ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში „მსოფლიო რაგბის“ განვითარების ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანს რაგბის გლობალიზაციისა და პოპულარობის ზრდისთვის ახალი გზების გამონახვა წარმოადგენდა.

2-დღიან ფორუმს „მსოფლიო რაგბის“ სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელი პირები უძღვებოდნენ. მასზე მიწვეულნი იყვნენ მსოფლიოს 25 მოწინავე სარაგბო ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებმაც რაგბის პოპულარიზაციის ზრდის საკუთარი ხედვები წარადგინეს.

დუბლინში საქართველოს რაგბის კავშირს მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერი სიმონ მაისურაძე წარმოადგენდა:

„მსოფლიო რაგბის სურვილია, რომ რაგბის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდოს და ამ მიზნით რაგბი 15-ის გარდა დიდი ყურადღება დაეთმობა რაგბი 7-ს, რაგბი 10-ს, ქვიშის რაგბის, ქალთა რაგბის და ასევე, უკონტაქტო რაგბის. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კონტაქტურ რაგბის ეზოში ვერ ითამაშებ, მას სპეციალური უსაფრთხოების ზომები სჭირდება, უკონტაქტო რაგბის პოპულარიზაციით კი, ეს შესაძლებელი გახდება. ბავშვებს მოსწონთ რაგბის თამაში და ჩვენ ის ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ ყველასთვის. ამისათვის აუცილებელია, რომ რაგბი მეტად იყოს წარმოდგენილი სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ასევე უნდა მოვიფიქროთ ტურნირები ქუჩის რაგბის პოპულარობის ამაღლებისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს, არსებულ მოედნებზე 5-5-ზე, გნებავთ, 4-4-ზე უკონტაქტოდ თამაში“.

7-კაცა, ქალთა და ქვიშის რაგბი საქართველოში მეტ-ნაკლებად პოპულარულია. ამ მიმართულებების უფრო მეტად განვითარებისთვის კავშირი უკვე მუშაობს, 10-კაცა რაგბი კი საქართველოსთვის უცხო ხილია. ის მსოფლიოშიც ახალი მიმართულებაა, თუმცა რეგულარულად, წელიწადში რამდენჯერმე იმართება საერთაშორისო ტურნირები წამყვანი სარაგბო ქვეყნების კლუბებისა და ნაკრებების მონაწილეობით.

„გვაქვს სურვილი, რომ მომავალი წლიდან ჩვენც ჩავატაროთ ტურნირი რაგბი 10-ში. ის ძალიან ახლოსაა რაგბი 15-თან და სეზონის წინ გუნდებს მომზადებაში დაეხმარება. რაგბი 10-ში 5 მორკინალი, 9-10 და სამი უკანახაზელი თამაშობს. თითო ტაიმი 10 წუთი გრძელდება და დღეში თითო გუნდს 3-3 თამაშის გამართვა შეეძლება. ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ და იმედია, გაისად ტურნირის გამართვა მოხერხდება“ - ამბობს მაისურაძე.

„მსოფლიო რაგბიში“ მნიშვნელოვანი სიახლეებია მარკეტინგის მიმართულებით. მათ დაიქირავეს ფორმულა 1-ის მარკეტინგის ყოფილი ხელმძღვანელები და მათი დახმარებით რაგბი უფრო შემოსავლიანი უნდა გახდეს, რის შემდეგაც დაფინანსება გაეზრდებათ „მსოფლიო რაგბის“ წევრებსაც. გარდა ამისა, მწვრთნელთა, მსაჯთა და სამედიცინო პერსონალის კურსების გარდა, „მსოფლიო რაგბი“ დანერგავს მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კურსებს. შესაძლოა, „მსოფლიო რაგბის“ მენეჯმენტისა და ადმინისტრირების პირველი 3-დღიანი კურსი საქართველოში პირველად მიმდინარე წლის ბოლომდე ჩატარდეს, მომავალი წლიდან კი, კურსები რეგულარულ ხასიათს მიიღებს.

რაგბის გლობალიზაციის მიმართულებით კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ წლიდან-წლამდე გაიზრდება ურთიერთშეხვედრების რაოდენობა პირველი და მეორე დონის სარაგბო ქვეყნების ნაკრებებს შორის, რაც ამ გუნდების დონეთა დაახლოებას უზრუნველყოფს.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ევროპის რანგით მეორე სანაკრებო ტურნირს, რაგბი ევროპის ჩემპიონატს, რომელშიც "ბორჯღალოსნები" ყოველწლიურად მონაწილეობს. „მსოფლიო რაგბიმ" მის ზედამხედველად ჯონ ჯეფრი დანიშნა, რომელმაც პირობა დადო, რომ ტურნირი უფრო მაღალი დონის გახდება და გაიზრდება მისი დაფინანსება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

თორნიკე გოგებაშვილმა თანამდებობა დატოვა
ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ქართველი მწვრთნელი ირლანდიურ აკადემიაში!
"ოლ ბლექსი" უძლიერესი შემადგენლობით! [ბესიკ ჯანგავაძე ნიუპორტიდან]
საქართველო VS მზ.იტალია - ხუთი ახალი "ბორჯღალოსნების" რაზმში
რაგბი. ლეგიონი: ქართველების "შამბერი" ყველას სჯობს
"ეს მსოფლიოს თასისთვის ყველაზე კარგად მომზადებული საქართველოს ნაკრებია"
ტრანსფერები: ფრანგულ კლუბებში ქართველ მორაგბეთა მიდი-მოდი დამთავრდა