ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"მეგა ბასკეტის" ამერიკელმა კალათბურთელმა "ვერას" ბოლო წამზე სამქულიანი ცენტრიდან ჩაუგდო [VIDEO]

"მეგა ბასკეტის" ამერიკელმა კალათბურთელმა "ვერას" ბოლო წამზე სამქულიანი ცენტრიდან ჩაუგდო [VIDEO]

"ა" ლიგის დღეს გამართული მეორე ნახევარფინალური მატჩი საქართველოს შიდაჩემპიონატების ისტორიის იმ მატჩების სიაში დაიმკვიდრებს ადგილს, რომლებშიც თითქმის განწირულმა გუნდებმა თამაში შემოატრიალეს და თითქმის გამოუვალი სიტუაციიდან მოახერხეს გამარჯვება.

ეს შეძლო "მეგა ბასკეტმა" "ვერასთან" შეხვედრაში, რომელთანაც წინა დღეს სერიის პირველი მატჩი წააგო და ახლაც რომ დამარცხებულიყო, სეზონს ასრულებდა. ვუკასინ მანდიჩისა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილ "მეგა ბასკეტს" სერიის გათანაბრება სტანდარტული სცენარით შეეძლო, როცა ირაკლი ალხანაიძის ორქულიანის შემდეგ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, მეტოქეს საპასუხო შეტევაში 24 წამის წესი დაარღვევინა და თამაშის გადასარჩენად 30 წამი დარჩა, თუმცა ვერელთა კარგი დაცვის გამო შეტევის ხეირიანად ორგანიზება ვერ შეძლო და მიკა სიბორნის არაზუსტი სამქულიანის შემდეგ საქმე უკიდურესად გაუმრუდდა. საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე ბურთს 61:60 მოლიდერე "ვერა" დაეპატრონა.

ასეთ სიტუაციაში ძალიან იშვიათად ხდება, რომ დაწინაურებული გუნდი აგებს. მით უმეტეს, როცა მეტოქეს 2 გუნდური ჯარიმა აქვს და 3 ტაქტიკური ჯარიმა სჭირდება, ბურთის შემთხვევით ჩაუჭრელად შეტევის უფლება რომ მოიპოვოს. მანდიჩის გუნდმა თითქმის უიმედო, ტაქტიკური ჯარიმების გზა აირჩია და 3 პერსონალურის აღებას 2 წამი დაახარჯა. ამ ყველაფრიდან კი ის გამოვიდა, რომ საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე საჯარიმოს ხაზზე ბრაისონ სკოტი დადგა, რომელმაც პირველი ტყორცნა ჩააგდო, "ვერა" 62:60 დააწინაურა და მეორე საჯარიმო ააცილა.

ბურთი "მეგაბასკეტელმა" დარკო კოჰადარევიჩმა მოხსნა, რომელიც საკუთარ საჯარიმოში იდგა, წამზომი კი 5 წამს ჩამოსცდა. სერბმა ცენტრმა ბურთი გუნდის ლიდერ კორი სანდერსს მიაწოდა, რომელიც მეტოქის ფარისკენ დაიძრა. ამერიკელ ლეგიონერს მეტოქის ფარამდე მისასვლელად დრო არ ეყოფოდა და ცენტრი გადაკვეთა თუ არა, ჰაერში აიწია და ესროლა. სანამ ბურთი ჰაერში იყო, საფინალო სირენის ხმა გაისმა, თუმცა სანდერსის ნასროლმა ადგილი ვერელთა კალათში იპოვა და თამაშის შედეგი "მეგა ბასკეტის" სასარგებლოდ შეცვალა – 63:62. ეს იყო წარმოუდგენელი რამ – განწირულმა "მეგა ბასკეტმა" გამარჯვება ბოლო წამს მოიპოვა და 7 აპრილს, ფინალში გასავლელ გადამწყვეტ მატჩში, "ვერას" ამ სეზონში უკანასკნელად დაუპირისპირდება.

ოქროს სამქულიანამდე მატჩის გმირმა სანდერსმა ბევრი ვერაფერი გააკეთა. ის სეზონის უსუსტეს მატჩს ატარებდა და მხოლოდ 4 ქულა ჰქონდა მოგროვებული: 10 ცდიდან მხოლოდ 1 სამიანი ჩაეგდო, თუმცა მისმა ფანტასტიკურმა სროლამ ყველაფერი გადაფარა. საბოლოოდ, სანდერმა შეხვედრა 7 ქულით, 3 პასით და 2 მოხსნით დაასრულა, ყველაზე შედეგიანი კი კოჰადარევიჩი გახლდათ – 14 ქულა, 9 მოხსნა. 14 ქულა დააგროვა მიკა სიბორნმაც. "ვერაში" 15 ქულით ბრაისონ სკოტი გამოირჩა, ბრენდონ სლაიმ კი 12 ქულა მიითვალა.

გადამწყვეტი მატჩი 7 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება, რომელიც გადაწყვეტს, "ვერა" გავა ფინალში თუ "მეგა ბასკეტი".

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა

თასის გათამაშების 2 ოთხთა ფინალისტი ცნობილია: ვსა და "ქუთაისი"

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

კორი სანდერსის მკვლელებს 43 წელი მიესაჯათ

"ბათუმმა" "მეგა ბასკეტი" დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა

ვლადიმერ კლიჩკო რინგზე სხვა სიმღერით ავა