ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ვლადიმირ ვაისი: შვეიცარიასთან ქართული სტილით ვითამაშებთ

ვლადიმირ ვაისი: შვეიცარიასთან ქართული სტილით ვითამაშებთ

22 მარტს, შვეიცარიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია. სწორედ ამიტომ არ არის განაცხადში.

ის კლუბში აგრძელებს გამოჯანმრთელების პროცესს. სამწუხაროა, რომ ქართულ სამედიცინო ჯგუფს ინფორმაცია არ აქვს, როდის გამოჯანმრთელდება. მთავარია, სწორად წარიმართოს პროცესი.

გიორგი ნავალოვსკიმ ერთი კვირაა დაიწყო ვარჯიში. იქნება თუ არა განაცხადში, ჯერჯერობით უცნობია. შესაძლოა, 100 პროცენტით მზად არ იყოს. მის პოზიციაზე შემადგენლობიდან აუცილებლად გვეყოლება ვინმე. გუნდში არიან ლევან ხარაბაძე, ჯიმი ტაბიძე. რა იქნება, მატჩის დღეს ერთად ვნახავთ.

შაქირისა და სეფეროვიჩის არყოფნას რაც შეეხება, ცხადია, გვაქვს ინფორმაცია, რომ შვეიცარიას სამი წამყვანი მოთამაშე დააკლდა, თუმცა მათ გუნდში თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ ორი ფეხბურთელი ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, რომ პეტკოვიჩი ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა მოედანზე.

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შვეიცარიის შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა. საკმაოდ კარგ გუნდებში თამაშობენ მათი მოთამაშეები. ასეთი გუნდის წინააღმდეგ რამდენიმე სათამაშო სქემა დავსახეთ და ამის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ.

ჩვენი მინიმალური მიზანია, რომ თითოეულ თამაშში 100 პროცენტით დავიხარჯოთ. სამწუხაროა, რომ გვყავს ტრავმირებული მოთამაშეები, თუმცა გიორგი ქვილითაიას, ოთარ კაკაბაძის და ჯანო ანანიძის დაბრუნება სასიხარულოა. ჩვენი მიზანია, წარმატებას მივაღწიოთ და საუკეთესო შედეგისთვის ვითამაშოთ.

შემიძლია გითხრათ, რომ ვატო არველაძე და ლევან ხარაბაძე - ორივენი ტალანტები არიან. ქართულ ფეხბურთში ასეთი ბევრია, ზოგი იკარგება, ზოგი იხსნება და ვითარდება. ლევანი 18 წლის ასაკში შვეიცარიაში სტაბილურად თამაშობს, რაც ძალიან კარგია.

ვატო არველაძის თამაშებს ვუყურებ პოლონეთის ჩემპიონატში. მან ოთხი გოლი გაიტანა. დაველოდოთ თამაშს, შესაძლოა, მოედანზეც ვიხილოთ.

შვეიცარია ფავორიტია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დავნებდებით. მსოფლიო რეიტინგში ისინი მეშვიდე ადგილზე არიან. მთავარია, როგორი ხარისხის თამაშს ვაჩვენებთ ამ გუნდთან. ჩვენი მიზანია, მათ ვაჩვენოთ ხარისხი, რომელიც გაგვაჩნია. შვეიცარია არა მარტო ხვალინდელი თამაშის, არამედ ზოგადად, ჯგუფის ფავორიტია.

როგორც ყოველთვის, გულშემატკივრის მხარდაჭერა დაგვჭირდება. ისინი ძალიან დაგვეხმარნენ ერთა ლიგაზე, ვგრძნობდით 55 000 ადამიანის მხარდაჭერას. ეს განსაკუთრებით იმ ფეხბურთელებს დაეხმარა, ვისაც ტრავმა ჰქონდა.

ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო ფეხბურთელები გვაკლია, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია. შვეიცარიასაც აკლია შაქირი, სეფეროვიჩი და მეჰმედი. მაინტერესებს, რა რესურსი გვაქვს და ეს შვეიცარიასთან მატჩში გამოჩნდება.

ჩემი კოლეგის სიტყვები, რომ საქართველო რუსულ-ბრაზილიულ სტილში თამაშობს, კარგია, თუმცა შვეიცარიასთან ქართული სტილით ვითამაშებთ", - აღნიშნა ვაისმა.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს 16:15 საათზე გამართავს.

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების დაპირისპირება 23 მარტს, 18:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

• kiko

მაგას ირლანდიაში ნახავთ

• rezi

ერთი თქვენი სტილი და თქვენ დდდდ

• მწვრთნელი

ბიჯო კვარაცხელია რატომ არ დატოვე!? ამდენი უთამაშებელი და ტრამვირებული ფეხბურთელები რომ დაიტოვე სიაში! რამდენჯერ უნდა გითხრან გამოიძახე ისინი ვინც მზადყოფნაში არიან! ნახევარი ნაკრები ტყუილად გიზის განაცხადში!

• beso

დაცვაში არუნდა ვითამაშოთ თუ მოგება გვინდა შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და მოვიგებთ, წარმატებები ბიჭებო, 3-0 ან მინიმუმ 2-0 ს ვიგებთ.

• margveli

მე ვფიქრობ დღეს გავიაზრებთ რა დონის ტაქტიკოსი და სტრატეგი თავგასიებული მწვრთნელი გვყავს, 92 წუთზე ისეთ შეცვლას განახორციელებს სულ თავგზას აუბნევს მეტოქეს. ნუ თუწავაგეთ რას იზამს თავგასიებული მესები არ ყავს ნაკრებში და გოლს თვითონ ხომ ვერ გაიტანს. რაღა დარჩენია აიღებს ხელფასს და პრემიას და წაიღბს სახში :)

• "artanuj"-ს მადლიერებით და მოწოწებით (ადმინ არ დაბლოკო!)

ოჰ რას ბრძანებთ სად თქვენ და სად ჩვენ, როგორ შეგვიძლია ჩვენ თქვენზ ემეტად რამე გვინდოდეს. უაღესად გმადლობთ თქვენო მაღალ აღმატებულებავ ასეთი კომპენეტნტური, გულწრფელი და ყოვლისმომცველ-ამომწურავი მიმოხილვითვის, ესოდენ ადექვატური შეფასებისთვის და მამილიშვილური შეგონებისთვის. არასდროს დავივიწყებთ და მარად სახელმძღვანელოდ გვექნება ამ მეწამულ წუთისოგელში, ტქვენ გაიხარეთ!

• ზაზა

ოჰ რას ბრძანებთ სად თქვენ და სად ჩვენ, როგორ შეგვიძლია ჩვენ თქვენზ ემეტად რამე გვინდოდეს. უაღესად გმადლობთ თქვენო მაღალ აღმატებულებავ ასეთი კომპენეტნტური, გულწრფელი და ყოვლისმომცველ-ამომწურავი მიმოხილვითვის, ესოდენ ადექვატური შეფასებისთვის და მამილიშვილური შეგონებისთვის. არასდროს დავივიწყებთ და მარად სახელმძღვანელოდ გვექნება ამ მეწამულ წუთისოგელში, ტქვენ გაიხარეთ!

• artanuj

არა მგონია ვინმეს ჩემზე მეტად უნდოდეს რომ დამსახურებულად, ხარისხით და მონდომებით გაიმარჯვოს ჩვენმა გუნდმა, მითუმეტეს ჩაკვეტაძის არყოფნის მომენტში,ასეთი ნაადრევი და ერთკაცმიბმული ლიდერი ნაკრებს არ სჭირდება, ნაკრებს ყველა ლიდერი უნდა ჰყავდეს და ამ ლიდერებს კიდევ ხარისხიანი შემცვლელები. მეორეს მხრივ კი ვიცი რა შვეიცარიის ამბავი და მათი მანერები, ძალიან მინდა რომ 3-0-ზე მეტად არ წავაგოთ,მოგებაზე ოცნება და ფიქრი კარგია მაგრამ რეალობა ხვალ სულ სხვა იქნება!ეს არ იქნება ვაისი ბრალი, უბრალოდ ასეთი ვართ ქართველები ხარისხით და შეწყობადობით! ნაკრების ფეხბრუთელები ერთ ან 2 კლუბში უნდა იყვნენ საქართველოს ჩემპიონატში!

• 555 s

Mერე შენ რა გიხარია?

• Odelas

რაიყო მისაღებ გამოცდაზევარ?რა ჩAსაფრებულებიხართ Vინმეს ნაკლი უპოვოთ.ცნობისთვის ხონში კაცობას ასწავლიან Dა ოდელებს თAვისი ადგილი აქვთ.

• გოგა

რამე არ მიქარო ხვალ ვაის მოგებისთვის განაწყვე ბიჭები. თორემ ცუდად დასრულებ კარიერას

• გუჯა

ქართული სტილი ?? სადღაა ქართული სტილი?? ბურთს რომ ჩვენს ნახევარზე ვაგორებთ? საუკეთესო ვარიანტია თუ დაცვაში კარგად ვითამაშებთ და 1-2 შანსი მოგვეცემა და იმას თუ გამოვიყენებთ. სამწუხაროდ ასეა

• aleko

რომელია ქართული სტილით დაცვიდან შეტევაში ბურთი ვერ გადაააქვთ?

• irakli

მაკარიძე, კვირკველია, ხოჭოლავა, კაკაბაძე, ხარაბაძე, გვილია, კანკავა, კვეკვესკირი, ანანიძე ყაზაიავილი, ქვილითაია

• 555

რა წარმატებებზე ლაპარაკობთ? გადახედეთ ასაკობრივებს რა დღეში არიან, ერთი წარმატებული ტურნირი დამისახელეთ, სად გაქვთ?... რო გქონდეთ ალბათ ამ ქვეყანაზე აღარ დაეტეოდით. არაფრის მომცემი ერთა ტურნირზე ყაზახეთის და ანდორას მოგებით შემიფარგლებით თავი ევროპის ჩემპიონები გგონიათ, დიდი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე...გინდატ ხვალინდელი პროგნოზი შვეიცარიასთან 20 წუთიანო ნაკრებო? მინიმუმ 2-3 გოლს მიიღებთ საკუთარ კარში

• odala

ბიძიკო, ხონში ქართულს არ ასწავლიან?

• zvare

კაკაბაძე, ოქრი და მერება ფორმაში ვერ იქნებიან და ცუდია რა თქმა უნდა. ვაისი დაცვიდან ითამაშებს და ბურთის დაჭერას მაქსიმალურად შეეცდება, საამისო ფეხბურთელები ბლომად ჰყავს გამოძახებული. თავდასხმა ზანტი და მოუქნელია, სისწრაფეები, მეტოქესთან შედარებით ძალზე დაბალია, ვაკო ბურთს დაიჭერს, მარა ბრუციანია, კარებს ვერ ხედავს და პასს არ იძლევა. მხოლოდ ერთი გამორჩეული სისწრაფის ფეხბურთელი ყავს- ლობჟანიძე,კონტრშეტევებზე კარგი იქნება. ზარანდიაა კიდევ გამორჩეული სისწრაფის ფეხბურთელი, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო არაა გამოძახებული და უნდა იყოს, მარა პროტეჟეებს გულს ხომ ვერ დაწყვეტდა. ამათთან საწრაფი ფლანგები იქნებოდა კარგი, ან შორეული დარტყმებითაა გოლის გატანა შესაძლებელი, დარტყმა შეუძლია ჯანოს და ვაკოს და ოქრის მაკრატელა. ხარაიშვილს და არაბიძესააქ კაი დარტყმა და არა ყავს, ზარანდიას შეუძლია გაქცევა და არა ყავს. ეს სამი იგროკი უნდა ჰყოლოდა. რა აზრი ჰქონდა კაკაბაძის, ჯიღაურის ან კიდევ უთამაშებელი ოქრის და მერებას გამოძახებას არ ვიცი. ვისაც რეალურად შეეძლო ამ თამაშში გოლის გატანა, არა ჰყავს. ვნახოთ რას იზამენ კაჭარავა და არველაძე, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. კიევის დინამოდანაც შეეძლო იმ 18 წლის ტალანტის გამოძახება, გვარი დამავიწყდა, ეგერ სლოვენიას გაუჭედა კიდეც. ფრეს თუ მივაღწიეთ კაია და მერე ირლანდიას მოვუგებთ. 4 ქულა მაგარი იქნება. მაინც მაქვს იმედი იქნებ გავტეხოთ ნავსი.

• 1111

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მინიმუმ ფრეზე ვითამაშებთ თუ მოსაგებად არა!!!! მიდით ბიჭებოოოოოო

• Noe

საბავშვო ფეხბურთის თამაშებს აწყობენ და ერთი კაცი არაა დაჭერილი, აღარაფერი რომ არ ვთქვათ უფროსების ჩაწყობილ თამაშებზე. არ უნდა მოვიგოთ ხვალ რათა შემდეგ ფედერაციამ არ დაიწეროს კრედიტი და არ შეფასდეს მათი მუშაობა წარმატებულად. სანამ არ ამოვძირკვავთ დამპალ ფესვებს არაფერი არ გვეშველება და არც უნდა გევშველოს. შვეიცარია უკეთესი გუნდია ისედაც. ჩემი პროგნოზი 1:4. ვატო გაიტანს იმედია და დაადუმებს კრიტიკოსებს.

• გუგა

წარმატებები

• llcl

მგონია, რომ ვაისი ნამდვილად არაა საუკეთესო ვარიანტი ჩვენი ნაკრებისთვის, ეს კარგად გამოჩნდა მსოფლიოს შესარჩევში, ერთა ლიგას რაც შეეხება, გაგვიმართლა, რომ ჩაკვეტაძის ფორმის პიკი და აღმაფრენა დაემთხვა, ესევე შეუდარებელი იყო ნამდვილი კაპიტანი კანკავა და არა ის, ფბ-ზე რომ მხარდაჭერას უცხადებენ, რეალურად მე არასდროს მინახავს ვაისს კრიტიკულ მომენტში რაღაც შეეცვალოს, თითქოს არაფერი სათადარიგო ვარიანტი არა აქვს და თამაშის წინ არჩეულმა ტაქტიკამ თუ გაამართლა და რომელიმე მოთამაშის ინდივიდუალურმა გაბრწყინებამ, ხომ კარგი, თუ არა და საქმე წასულია, შეცვლებს 92 წუთიდან იწყებს. ღმერთმა ქნას ვცდებოდე, ღმერთმა წარმატებები მისცეს ჩვენს ბიჭებს და ვაისს, ისეთი წარმატებები, რომ ბელარუსთან შეხვედრა საერთოდ არ დაგვჭირდეს და პირდაპირ ამ რთული ჯგუფიდან გავსულიყავით ევროპაზე!

• megre

ქართული სტილით თამაში რომელია მესამე თამაშის მერე ჯგუფიდან გასვლის შანსი რომ აღარ აქვთ?)))

• დავითი

ვატოს ვაისი ჩასვამს ძირითადში და ვფიქრობ ორ გოლ გაიტანს

• valderrama

ჯიგარია ვაისი, ღირსეული პასუხიც გასცა "რუსულ სტილზე".

• mosexoneli

კარგად თქვა და მომეწონა ქართული სტილით ვითამაშებთო.ჩვენ ერთერთი ქვეყანა ვართ ევროპაში ყოველ შემთხვევაში ასე იყო ვისაც ქონდა თავისი სტილი როგორც გერმანიას ჰოლანდიას და ეპანეთს.სამწუხაროდ მაშინ საპჭო თა კავშირი იყო.დ ა მხოლოდ დინამო ანახებდა ამ სტილს წარმატებულად ცხადაძესაც ქონდ ამცდელობა და დაიწყო ამის კეთება და ვაისმა ჭკვიანურადც მოიქცა,რომ აერ შეცვალა და გააგძელა წარმატებით ქართული ტექნიკის გამოყენება ბურთის კონტროლში.დისიპლინა ევროპული და შვეიცარის მაგალითი რაD ღირს ჩვენც შეგვიძლია გავარკვიოთ ევროპა.ერტი წარმატება ტურნუირზე და ჩვენებზე მოთხოვნა გაიზდება რაც განაპირობებს წინ სვლას.შვეიცარიამ თამაში ისწავლა ჩვენ მხოლოდ გახსენებ გვინდა:)

• semi

ვაისმა იმედი და რწმენა დაგვიბრუნა. იმედია წარმატებულ სვლას გააგრძელებს ნაკრები.

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ვაისის ღირსეული საქციელი - ლუქსემბურგთან მატჩის წინ კაშია და კანკავა დაასვენა

უდიდესი სხვაობა - საქართველოსა და სომხეთის ნაკრების ჯამური ღირებულება ტრანსფერმარკტის მიხედვით

ცნობილია, სად ჩაატარებს საქართველოს ეროვნული ნაკრები სამ საშინაო შეხვედრას

ერთი დღე ნაკრებთან ერთად - კაშიამ გუნდის მნიშვნელოვანი ადამიანები გაგვაცნო [VIDEO]

საქართველო-უკრაინის მატჩამდე ცოტა დრო რჩება - რა ხდება ბათუმში? [VIDEO]

ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?

შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა

ვლადიმერ ვაისი: მომდევნო მეტოქე უფრო რთულია და გარკვეული ცვლილებები იქნება

კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები

ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ

სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან

ვიწყებთ სახლში თურქეთთან - საქართველოს ნაკრების კალენდარი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ციკლში