საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე ევროლიგის ამომავალ ვარსკვლავად დაასახელეს.

ბითაძე გახდა პირველი ცენტრი უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში, ვინც ეს პრიზი მიიღო.

ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო კალათბურთელებს გამოკითხვის შედეგად გადაეცემათ, რომელშიც მონაწილეობას ევროლიგის გუნდების მწვრთნელები იღებენ.

მიუხედავად იმისა, რომ გოგა ბითაძემ "ბუდუჩნოსტთან" კონტრაქტი დეკემბერში გააფორმა, 13 შეხვედრის ჩატარება მაინც მოასწრო ევროლიგაში. 212 სანტიმეტრის სიმაღლის 19 წლის ქართველი ცენტრი ევროლიგის 13 შეხვედრაში საშუალოდ 12.1 ქულას, 6.4 მოხსნასა და 2.3 ბლოკს აგროვებდა და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 16.3 იყო.

არც ისე ბევრი ჩატარებული თამაშის გამო გოგა სტატისტიკის ლიდერებში ვერ მოხვდა. თუმცა, იქ რომ ყოფილიყო, ბლოკებში პირველ ადგილს დაიკავებდა, მეოთხე იქნებოდა მოხსნებში და მერვე ქულებში. როგორც ზევით აღვნიშნეთ, მწვრთნელებმა უკანასკნელ 13 წელში ცენტრი პირველად დაასახელეს ამომავალ ვარსკვლავად.

გოგა ბითაძის დებიუტი ევროლიგაში გასაოცარი იყო. მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ ქართველმა ცენტრმა 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 ბლოკი მიითვალა და ეს ყველაფერი მხოლოდ 23 წუთში.

მეორე თამაში უფრო შედეგიანი აღმოჩნდა მისთვის. "მილანის" წინააღმდეგ გოგამ 23 ქულა, 8 მოხსნა და 3 ბლოკი დააგროვა, სარგებლიანობის კოეფიციენტი 31 ჰქონდა.

ბითაძე იყო "ბუდუჩნოსტის" "სული და გული" ზედიზედ სამ მოგებულ შეხვედრაში და მადრიდის "რეალთან" თავისი ერთადერთი ორმაგი დუბლი ჰქონდა (13 ქულა, 10 მოხსნა, 3 ბლოკი). მან სროლის საუკეთესო მაჩვენებელი 22-ე ტურში, "ხიმკის" წინააღმდეგ დააფიქსირა. იმ მატჩში გოგამ 17 ქულა მოაგროვა, თამაშიდან ნასროლი 6 ბურთიდან 5 მოათავსა ზუსტად კალათში, ხოლო 8 საჯარიმოდან 7 ჩააგდო. 212 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრმა სეზონიც კარგად დაასრულა - 16 ქულა და 8 მოხსნა ათენში გამართულ მატჩში "პანათინაიკოსის" წინააღმდეგ.

გოგა ბითაძე ანდრეა ბარჯიანის შემდეგ (2005/06 სეზონი) ამომავალი ვარსკვლავის პრიზის მფლობელი პირველი ცენტრი გახდა.

ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო მოუგიათ ისეთ კალათბურთელებს, როგორებიც არიან რუდი ფერნანდესი, დანილო გალინარი, რიკი რუბიო, ნიკოლა მიროტიჩი, კოსტას პაპანიკოლაუ, ბოგდან ბოგდანოვიჩი და ლუკა დონჩიჩი.

სწორედ "დალასის" სლოვენიელი ვარსკვლავი იყო ამ ნომინაციის გამარჯვებული უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში. დღეს კი "ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის" სტატუსი გოგა ბითაძეს მიანიჭეს.

მომზადებულია eurohoops-ის მიხედვით

სოსო
გოგას დიდი წარმატებები,მაგრამ ჩვენს ნაკრებს რა ეშველება მის გარეშე?მხოლოდ შერმადინს,ძალიან გაუჭირდება ისედაც სისხლისაგან დაცლილი საქართველოს ნაკრების ფარის დაცვა
გიორგი
ძალიან კარგი ფაქტი და დიდი მიღწევაა. ვულოცავ გოგას. შემდგომი წარმატებებისთვის საუკეტესო დასაწყისია.
გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ლუკა დონჩიჩი: კარიერის დასრულება მადრიდის "რეალში" მსურს
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEOS] ბითაძეს სათამაშო დრო აღარ ეძლევა, მამუკელაშვილის სამი დაფარება "ნიუ იორკ ნიქსთან"
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ფინეთი გერმანიას შეხვდება
"ორლანდო მეჯიქი" გოგა ბითაძის გასაცვლელად ემზადება
[VIDEO] ბითაძე კვლავ როტაციის მიღმა - მამუკელაშვილის 24 წუთი "ორლანდოსთან"
"ასეთი რამ, აქამდე არ მინახავს" - ლუკა დონჩიჩი
[VIDEO] დონჩიჩმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა - "დალასს" დევისის დაბრუნებამაც არ უშველა
უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე თბილისის "დინამომ" "ბუდუჩნოსტს" კომპენსირებულ დროში სძლია
ბელგრადში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტს" მოედანზე შეუცვივდნენ - თამაში 1 საათის დაგვიანებით დაიწყო [VIDEO]
[VIDEO] 3-მატჩიანი უქმობის შემდეგ ბითაძე "სან ანტონიოსთან" ათამაშეს - "ორლანდო" ტეხასში დამარცხდა
[VIDEO] ბითაძე "ორლანდოს" როტაციაში დაბრუნდა - გოგამ "ფინიქსთან" 9 წუთი ითამაშა
"ბუდუჩნოსტმა" "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგობა ვერ გაუწია - გოგა ბითაძემ ევროპაში ბოლო მატჩი ჩაატარა? [VIDEO]
"ბუდუჩნოსტმა" სერიაში "ცრვენა ზვეზდას" ანგარიში გაუთანაბრა - გოგა ბითაძემ 2 ქულა ჩააგდო [VIDEO]
მატჩის შემდეგ დონჩიჩს გასახდელთან ელოდებოდა და ლუკაზე თავდასხმა სცადა - NBA-მ შროდერი დასაჯა
უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე თბილისის "დინამო" "ბუდუჩნოსტთან" დამარცხდა
გოგა ბითაძემ და ჟასმინ რეპეშამ "ბუდუჩნოსტი" დატოვეს
4 დღეში ყველაფერი უნდა გაირკვეს - სად გააგრძელებს კარიერას გოგა ბითაძე?