზი უცვლელი დატოვა. ფულბეკი ლაშა ხმალაძე იქნება, რომელმაც რუმინეთთან 70-ე კეპი მოიხვეჭა; ცენტრში გიორგი კვესელაძე და ზურაბ ძნელაძე შეწყვილდებიან; ფრთებზე სანდრო თოდუა და გიორგი აფციაური დადგებიან; ხოლო ღერძზე ზედიზედ მეოთხე თამაშია ვასილ ლობჟანიძისა და თედო აბჟანდაძის დუეტი იქნება.

შერკინების სამივე ხაზში თითო ცვლილებაა: პირველ ნომრად და კვაჭად ადგილი შეინარჩუნეს გურამ გოგიჩაშვილმა და შალვა მამუკაშვილმა, ხოლო მარჯვენა ბურჯად თამაშს ლევან ჩილაჩავა იწყებს, რომელიც კლუჟში მარაქაფაში იყო; მეორე ხაზში გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს ამჯერად ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდება, რომელიც რუმინეთში ასევე მარქაფაში იყო; მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდა გიორგი თხილაიშვილიც, მეორე ფლანკერი გიორგი ცუცქირიძე, ხოლო შემკვრელი რუმინელებთან მეორე ლელოს ავტორი ბექა გორგაძე იქნება.

ძნელაძე, გორგაძე და ცუცქირიძე ზედიზედ მეხუთე თამაშს იწყებენ; ბოლო 23 თამაშია განაცხადშია და 21-ჯერ სასტარტო იყო ლობჟანიძე (ზედიზედ მე-12-ედ ძირითადში); ზედიზედ მე-19 სანაკრებო მატჩს ატარებს მამუკაშვილი; ბოლო 13 შეხვედრიდან 12-ჯერ იყო სასტარტოში ხმალაძე (ზედიზედ 8-ჯერ); ხოლო კვესელაძე "ბორჯღალოსნების" კვართს მიჯრით მე-15-ედ (სულ 16 კეპი) მოირგებს.

მილტონ ჰეიგი ნაკრებისგან საუკეთესო თამაშის მოლოდინშია და გულშემატკივრის ლამაზი რაგბით და მოგებით გახარებას ეცდება:

"წინა კვირაში გულმოდგინედ ვიმუშავეთ, რათა რუმინეთთან მატჩისთვის ინტენსივობის მაქსიმუმისთვის მიგვეღწია. ამან ნაყოფი გამოიღო და ის შედეგი მივიღეთ რაც გვინდოდა. ამ მხრივ ეს კვირაც გასულის იდენტური იყო. სხვაობა ისაა, რომ "მატჩის დღეს" შინაურ კედლებში, ჩვენი ოჯახებისა და ფანტასტიური ქომაგის წინაშე ვითამაშებთ!

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მზადების პროცესს ზედმიწევნით მივყვეთ და რაც მთავარია, 100 პროცენტით დისციპლინირებულები ვიყოთ ჩვენი სამატჩო გეგმისა და ტაქტიკის განხორციელებისას, შეტევისა და დაცვის სისტემებში. ჩვენ შინ ვართ! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გულშემატკივარმა საუკეთესო მატჩი იხილოს!".

ორი დებიუტანტი მარქაფაში

"ბორჯღალოსანთა" კვართს ესპანეთთან პირველად ორი მორაგბე მოირგებს. ისინი თამაშში მარქაფიდან ჩაერთვებიან. ერთ-ერთი მათგანი "ლელო-სარასენსის" მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილია, რომელიც გუნდთან ერთად ნოემბრის თიბისი რაგბის სერიების დროსაც ვარჯიშობდა, ხოლო მეორე "ორიაკის" 22 წლის მესამეხაზელი გიორგი ჯავახიაა, რომელმაც პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში 8-ჯერ ითამაშა.

დებიუტანტების თამაშს ელის მილტონ ჰეიგი და მათი დახასიათებისას ამბობს:

"ძალიან გვიხარია, რომ გრიგორ ქერდიყოშვილს თავის გამოჩენის შესაძლებლობას მივცემთ. მან ეროვნულ ნაკრებთან ერთად ნოემბერშიც და ახლაც ნაყოფიერად ივარჯიშა და მოუთმენლად ველით მის საერთაშორისო დებიუტს.

რაც შეეხება გიორგი ჯავახიას, მას აგერ უკვე ოთხი წელია, 18-წლამდელთა ნაკრებში თამაშის დროიდან ვაკვირდებით. მე მისგან განსაკუთრებით ბურთის ტარებისას "ფიზიკური დომინაციის" ელემენტებს ველი, ზუსტად ისე, როგორც ასაკობრივ ნაკრებებში აკეთებდა. ვნახავთ თავისი უნარები უფროს სანაკრებო დონეზეც თუ განავითარა".

პირველ ხაზში შეცვლაზე შევა ბექა გიგაშვილი, რომელიც რუმინეთში სასტარტოში იყო. შარშანდელი ივნისის ტესტების შემდეგ ნაკრებს უბრუნდებიან კვაჭი გიორგი ჭყოიძე და ბურჯი გიორგი მელიქიძე.

ივნისის ტესტების შემდეგ ბრუნდება 9 ნომერი გიორგი ბეგაძე. ხაზში შეცვლაზე შევა ლაშა მალაღურაძე, რომელმაც ნაკრებში ბოლოს ნოემბრის პირველ ტესტში, იტალიასთან ითამაშა. მარქაფაშია მირიან მოდებაძე, რომელმაც რუმინეთთან შეცვლაზე ითამაშა.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

გიორგი
თუ საიდუმლო არ არის ვინ არის ის 2-3 9 ნომერი ლობჟანიძეს რომ ჯობია, თან დიდ 10-ში?
სპორტ ფაზა
ჩვენი სენია ბურთის ხელში ჩაგდების მერე, მისი მაშინვე უაზროდ ფეხით მოგერიება.....ამაზე უნდა უთხრას ვიღაცამ ჰეიგს რჩევა თუარა თვითონ რო არაა ამის მიმხვედრი კი ვხედავთ შოტლანდიასთან თამაშიდან მოყოლებული...თან როცა ვიგერიებთ კიდისკენ კი არ ვურტყამთ რო გადავიდეს...9 ნომერზე ჩვენი დიდი 10 დან ნაღდად შეიძლება 2-3 კაცის მოსინჯვა..ლობჟანიძეს არაფერს ვერჩი მარა მასზე უკეთესი 9 ნომრები აშკარსდ გვყავს და რატო არავის სინჯავს გაოცებულია ძაან ბევრი ადამიანი....
ბათუმი
რატომ არ თამაშობს მერაბ კვირიკაშვილი?
კოტე
კარკაძზე ძალიან დამწყდა გული! ჩვენ შერკინებაში კვაჭი ყველაზე სუსტი წერტილია და მამუკაშვილ-ბრეგაძეზე შეყვარებულია მელიტონა. რამე რომ მოუვიდეთ მსოფლიო თასამდე მერე ვინ უნდა დააყენოს? ჟვანიასაც უთამაშია ბევრჯერ კვაჭად. არ მგონია 1 ნომერზე კონკურენციას გაუძლოს ჟვანიამ და რატომ არ ცდიან 2 მომერზე საინტერესოა? ვერ გავიგე მამუკაშვილში ახალი უნდა აღმოაჩინოს რამე?
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
Le Parisien-მა პსჟ-ს ფეხბურთელების გასამრჯელო გაასაჯაროვა - რამდენს გამოიმუშავებს კვარაცხელია?
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
გიორგი ჯავახია: ასეთი დონის გუნდების წინააღმდეგ არასდროს მითამაშია
გრიგორ ქერდიყოშვილი: ამბიციური საფრანგეთის წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
პრო დე2 - ქერდიყოშვილის დებიუტი საფრანგეთში
გრიგორ ქერდიყოშვილი - "აჟენში" საქართველოს ნაკრებისთვის
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
ლეგიონერები - გიგაშვილის ლელო სანაკრებო შეკრებამდე
ლეგიონერები: სამი ლელო და ორი სიმბოლურში
ლეგიონერები - ქართული ლელოები "ორიაკისთვის"
ლეგიონერები | სამი ლელო საფრანგეთში
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
პრო დე2: სათამაშო პრაქტიკა "შემოდგომის ერთა თასამდე