ფოტო: rugby.ge/გოგიტა ბუხაიძე

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, რომელიც აპრილში (14-22) გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, 20-28 თებერვალს "შევარდენზე" დასკვნითი შეკრება გამართა.

დავით ჩავლეიშვილს შეკრებაზე 40 მორაგბე ჰყავდა, რომელთაგან აპრილის დასაწყისში 26 შეირჩევა და ისინი კალინინგრადში შარშან, საფრანგეთის ძლევით (რომელმაც წელს ევროპის ჩემპიონატი დატოვა) მოპოვებული ტიტულის შენარჩუნებას ეცდებიან.

შეკრებაზე დიდი აქცენტი ფიზმომზადებას დაეთმო, 27 თებერვალს კი ორმხრივი თამაში გაიმართა, რითაც ჩავლეიშვილი კმაყოფილი დარჩა:

"ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე თვენახევარი დარჩა და ტაქტიკურ მომზადებაზე, კომბინაციების დამუშავებაზე გადავდივართ. ამ შეკრებაზე დიდი ყურადღება ფიზმომზადებას დაეთმო. გამოიკვეთა ჯგუფი, რომელსაც დამატებითი ფიზმომზადება დასჭირდება და დარჩენილ პერიოდში მათ მეტი ვარჯიში მოუწევთ. გვქონდა ორმხრივი თამაში, რომელმაც საკმაოდ მაღალ ტემპში ჩაიარა და კმაყოფილი დავრჩი. შარშანდელის მსგავსად, მასიური, დიდი ბიჭები არ გვყავს, თუმცა წელს არანაკლებ კარგი, სწრაფი და მობურთალი გუნდი გვეყოლება. ამ ბიჭებს კლუბებში თამაშებში დავაკვირდებით და აპრილის დასაწყისში 26-ს შევარჩევთ, რომლებიც 10 აპრილს კალინინგრადში გაემგზავრებიან".

"უმცროსი ბორჯღალოსნები" ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, 14 აპრილს გერმანიის ნაკრებს ეთამაშებიან. მეოთხედფინალის დანარჩენ სამ შეხვედრაში ესპანეთი ჰოლანდიას, პორტუგალია ბელგიას და რუსეთი რუმინეთს ეთამაშება.

შეკრებაზე იყვნენ: აბდუშელიშვილი დათო (ლელო), პეტრიაშვილი ლუკა (ხვამლი), მჭედლიძე ირაკლი (ლელო), ქუნთელია სანდრო (ლელო), ვარდოსანიძე გიორგი (ხვამლი), ცილიკური ანტონი (სამთა), კევლიშვილი თაზო (ხვამლი), ჩქარეული ლუკა (ლელო), მაჭარაშვილი ლუკა (არმაზი), ბურდული ლექსო (ლელო), ნერსეზაშვილი რობი (ლელო), ივანიშვილი ლუკა (წიქარა), ზაქარიაძე თორნიკე (ლელო), გვიმრაძე ტატო (ხვამლი), ქობალია გიორგი (ლელო), ლომიძე დათო (ხარები), ხონელიძე საბა (აია), სინაურიძე გიორგი (აია), კარლაევი ნიკო (აია), თოდუა ლუკა (ხვამლი), მატკავა ლუკა (არმაზი), წიკლაური ფრიდონი (ხვამლი), იაშვილი კონსტანტინე (აკადემია), ცინცაძე ნიკა (ხვამლი), ცინცაძე გივი (არმაზი), ყუფარაძე გიორგი (ლოკომოტივი), თაყნიაშვილი ბესო (ხვამლი), ხეხელაშვილი ლუკა (ლელო), კვირიკაშვილი მათე (აშშ), ლუტიძე ზაური (ხვამლი), მინდიაშვილი ზურაბი (აკადემია), ქუშაშვილი ლევანი (ლელო), გურგენიძე ლაშა (ვეფხვები), კაკაურიძე ლაშა (ხვამლი), ნინიაშვილი დათო (ხვამლი), პაპუნაშვილი დაჩი (არმია), ბრაგვაძე ლევანი (არმაზი), კოხოძე თემური (აია), შვანგირაძე ბექა (აია), არევაძე გიორგი (აია).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
ახალი კონტრაქტი პაჩოს - ეკვადორელი პსჟ-ში რჩება
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
კუკურელიას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
კვლავ მოკვეთილები არიან - რუსები ევროსარბიელზე არც მომდევნო სეზონში იქნებიან
გადავლენ პსჟ-ს ვარსკვლავები "რეალში"? - რომანომ სიტუაცია განმარტა
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
U18. საფრანგეთი VS საქართველო - მესამე ცდა ევროპის დასაპყრობად
რაგბი ევროპის ჩემპიონატი: "უმცროსი ბორჯღალოსნები" პოლონეთში გაემგზავრნენ
18 წ. | როტაციით ინგლისთან
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ევროპის ჩემპიონატის ფინალში ფრანგებთან წააგეს
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველი შეკრება დაიწყეს
U18. საქართველო VS იაპონია - ნახევარფინალშიც უცვლელი რაზმით