დღეს, 22 ოქტომბერს, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2025/2026 წლების სეზონი გაიხსნა. მოქმედს ჩემპიონს, "ოკლაჰომა სითი თანდერს", "ჰიუსტონ როკეტსთან" გამარჯვების მოსაპოვებლად ორი ოვერტაიმი დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ ტეხასელთა რიგებში კევინ დურანტმა სადებიუტო მატჩი იმ გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც მისი შესანიშნავი კარიერა დაიწყო. დურანტმა 47 წუთში 23 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ლიგის მოქმედი MVP შეი გილჯეს-ალექსანდერი გახდა, კანადელმა უკანახაზელმა 47 წუთში 35 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი დააგროვა.

"ჰიუსტონიდან" ყველაზე შედეგიანი ალფერენ შენგუნი იყო, თურქმა 49 წუთში საკუთარ გუნდს 39 ქულა, 11 მოხსნა და 7 ასისტი შესძინა.

"ოკლაჰომა" მორიგ შეხვედრას 24 ოქტომბერს "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ გამართავს.

რაც შეეხება დღის მეორე შეხვედრას, "კრიპტო არენაზე" "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლა და 109:119 დამარცხდა. ჯეი-ჯეი რედიკის გუნდმა უამრავი შეცდომა დაუშვა, ჯამში - 20. ასევე "ანგელოზებმა" საჯარიმო სროლა 11-ჯერ ააცილეს, რამაც, რა თქმა უნდა, დიდწილად მატჩის ბედი გადაწყვიტა.

შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ლუკა დონჩიჩმა, სლოვენიელმა უკანახაზელმა 41 წუთში 43 ქულა, 12 მოხსნა და 9 შედეგიანი პასი დააგროვა.

"გოლდენ სტეიტს" ჯიმი ბატლერმა ულიდერა, გამოცდილმა კალათბურთელმა 35 წუთში 31 ქულა, 5 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა. სტეფ კარიმ ახალი სეზონი 23 ქულით 1 მოხსნითა და 4 შედეგიანი პასით გახსნა.

"ლეიკერსი" 25 ოქტომბერს "მინესოტა ტიმბერვულვზს" დაუპირისპირდება, "გოლდენ სტეიტი" კი 24 ოქტომბერს "დენვერ ნაგეთსს" შეხვდება.

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"რა სირცხვილია, დიეტოლოგი დაიქირავე!" - თურქეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკაკუ გააკრიტიკა
"კალათბურთი მაღალ დონეზე ესმის" - ოსტინ რივზმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
საზონოვის გარეშე - "ხეტაფე" "უნივერსიტატეას" ფრედ ეთამაშა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება
საზონოვის კლუბი კარვახალის შემდეგ კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] მამუკელაშვილი "ტორონტოს" ძირითად ხუთეულში დაბრუნდა
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ლეონარდი შეუჩერებელია - კავაიმ "კლიპერსს" "ჰიუსტონთან" მოაგებინა
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
"ვიცოდი, როგორი კალათბურთელიც იყო, მაგრამ მისმა ამ უნარებმა გამაოცა" - დონჩიჩმა მამუკელაშვილზე ისაუბრა
[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ ძირითად ხუთეულში - "ტორონტომ" "ოკლაჰომაც" დაამარცხა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
[VIDEO] ფრენჩაიზის ისტორიაში პირველად - "ოკლაჰომა" NBA-ის ჩემპიონი გახდა
[VIDEO] ეს რა იყო - მამუკელაშვილის ბრწყინვალე ჩატენვა და გაოგნებული დონჩიჩი
[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
[VIDEO] ქულებით მხოლოდ დონჩიჩს ჩამორჩა - მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი და "ლეიკერსის" გამარჯვება "საკრამენტოსთან"
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] ლებრონის ლიდერობით - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონის" ბარიერი დაძლია და "ოკლაჰომას" დაუპირისპირდება
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
"კალათბურთი მაღალ დონეზე ესმის" - ოსტინ რივზმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა
[VIDEO] ვემბანიამას 26 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "ფინალურ სერიაში "ოკლაჰომა" დაწინაურდა
"დონჩიჩმა დამირეკა, ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა..." - სანდრო მამუკელაშვილი
"როცა სანდროს პირველად დავურეკე, ასეთი რამ მკითხა" - "ლეიკერსის" მწვრთნელმა მამუკელაშვილზე ისაუბრა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია