გორის "დილას" ყოფილი ფეხბურთელი, უკრაინელი მიკოლა კოვტალიუკი, რომელიც მიმდინარე წლის მარტში სამხრეთ კორეის მეორე ლიგის წარმომადგენელ "ანიანში" გადავიდა, აცხადებს, რომ "დილა", გამოსასყიდის მიღების მიუხედავად, მას გათავისუფლების ფურცელს არ აძლევს. ამის შესახებ კოვტალიუკმა "პირველ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, "დილას" ადმინისტრაცია მისთვის 2,5 თვის ხელფასის გადახდას არიდებს თავს და ფინანსურ პრეტენზიებზე უარის თქმას ითხოვს, ამის ბერკეტად კი გათავისუფლების ფურცელს იყენებს.

"კლუბი ითხოვს ჩემგან ხელწერილს, რომ მათთან ფინანსური პრეტენზიები არ მაქვს. ამაზე კი უარი ვუთხარი. "დილას" ბოლო 2,5 თვის ხელფასი არ ჩაურიცხავს. როდესაც თანხის გასტუმრება მოვითხოვე, მითხრეს, რომ მე დასჯილი ვყოფილვარ და ამის გამო ფული იქით უნდა გადავიხადო, მანამდე კი გათავისუფლების ფურცელს არ მომცემენ. მას შემდეგ საინტერესო ამბები მოხდა - ყველა მათგანმა, ვისაც კლუბში ეს საკითხი ეხება, ტელეფონზე დამბლოკა და ვერავის ველაპარაკები. გათავისუფლების ფურცელს ვინ ჩივის, პასუხს არ მცემენ, რატომ დამსაჯეს და ფული რატომ უნდა გადავიხადო, როდესაც კორეელებმა ჩემში თანხა ისედაც გადაიხადეს", - აცხადებს კოვტალიუკი.

შეგახსენებთ, რომ კოვტალიუკს საქართველოში ფოთის "კოლხეთში", თბილისის "დინამოსა" და გორის "დილაში" უთამაშია. გასულ სეზონში კოვტალიუკმა 21 გოლის გატანა შეძლო და ჩემპიონატის ბომბარდირებს - გიორგი გაბედავასა და ბუდუ ზივზივაძეს მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩა.

წყარო: 1tv.ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
მიკოლა კოვტალიუკი სამხრეთ კორეის მე-2 ლიგაში გააგრძელებს კარიერას
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
გორის "დილაში" უკრაინელი ფორვარდი დაბრუნდა
"ჩვენთვისაც გაუგებარია, რა ხდება კოვტალიუკის თავს" - გორის "დილა" უკრაინელ ფეხბურთელს პასუხობს
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
მიკოლა კოვტალიუკი ყაზახეთის უმაღლეს ლიგაში დაწინაურებულ გუნდში გადავიდა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
მიკოლა კოვტალიუკს "ზორია" იწვევს
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება