საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სპეციალური პროგრამით ხელს უწყობს წარმატებულ ახალგაზრდულ კლუბებს განვითარებაში და მათ საერთაშორისო ტურნირებში ასპარეზობისთვის თანადაფინანსებას უწევს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გასული ოქტომბრიდან ბალტიის ლიგაში ასპარეზობენ წინა სეზონის Junior NBA - საქართველოს ლიგის სამეულის გუნდები - "ზაზას აკადემია" და "თბილისი ბასკეტ იბერი", ხოლო "ჰიუნდაი" აღნიშნულ ლიგაში მეორე წელია, საკუთარი სახსრებით მონაწილეობს. უკვე მეორე წელია, პროგრამა წარმატებით ხორციელდება და ის ქართული კლუბების საერთაშორისო ასპარეზზე გასვლასა და ამ გზით ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის თანადაფინანსებით, ბალტიის ლიგაში მოასპარეზე ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი 13-წლამდელთა კატეგორიაში ჩემპიონი გახდა, ხოლო"თბილისი ბასკეტ იბერიმ" მესამე ადგილი დაიკავა.

ამ გუნდებმა გასული წლის Jr. NBA-GBF ლიგაში წარმატებით იასპარეზეს. "ზაზა" ჩემპიონი გახდა, "თბილისი ბასკეტ იბერი" კი მესამეზე გავიდა და სწორედ ამით დაიმსახურეს მათ ბალტიის ლიგაში მონაწილეობისთვის კალათბურთის ფედერაციის 50-პროცენტიანი დაფინანსება.

მისასალმებელია, რომ უკვე მეორე წელია, ბალტიის ლიგაში საკუთარი სახსრებით ასპარეზობს კიდევ ერთი ქართული კლუბი "ჰიუნდაი", რომელიც წინა სეზონში 13-წლამდელებში ჩემპიონი გახდა, წლეულს კი, მე-3 ადგილისთვის მატჩში "თბილისი ბასკეტ იბერისთან" დამარცხდა.

კლუბის ხელმძღვანელობამ, კომპანია "ჰიუნდაი ავტო საქართველომ" კიდევ ერთხელ დააფინანსა გუნდის მონაწილეობა აღნიშნულ ტურნირზე.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩის დაწყებამდე ("ტიტები"-"ქუთაისი") ბალტიის ლიგაში მონაწილე გუნდებს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული შეხვდა, რომელმაც მოთამაშეებსა და მწვრთნელებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ამ მიღწევების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პაატა გურასპაულმა "ზაზას აკადემიის", "იბერისა" და "ჰიუნდაის" გუნდებს კალათბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის საპატიო სიგელები გადასცა.

ბალტიის ლიგა სოლიდური, მთელ სეზონზე განგრძობადი ტურნირია, რომლის 13-წლამდელთა კატეგორიაში ამ სეზონში 33 გუნდი მონაწილეობდა. კლუბების უმრავლესობა ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებს შეადგენდა, თუმცა იყვნენ გუნდები ბელორუსიდან, უკრაინიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან და რუსეთიდან. სწორედ რუსულ კლუბ"ადმირალს" მოუგო 62:57 დაძაბულ ფინალში უილ სმიტისა და დავით მუმლაძის გაწვრთნილმა "ზაზას აკადემიამ". მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ზაზას" ლიდერი ნიკა აბულაძე გახდა, რომელმაც ფინალში 33 ქულა და 8 ჩაჭრა მოაგროვა, ხოლო ნახევარფინალში "თბილისი ბასკეტ იბერისთან" 75:52 მოგებულ მატჩში 26 ქულა მიითვალა.

ბალტიის ლიგა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, იანვარსა და მარტში გაგრძელდა და ამ პერიოდში, ჯგუფური ეტაპის ფარგლებში, ქართულმა გუნდებმა 15-15 მატჩი გამართეს. თითოეულმა მათგანმა 12 მატჩი მოიგო და სუპერფინალში გადაინაცვლა, სადაც რეგულარული ჩემპიონატის 16 საუკეთესო გუნდი გავიდა. სუპერფინალს 19-21 აპრილს ესტონეთის ქალაქმა ტარტუმ უმასპინძლა, სადაც სამივე ქართულმა გუნდმა ჯგუფებში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში გავიდა.

ბალტიის ლიგაში ასპარეზობით აღნიშნული კლუბების 13-წლამდელებმა მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პროგრამა გრძელდება და ის Jr. NBA-GBF ლიგის წარმატებულ კლუბებზე ისევ გავრცელდება. წლევანდელი სეზონის Jr. NBA-GBF ლიგა 2 დივიზიონად (60 გუნდი) ჩატარდება, რომელიც მაისის თვეში დაიწყება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო და ახალი შესაძლებლობები ახმეტელი მოზარდებისთვის
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
ზაზას აკადემია 2 საქართველოს 16-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი გახდა
"დინამო" ქალთა საკალათბურთო ლიგის ჩემპიონია
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ
"ჰიუნდაი" და "აკადემია" ევროპის ლიგის პლე-ოფში გავიდნენ
თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი "აკადემია" გახდა
გურასპაული VS სანიკიძე - პრეზიდენტობის მეორე მსურველიც ცნობილია
ქართული საკალათბურთო კლუბი "ჰიუნდაი" ბალტიის ლიგის გამარჯვებული გახდა
პაატა გურასპაული: ჩვენი მთავარი ამოცანა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა არ არის
Junior NBA-GBF ლიგის ჩემპიონი ზაზას აკადემიის პირველი გუნდი გახდა
"არა ძალადობას, არა რუსეთის მონებს!.. არაადამიანებო, ღორებო!" - ქართველი სპორტსმენები "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და მიმდინარე აქციებზე
ლეგიონერები | ნიკა აბულაძე "ექსეთერ ჩიფსში" ითამაშებს
პაატა გურასპაულის ოთხწლიანი ანგარიში
საქართველოს U14 ნაკრებმა და “ჰიუნდაიმ” ევროპის ლიგის მეორე წრეში დაასრულეს
გურასპაული: საქართველოს ნაკრები ყველასთან გამარჯვებისთვის გადის და არც ესპანეთი იქნება გამონაკლისი
"ზაზას აკადემიამ" ბალტიის ლიგა მოიგო – მესამე ადგილი "თბილისი ბასკეტ იბერმა" მოიპოვა
მოთამაშეთა განვითარების ლიგა 17 აგვისტოს დაიწყება (გუნდების შემადგენლობები)
18-წლამდელთა ჩემპიონატზე გიორგი ბიჭიაშვილმა 3 პერიოდში 9-დან 9 სამქულიანი ჩააგდო!