23 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საქართველოსთან გამარჯვების (2:0) შემდეგ შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ. თავიდანვე ვუთხარი მოთამაშეებს, რომ მეტოქე საკმაოდ ძლიერი გვყავდა. თავიდან გაგვიჭირდა რიტმის პოვნა. მეორე ტაიმში თავდაჯერებულობა ვიპოვეთ, მეტი გოლი უნდა შეგვეგდო და სამომავალოდ ამაზე უნდა ვიმუშავოთ.

ჩვენ ყველა მეტოქეს სერიოზულად ვუდგებით და პატივს ვცემთ. კარგი მომზადებაა გამარჯვებისთვის საჭირო. ბევრი ახალი მოთამაშე გვყავს, თავდაჯერებულობას იმატებენ და ეს მეორე ტაიმშიც გამოჩნდა.

რა თქმა უნდა, პირველი შეხვედრის მოგებით მოგვეხსნება წნეხი, დანიასთან სათამაშოდ მშვიდად მოვემზადებით.

მჯერა, რომ საქართვეელოს ნაკრებს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება და იმედი მაქვს ეს ჩვენთან თამაშში არ მოხდება. ადრე აღვნიშნე, რომ საქართველოს ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია კონკურენციის გაწევა და ეს პატიოსნად ვთქვი", - განაცხადა ვლადიმერ პეტკოვიჩმა.

26 მარტს შვეიცარიის მეტოქე დანიის ნაკრები იქნება, საქართველო კი სტუმრად ირლანდიას დაუპირისპირდება.

gia
სიურპრიზში ის იგულისხმა ალბათ შვეიცარიაში რო ჩავალთ და ნასკებივით ამოვატრიალებთ მათ ნაკრებს 5:0
kiko
ის ორი პენალტიც რომ არ გშველით?
ioska
მეც არ გამოვრიცხვ სიურპრიზს, შეიძლება გიბრალტარს მოუგოს D.D.D.
ლევან
ერთი გადახედეთ შვეიცარიის ნაკრების წევრებს,სად თამაშობენ.ყველა უმაღლეს დონეზე.მერე ჩვენი ნაკრები.ფაქტიურად არც ერთი არ თამაშობს ნორმალურ გუნდში. ციდან მიწაზე დაგვიშვეს,აი რა მოხდა დღეს
დავით 67
მეც ამას არ ვამბობ! ამ სტადიონის მინდვრები სოფლის მეურნეობისთვის გამოვიყენოთ. კიტრი და პამიდორი მაინც მოვიყვანოთ ეკონომიკა აიწევს
გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ.
ხომ ხედავთ, რომ საქართველოს ერთის გარდა, ფეხბურთელები არ ჰყოლია. ეს არ არის ქართული ფეხბურთი. სირბილი არა, ფინტები არა, კარში დარტყმა არა, ძალა არა. მაქსიმუმ 2-3 კაცის გარდა, დაბორიალობენ გამოფიტულები. კაცს გვერდს ვერ უვლიან, ბურთს ვერ აკონტროლებენ, რომ ტემპი ცვალონ. დღეს პიჟონებივით დაბოდიალობდნენ. ბატონმა ბიძინამ დააფინანსა რაგბი და შედეგიც სახეზეა. ქართულ ფეხბურთს, ასე არაფერი ეშველება. შვეიცარია საშუალო, ევროპული გუნდია, ჩავარდნებთ. იყო მომენტები, როგორ იბნეოდნენ თავის საჯარიმო მოედანზე. მწვანილი კი არ უნდა დავთესოთ მოედნებზე, უნდა მოვინდომოთ და ვითამაშოთ. ფეხბურთი, ქართველების ნომერი პირველი სპორტია.

რა, პენალი დაგვიდო?
qutaisi
მევიდა,მოგვიგო,შეგვაქო და წევიდა!!!....ვაი ჩვენ პატრონს!!!!!!!
ჯუბა
მეგობარი მეუბნებოდა ყოველთვის ფეხბურთი ასაკარძალია საქართველოში, რაგბი არის დასაფინასებელი და მისახდი, მეც უკვე მისი მომხრე და მისი აზრის გავხდი!!!!!
ჯუბა
მეგობარი მეუბნებოდა ყოველთვის ფეხბურთი ასაკარძალია საქართველოში, რაგბი არის დასაფინასებელი და მისახდი, მეც უკვე მისი მომხრე და მისი აზრის გავხდი!!!!!
კი რაზეა ბაზარი.
ჯერ შენ დაანებე თავი ფეხბურთის ყურებას, კომენტარების წერას
gucaevi
ვაისს კარგად მოეფერეთ..... მთავარია ხელფასი ვაისის და კობიაშვილის....
Kkk
ხო მაგაში მართალი ხარ ვიღაცას უეჭველი გავამწარებთ, ალბათ ირლანდიას შეიძლება დანიასაც გაუგოროთ ერთი ნიჩია, მარა არაფერში წაგვადგება ეს ქულები.
მუშა
ჩვენ უნდა მსაჯები მოვისყიდოთ, სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. 2 პენალტი გვინდა თითო თამაშში
ილარიონი
საერთოდ დავანებოთ თავი ფეხბურთის თამაშს!
gio
მართალია,ყველა მეტოქეს სერიოზულად უდგებიან და პატივისცემა აქვთ. დასაფასებელი და მისაბაძია.
გოგა
ეგ ჩვენც ვიცით ყარაულის თოფივით რო გავისვრით ერთი ორჯერ:)
ზაზა
ოჰ ეს რევსრანსები, ქათინაურები, კომპლიმენტები
sdfffff
რაც არ გერგება, არ შეგერგებაო.
tngh
თამაშითაც კმაყოფილი ბრძანდებით, და დარწმუნებული ვარ მსაჯობითაც... გაიხსენეთ II ტაიმის დასაწყისი... 0:0-ზე მსაჯის გადაწყვეტილება...
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი