ცუდ დღეშია ერთ დროს რუსული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი მოსკოვის "სპარტაკი" - 3 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-10 ადგილზეა და მისი ხსნა-საშველიც არა ჩანს.

პრემიერლიგის ბოლო ტურში დებიუტანტ "ტამბოვთან" წაგებული მატჩისას (0:2) გუნდის მწვრთნელს, ოლეგ კონონოვს გულშემატკივრებმა ობსტრუქცია მოუწყვეს, ხოლო იგორ შალიმოვმა, რომელიც "სახალხო გუნდის" ღირსებას 1986-91 წლებში იცავდა (შემდეგ "ინტერსა" და "ნაპოლიში" თამაშობდა), მას სახალხოდ დებილი უწოდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ გასულ კვირას "სპარტაკი" გუნდის ყოფილი ნახევარმცველის, ფედორ ჩერენკოვის საფლავზე გავიდა და კონონოვმა სიტყვით გამოსვლისას ჩერენკოვს დაბადების 60 წლისთავი მიულოცა. ჰოდა, გაგიჟდა შალიმოვი, სად გაგებულა, მიცვალებულს დაბადების დღეს ულოცავდნენო.

რაც შეეხება ქართველ ლეგიონერს, ჯანო ანანიძეს, რეალური მყიდველი არ გამოუჩნდა და დატოვეს, შანსიც მისცეს, მაგრამ ვერ იყენებს. ორი გადატანილი ოპერაციის შემდეგ რაღაცნაირად შებოჭილია, თითქოს ფსოქოლოგიურად დათრგუნულია და ვერ თამაშობს სათანადოდ. არადა, როდესაც 10 წლის წინ ამ გუნდში ასპარეზობა დაიწყო, სულ სხვანაირი იყო: ენერგიული, პერსპექტიული, ანთებული, ახლა კი ოდენ ძველი ჯანოს აჩრდილიღაა.

პირველ ტურში "სოჭისთან" (1:0) ჩვენებური ძირითადში დააყენეს და 65-ე წუთზე შეცვალეს, მეორე ტურში "როსტოვთან" (2:2) სათადარიგო იყო, ხოლო მესამე ტურში "ტამბოვთან" შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და თავის გუნდს ისევ ვერაფრით ვერ შეეწია.

მოკლედ, ბევრი ფიქრის შემდეგ "სპარტაკის" ხელმძღვანელებმა შეტევის გაძლიერება გადაწყვიტეს - "დორტმუნდისგან" ანდრე შურლე ინათხოვრეს და გაისად მისი კონტრაქტის 8 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლებათ, ხოლო "ნორჩეპინგისგან" ცნობილი შვედი ფეხბურთელის, ჰენრიკ ლარსონის შვილი, იორდან ლარსონი 4 მილიონად შეიძინეს.

ვასო
ვერ იხარჯება, ტრამვა არ უშვებს არაა და სწორადაც იქცევა, კიდევ ერთი ტრამვა და მორჩა მაგის ფეხბურთი. ნელ-ნელა ვარჯიშით და, ცოტა თამაშით, ასე ნახევარი საათი მაინც რომ ათამაშონ ხოლმე,იქნებ აკრიბოს ფორმა და ზოგადად მაგის ბრალია, რას მიაკვდა ამ სპარტაკს, მარა მაგიც რუსია ნახევრად, როგორც ვიცი და ეგაა, დედის მხრიდან. რავიცი, ღმერთმა ხელი მოუმართოს
x.x
ჯანო ცოტა თავს შემოუძახე თორემ საქართველოს ჩემპიონატი არ აგცდება! ჯერ ახალგაზრდა ხარ და უნდა მოინდომო, შანსები გეძლევა დანარჩენი უნდა დაამტკიცოოო.
goga
საქმე არც იმაშია დ არც ამაში, საქმე ისაა...
ზაზა
ჩვეულებრივი უთავმოყვარეო ფულის მონაა! წადი სხვაგან და დაამტკიცე რომ რაღაცას წარმოადგენ,მაგრამ დამთავრდა ამის ფეხბურთი დიდი ხანია.თუმცა არც არასოდეს უთამაშია არც ნაკრებში და არც სპარტაკში. ნაკრებშიც არ უნდა მოიწვიონ.
Homer
ძალიან კი უყვარს ჯანოს სპარტაკი, მაგრამ მორჩა კინო... ეს მისი ბოლო სეზონია ამ გუნდში, რომელიც ზამთარშივე დასრულდება
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"სპარტაკში" დიდი ცვლილებებია - შურლე და ლარსონი დაიმატეს, მელქაძეს უშვებენ, ანანიძეს?
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
"ეს მსოფლიოსთვის გზავნილია" - პაოლო ვანოლიმ თქვა, რატომ არ დატოვა "სპარტაკის" მწვრთნელის პოსტი
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
მამიკოს ბიჭები: ჯასტინ კლუივერტიდან იანის ჰაჯიმდე
ანდრე შურლემ 29 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
სანაკრებო მატჩების წინ ჯანო ანანიძის მდგომარეობა საგანგაშოა - ისევ სათადარიგოა
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
მსოფლიო ჩემპიონი ანდრე შურლე მოსკოვის "სპარტაკში" გადავიდა
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
რეგრესი - ანდრე შურლე პრემიერლიგას დაუბრუნდა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
ანდრე შურლე "დორტმუნდიდან" წავა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ლონდონის "ფულჰემმა" ალექსანდრ მიტროვიჩი გამოისყიდა
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
"დორტმუნდმა" ანდრე შურლე იჯარით "ფულჰემში" გაუშვა
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა