ფოტო: gff.ge

20 ივნისს, ბათუმის "რაგბი არენაზე" "კოკა-კოლას თასის" 2019 წლის გოგონათა გათამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა.

ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს ალვანის პირველი და თბილისის 146-ე საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ალვანელთა გამარჯვებით, ანგარიშით - 4:0 დასრულდა. მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში ოსიაურის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა მუხრანის პირველი საჯარო სკოლის გუნდს დამაჯერებელი ანგარიშით - 7:0 მოუგო.

მატჩების დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. გუნდებს კუთვნილი მედლები და თასები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და "კოკა-კოლას" პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ გადასცეს. აღნიშნულ პრიზებთან ერთად გოგონათა გუნდებს "კოკა-კოლას" სამახსოვრო საჩუქრები და "მაკდონალდსის" ვაუჩერები გადაეცათ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ ფინალურ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა:

"პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ტურნირის ორგანიზატორებს. წლევანდელ გათამაშებაში 11000-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა და სასიამოვნოა, რომ გასულ წლებთან შედარებით გოგონათა რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია. "კოკა-კოლას თასის" მიზანი სწორედ ისაა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რაც შეიძლება მეტი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ დაარსებიდან დღემდე ტურნირზე სპეციალისტებმა უამრავი ტალანტი აღმოაჩინეს" - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ.

შეგახსენებთ, რომ "კოკა-კოლას თასი 2019"-ის გოგონათა გათამაშებაში მონაწილეობა 248 სკოლის 2500-მა მოსწავლემ მიიღო. სულ კი, წლევანდელ ტურნირში 1000-ზე მეტი სკოლის 11,000-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული.

"კოკა-კოლას თასი 2019" 25 ივნისს, ბიჭების გათამაშების ფინალური შეხვედრებით ბათუმში დასრულდება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
სფფ-ის ხელმძღვანელები სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ესტუმრნენ
ბერიკა შუკაკიძე: მეტი რა ექნა გიორგი ვადაჭკორიას, გოლს ხომ არ გაგვიტანდა?!
სფფ-მ რაჭაში ორდღიანი ვიზიტი ამბროლაურის მშენებარე სტადიონის მონახულებით დაასრულა
ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტია
"კოკა-კოლას თასი 2019": თბილისის ეტაპი დასრულდა
თემურ ჭყონია: მეშინია, ფეხბურთში დიდი ფულის დაბანდება არ მაიძულონ...
კახა ჭუმბურიძე ბერიკა შუკაკიძესთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" "თბილისი 2015"-ის მთავარი პარტნიორი გახდა
ფოთის ბავშვთა გუნდი ფესტივალის "ფეხბურთი ყველას" გამარჯვებულია