11 ივლისს ქართულმა კლუბებმა ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გამართეს.

მანამდე 10 ივლისს თბილისის "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიული შეხვედრა გამართა.

"საბურთალომ" არსებობის ისტორიაში პირველად ითამაშა ევროთასებზე, პირველად მოიგო და საერთოდ ამ ეტაპზეც პირველადაა.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა სტუმრად ტირასპოლის "შერიფი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა და საპასუხო შეხვედრის წინ ჩინებული ფორა მოიპოვა.

რაც შეეხება ქართულ კლუბებს ევროპა ლიგაზე, არც აქ გვაქვს საქმე ურიგოდ. ერთადერთი გუნდი, რომელიც დამარცხდა ქუთაისის "ტორპედოა". მართალია ყველა გულშემატკივრობდა "ტორპედოს", მაგრამ სიმართლე ვთქვათ გუნდი ძალიან დასუსტებული იყო და მსგავსი შედეგი მოსალოდნელიც იყო.

საჩხერის "ჩიხურამ" და თბილისის "დინამომ" კი ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თავიანთი მატჩები მოიგეს.

სარეიტინგო ქულები

ქართული კლუბების პირველი მატჩების შემდეგ შეგვიძლია დავთვალოთ რამდენი სარეიტინგო ქულა მიიღეს გუნდებმა უეფას კოეფიციენტების ცხრილში.

თავიდანვე გეტყვით როგორ მუშაობს ქულების სისტემა:

საქართველო უეფას კოეფიციენტების ცხრილში 4 გუნდით არის წარმოდგენილი. ერთი გუნდი ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაში ასპარეზობს, 3 ევროპა ლიგის.

საკვალიფიკაციო ეტაპზე მოგებისთვის იწერება 1 ქულა, ხოლო ფრისთვის 0.5. ჯგუფურ ეტაპზე სხვა ქულათა სისტემაა.

რადგან საქართველო ევროთასებზე 4 გუნდით არის წარმოდგენილი აღნიშნული ქულები იყოფა 4-ზე. შესაბამისად ნებისმიერი ქართული გუნდი ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე მოგებისთვის იღებს 0.25 ქულას, ხოლო ფრისთვის 0.125 ქულას, წაგებაზე ქულები არ იწერება.

თუ რამე ვერ გაიგეთ შეგიძლიათ კომენტარებში მოგვწეროთ.

ახლა კი გადავიდეთ ქართული კლუბების უკვე მოპოვებულ ქულებზე:

თბილისის "საბურთალომ" ტირასპოლის "შერიფი" სტუმრად 3:0 დაამარცხა და მიიღო 0.25 ქულა.

თბილისის "დინამომ" "ენგორდანი" შინ 6:0 გაანადგურა, ხოლო საჩხერის "ჩიხურამ" სტუმრად "ფოლა ეშს" 2:1 მოუგო. "საბურთალოს" მსგავსად "დინამომ" და "ჩიხურამაც" 0.25 ქულა აიღეს. სამწუხაროდ "ტორპედომ" წააგო და შესაბამისად სარეიტინგო ქულები ვერ მოიპოვა.

საერთო ჯამში ქართული კლუბების მონაგარი ევროთასების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების შემდეგ 0.75 ქულაა, რაც ნამდვილად კარგი შედეგია. არ დაგავიწყდეს ეს ხომ მხოლოდ დასაწყისია.

უეფას სარეიტინგო ქულები:

"საბურთალო" - 0.25 ქულა

"დინამო" (თბ) - 0.25

"ჩიხურა" - 0.25

"ტორპედო" - 0

ჯამში: 0.75

სად ვიყავით და რა მომავალი გველის?

უეფას კოეფიციენტების რეიტინგში ამ დროისთვის 47-ე ადგილი გვიჭირავს. რაც უფრო მაღლა არის გუნდი უეფას რეიტინგში მით უფრო კარგი ადგილი ხვდება ევროთასების კვალიფიკაციაში და შესაძლოა პირდაპირი საგზურიც კი მიიღოს ევროთასებზე, ამიტომ ქართულ კლუბებს ევროთასებზე კარგი გამოსვლა მართებს, რომ მეტი სარეიტინგო ქულები დააგროვონ და უფრო კარგი ადგილები დაიკავონ რეიტინგში.

ბოლო 5 სეზონის განმავლობაში ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე 4.75 ქულა დააგროვეს. საუკეთესო სეზონი გასული 2018/19 იყო.

ბოლო ხუთ წელიწადში სწორედ გასულ სეზონში ავიღეთ ყველაზე მეტი 1.625 ქულა, რაც დიდწილად ქუთაისის "ტორპედოს" დამსახურება იყო, რომელიც ყველაზე შორს გავიდა ევროთასების კვალიფიკაციაში, კერძოდ კი ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშა, სადაც "ლუდოგორეცთან" დამარცხდა.

ე.წ. მიმდინარე ცხრილში საქართველო 48-ე ადგილზე იმყოფება, თუმცა ეს სიტუაცია აუცილებლად შეიცვლება. უელსმა დროებით გადაგვისწრო, თუმცა მათი ორი წარმომადგენელი უკვე გავარდა გათამაშებიდან.

"ლაივ" ცხრილი მიმდინარე წლის შედეგებით ითვლება ბოლო 4 სეზონის ქულებს მიმდინარე სეზონის ქულები ემატება და ჯერჯერობით 4.25 ქულა გვაქვს.

არსებული ცხრილი

2014/15

2015/2016

2016/17

2017/18

2018/19

ჯამი

1.250

0.625

1.125

0.125

1.625

4.750

მიმდინარე ცხრილი

2015/16

2016/17

2017/18

2018/19

2019/2020

ჯამი

0.625

1.125

0.125

1.625

0.75

4.25

ქართულ კლუბებს პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგი შანსი აქვს, რომ მოპოვებული ქულები გააორმაგონ, რადგან სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ შინ მოგება არ უნდა გაუჭირდეთ, ხოლო "დინამოს" მეტოქე საკმაოდ სუსტია და არც დინამოელებს უნდა ჰქონდეთ პრობლემა.

რაც შეეხება "ტორპედოს", ქუთაისელებს დიდი ბრძოლა ელოდებათ საკუთარ კედლებში.

თან არ დაგვავიწყდეს, რომ წინ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპია, სადაც ქართული კლუბები კიდევ მოიპოვებენ ქულებს, ამიტომ შეიძლება ითქვას წინ გზა განათდა და მხოლოდ უკეთესის იმედი უნდა გვქონდეს.

ადრე ფინანსურ ინფორმაციასაც გთავაზობდით, მაგრამ წელს უეფამ ფინანსური შემოსავლის განაწილების შესახებ დოკუმენტი არ გამოაქვეყნა და შესაბამისად არაზუსტი და არაოფიციალური ინფორმაციის გადმოცემა არ გვსურს.

Superman
ქუთაისელო კაცო მესმის შენი გულისტკივილი მაგრამ 4 გუნდი გვყავს ევროთასებზე მას შემდეგ რაც ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი დაარსდა. 1 გუნდი ლიგაზე - ჩემპიონატის გამარჯვებული 3 გუნდი ევროპა ლიგაზე - მეორე და მესამეადგილოსანი და თასის გამარჯვებული
KUTAISELI
torpedos damsaxurebaa cels ro 4 gundit vart da ase gadagvixada pederaciam da chachavam samagiero. aba tkven icit jurnalistebo dabloket simartle, ar gevasat
ვასიკო
დინამო-გაბალას მატჩი მაგიტოა მნიშვნელოვანი გაბალას გამოგდების შემთხვევაში აზერებს პოტენციურ ქულებს ვაკლებთ და უფრო მეტად ვუახლოვდებით 26-ე ადგილს მე არ მიმაჩნია არარეაალურად მაქ გასვლა თუ მინიმუმ ორი გუნდი გავა ჯგუფურზე საბურთალოზე დარწმუნებული ვარ რომ გავა დინამოსაც რეალური შანსი აქვს ჩიხურასგან არაფერი არ გამიკვირდება თან მგონია რომ მეორე ეტაპსაც დაძლევს და გააჩნია მესამეზე ვინ შეხვდება ტორპედოსაც ნუ ჩამოვწერთ
sandro777
2 სეზონი სრულიად საკმარისი თუ რომელიმე ჩვენი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, რომ ქვეყანამ უეფას რეიტინგში წინ წაიწიოს და 26-ე ადგილზე წინაც იქნება
დავით
რა განათდა, ელვა იყო და მალე მეხი დაგვეცემა
gela 67
რატომ გიკვირს? ზაალ ჩაჩავასგან რამე გიკვირდეს,ეგაა სწორედ გასაკვირი..........
უნივერსალი
რამდენადაც ვიცი უეფას ცვლილებები შეაქვს კოეფიციენტების დათვლის სისტემაში. მოგებებსა და ფრეებზე ქულების დარიცხვის ნაცვლად, კოეფიციენტები დაირიცხება იმის მიხედვით, თუ რომელ რაუნდში გამოეთიშება ესა თუ ის გუნდი. რაც შეეხება "პირდაპირი საგზურის მიღებას ევროთასებზე"(ჯგუფურ ეტაპს გულისხმობდა ალბათ ავტორი), ამ ეტაპზე ეს საკმაოდ არარეალურია. ერთადერთი პლიუსი კოეფიციენტის დაგროვების ის არის, რომ შემდეგ სეზონებში ქართული გუნდები განთესილთა შორის იქნებიან, რაც გაადვილებს პირველი და მეორე რაუნდების გავლას შედარებით სუსტი მოწინააღმდეგეების ხარჯზე. სხვა შემთხვევაში, ახალი ფორმატის თანახმად, სანამ 26-ე ადგილს არ ავცდებით უეფას რეიტინგში, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუდშიც კი ვერ მივიღებთ თუნდაც ერთ ადგილს. P.S. ვულუცავ ყველას ევროთასების პოზიტიურად დაწყებას, განსაკუთრებით "საბურთალოს", რომელმაც სასიამოვნოდ გაგვაკვირვა!
გიბო
მიკვირს ზაალ ჩაჩავას იმ საქციელის გამო რაც ჩაიდინა ფეხქვეშ მიწა რატომ არ ეწვის!
kika
შარშან 5.5 მილიონი ლარი გამოიმუშავა ტორპედომ მაგრამ რად გინდა,მაინც გაკოტრდა ესაა ქართული ბიზნესი! წელ კარგი პირი უჩანს და იმედია მომავალი უკეთესი იქნება!
daviti
მეც ვფიქრობ სტატიის ავტორს მადლობა ეკუთვნის, ძალიან სასაიმოვნოა როცა დეტალურად, ამომწურავად ეცნობი საკითხს, მადლობა და გთხოვთ ასე გააგრძლეთ. ქართულ გუნდებს და საქართველოს ძალიან დიდი წარმატებები!!!!!!!!!!!!!!!!!!
tatka
რა სის წერთ,შემდეგ ეტაპზე კუდამოძუებულები რო დარჩებით წინ შუქი ჩაგიქრებათ?
Shps betoni stadionze
am samoyvarulo gundebze mogebit tu chveni gza ganatda tqven sagol.ps saburtalo sherifa arvgulisxmob cota xanshi tqven tviton dawert statias uefam gamodzieba daiwyo chawyo il tamashzeo:)
გულშემატკივარი
მადლობა სტატიის ავტორს ამომწურავი ინფორმაციისათვის. მომავალ წელს 0.625 დაკვაკლდება მხოლოდ რეიტინგში და ეს კარგია. შედეგები ითვლება ბოლო 5 წლის მიხედვით და 15/16 წლების სეზონზე რადგან 0.625 ავიღეთ, მხოლოდ ეს ქულები დაგვაკლდება. შესაბამისად, ბევრი ქულა არ გვაკლდება. ამიტომ, თუ ამ სეზონში კარგ ქულებს ავიღებთ და მომავალ სეზონში უფრო უკეთესს, რეიტინგში საგრძნობლად დავწინაურდებით. მე მახსოვს 4-5 წლის წინ, ჩვენ აზრებაიჯანსაც კი ვუსწრებდით, თანაბრად ვიყავით რეიტინგში, და ეხა ჩვენ 49-ე ადგილზე ვართ, ისინი 26-ე ადგილზე. ძალიან დიდი სხვაობაა უკვე. იმიტომაც არის, რომ ჩვენთან ნორმალური ლეგიონერის ჩამოყვანა ძალიან ჭირს. იმედია 4-5 წელში ჩვენც არნახულ წინსვლას განვიცდით!
გიორგი
ყველაზე გასაგები ამ საიტზეა footballseeding.com, აქ თვითოეული კლუბის რეიტინგი და ქულებიც არის.მადლობა ინფორმაციისთვის და იმედია არ დამიბლოკავთ.
ავტორი
ცხრილი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე დევს https://bit.ly/2rcJ515
ნიკა
რომელ საიტზეა ეს ცხრილი თუ შეგიძლიათ რომ დამილინკოთ.
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
ელაჩას 6 გოლი და წაგება საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა
სარეიტინგო ქულები და ფინანსები - რამდენი გამოიმუშავეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
რამდენი მილიონი დაახარჯა უკვე სახელმწიფომ ქართულ კლუბებს - ფონდის დოკუმენტაცია
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
ევროპის ჩემპიონთა თასი რაგბიში - რევოლუცია თუ სიცრუე?
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
მშვენიერია - თბილისის "დინამომ" და "ჩიხურამ" საქართველო უეფას რეიტინგში დააწინაურეს
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
სუსტებს განსაცდელი ელით - როგორი იქნება უეფას ახალი ტურნირი და რა დაემართება საქართველოს
"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
გამდიდრების შანსი! - ქუთაისის "ტორპედოს" ფინანსები და სარეიტინგო ქულები
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
სარეიტინგო ქულები - თბილისის "დინამო" უეფაში საქართველოს ყულაბას ავსებს
8 მლნ ლარი და უკეთესი ადგილი რეიტინგში - ქართული კლუბების ფინანსები და ქულები ევროთასებზე