დღეს, 29 მაისს, სახლიდან 4000 კილომეტრის მოშორებით, ლონდონური კლუბები ერთმანეთის წინააღმდეგ ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე დადგებიან.

ევროპა ლიგის გამარჯვებული "ჩელსისა" და "არსენალს" შორის გამოვლინდება.

მიუხედავად იმისა, რომ საქმე ტიტულის მოგებას ეხება, "ჩელსის" მთავარ მწვრთნელს "იუვეზე" უსვამდნენ შეკითხვებს. სარიმ დელიკატური პასუხი გასცა:

"მე "ჩელსისთან" 2-წლიანი კონტრაქტი მაქვს. თავიდან ძალიან გამიჭირდა და არ მესმოდა ჩემი ფეხბურთელების, ძნელი იყო მათი მენტალობის ამოხსნა, თუმცა მერე მათ შეცვლა დაიწყეს ან მე შევიცვალე. ახლა მე ისინი ძალიან მიყვარს. გუნდში 20, 22 შესანიშნავი კაცი მყავს, ძლიერი ფეხბურთელები და მათთნ თავს ბედნიერად ვგრძნობ".

ბედნიერება ნამდვილად არ არის ის სიტყვა, რაც შეიძლება გამოვიყენოთ მაურიციო სარის ემოციური მდგომარეობის დასახასიათებლად, თუ მის გუშინდელ რეაქციას გავიხსენებთ, როცა დავიდ ლუისისა და გონსალო იგუაინის კამათის გამო ქუდი მოისროლა.

Video

მაურიციო სარი გაბრაზდა და ფინალისწინა ვარჯიში დატოვა

60 წლის სარისაგან განსხვავებით, რომელსაც მნიშვნელოვანი ტიტული არასდროს მოუგია, მისი მოწინააღმდეგე უნაი ემერი ევროპა ლიგის სამგზის გამარჯვებულია "სევილიასთან" ერთად.

"არსენალმა" ბოლოს ევროთასი 1994 წელს მოიგო და ახლა "მეთოფეების" წინაშე ორი მნიშვნელოვანი ამოცანაა შესასრულებელი - ტიტული და ჩემპიონთა ლიგა.

"ჩვენ ორი მიზანი გვაქვს, თუმცა პრიორიტეტული ტიტულის მოგებაა. სწორედ ეს დაგვეხმარება მეორე მიზნის მიღწევაში", - განაცხადა უნაი ემერიმ.

"ყველა თასს უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენთვის, ისე "ჩელსისათვის". ჩვენ გვინდა ამ მომენტით ვისიამოვნოთ და ფანებსაც ბედნიერება მივანიჭოთ", - დაამატა ესპანელმა.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, "ჩელსის" პრობლემები აქვს ნახევარდაცვაში. სარის კომენტარის მიხედვით, კანტეს თამაშის შანსი 50-50-ზეა. ტრავმა აქვთ ჰოჯსონ ოდოისა და ლოფტუს ჩიკს და სარის მხოლოდ ჟორჟინიო, კოვაჩიჩი და ბერკლი ჰყავს ნახევარდაცვაში.

"არსენალს" მსგავსი პრობლემები არ აქვს, თუ არ ჩავთვლით ჰენრიხ მხითარიანის არყოფნას. თუმცა "მეთოფეებში" ყურადღება პეტერ ჩეხზეა გამახვილებული. ჩეხი მეკარისათვის აქტიური საფეხბურთო კარიერის ბოლო შეხვედრაა. როგორც უნაი ემერიმ განაცხადა, ის ჩეხს დაჰპირდა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ითამაშებს თუ არა, ის მაინც განსაკუთრებულად იგრძნობს თავს და ამისთვის ყველაფერი მზად არის.

სტატისტიკა ისტორიიდან

"არსენალი"-"ჩელსის" ფინალი იქნება უეფას თასის/ევროპა ლიგის ისტორიაში მეორე ინგლისური ფინალი. პირველი 1972 წელს იყო "ტოტენჰემსა" და "ვულვზს" შორის.

გუნდები ერთმანეთს 198-ედ ხვდებიან და ეს მათი მე-3 შეხვედრაა ევროტურნირებზე.

ორივე კლუბისთვის ეს მე-6 ევროფინალი იქნება. ინგლისში ისინი მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედსა" (7) და "ლივერპულს" (14) ჩამორჩებიან.

ორივე კლუბმა ევროპა ლიგაზე 11 თამაში მოიგო. უკეთესი შედეგი ევროთასებზე მხოლოდ 3 გუნდს აქვს - მადრიდის "რეალს" 2001-02(12), "პორტუს" 2010-11(12), მადრიდის "ატლეტიკოს" 2011-12 წლებში(13).

აზერბაიჯანი 24-ე ქვეყანა გახლავთ, რომელიც ევროთასის ფინალს მასპინძლობს.

"არსენალის" ისტორიიდან

"არსენალს" 5 ევროფინალიდან 4 წაგებული აქვს. მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა, 1994 წელს "პარმას" წინააღმდეგ.

ევროპის მასშტაბით ყველა შეჯიბრებაში "არსენალი" 27 სხვადასხვა ქვეყნის გუნდს შეხვედრია. 26 ქვეყნის წარმომადგენელი გუნდი დამარცხებული ჰყავს, მხოლოდ ინგლისურ გუნდებთან არ გაუმარჯვია არასდროს.

უნაი ემერის შეუძლია გახდეს მე-4 მწვრთნელი, რომელმაც უეფას თასი/ევროპა ლიგა ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო. აქამდე ეს ჯოვანი ტრაპატონიმ ("იუვე"/"ინტერი"), ჟოზე მოურინიომ ("პორტუ"/"მანჩესტერ იუნაიტედი") და რაფაელ ბენიტესმა ("ვალენსია" /"ჩელსი") მოახერხეს.

"არსენალის" უკანასკნელი 8 გოლი ევროპა ლიგაზე ალექსანდრ ლაკაზეტმა (4) და პიერ ემერიკ ობამეიანგმა (4) გაიტანეს.

"ჩელსის" ისტორიიდან

"ჩელსის" 5 ევროფინალიდან 4 აქვს მოგებული და ამ მაჩვენებლით მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედსა" (5) და "ლივერპულს" (8) ჩამორჩება.

"ჩელსის" თავდამსხმელ ოლივიე ჟირუს წლევანდელი ევროპა ლიგის სეზონში 10 გოლი აქვს გატანილი. ეს ყველაზე მეტია, რაც ოდესმე გაუტანია ფრანგ ფეხბურთელს ევროთასების ერთ სეზონში. იგივე შედეგი ნესტონ ონბინს ჰქონდა 1964 წელს.

მაურიციო სარი 21-ე საუკუნეში პირველი იტალიელი მწვრთნელია, რომელმაც გუნდი ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა. ბოლოს ეს 1999 წელს ალბერტო მალესანიმ გააკეთა.

წინა ორივე იტალიელმა მწვრთნელმა, რომლებმაც ინგლისური კლუბები ევროთასების ფინალში გაიყვანეს, იმ ფინალის მოგება მოახერხა. ეს იყო ჯანლუკა ვიალი და რობერტო დი მატეო.

წლევანდელი ევროპა ლიგის ფინალი კი დღეს, 29 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

2:0 არსენალის სასარგებლოდ
კახა
არსენალი ჩემი აზრით უფრო ძლიერია
[VIDEO] "ასტონ ვილამ" "ფრაიბურგს" დამაჯერებლად სძლია და ევროპა ლიგა მოიგო
ევროპა ლიგის ფინალში "ასტონ ვილა" და "ფრაიბურგი" გავიდნენ
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
"დინამო თბილისის" 17 წლის ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადარ "პარიზში" გადავიდა
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
[VIDEO] ჰოლანის გოლით ნორვეგიამ კოტ-დ'ივუარს სძლია და 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
უხეშობით და წნეხით ქართველებთან - უკრაინელმა კალათბურთელმა საქართველოს ნაკრების გატეხვის გეგმა გაამჟღავნა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ლაციომ" ახალი მწვრთნელი წარადგინა - ტუდორი "ნაპოლიში" გამოირიცხა
უნაი ემერიმ საუკეთესო ტაქტიკოსი მწვრთნელი დაასახელა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ტომას მიულერმა და ოლივიე ჟირუმ სანაკრებო კარიერა დაასრულეს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია - ემერიმ შესაძლოა, "რეალი" ჩაიბაროს
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
პეტრ ჩეხი "ჩელსის" ტექნიკურ მრჩევლად დაინიშნა
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
დაბრუნება პრემიერ ლიგაში თუ საბერძნეთში ისტორიის გადაწერა - საით მიდის სარის გზა?
"ის გენიოსია! ჩემი აზრები წაიკითხა" - მარიო გომესმა "ჩელსისთან" პენალტების სერია გაიხსენა და პეტერ ჩეხზე ისაუბრა
დადასტურდა - ჟირუ "ლოს-ანჯელესში" გადავა
"ეს ხალხი ფეხბურთის აზრზე არაა" - პეტერ ჩეხი მანჩესტერულმა დერბიმ აღაშფოთა [VIDEO]
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
22 წლიანი ქორწინების შემდეგ პეტერ ჩეხი მეუღლეს გაშორდა
1 გოლი ჟირუსთან გათანაბრებამდე - მბაპე რეკორდსმენი სავარაუდოდ, მალე გახდება
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
"ვიცი, რომ ეს მწვრთნელი "ნაპოლიში" ბრუნდება" - იმობილეს "პარტენოპეის" ახალი სავარაუდო დამრიგებლის გამო თავს ესხმიან, პრეზიდენტმა კი უცნაური განცხადება გააკეთა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
სარიმ, შესაძლოა, საფრანგეთს მიაშუროს
ლონდონის "ჩელსი" ახალ მეკარეს ეძებს
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
"უსასრულოდ ვერ მოვითმენდი" - ემერიმ ახსნა, რატომ არ ჩამოართვა არტეტას ხელი
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"რომას" ალისონის შემცვლელად პეტერ ჩეხის დამატება სურს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს