საჩხერის "ჩიხურას" მხრიდან "ფოლასთან" გამარჯვების მომტანი გოლის ავტორმა გიორგი კორიფაძემ Sportall.ge-სთან მატჩის შემდგომ პირად და გუნდის ემოციებზე ისაუბრა.

"ემოციებით დატვირთულები ვართ. რაც უნდა ყოფილიყო, ევროპა ლიგის თამაში გახლდათ, გასვლაზე ვთამაშობდით და მოვიგეთ. სახლში კი მნიშვნელოვანი უპირატესობით ვბრუნდებით და ვნახოთ, წესით შემდეგ ეტაპზე გასვლა უნდა მივახერხოთ. თუმცა აჩქარება მაინც არ ღირს, რადგან მეორე თამაში წინ გვაქვს.

პირადად მე და ალბათ ყველა ფეხბურთელს გატანილი გოლი ახარებს, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებული გრძნობა იმიტომ იყო, რომ ამ გოლით გუნდმა მოიგო. იქ სადაც კლუბის ინტერესებია, მხოლოდ შენი პირადი სიხარული არაფერს ნიშნავს, მთავარია წარმატებას გუნდმა მიაღწიოს და საბედნიეროდ ეს შევძელით.

ჩვენს გუშინდელ მასპინძელს სანერვიულო ბევრი აღარაფერი აქვს, სახლში წააგეს თამაში და ძნელი სავარაუდოა თბილისში რის შემოთავაზებას შეძლებს. თუმცა, ვთვლი, რომ "ფოლა" თბილისშიც უნდა დავამარცხოთ ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თავს შემდეგ ეტაპზე გასულებად ვთვლით, ჯერ მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადავდგით მიზნისკენ.

აქვე, გამარჯვებას მივულოცავ საჩხერის "ჩიხურას" ყველა გულშემატკივარსა და იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი მოგება გაუხარდა. არა მხოლოდ ერთი ქალაქის ან გუნდის, არამედ საქართველოს სახელით ვთამაშობდით და ეს უფრო მეტად საპასუხისმგებლო არის ჩვენვის. იმედი გვაქვს, რომ თბილისში მაყურებელი მოვა და მხარს დაგვიჭერს.

საჩხერის "ჩიხურამ" 11 ივლისს ევროპა ლიგის პირველი ეტაპის შეხვედრაში "ფოლა" დაამარცხა. საჩხერელები პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდებოდნენ (0:1), თუმცა მეორე ტაიმში მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს და საპასუხო შეხვედრის წინ სამშობლოში გამარჯვებულები ბრუნდებიან.

ხვიჩა ყაზაიშვილი ლუქსემბურგიდან

თემური
ჩიხურა ნამდვილად თავმოყვარე გუნდია.ყოველთვის იბრძვის და ხშირად შეუძლებელსაც კი აკეთებს. მისი წყალი ბევრ სპორტსმენს გადასხმოდეს და გაეხარებინოს სრულიად საქართველო. წინ ჩიხურა და მადლობა ჩვენი გახარებისათვის.
kika
კარგი ბიჭები ხართ.გილოცავთ! აშკარაა რომ ეროვნული ჩემპიონატის დონე გაზრდილია! ეს იმათ გასაგონად ვისაც თვალით არ უნდა დაინახოს და ყურში არაფერი გაიგონოს! ჩვენს გუნდებში აშკარად მეტი პროფესიონალიზმი იგრძნობა. წელს ერთადერთი სავარაუდოთ ტორპედოს გაუჭირდება შემდგომ ეტაპზე გასვლა,ისიც იმიტომ რომ პირადად ზაალ ჩაჩავამ დააღალატა გუნდი ზედ საგარეო თამაშების წინ. დანარჩენები გუნდები კი ღირსეულად გამოიყურებიან. არადა წესით წელს ტორპედო უნდა ყოფილიყო ევროთასებზე ჩვენიდან საუკეთესო გუნდი!
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი
"ასეთი ფიზიკური ფორმა მის სტანდარტებს არ შეეფერება" - მოურინიომ "რეალის" ახალწვეული გააკრიტიკა
"ტოტენჰემის" კაპიტანმა "არსენალში" გადასვლის სურვილი გამოთქვა
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
გიორგი კორიფაძე: "აბერდინთან" მატჩის შემდეგ უკმაყოფილების განცდა გვქონდა
გორის "დილა“ კიდევ ოთხი ფეხბურთელით გაძლიერდა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"ჩიხურა" მზადებას შეუდგა - შეძლებს ფრუიძე წასული ლიდერების გარეშე ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნას?
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
გიორგი კორიფაძე: "ჩიხურასთვის" დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ გამარჯვება იქნება
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ჩიხურა-დინამო(თბ) 2:1 - დაბრუნებაც ასეთი უნდა! [VIDEO]