4 მაისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი მატჩი ახალ ზელანდიასთან 13:45 წააგო.

ამ შეხვედრას ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა და ემოციურად შესრულებული ჰიმნების შემდეგ თამაშიც დაიწყო. მრისხანე მეტოქის პირველი შეტევის მოგერიების შემდეგ ჩვენმა გუნდმა იქით მიიტანა იერიში. თან, საქართველოს ნაკრები მშვიდად და თვითდაჯერებულად მოქმედებდა და მე-7 წუთზე თედო აბჟანდაძემ საჯარიმოდან ანგარიში გახსნა. ვერაფერს იტყვი, დასაწყისი არ გახლდათ ურიგო.

მე-10 წუთზე ახალზელანდიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ და სამწუხაროდ, დაშვებულ შეცდომას მოწინააღმდეგის სწრაფი კონტრიერიში და ლელო მოჰყვა გარდასახვასთან ერთად. მე-17 წუთზე ვიზავიმ კიდევ ერთი ლელო დადო, გარდასახვა კი ვერ გამოიყენა და 9 ქულით გაიჭრა წინ.

24-ე წუთზე საქართველოს ნაკრები, მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ ძალიან ახლოს იყო ლელოსთან, თუმცა მოწინაღმდეგემ თავის დაცვა მოახერხა. 27-ე წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმოდან ანგარიში შეამცირა.

36-ე წუთზე ახალმა ზელანდიამ მესამე ლელო გაიტანა, გარდასახვაც ზუსტად შეასრულა, ბოლოს დემურ თაფლაძემ ლელოს დადება ვერ შეძლო და პირველი ტაიმი 6:19 წავაგეთ.

მეორე ტაიმი ქართველი მორაგბეების იერიშით, ვახტანგ ჯინჭარაძის ლელოთი და აბჟანდაძის გარდასახვით დასრულდა და ანგარიში 6 ქულამდე შემცირდა. ამის შემდეგ "ბეიბი ბლექსმა" უპირატესობა მოიპოვა და 45:13 გაიმარჯვა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი სამხრეთ აფრიკასთან 8 ივნისს გამართავს.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

C ჯგუფი

4 ივნისი. I ტური

სამხრეთი აფრიკა - შოტლანდია 43:19 (იხილეთ ვიდეო)

ახალი ზელანდია - საქართველო 45:13

საქართველო: 15. თემურ ჭიჭინაძე, 14. ზურა ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. გივი ცინცაძე, 11. კოტე მარჯანიშვილი, 10. თედო აბჟანდაძე (კაპ.), 9. მიხეილ ალანია

1. ნიკა ღვალაძე, 2. ლუკა ნიორაძე, 3. ლუკა აზარიაშვილი, 4. ვახტანგ ჯინჭარაძე, 5. ლუკა გელაშვილი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. კობა კოლოტაური, 8. ბექა ყორიაული

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე, 17. ზაურ თევდორაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. იოანე იაშაღაშვილი, 20. ტატო გვიმრაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო მარგიანი, 23. ლაშა ლომიძე, 24. ირაკლი სიმსივე, 25. ოთარ ლაშხი, 26. პაატა ბურჭულაძე, 27. დაჩი პაპუნაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე

1 ლელო: ჯინჭარაძე

1 გარდასახვა: აბჟანდაძე

2 ჯარიმა: აბჟანდაძე

სოსო
შერკინებაში ვჯობდით,მაგრამ მთლიანობაში ისინი ჩვენზე გაცილებით ზორბა ტანის ბიჭები იყვნენ და მათი დაჭერა ჭირდა,მით უმეტეს,რომ წესები შეიცვალა და მხრებში შებოჭვა აღარ შეიძლება.ამით ჩვენზე გაცილებით მოძრავმა და სწრაფმა ზელანდიელებმა,დამატებითი უპირატესობა მიიღეს.ხელით თამაშში კი მათ ვერ შევედრებით და ეს,ამ თამაშშიც კარგად ჩანდა.ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო,რომ ორივე ტაიმის დებიუტი,ჩვენი უპირატესობით წავიდა და ქულებიც ავიღეთ,რიგ ეპიზოდებში კი ჩვენც მშვენივრად გავშალეთ შეტევები ხელდახელ თამაშით.ზელანდიასთან 15-2ო წუთი უპირატესობის ფლობა,ჩვენი ნაკრებისდათვის დიდ მიღწევად მიმაჩნია.ჩვენ ბიჭებს მეტოქისა აღარ ეშინოდათ და მხოლოდ პირველ გაშვებულ ლელოში ჭიჭინაძის შეცდომის შედეგად რომ გავიდა,შეგვეტყო დაბნეულობამ რასაც მალევე მეორე ლელოც მოაყოლეს.შემდეგ უკვე ასეთი რამე აღარ შემიმჩნევია და ლელოები უბრალოდ მეტოქის სიძლიერიდან გამომდინარე გადიოდა
სოსო
ანდრო,ეს მერამდენე თამაშს უყურებ?თუ შენი კომენტარის მიხედვით ვიმსჯელებ,მეორე,ჰა,ჰა.მესამე თამაში უნდა იყოს.კარგი რა,დალოცვილო,აზრზე რომ არ ხარ და ამ თავგადაკლულ ბიჭებს ყველაფერზე ხაზს უსვამ,ადამიანობა აღარ არის?ადმინ,ორი კომენტარი გამოვუშვი და არც ერთი არ დადეთ,ამისთანა კომენტარებს უშვებთ და ჩემსას ბლოკავთ,ღმერთი არც თქვენ გწამთ?ნამუსი მაინც არ გაწუხებთ?ამასაც დაბლოკავთ და მხოლოდ თქვენს შესამკობელ პოსტებს გამოვუშვებ,ისეთებს,მხოლოდ თქვენ რომ წაიკითხავთ და არ გაასაჯაროებთ,მაგრამ კუდს მაგრად აგიწვავთ
luka
აქ რო გამოდიხართ და ჭ კლასიო და ურახუნებთ რაღაცეებს, იცით ვაფშე ზელანდიური რაგბის შესახებ? 5ბავშვიდან 4 რაგბს ირჩევს, სპეციალური სკოლებია რაგბს+სწავლისთვის, დილის 7ისნახევარზე აქვთ ვარჯიშები,დღეში 3ჯერ ვარჯიშობენ, 4წელი ვსწავლობდი ზელანდიაში და ასეთი აღზრდა არმინახავს არსად, 8წლის ბავშვებს ისე ავარჯიშებენ აქ 25-30 წლის ვაი სპორტსმენი 5წუთიც რო ვერ გაუძლებს, ხაზის და შერკინების მოთამაშეები თანაბრად სწრაფები,ჯანიანები და ეფექტურები არიან, სანაკრებო კემპები რო ტარდება ასობით კლუბის ათასობით და ათიათასობით მორაგბიდან არჩევენ საუკეთესოებს, როცა ჩვენთან 2-3 კლუბია მთლიანი ნაკრების ხერხემალი და ასარჩევადაც მაქსიმუმ 100 მორაგბე გაიყვანო კემპზე)) ამ ყველაფრის მერე ბრავო ბიჭებს, და იმედი მაქვს დადგება ის დღე როცა ტოლსწორად ვეთამაშებით ამათ
1234
გააწყალეთ გული ამ რეკლამებით.... რატომ არ აქვეყნებ ადმინ კომენტარებს,,,
გიოშა
გაოცებული დავრჩი პირველ ტაიმის ცალკეულ ეპიზოდებში ჩვენი ბიჭების მაღალი დონის თამაშით.პლანეტის უძლიერეს ნაკრებთან მათი ასეთი თავდაჯერება მომავლის იმედს გვისახავს.აშკარაა,რომ წლიდან წლამდე წინ მივიწევთ.
andro
ვაღიაროთ. რომ ჩვენ ვართ ჭ კლასელებში მაგრები და ძალიან დიდი უფსკრულია ჩვენსა და უმაღლეს კლასს შორის!
irakliy
თუ ძმა ხარ, სად დაინახე რიდი და შიში?
Guja
ცვლილებების დროა სამწვრთნელო შტაბში, 20 წლამდელებს შორის კლასში ამხელა ჩამორჩენა არ უნდა გვქონდეს მითუმეტეს მაშინ როცა სარაგბო ქვეყანა გვინდა ვიყოთ. რა მრისხანე მეტოქე და რაის რიდი? 20 წლამდელები არიან მოედანზე. კი ახალი ზელანდიაა და 90% ალბათობით მოგვიგებდა, წაგებაზე უარესი ის კოლოსალური სხვაობაა თამაშში რაც დავინახეთ.
Geo_Dinamo
ჩვენ ბიჭებს შიში და რიდი არ ქონდათ ასეთ მრისხანე და ტიტულოვან მეტოქესთან. ასეთ ჯახებში უნდა აიმაღლონ კლასი. წინსვლა სახეზეა და იმედია უფრო მოუმატებენ. დარწმუნებული ვარ ასეთი მებრძოლი გუნდით ადგილის შენარჩუნება არ გაგვიჭირდება. მომავლის იმედი ნამდვილად საფუძვლიანი გვაქვს.
ქარ
ჩემი აზრით ამდენი ოფლოუდი იმით იყო განპირობებული, რომ ზელადნიელები ფიზიკაში ჯობდნენ ჩვენს ბიჭებს ერთიერთზე თამაშისას, რის გამოც ჩვენებს უწევდათ ქვედა ბოჭვების გაკეთება, მიყოლა და ხელით თამაში კიდე დაბადებიდან იციან ზელანდიაში. ბრძოლა იყო ბოლომდე, მაგრამ ანგარიში დასანანი. ბევრი შანსი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ, პლუს რამდენიმე ლელო ვაჩუქეთ, მაგრამ არაუშავს კარგია პირველი თამაში რო ზელანდიასთან გვქონდა, ბიჭები მოიქოქებიან საკუთარი თავის რწმენა გაუძლიერდებათ და აფრიკას და შოტლანდიას დადებენ ბეჭებზე. პ.ს. შეტევაში კონტაქტის გაკეთებაზე იქნებ მეტი იმუშაონ და მწვრთნელებმაც მიაქციონ ყურადღება. ვფიქრობ ტექნიკა მოიკოჭლებდა ამ კომპონენტში.
suxia
სისწრაფეში გვჯობნიან. შერკინება უძლიერესი გვყავს.
123
ზელანდიის ეს ახალგაზრდული ნაკრები ჩვენს ეროვნულ ნაკრებსაც მოუგებს, არანორმალურები არიან. ფაქტი ისაა რომ ბევრი სამუშაო გვაქ. სისწრაფეს, ხელდახელ თამაშს თუ არ მოვუმატეთ ასეთ მეტოქესთან შანსები მცირეა. ამას საწყენად არ ვამბობ, კარგი თაობაა, გასაგებია რომ პლანეტის უძლიერესი შერკინება გვყავს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია რაგბის, თუმცა უდაოდ მნიშვნელოვანი.
სოსო
ამ თამაშმა გვიჩვენა,რამდენად წინ წავიდა საქართველოს ნაკრები ბოლო ორ წელიწადში და აგრეთვე გვიჩვენა,კიდევ რამდენი რამე გვაქვს სასწავლი და ამოსაქაჩი.ის,რაც ზელანდიელებისათვის ბუნებრივი და ინსტიქტების დონეზეა,ჩვენებისათვის ფიქრის შემდეგ ხდება გაკეთებადი და სწორედ ეს აზროვნების სისწრაფეში უპირატესობა უქმნიდათ ზელანდიელებს უკვე თამაშის სისწრაფეში უპირატესობას.შესანიშნავი პრაქტიკა მიიღეს ჩვენმა ბიჭებმა და სამომავლოდ,აუცილებლად გამოადგებათ.არა მგონია ამ ჩემპიომატზე კიდევ უფრო ძლიერ გუნდთან მოგვიწიოს თამაში ,ეს კი იმის რწმენას მიორმაგებს,რომ არავისთან შევრცხვებით და გამარჯვებებიც აუცილებლად იქნება.ასე რომ მიდით ბიჭებო,ბოლომდე მიაწექით
niko
Bევრად უკეთ ითამაშეს რასაც ბევრი ელოდა. ძელანია ყველამ იცის ვინ არის, მაგრამ სამწუხაროა ის რომ გაშლილ თამაშში როოგორც ეს გუნდი ასევე უფროსებიც არასწორად დგანან უკანა ხაზში და მაღალი დონის მოწინააღმდეგე ამას ყოველთვის გამოიყენებს. ჩარეეკვა არასდროს არ კეთდება და ფლანგები სულ მოშიშვლებულია. შეტევასიც ბევრი შეცდომაა ისევ უკანა ხაზის გამო რადგას თუ ვიმემ გაარღვია ერთი კაცი მიჰყვება ხოლმე, როდესაც ნახეთ როგორი ბურთაბობა მისდის ზელანდიას თუ ნახვრეწტი ხახეს იმწავსვე არა მარტო ხაზიას არამედ შერკინების მოთამაშეებიც დიდ სისწრაფეს კრიბავენ და მიჰყვებიან. Bევრი სამუსაოა კიდევ უკანა ხაზში. ასე დაბნევა არ შეიძლება. მე მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ რადგან დიდი წინსვლა იგრძნობა და ბიჭები ბოლომდე კარგად დადგნენ. გამარჯვებები აბა ჰე და აბო ჰო!
იბერიელი68
იბრძოლეთ და გამარჯობა აუცილებლად იქნება. მე ამაყი ვარ თქვენით.
რიგითი
რაგბი ტვ ყველაზე საცოდავი არხია ალბათ პლანეტაზე...ყოჩაღ ბიჭებს კარგად ითამაშეს.. პროგრესი უნდა იყო ს თამაშიდან თამაშამდე თორე ზელანდიასთან თავს ზევით ძალა არ არის...
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიისთვის 41 მორაგბე ემზადება
20 წ. | ცვლილებები რაზმში
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
"ეს ზედმეტად ამპარტავნულად და უპატივცემულოდ მეჩვენა" - რაბიოს დედამ ახსნა, რატომ არ გადავიდა მისი შვილი "მანჩესტერ იუნაიტედში"
გრანიტ ჯაკა პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ქართველი მსაჯები ქალთა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე
4.18 მილიარდი - "ჩელსი" ტრანსფერებში ყველაზე მეტს ხარჯავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ოსიმენს სტამბულში დიდებული ანაზღაურება და ცხოვრება ექნება - ნიგერიელის ახალი კონტრაქტის დეტალები
[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
ესპანეთში VAR-ის ახალი წესი შემოდის - ლა ლიგა პირველი ტოპ ჩემპიონატია, რომელიც ამ სისტემას დანერგავს
პსჟ-ის ახალი მეკარე ეყოლება - შევალიე კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება
მაინც იყიდეს - ზაბარნი ხვიჩას თანაგუნდელი გახდება
მამარდაშვილი ხვალ ძირითადში იქნება - რატომ დატოვა ალისონმა "ლივერპულის" საწვრთნელი ბანაკი
ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
[VIDEO] მოურინიოს და მისი ფეხბურთელების ხუმრობა იკარდის პენისის ზომაზე - "გალათასარაის" ფორვარდი მორიგ სკანდალში გაეხვა
[PHOTO] "გირჩევთ, ხვიჩას მსგავსი ნუ იქნებით" - ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ კვარაცხელიას გავრცელებულ ფოტოზე იხუმრა
პსჟ "ფენერბაჰჩეს" მცველს 10 მილიონად მიჰყიდის
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
გაჰყიდის თუ არა "სპორტინგი" იულმანს და რატომაა ეს ქოჩორაშვილისთვის მნიშვნელოვანი?
20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია
U20. "უმცროსი ბორჯღალოსნები" პირველ ტაიმში ახალ ზელანდიასთან 6:19 დამარცხდა
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან
20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
U20. ახალი ზელანდია-საქართველო [სრული მატჩის ვიდეო]
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა
U20. [VIDEO] სამი ლელო არ გვეყო - საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
20 წ. | სამი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან