ქართველი სუმოისტებისთვის ნაცუ ბაშო წარმატებული გამოდგა. შეიძლებოდა უფრო მეტის მიღწევაც, თუნდაც ჩემპიონობაც, მაგრამ რაც მოხდა, იმას ვერ შევცვლით. მთავარია, ლევან გორგაძემ, ანუ ტოჩინოშინმა მოახერხა და დაიბრუნა ოძეკის ტიტული.

ბაშოს წინ ეს მთავარი მიზანი იყო. ლევანს 10 გამარჯვება სჭირდებოდა და მოახერხა კიდეც. 1969 წლის შემდეგ, როცა ეს წესი შემოიღეს (იგულისხმება ოძეკის ტიტულის დაბრუნება მისი დაკარგვიდან შემდეგ ბაშოზე 10 გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში), ტოჩინოშინი გახდა მე-6 სუმოისტი, რომელმაც ოძეკის პრესტიჟული სტატუსი დაიბრუნა.

რაც შეეხება გაგამარუს, რომელიც ჯიუროს დივიზიონის მე-7 ნომერი იყო, მანაც მოახერხა პოზიტიური შედეგის დაფიქსირება და 6 მარცხის წილ 9 მოგება დააგროვა, რაც გაგას შემდეგ ბანძუკეში უკეთეს ადგილს მიანიჭებს. დიდი ალბათობით, გაგა ჯიუროს მე-3 ან მე-4 ნომერი იქნება. როგორც წესი, რა სხვაობითაც დაასრულებს ბაშოს რიკიში, იმ ოდენობის ადგილით დაწინაურდება ან დაქვეითდება, გაგას კი +3 ჰქონდა.

ქართველი სუმოისტების გამოსვლას მოკლედ მიმოვიხილავთ და ტოჩინოშინით დავიწყებთ.

ტოჩი საწყის 7 ტურში დაუმარცხებელი იყო და დამაჯერებლად იგებდა. ყველაზე რთული ბრძოლები საწყის 7 დღეში მე-3 და მე-4 გამოდგა. ოკინოუმისა და ტამავაშისთან ჯახი საკმაოდ სანერვიულო გამოდგა, თუმცა ჯან-ღონის ხარჯზე მაინც მოახერხა წამგებიანი მდგომარეობიდან გამარჯვების მოპოვება.

მე-8 დღეს, როცა ტოჩი მე-2 მაეგაშირა ენდოს ხვდებოდა, უფრო რეალური ჩანდა გამარჯვება, რადგან ენდო არ ჩანდა ის რიკიში, რომელსაც ლევანის დამარცხება შეეძლო. თუმცა იაპონელმა ქართველს მოხერხებულობით აჯობა, უხერხულად შეუძვრა მავაშიში და ტოჩისაც ფეხი დაუცდა.

მე-9 დღეს ტოჩინოშინს გამარჯვება უბრძოლველად ხვდა წილად, რადგან ახლად გაოძეკებული ტაკაკეიშო ბაშოდან მეორედ და საბოლოოდ მოეხსნა. ყველაზე მტკივნეული მარცხი ლევანმა მე-4 მაეგაშირა აბისთან იწვნია. იაპონელმა რიკიშიმ ქართველი გოლიათი მაყურებლებში მოისროლა.

ამ ბრძოლის შემდეგ ტოჩიმ დაზიანება მიიღო და ბოლო შეხვედრებში ტაჩიაიში (საწყისი შეჯახება) ისეთი ძლიერი ვეღარ იყო, როგორც ბაშოს დასაწყისში. ეს გახლდათ მაისეისთან წაგების მიზეზი.

ხოლო მე-13 დღეს, როცა ტოჩინოშინი ჩემპიონობის შანსებს ისევ ინარჩუნებდა, იაპონელ ასანოიამასთან გამარჯვება მოჰპარეს. სრულიად გაუგებარი მოტივით (თითქოს ქუსლი დოჰიოს გარეთ გადადგა) ლევანს წაგება ჩაუთვალეს, ხოლო იაპონელ მე-8 მაეგაშირას ჩემპიონობისკენ გაუკვალეს გზა.

თუმცა, ლევანმა ბაშოს წინ არსებული მიზნის მიღწევა მაინც მოახერხა და იოკოძუნა კაკურიუ დოჰიოზე გააგორა. ბოლო დღეს სრულიად უმოტივაციო ოძეკ ტაკაიასუსთან დამარცხდა.

საერთო ჯამში, ქართველს წარმატებული ბაშო ჰქონდა. რომ არა ბევრი დამატებითი მოვლენა, შესაძლოა ტოჩინოშინს ჩემპიონობაც ეზეიმა.

საქმე იმაშია, რომ ახლა იაპონიაში ახალი ერა დაიწყო, სახელად რეივა. ამისი მიზეზი ტახტზე ახალი იმპერატორის ასვლაა. იმპერატორი 59 წლის ნარუჰიტო გახდა, რომელიც იაპონიის ისტორიაში 125-ე მონარქია. ამას დაემატა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტი ამომავალი მზის ქვეყანაში.

ცნობილი იყო, რომ ტრამპი სუმოს სუპერტურნირის ბოლო დღეს დაესწრებოდა და გამარჯვებულს პრეზიდენტის თასს გადასცემდა. ამ თანმხლები მოვლენების გათვალისწინებით, გულშემატკივრებში გაჩნდა მოსაზრება, რომ ნაცუ ბაშოს გამარჯვებული იაპონელი "უნდა ყოფილიყო". სუმოს გულშემატკივრთა აზრით, სწორედ ეს გახლდათ იმისი მიზეზი, რომ ტოჩინოშინს ასანოიამასთან გამარჯვება წაართვეს. თავად ასანოიამა დამნაშავე ნამდვილად არ ყოფილა.

გარდა ოძეკის ტიტულის დაბრუნებისა, ტოჩიმ ჯამში 104 კენშო მიიღო. თითოეულში, დაახლოებით 400 დოლარის ეკვივალენტია იენებში. აქედან ნახევარი ლევანს რჩება, ნახევარს კი მისი კლუბი იღებს.

რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელის გამოსვლას, მის ასპარეზობას დამატებითი პერიპეტიები არ ახლდა თან. გაგა ჩვეულ სტილში იბრძოდა. მისი დამარცხება 6-მა რიკიშიმ შეძლო და აქედან ნახევარმა მიმართა ჰენკას (საწყისი შეჯახებიდან თავის არიდება).

გაგამ, რომელსაც ტრავმა ჰქონდა და საერთოდ აპირებდა სუმოსთვის თავის დანებებას, დადებითი ბალანსი დააფიქსირა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გაგამარუ ძალიან ძლიერი მებრძოლია, ის კლასიკურ სუმოს ჭიდაობს და მთელი ძალით მიდის წინ. მომავალ ბაშოზე, თუ მას ფიზიკური პრობელემები არ ექნება, შეუძლია მაკუუჩის ელიტურ დივიზიონში დაბრუნებისთვის იბრძოლოს.

საერთო ჯამში, ნაცუ ბაშოზე ქართველების მიერ გამართული 30 ბრძოლიდან 19 მოვიგეთ. სავსებით შესაძლებელი გახლდათ, მოგებათა ოდენობა მეტი ყოფილიყო, თუმცა არც ეს არის ცუდი შედეგი.

შემდეგი ბაშო ივლისში იქნება. ნაგოია ბაშო 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით გაიმართება. გაგას მიზანი უფრო მარტივია, ის მაკუუჩის დივიზიონში დაბრუნებისთვის იბრძოლებს.

ხოლო რაც შეეხება ტოჩის, თუ მას ტრავმა არ ექნა და ამ ბაშოზე მიღებული დაზიანებებიც მოირჩინა, ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია. შემდეგ ბაშოზე იოკოძუნა ჰაკუჰოც დაბრუნდება, ალბათ ოძეკი ტაკაკეიშოც მოირჩენს ტრავმას. მაგრამ ჯანმრთელ ტოჩინოშინს რომ ყველას დამარცხება შეუძლია, ეს თუნდაც 1 წლის წინ გამოჩნდა ჰაკუჰოს ძლევით.

მეფე333
გააჩნია ახლა რომელ რანგს მიანიჭებენ შემდეგ უკვე 9-6-ზე მაინც უნდა დადოს სავარაუდოდ და მის წინ მდგომმა რიკიშებმა უარყოფითი ან მინიმალური დადებითი უნდა გააკეთონ რომ უმაღლეს დივიზიონსი ავიდეს,10-5ზე ალბათ ყველა კითხვას მოხსნიდა თუმცა საკმაოდ რთული მისიაა გაგას ტრავმიანობის ფონზე
მეფე333
თავის დროზე რომ წაგეკითხა სტატია ნახავდი, გადააკეთეს შემდეგ, ზუსტად იდენტურად ეწერათ მსოფლიო სპორტში და იმათმა ჯერ კომენტარი წაშალეს რადგან ავტორი შემოვიდა პოლემიკაში და თავის იდიოტობას მიმტკიცებდა და სემდეგ საერთოდ სტატია აიღეს
Qomagia
თუ შეიძლება მითხარით გაგამმარუმ რა უნდა ქნას შემდეგ ბაშოზე,რომ დაბრუნდეს უმაღლეს დივიზიონში?
სოსო
სად წაიკითხე მეგობარო რომ მე5 მაეგაშირა უწერიათ
მეფე333
ასანოიამა მე-8 მეგაშირაა და არა მე-5, კოპი-პეისტი ბლინ თუ რა ხდება მთელი ქართული სპორტული ჟურნალისტები ერთმანეთისგან იწერთ???
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
მოვლენების ასეთ განვითარებას არავინ ელოდა - ოსიმენის მომავალი თითქმის გადაწყდა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
უარი ცისარტყელა სამკლაურზე - "ნანტის" კაპიტანი დასაჯეს
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
კიუშუ ბაშო. XII დღე: გაგამარუმ მე-11 მარცხი იწვნია
ტოჩინოშინის შანსი - სუმოს ისტორიაში ბაშო მესამედ გაუქმდა
"მუხლში ერთი ხრტილიც აღარ დამრჩა" - გაგამარუ სუმოდან წავიდა
რა თანხა გამოიმუშავა, რა პრიზები მიიღო და როდის გახდება ტოჩინოშინი ოძეკი?
"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]
ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოდან მოისროლა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო [VIDEO]
ტოჩინოშინმა იაპონელებს საქართველო გააცნო - ექსკლუზიური კადრები ტოკიოდან [VIDEO]
ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს იწყებს - ქართველის საწყისი მეტოქეები ცნობილია
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინი რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა!
14-წლიანი კარიერის მანძილზე პირველად - გაგამარუმ კიუჯო გამოაცხადა
ნაცუ ბაშო. VIII დღე [LIVE]
ტოჩინოშინის საფირმო ჩავლება და დოჰიოზე გაგორებული მეტოქე [VIDEO]
საოცარი სანახაობა! - ტოჩინოშინმა პატარა ენჰო ჰაერში ასწია და დოჰიოდან გადადგა [VIDEO]
"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს
ჰარუ ბაშოს ამბები - ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე ცნობილია
"როცა მაკუშიტაში ორჯერ დავმარცხდი, ვფიქრობდი, ამათთან როგორ ვაგებ-მეთქი?!" - გაგამარუ ტრავმებსა და კარიერის გაგრძელებაზე
3 მარცხიანი სერია დასრულდა, ტოჩინოშინმა მარტივად გაიმარჯვა [VIDEO]
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინის პოზიცია შეიცვალა
მეტოქე "ტოჩის" ყელში წვდა და დოჰიოდან გადააგდო, ქართველმა ივლისის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა [VIDEO]
ტრამპი აშშ-ის ნაკრების თამაშებს აღარ დაესწრება - მიზეზი რასიზმის საკითხია
ტაისონმა ტრამპის დაცვა "გათიშა", ოფისში აუვარდა და აგინა - დონალდი მაიკის საშუალებით მდიდრდებოდა
ნაცუ ბაშო. X დღე: [LIVE]
ნაცუ ბაშო. X დღე: გაგამარუს დადებით ბალანსამდე ერთი მოგებაღა აშორებს [VIDEO]
ტრამპისა და ჯონსონის არჩევა სამყაროსთვის ცუდი ნიშანი იყო - კლოპი პოლიტიკაზე
ტოჩინოშინი მოწინააღმდეგეს ჯერ ძლიერად დაეჯახა, მერე ძირს დააგდო [VIDEO]
დრამატული დაპირისპირება - ტოჩინოშინი ტაკანოშოსთან დასანანად დამარცხდა [VIDEO]
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
დონალდ ტრამპი: სპორტი შეჩერებისთვის არაა შექმნილი
ტოჩინოშინმა ტანმორჩილ მოწინააღმდეგეს იორიკირის ილეთით სძლია
"გოლდენ სტეიტის" მწვრთნელმა დონალდ ტრამპს დასცინა [PHOTO]
ნაცუ ბაშო. ფინალი: ტოჩინოშინმა მოტეხილი ხელით იკიოი დაამარცხა, მაგრამ კაკურიუ ჩემპიონი გახდა [VIDEO]
ტრამპი NBA-ს კალათბურთელებზე: დებილები და ამაზრზენები არიან
კიუშუ ბაშო. VII დღე: გაგამარუ ტრავმასაც ებრძვის და მეტოქესაც [VIDEO]
ჰარუ ბაშო. დღე II [LIVE]