ფოტო: fcdinamo.ge

ევროთასებზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და უკვე თამამად შეგვიძლია დავთვალოთ, რამდენი სარეიტინგო ქულა მოაგროვეს ქართულმა კლუბებმა.

პირველ რიგში, ჩვენი კლუბების შედეგებს მოგახსენებთ.

თბილისის "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების "დინამოსთან" ორი მატჩის ჯამში 0:5 წააგო - შინ 0:2 და სტუმრად 0:3.

თბილისის "დინამომ" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "გაბალა" ორი მატჩის ჯამში 5:0 დაამარცხა, რაც შესანიშნავი შედეგია. დინამოელებმა ჯერ სტუმრად მოიგეს 2:0 და შემდეგ "დინამო არენაზე" მეტოქეს 3 ლამაზი გოლი გაუტანეს.

სამწუხაროდ, საჩხერის "ჩიხურა" "აბერდინთან" ორი მატჩის ჯამში 1:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. პირველი მატჩი "ჩიხურამ" შინ 1:1 ითამაშა, ხოლო სტუმრად 0:5 დამარცხდა.

სარეიტინგო ქულები

შეგახსენებთ, რომ რადგან საქართველოს ევროთასებზე 4-გუნდიანი კვოტა აქვს, გამარჯვებისთვის მოპოვებული ქულა 4-ზე იყოფა და შესაბამისად, გუნდი მოგებისთვის 0.25 ქულას იღებს, ხოლო ფრისთვის - 0.125 ქულას. მარცხისთვის ქულები არ იწერება.

როგორც ხედავთ, საპასუხო მატჩებში სარეიტინგო ქულების მოპოვება მხოლოდ თბილისის "დინამომ" შეძლო. დინამოელებმა ჩვენს ყულაბას 0.25 ქულა დაუმატეს.

მიმდინარე სეზონში საქართველოს უკვე 1.875 ქულა აქვს.

დღეის მდგომარეობით, ქართული კლუბების მიერ მოპოვებული ქულები ასე გამოიყურება:

"დინამო" (თბ) - 1 (4 მოგება)

"ჩიხურა" - 0.625 ქულა (2 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი)

"საბურთალო" - 0.25 (1 მოგება, 3 მარცხი)

"ტორპედო" - 0 (2 მარცხი)

ჯამში: 1.875 ქულა

ქართულმა კლუბებმა უკვე გააუმჯობესეს გასული სეზონის მაჩვენებელი. მაშინ ქართულმა კლუბებმა 1.625 ქულა მოაგროვეს.

მიმდინარე სეზონის ჩათვლით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს 5.375 ქულა აქვს. საპასუხო მატჩებამდე საქართველო უეფას კოეფიციენტების რეიტინგში 46-ე ადგილზე იმყოფებოდა, ახლა კი 45-ე ადგილზე ვართ, რაც ისევ თბილისის "დინამოს" დამსახურებაა. ბოლო 5 წლის ქულათა ჯამით ისლანდიას გადავუსწარით.

სამომავლო გეგმები

ჩვენზე წინ რეიტინგში, 44-ე ადგილზე მალტა იმყოფება, რომელსაც მხოლოდ ერთი წარმომადგენელი "ვალეტა" შემორჩა ევროთასებზე.

სავარაუდოდ, "ვალეტა" ევროთასებს მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშება, რადგან მეტოქედ "ასტანა" ჰყავს, რომელიც ზედიზედ სამი წელია ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს.

საქართველოს კარგი შანსი აქვს, მალტას გადაუსწროს, თუმცა ამისთვის საჭიროა "დინამომ" და "საბურთალომ" მინიმუმ 0.5 ქულა მოიპოვონ, რაც საკმაოდ რეალურად მიგვაჩნია.

თბილისის "დინამო" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიურ გრანდს, "ფეიენოორდს" შეხვდება, ხოლო "საბურთალო" - "არარატ-არმენიას".

წარმატებები ვუსურვოთ ქართულ კლუბებს ევროთასებზე!

ნოდო
ერთი რაუნდი კიდე დარჩება ჯგუფურ ეტაპამდე
ემირი
ფეინოორდი რო გავაგდოთ კიდე არის სათამაშო ჯგუფში მოსახვედრად? თუ ამ თამაშით გავდივართ
გოგა
მსხსოვს 33 ტე ვიყავით ევროპაში და კვიპროსაც ვუსწრებდიყ. ეხლა:((
შაკო
მინიმუმ მეთორმეტეზე
გიორგიპირველი
რამდენადაც ვიცი, ევროპალიგის ჯგუფში მხოლოდ 1-4 ადგილზე მოყოფი ქვეყნების გუდები ხვდებიან პირდაპირ. ამას ემატება 1-12 ადგილზე მოყფი ქვეყნების თასის მფლობელები. 22 ხვდება პლეიოფიდან. მგონი ასე, ვერ დავიჟინებ :-)
ka
საბურთალომ ორივე შეხვედრა უნდა მოუგოს არარატს მერე ფლეი ოფში გამართლების საკითხია ხოლო დინამო არ არის უშანსოდ ფეინოორდი წინა წელს ტრენჩინმა გამოაგდო უშანსოდ მოუგო და დინამო ტრენჩინზე არა ნაკლები გუნდია უკეთესიც თუარა
oto
იქნებ გვითხრათ ევროპა ლიგაზე რომ პირდაპირ იყოს დაშვებული გუნდი (1-მაინც) რეიტინგში რომელ ადგილზე უნდა ვიყოთ????
გიორგი
footballseeding.com. აქ არის ყველაფერი რამდენი ადგილით გადიან ევროთასებზე და ასე შემდეგ
Geo_Dinamo
მჯერა საბურთალო ყველაზე მეტ ქულას მოუტანს წელს ქვეყანას
oto
https://www.uefa.com/memberassociations/uefarankings/country/#/yr/2019
zvio
უეფა ცოუნტრყ რანკინგ 2019/20. ჩაწერე ინგლისურად
Anj: Antey
შარშან ტორპედომ რომ მოუტანა მარტომ 1000 სარეიტინგო ქულა (ზუსტად იმდენი რაც ეხლა დინამომ)ყველაზე საჭირო დროს როცა დინამო 1 ეტაპზე გავარდა ის არ ითვლება და არ არის აღნიშვნის ღირსი ხომ თუ დინამოს მოპოვებულ ქულებს + ბონუსები მოყვება და მარტო მისი მონაგარი არის გამოსაყოფი თუ ის უფრო დრომოჭმული სლენგის დინამოს "ფლაგმანობის" გამაპიარებელ მაპროპაგანდირებელი ქვეტექსტის გამოქვეყნებაა მიზანი დინამოს თუნდაც (წელს წარმატებული ასპარეზობის) მოპოვებული ქულებს აღნიშვნა, მარტო დინამოს ქება დიდებით დიდი ვერაფერს გამორჩება ქართული საკლუბო ფეხბურთი ისედაც იმდენი აპიარეს მაგ კლუბი მგონი მოვიდა დრო როცა 21 საუკუნეში ობიექტური სპ: ჟურნალისტები 20 საუკუნის გაცვეთილი ქვეტექსტებიდ არ ასაზრდოებდეს მათ მიერ შექმნილ ამა თუ იმ სტატიას. ობიექტურობა სიმართლის მაქსიმალურად სწორად წარმოჩენა მიუკერძოებლობა და უმთავრესი პროფესიონალიზმი არის წარმატების მიღწევის უპირველესი მამოძრავებელი მექანიზმი ეს ყველა სფეროს ეხება, რაც ჩვენი ქვეყნის საჯარო მოხელით დაწყებული რიგითი ხელოსნით დამთავრებული პროფესიონალების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის ზოგადად ქვეყანა რაც ერთი შეხედვითაც გამჭირვალედ ჩანს
მამუკა
სად შეიძლება მთლიანი ცხრილის ნახვა ვის რამდენი სარეიტინგო ქულა აქვს?
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
ჰოლანმა რქებიანი ჩაფხუტი დაიხურა - როდრიგომ ბრაზილიასთან დასვენება ურჩია
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია
სარეიტინგო ქულები და ფინანსები - რამდენი გამოიმუშავეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
Geo Team: თბილისის "დინამო" ევროტურნირების მატჩს "დინამო არენაზე" ვერ ჩაატარებს
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
მშვენიერია - თბილისის "დინამომ" და "ჩიხურამ" საქართველო უეფას რეიტინგში დააწინაურეს
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
წინ გზა განათდა - რამდენი სარეიტინგო ქულა მიიღეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
გამდიდრების შანსი! - ქუთაისის "ტორპედოს" ფინანსები და სარეიტინგო ქულები
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა