ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა.

თამაში მართლაც ლამაზი გამოვიდა - მე-16 წუთზე საჯარიმოში პაჩოსთან ბრძოლაში დიასი წაიქცა და კეინმა პენალტით თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ერთი ერთზე გასულ ოლისეს საფონოვმა არ გაატანინა. მასპინძელთაგან პირველი მომენტი დემბელეს ჰქონდა, რომელმაც მიზანს ააცილა. მერე კი კვარაცხელიამ ლამაზი დრიბლინგი გოლით დააგვირგვინა. შანსები ოლისემ და დუემ ვერ გამოიყენეს, ხოლო ცოტა ხანში ნოიერის კარი თავურით ნევეშმა დალაშქრა. დუემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. სამაგიეროდ ოლისემ გაიტანა. კომპენსირებულ დროში საჯარიმოში დემბელეს ჩაწოდებული ბურთი ხელზე დევისს მოხვდა და დემბელემ თერთმეტმეტრიანით პარიზელები წინ გაიყვანა. არადა, წინა მატჩში პენალტი ხვიჩამ გამოიყენა, თითქოს ამჯერადაც ემზადებოდა დასარტყმელად, თუმცა პარტნიორმა არ დაანება. ისიც აღსანიშნავია, რომ ის ქართველს პასს ხან არ აძლევდა და ხან უგვიანებდა.

მეორე ტაიმიც ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა - „კვარა“ უპამეკანოს გაექცა, მაგრამ იერიშის დასრულება ვერ შეძლო. მორიგი იერიშისას ხვიჩამ დუბლი შეასრულა, დემბელემაც გაიტანა. ბავარიელებმა ორი გოლით უპასუხეს. მეილიუმ ბურთი ძელს გაარტყა, ბოლოს პაჩომ თავით ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა და "პარი სენ ჟერმენმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

კვარაცხელია 84-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩში 18 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა - უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე 14 შეხვედრაში 10 გოლი და 5 საგოლე პასი.

საპასუხო შეხვედრა 6 მაისს მიუნხენში გაიმართება.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - ბაიერნი 5:4

გოლები: 0:1 კეინი (17, პენ), 1:1 კვარაცხელია (24), 2:1 ნევეში (33), 2:2 ოლისე (41), 3:2 დემბელე (45+5, პენ), 4:2 კვარაცხელია (56), 5:2 დემბელე (58), 5:3 უპამეკანო (65), 5:4 დიასი (68)

დდდ
ნამდვილად ის თამაში ვნახეთ, რასაც ვუცდიდით და რასაც პირადად მე არ ვუცდიდი, ეს იყო ბაიერნის აშკარად თვალშისაცემი უპირატესობა ფიზ. მომზადებაში, რაც შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს განმეორებით შეხვედრაში - პსჟ-ს ძალიან გაუმართლა, რომ მეტი აღარ გაუშვა... როგორც ვივარაუდე, ნოიერის მორჯულებაში ლომის წილი სწორედ ჩვენმა ლომმა დაიდო - ლეგენდას ხუთჯერ დაურტყეს და ხუთივე გაუტანეს, ერთხელ ძელმა იხსნა და სეივი არ ჰქონია... ნოიერის წყალი ერთბაშად რომ გადაესხას ჰარი კეინს, ლუის დიასს და მაიკლ ოლისეს, პსჟ-ს მაინც ძალიან გაუჭირდება... ლუის ენრიკეს იმაზე მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე თავად ჰგონია, ან იქნებ, აღარც ჰგონია...
ლუკა
კვარაა superstarrr!!! ღმერთმა დალოცოს საქართველო!!!
ბოროტი ბეჰემოტი
პირველად ვწერ სერიოზულად ამ ნიკით: სუპერ/მეგა ვარსკვლავი გვყავს ქართველებს და დავაფასოთ ყველამ! რაც შეეხება ჩემს სხვა კომენტარებს, ვინც მაგას სერიოზულად აღიქვამს, თავად ყოფილა არასერიოზული. განა ვერ უნდა მიხვდე რომ ასეთ ნიკს არავინ დაირქვამს თუ კაიფის ხასიათზე არ არის?! იკითხავთ, ვის ვეკაიფები? ვისა და ჩვენი ხვიჩას მოძულეებს/ჰეითერებს (ბევრია ამ საიტზე ეგეთები, აღარ ჩამოვთვლი)
Emakhuashvili
უსამშობლო!!! უცხო ფულით გამძღარი გარეწრები ანლაიქს უწერენ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ქართველ ვარსკვლავს!!!!! აი ამიტომ ხართ უსამშობლო მუქთახორები!!!
გიგო პაპა
10 გოლი მაინც უნდა გაეტანათრ და ხვიჩას ჰეთ-რიკი უნდა შეესრულებინა, რომ არა ცალკე დემბელეს და ცალკე დუეს ღორობა. ყველა წერტილიდან ურტყამს დემბელე, არც პენალტი დაანება ხვიჩას, აქაოდა მე გამოვიმუშავეო. არადა რაც მაგათ პენლები მოუპოვა ხვიჩამ და ხან ვინ ურტყამდა და ხან ვინ. ცალკე თემა უსუსტესი პაჩო და მარკინიოსი, მენდეშიც მაგრად ათრია ოლისემ. რომ არა სუსტი დაცვა, 2 ბურთზე მეტს ვერ გაიტანდა ბაიერნი. ვფიქრობ, გერმანიაშიც მოიგებს პსჟ და თანაც უფრო დიდი სხვაობით. ისევ დუბლს ველი ხვიჩასგან როგორც მინიმუმ. კარგი იქნება თუ ენრიკე ზაბარნის დააყენებს ძირითადში. ბევრად უკეთესია მარკინიოსზე. ნოიერს წლები ეტყობა უკვე, ვეღარ იშლება ბოლომდე ნახტომისას ან აგვიანებს. ხვიჩა არ იყო შესაცვლელი, მართალია დაიღალა, მაგრამ დასვენებულ მაილიუზე მეტს მაინც გააკეთებდა.
ირაკლი
ტრილერი. კვარა, კილერი ხარ!
უფროსი
გუშინ დავწერე, რომ საპონოვი გაიდირკება, მაგრამ პსჟ უფრო მეტს გაუტანს ნოიერს.
ენძო
პსჟ-მ ასე თუ ითამაშა დაცვაში მიუნხენში განადგურდება.
giorgi
კვარას რაც უნდა გაეკეთებია გააკეთა, პსჟ სთვის ესანგარიში წაგების ტოლფასია. ბაიერნი განმეორებითში გააბითურებს.
უფროსი
გუშინ დავწერე, რომ საპონოვი გაიდირკება, მაგრამ პსჟ უფრო მეტს გაუტანს ნოიერს.
azri
მართლა მაგარი თამაში იყო, მოედნის ცენტრი ბაიერნის იყო და მისი შემტევები ადვილად გადადიოდნენ! არ მეგონა პსჟ ლატერალებს ესე თუ დაჩაგრავდა ბაიერნის ფლანგელები, ფაქტიურად აპამპულავეს რა დიასმა და ოლისემ. პაჩოს სეზონის ყველაზე ცუდი თამაში ჰქონდა, მარკინიოსი კაი ხანია გასაშვებია მაგრამ მისი შემცვლელი ვერ ნახეს! კვარამ იმ დროში რა დროშიც მას რეალურად ბურთი ჰქონდა უმაღლეს დონეზე ჩაატარა შეხვედრა. დემბელესაც არა უშავდა. საფონოვმაც დიდი ვერაფერი თამაში დადო. როგორ გუნდი ბაიერნი უფრო დამაჯერებელი იყო თამაშის განმავლობაში, შემდეგ თამაშში ვნახოთ რა მოხდება, ალიანს არენაზე ბაიერნი ესეთი უსუსური დაცვით რაც პსჯ-ს ჰყავს ფავორიტი მგონია, ერთი ისაა რომ კვარამ უნდა ივაჟკაცოს იქაც სხვა გზა არაა
იკა
კი, ძალიან კარგი გახსნილი თამაში იყო, მაგრამ ენრიკემ გამოავლინა რა "გენიოსიც" არის.
გ.ხ.
ეს რა იყო ?! ფინალი უნდა ეთამაშათ ამათ. კვარა ჯიგარი ხარ
"ის, რაც "ბაიერნის" წინააღმდეგ გააკეთა, უბრალოდ ტალანტი არ არის" - რუნიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა
კვარაცხელიას უფრო მაღალი ქულები და MVP დემბელე - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?
[VIDEO] უკვე დუბლი - კვარაცხელიამ "ბაიერნს" ისევ გაუტანა
[VIDEO] უკვე დუბლი - კვარაცხელიამ "ბაიერნს" ისევ გაუტანა
[VIDEO] კვარაცხელიამ ნოიერს გაუტანა და "ბაიერნთან" ანგარიში გაათანაბრა
პსჟ - "ბაიერნი". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
"შავი ლომი" დიდი 10-ის ნაკრებთან გახურდება
გორეცკა სერია A-ს უახლოვდება - "მილანმა" კონტრაქტი უკვე გაამზადა
კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
კომპანი პსჟ-ს მხრიდან ქარიშხალს ელის
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0:3 ტორპედო. ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი...
Geo Team: დავითაშვილისთვის სეზონი დასრულებულია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ძელი რომ არა...
რაგბი7 | უმაღლესი დონის გუნდებთან ჰაგუენაუში
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
ლუის ენრიკე: პსჟ საუკეთესოა, "კვარადონა" - ფანტასტიკური
"ნუ სვამ, გრილიშ, "ნაპიტოკებს", სიბერეში დაგიტოკებს" - ჯეკს აღდგენის თავისებური მეთოდი აქვს
"ძალიან მოტივირებულები ვართ, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით" - ხვიჩა კვარაცხელიას პრესკონფერენცია
ქუთაისმა თელავი კვლავ დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა
"ბავშვივით თამაშობ" - დი კანიომ რაფა ლეაო გააკრიტიკა
ბადრი კვარაცხელია: მამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი აღარ არის
დანაკლისი ნიდერლანდების ნაკრებს - ხავი სიმონსი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
[VIDEO] პროფესიონალი მოკრივეც ხელს მოაწერდა - დიდი მუშტი-კრივი ესპანეთის ჩემპიონატში
მაკრონმა პსჟ-სა და "ბაიერნის" მატჩის პროგნოზი გააკეთა
პსჟ - "ბაიერნი". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიამ ნოიერს გაუტანა და "ბაიერნთან" ანგარიში გაათანაბრა
[VIDEO] უკვე დუბლი - კვარაცხელიამ "ბაიერნს" ისევ გაუტანა
კვარაცხელიას უფრო მაღალი ქულები და MVP დემბელე - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?
"ის, რაც "ბაიერნის" წინააღმდეგ გააკეთა, უბრალოდ ტალანტი არ არის" - რუნიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა