ზაზა ფაჩულიას აკადემიის გამარჯვებით დასრულდა ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა წლევანდელი გათამაშება. “ზაზამ” ესტაფეტა ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულისგან – თბილისის “ჰიუნდაისგან” გადაიბარა, რომელიც წლეულს ნახევარფინალში გავიდა და იქ დღევანდელ ფინალში “ზაზასთან” წაგებულ “ადმირალიტეისკაიასთან” 2 ქულით დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სპეციალური პროგრამით ხელს უწყობს წარმატებულ ახალგაზრდულ კლუბებს კიდევ უფრო განვითარებაში და მათ საერთაშორისო ტურნირებში ასპარეზობისთვის თანადაფინანსებას უწევს. ამ პროგრამით გასული ოქტომბრიდან ბალტიის ლიგაში ასპარეზობენ წინა სეზონის Junior NBA – საქართველოს ლიგის სამეულის გუნდები – “ზაზა” და “თბილისი ბასკეტ იბერი”, ხოლო “ჰიუნდაი” აღნიშნულ ლიგაში მეორე წელია, საკუთარი სახსრებით მონაწილეობს.

ბალტიის ლიგის გათამაშება 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო და მთელი სეზონის განმავლობაში, პერიოდულად ბალტიისპირეთის ქვეყნებში – ლატვიასა და ესტონეთში იმართებოდა. რეგულარულ ჩემპიონატში მონაწილე 33 გუნდი 2 ჯგუფში იყო განაწილებული. ყველა მონაწილემ 15-15 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც თითო ჯგუფიდან 8-8 საუკეთესო გუნდი ფინალურ ეტაპზე გავიდა. სამივე ქართული კლუბი – “ზაზა”, “თბილისი ბასკეტ იბერი” და “ჰიუნდაი” ფინალურ ეტაპზე გავიდა, რომლებმაც რეგულარულ ჩემპიონატში იდენტური შედეგი აჩვენა – 12 მოგება, 3 მარცხი.

ფინალურ ეტაპს 19-21 აპრილს ესტონეთის ქალაქმა ტარტუმ უმასპინძლა, სადაც რეგულარული ჩემპიონატის 16 საუკეთესო გუნდი შეიკრიბა და 4 ჯგუფში განაწილდა. სამივე ქართულმა გუნდმა ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

“ზაზამ” ჯგუფში ესტონურ ტტუ-ს 78:42 მოუგო, ფინური “პიკივა” 97:42 გაანადგურა, ხოლო სოკის ესტონურ აკადემიას 69:46 სძლია.

“თბილისი ბასკეტ იბერიმ” ესტონური “კეილა” 76:51 დაამარცხა, “ტარტუს” 56:51 აჯობა, ხოლო ფინურ “მუკის” 60:41 მოუგო.

“ჰიუნდაიმაც” ჯგუფში სამივე თამაში მოიგო: “კალინინგრადთან” 47:44, ფინურ “ჰონკასთან” – 55:47, ხოლო ესტონურ “რაპლასთან” – 55:49.

ნახევარფინალში დღეს “ზაზამ” 75:52 დაამარცხა “თბილისი ბასკეტ იბერი”, ხოლო “ჰიუნდაიმ” “ადმირალთან” დასანანი მატჩი წააგო. ჰიუნდაელები ბოლო პერიოდის წინ 10 ქულით იგებდნენ, თუმცა დასკვნითი მეოთხედი 4:16 დათმეს და საბოლოოდ 36:38 წააგეს.

მესამე ადგილისთვის მატჩში “თბილისი ბასკეტ იბერმა” “ჰიუნდაის” სძლია – 59:52. ბრინჯაოს მედლების მფლობელთაგან 19 ქულით ბექა მაჭავარიანი გამოირჩა. 15 ქულა, 15 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა დავით კაპანაძემ, ხოლო ნიკოლოზ ბერძენიძვილის ანგარიშზე 9 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა.

ფინალში ზაზა ფაჩულიას აკადემიამ “ადმირალისკაიას” 62:57 სძლია და ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა ტურნირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინალურ მატჩში, ისევე, როგორ წინა შეხვედრებში, გამორჩეულად ითამაშა ნიკა აბულაძემ, რომელმაც სანკტპეტერბურგელებს 33 ქულა ჩაუგდო და 8 ბურთი ჩაუჭრა. ფინალში შედეგიანი იყო გოგიტა ბუკია, რომელმაც 12 ქულა, 10 მოხსნა,7 ჩაჭრა და 5 პასი მიითვალა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ისტორიულ ბაქოურ დერბის თვაური იმსაჯებს | ქართველი მსაჯებ-კომისარი ევროტურნირებზე
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ზედიზედ მეორედ ევროსარბიელზე | "ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასი ჩეხურ "ბრნოსთან" მარცხით გახსნა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
ზაზას აკადემია 2 საქართველოს 16-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი გახდა
ქართული კლუბების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე
Junior NBA-GBF ლიგის ჩემპიონი ზაზას აკადემიის პირველი გუნდი გახდა
"დინამო" ქალთა საკალათბურთო ლიგის ჩემპიონია
18-წლამდელთა ჩემპიონატზე გიორგი ბიჭიაშვილმა 3 პერიოდში 9-დან 9 სამქულიანი ჩააგდო!