რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს. ჩვენი მეზობელი დემოკრატიისგან შორს არის, ქვეყანაში გამეფებულია ავტოკრატია, კორუფცია, კრიმინალი და მაინც რატომ არის სასურველი რუსეთში ფეხბურთის თამაში?

ეს სტატია არ არის პოლიტიკაზე და რუსეთი წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით განვიხილოთ. ეს ქყეყანა არის უეფას რეიტინგში მეექვსე ადგილზე, უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: პორტუგალია, ბელგია, უკრაინა, თურქეთი და ჰოლანდია. აქვს ძალიან მაღალი დონის საფეხბურთო არენები, განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ და ამით შეუძლია თავი მოიწონოს.

საშუალო დასწრება პრემიერლიგის მატჩებზე 19.747 ადამიანს შეადგენს, დასწრების თვალსაზრისით ჩემპიონატს "ზენიტი" ლიდერობს - საშუალოდ 50 000 ადამიანი. 2 გუნდი ავტომატურად ხვდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ერთიც კვალიფიკაციაში მონაწილეობს. აგრეთვე ორი გუნდი მონაწილეობს ევროპა ლიგის კვალიფიკაციაშიც.

ჩემპიონატი გამორჩეულია მაღალი ხელფასებითაც, რაც ტურნირს ფეხბურთელებისთვის მიმზიდველს ხდის. "ტრანსფერმარკეტი" რუსეთის პრემიერლიგას 1.04 მილიარდ ევროდ აფასებს.

2019/2020 წლის საფეხბურთო სეზონში, რუსეთის პრემიერლიგაში ქართული პასპორტით 7 ფეხბურთელი თამაშობს: საბა კვირკველია - მოსკოვის "ლოკომოტივი", გია გრიგალავა - ტულის "არსენალი, ჯიმი ტაბიძე - ''უფა", ჯანო ანანიძე - მოსკოვის "სპარტაკი", ხვიჩა კვარაცხელია, ბექა მიქელთაძე, ზურაბ დავითაშვილი - ყაზანის "რუბინი".

მიმდინარე სეზონში ნიჭიერი და ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების შეძენით ყაზანელები არიან დაკავებულები, ცნობისთვის ეს ის კლუბია რომლისთვისაც პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი საბა კვირკველია არასასურველი გახდა.

ამავდროულად "რუბინი" ბოლო პერიოდში დიდი საფეხბურთო შედეგებით ვერ დაიკვეხნის. ამ კლუბში რუსეთის მოქალაქე, თუმცა ქართული გვარის მატარებელი ნიკოლაი ყიფიანიც იმყოფება. იმასაც ამბობენ "რუბინს" ჯანო ანანიძეც შეუერთდება და ქართული კვინტეტი შეიკვრებაო.

რატომ ირჩევენ რუსეთს: ხელფასების გამო? - დიახ, ძალიან კარგი ხელფასებია. საქართველოს ჩემპიონატზე ან ევროპის საშუალო დონის ჩემპიონატზე უკეთესია? - დიახ, ნამდვილად უფრო მეტი შესაძლებლობებია. წყალობთ ადგილობრივი პრესა? - დიახ, ქართველთა მოქმედებები ხშირად უფრო მასშტაბურად შუქდება, ვიდრე არის.

თუმცა აქ ჯობია პირდაპირ მთავარი კითხვა დავსვათ: - გამოდგება რუსეთის ჩემპიონატი საფეხბურთო ტრამპლინად? - არა, რადგან ფეხბურთელთა უმრავლესობა რუსეთში რჩება. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ჯანო ანანიძე ან საბა კვირკველია, რომელთაც ჰქონდათ ინგლისის პრემიერლიგაში ან სხვა ჩემპიონატში მოხვედრის შანსი, თუმცა ბევრი მიზეზის გამო კვლავ რუსეთში თამაშობენ.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, რუსეთიდან ორად ორი ფეხბურთელი წავიდა ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში, უფრო სწორად იტალიის სერია A-ში. "ზენიტიდან" "პარმაში" განათხოვრებულია ბრაზილიელი ჰერნანი და მოსკოვის "სპარტაკიდან" სამშობლოში დაბრუნდა 32 წლის სალვატორე ბოჩეტი - "ჰელას ვერონა".

თუ გადავხედავთ რუსეთის ნაკრების შემადგენლობას ქვეყნის მიღმა მხოლოდ 3 ფეხბურთელი თამაშობს, ალექსანდრე გოლოვინი "მონაკოში", ნიკოლაი კომლიჩენკო "მლადა ბოლესლავში" და დენის ჩერიშევი "ვალენსიაში". ეს სტატისტიკა პატრიოტიზმიდან არ გამომდინარეობს, განა წარმატებულ რუს ფეხბურთელებს არ სურთ თამაში წამყვან ჩემპიონატებში? უბრალოდ რუსეთის ჩემპიონატიდან წასვლა საკმაოდ რთულია, რადგან ფეხბურთელებს უამრავი ხელოვნურად შექმნილი შემაფერხებელი ფაქტორი ხვდებათ.

რა პერსპექტივა აქვთ ქართველებს "რუბინში"? მითუმეტეს იმ ფონზე როდესაც ერთმანეთის კონკურენციაში ხვდებიან. ქართველებიდან თუ რომელიმე გამოიჩენს თავს, სად წავლენ ან სად გაუშვებენ?

შვიდივე ქართველი ფეხბურთელი ნაკრებისთვის განძია და ანანიძის მაგალითი არ უნდა გაიზიარონ, როცა მის განძს ყოველწლიურად მდინარე მოსკოვის ფსკერზე ჟანგი ედება, ამისგან თავის დაღწევა აუცილებელიცაა და სავალდებულოც.

P.S. ჯანსაღი აზრი და შრომისმოყვარეობა აკომპენსირებს თქვენში ნიჭის უკმარისობას, შეიძლება იყოთ გენიალურზე გენიალური, მაგრამ სისულელით მთელი ცხოვრება დაიღუპოთ. - ბერნარდ შოუ.

ddgfdf
საერთოდ არ უნდა მოიწვიო ეგენი ნაკრებში. საწაულად თუ არ გამოიჩინა თავი, მაგალითად ჩემპიონთა ლიგაზე.
დათო
1.რუსეთი ახლოა. 2.ადვილად პოულობენ საერთო ენას. 3.და თანაც ჩვენ მათ დონეს შევეფერებით. 4. ხოხ რას ამბობთ ანანიძეს კალთებს აგლეჯდნენ ევროპის წამყვანი გუნდები.
სპიცი.
ტყუილი. ვინ იყო ჯანო ანანიძეზე დიდი ტალანტი. უბრალოდ რუსეთის ნაკრებზე უარი თქვა და წავიდა რუსული აღმზრდელობითი ჭკუის სწავლება და მაფიოზური ანგარიშსწორება.
Miro
ძაან ზედაპირული სტატიაა. რუსეთიდან იმიტომ არ მიდიან არსად რო: 1. დონეა რუსეთში 2. ხელფასებია და შესანიშნავი პირობებია 3.სად უნდა წავიდნენ? ტოპ-5 იქ სულ სხვა დონეა? რომელი ჩვენი ფეხბურთელია დღესდღეობით ტოპ-5 მზად? სწორია, არც ერთი. 4. რუსები იმიტომ არ მიდიან რო ჩემპიონატში ლეგიონერებზე ლიმიტია, და როგორი პირობებიც რუსებს ააქვთ რუსეთში ისითს ტოპ-5 არავინ არ შეუქმნის.
თემური
ხელფასების გულისთვის არ მიდიან თან ცოტა ფულს რო იშოვნიან ბმვზე მოაჯდებიან ერთი ორ ბინას იყიდიან და შემოსავალს შოულობენ და თავს აღარ იწუხებენ ვარჯიშებით და გადამკვდარი მუშაობით მარტო ნიჭი ხოარაა მას შრომა უნდა უაღრესას დიდი მოთმინება უნდა.მაგალითი რონალდოსგან აიღონ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობას ეჭიდავება თავისი შრომით და ოფლით მიაღწია მან ამას. მათს შრომა ეზარებათ ესაა სიმართლე
Va-Le
Ufashi giorgobiani rom tamashobs rusuli pasportit iqneb daukavshirdet an interviu aigot an gaigot unda nakrebshi tamashi tu ara , kargi axalgazrda bichia
Tarieli
Shvedetshia xaraishvili da, rac chavida camkvani fexburtelia gundshi, igive belgiashi sxvebi. Modit ra realurad shevafasot da vikot tvitkritikulebi.
dinamo
ავტორ ერთი ის გვითხარი ევროპაში წასული ქართველი ფეხბურთველისთვის რომელი გამოდგა ტრამპლინი და რომელი აღმოჩნდა ევროპულ გრანდში? როცა არ გაქვს ნიჭი და ტალანტი ვერც ტრამპლინი გიშველის და ვერც საბაგირო, როცა ნიჭი და ტალანტი გაქვს გინდა რუსეთში ითამაშე და გინდა კენიაში დღეს ისეა განვითარებული ფეხბურთი რომ დიდი კლუბების სელექციონერები ყველგან გიპოვნიან. ავტორ უკრაინელი ფეხბურთელის ზინჩენკოს შესახებ თუ გსმენია დღეს რომ მანჩესტერ სიტის ძირითადის ფეხბურთელია? იცი სად თამაშობდა? იცი რომელი ქვეყნის კლუბიდან იყიდა გვარდიოლამ 18 წლის ზინჩენკო? შენსგან დაწუნებული რუსეთის ჩემპიონატის კლუბ უფადან, და ქართველი ფეხბურთელები ვინც ჩამოთვალე რომ რუსეთის ჩემპიონატს ვერ ელევიანო ეს იმიტომ კიარა რომ მათ ვინმე იქ ძალით იჭერს არამედ იმიტომ რომ მათზე მოთხოვნა ევროპაში არაა, მაქსიმუმ შეიძლება კალიარიში, ბრეშაში ან ესპანიოლში გადავიდნენ იმიტომ რომ მათი ნიჭი მეტს ვერ ქაჩავს, კვირკველიას ნაირი მცველები კონა 1 ევროა და ანანიძის ნაირებს ხურდაში მოგცემენ
ილია
თუ ქართველებზე უმეტეს შემთხვევაში არაჯანსაღი აჟიოტაჟის გამო არ ეფეთებიან, წავიდნენ ეს ქართველები ამერიკაში, ვინც რაიმეს წარმოადგენს იქაც იშონის კაი ფულს.რუსეთში წასვლით დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს, ნაკრებისადმი გამოდგომის ნაკლები პერსპექტივით,რადგან თუ ვინმე მართლა მაგარ ფორმაში შევა სკამს გახეხავს.
ილია
ფეხბურთი ვაჭრების ხელშია ამიტომ რუსეთი კარგია.
giorgi
სად უნდა გადასულიყვნენ რეალში თუ ბარსელონაში? რომელი გრანდი ეხვეწებოდა ჩვენს ძირითადში ითამაშეო?
Rezo
Me sxva daskvna gamovitane. Slovaketze ar aris saubari, magram rodesac premierligis varianti gaq da rusetshi rchebi, shentvis prioriteti sportuli mxare araa da plus amas strategiulad azrovneba ar shegizlia. Chanturias, oqriashvils, ananizes sheezlot karg evropul.gundebshi kargad etamashat, magram rac airchies, ki xedavt
zaza
ანანიძე ვიტესში არ წავიდა დაბალი ხელფასის გამო უბრალოდ რუსეთის დონეს აკმაყოფილებენ ფულს შოულობენ და სხვაგან წასვლა თან ნაკლები ხელფასით უბრალოდ არუნდათ.აქ ისე გამოდის ამ სტატიის ავტორს სხვის საქმეში ყველა ბრძენიაო რომ ამბობენ
გოგა
ჩემი აზრით პოლობეთის ჩეხეთის სლოვაკეთის დონის ჩემპიონატში წასვლას,რუსეთში წასვლა ჯობია და თან ბევრად. ავტორი კიდე ისე წერს თითქოს ევროპულ წამყვანი ჩემპიონატებიდან კალთას ახევდნენ ჩვენ ბიჭებს.
რა შუაშია რუსეთი
დღემდე რუსეთში მოთამაშე არც ერთ ქართველ ფეხბურთელზე ევროპიდან მოთხოვნა არ ყოფილა.არა მგონია ანანიძემ ან კვირკველიამ ევროპის ტოპ ჩემპიონატში გაქაჩონ.სხვებზე საერთოდ ლაპარაკი სირცხვილია.ახლა გამოჩნდენ კვარაცხელია და დავითაშვილი და თუ ითამაშეს მაღალ დონეზე და ექნებათ კარგი შემოთავასება, გაყიდიან ოღონდ არა მუქთათ,იმიტომ რომ რუბინი ეკონომიურად ღარიბი გუნდია. ჯერ მხოლოდ 18 წლისანი არიან.ხომ თამაშობენ ჩვენები დანიაში,შვეციაში,ბელგიაში და სხვა რატომ არ მიყავთ ტოპ ჩემპიონატებში
Vakhtang Lobzhanidze
ჩვენი ფეხბურთელებისთვის რუსეთი საუკეთესო ვარიანტია! ფიზიკურად მაინც უქნებიან კონდიციებში. და საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატია. ჩვენი ლიგა მაგათთან შედარებით სამოყვარულო დონეა...წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით რუსეთის პრემიერ ლიგა წინსვლაა ქართველი ფეხბურთელებისთვის. და როგორც აქ აღნიშნა ერთმა იუზერმა კარგათ თუ ითამაშებ ნებისმიერ ადგილას შეგამჩნევენ და თუ ვერ ქაჩავ გინდა გენტში იყავი და გინდა გენკში..
ძღაბი
Daybnost მაგ ლოგიკით ანანიძე და კვირკველიასთვის რატომ არ გამოდგა ტრამპლინი? ვერ წარმოაჩინეს თავი თუ?
გიორგი
ვინც პოლონეთში წავიდა მათი სახელები ხომ ქუხს
Daybnost
ერთი შეხედვით რუსეთის ჩემპიონატი საკმაოდ ძლიერ ლიგად მიიჩნევა და ტრანსფერებსაც რომ გადახედო თუნდაც ამ სეზონის წინ (მალკომი, შურლე , ვილენა, ფილიპი) ან კლუბების ბიუჯეტს 3-4 გუნდს 100 მილიონ დოლარზე მეტი აქვთ საბაზო ბიუჯეტი ესეც ბევრზე მეტყველებს ზენიტს 200 მეტი კიდე იმ ბელგიის თუნდაც ჰოლანდიის, დანიაზე ნორვეგიაზე შვედეთზე და სხვა მსგავს მესამე ეშელონის ჩემპიონატებზე ლაპარაკიც ზედმეტია ორი თავით მაღლა დგას მინიმუმ + 21 საუკუნეში უეფას თასი რუსეთის 2 გუნდმა მოიგო. იგივე ფეინორდს ან მისი დონის სხვა კლუბს რომ ხუთეულისთვის მებრძოლი რუბინი ან როსტოვი შეახვედრო დიდი ეჭვი მაქ ფეინორდმა ან იგივე დონის ბრიუგემ რაიმე გააწყოს ზედა 4 გუნდი კი უშანსოდ მოუგებენ ეგეთი კალიბრის გუნდებს, მაგრამ ერთი კი არის თუნდაც მათი ძლიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები ევროპის ტოპ კლუბები არ იწვევენ ტოპ ჩემპიონატების საშუალო ან დაბალი დონის კლუბებში უბრალოდ არ ყიდიან ხოლო ის ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაში მოთამაშე კლუბიდან არაფრისთვის მებრძოლ ბრაიტონში კრისტალ პალასში უდინეზეში ეიბარში და მსგავს გუნდში არ წავა თუნდაც ფინანსურადაც ზემოდ ნახსენები კლუბები ცსკაზე ზენიტზე ან სპარტაკზე მეტს ვერც ისინი გადაუხდიან იმ ლიგაზე კი 2-3 თამაშში წარმოაჩენს თავს და უფრო ძლიერი გუნდების ყურადღებასაც მიიქცევენ ან თუნდაც ეხლა ჩალოვში კრ: პალასი 25 მილიონს უხდიდა ცსკას და არ გაყიდა სულეიმანოვში უდინეზე 20 მილიონს და არც ის გაყიდა კრასნოდარმა 1 წელი გააჩერებენ და გაისად 40 მილიონად გაყიდიან უფრო ძლიერ გუნდში იგივეა ქართველ ფეხბურთელებზეც წარმოიჩინოს თავი დავითაშვილმა კვარაცხელიამ და ტოპ ლიგების გუნდებიდან რიგი დაუდგებათ ის რომ რუსეთის ჩემპიონატი შეიძლება ევროპის ტოპ ლიგაში გადასასვლელად ტრანპლინად ვერ გამოიყენო ეს აფსურდია მაშინ ფეხბურთელი არ არის იმ დონის რომ შენ აქებდე და ის კი რეალურად არ იყოს იმ დონის რაც საჭიროა ტოპ ლიგებში სათამაშოდ თორემ ტრამპლინად რუსეთი კი არა კვიპროსი სლოვაკეთი და ბულგარეთი გამოიყენო კარგ ფეხბურთელს ვერც რუსეთი და ვერც ამერიკა ვერ შეაკავებს თუ ის რეალურად კარგი ფეხბურთელია რომ ტოპ ლიგაში მოხვდეს
qomagi
ჯერ ერთი რამოდენიმე ქართველმა ითამაშა რუსეთის ჩემპიონატიდან ევროპაში,კობიაშვილი,შელია საკმარისია,,მერე მეორე სადაც უკეთესი პირობებია ფინანსურად იქ წავა ფეხბურთელი,,წარმატება ზუკას კვარაცხელიას,საუკეთესოები არიან,,მალე მათ რიგს კიდევ ერთი ქართველი შეემატება,,
გულშემატკივარი
100% გეთანხმები სამწუხაროდ ასეა, ჯერ არცერთ ქართველს არ გამოუყენების ტრამპლინად. სამწუხაროდ
ვასო
მაგათთვის ერთადერთი შანსია, ნაკრებთან ერთად თუ მიაღწევენ სერიოზულ წარმატებას და ასე გამოიჩენენ თავს, მაგრამ ასეც გაუწირდრბათ მანდედან გაღწევა ევროპაში, რადგან წარმატების შემთხვევაში რუსები ორმაგ ფასს დაადებენ და ვიღა იყიდის? არავინ. მაშინ კონტრაქტის ვადა რომ გაუთავდებათ აღარ უნდა გააგრძელონ, მარა ახალ კონტრაქტს 2 წლით ადრე სთავაზობენ. რუსია, რუსი, ამიტომ თუ რეალური წარმატება გინდა მაქეთ პირი საერთოდ არ უნდა ქნა
giorgi
ნეტავი საქართველოს ნაკრების წევრებიც საქართველოს გუნდებში თამაშობდნენ. ნაკრებიც და კლუბებიც უფრო კარგად ითამაშებდნენ.
ტოტტი
კვარაცხელიამ ინტერვიუში თქვა ლოკომოტივი 1+1 კონტრაქტს მთავაზობდაო და რუბინთან 5 წლიანს მოვაწერე ხელიო და კარგიაო რა არის კარგი. მინიმუმ 4 წელი რუბინი არსად არ გაუშვებს შანსი არაა და რუბინში მბაპეც რომ ათამაშო არავინ გაიგიჟებს ყიდვაზე თავს რადგან რუბინის ფეხბურთელიაო იტყვიან. არადა კარგი ბიჭები არიან და უკეთესი იქნებოდა დანიაში შვეიცარიაში ნორვეგიაში შევედეთში ეგეთი დონის ჩემპიონატში გადასულიყვნენ
რა ხდება სინამდვილეში - დავითაშვილმა შეიძლება ჩემპიონატის პირველი ტური გამოტოვოს
გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
[PHOTOS] მილიარდერი შეყვარებული ჰყავს - ვინ არის კვარაცხელიას თანაგუნდელის ლის მეგობარი გოგონა
"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა
პსჟ-ის ახალი მეკარე ეყოლება - შევალიე კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება
მიქელთაძემ სეზონში მე-5 გოლი გაიტანა - "ნიუკასლი" ფინალური სერიებისთვის იბრძვის [VIDEO]
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
"პირველივე რეისით ევროპაში მიდიან" - გრიგალავამ ქართველ ტალანტებსა და "კვარაზე" ისაუბრა
ტრავმა საქართველოს ნაკრებში - იმედია, გაგრძელება აღარ მოჰყვება...
გია გრიგალავა "ხიმკიში" ჩაირიცხა
"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა
სადებიუტო გოლიც ასეთი უნდა - მიქელთაძემ "ულსან ჰიუნდაის" ზღაპრული გოლი გაუტანა [VIDEO]
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბელგიას სძლია
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
ისევ ეროვნული ლიგიდან - ცნობილია, ვინ ჩაანაცვლებს ჯიმი ტაბიძეს ეროვნულ ნაკრებში
U17. საქართველო-ალბანეთი 5:0 - პრეზიდენტის თასი რიხით დავიწყეთ [VIDEO]
ოფიციალურად: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის დასახელდა
კოლხეთი-დინამო (თბ) 1:1 - "დინამო" ისევ კოჭლობს [VIDEO]
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
მიქელთაძემ A ლიგაში შესანიშნავი გოლი გაიტანა [VIDEO]
ჯიმი ტაბიძემ თბილისის "დინამო" დატოვა
ევროპის სუპერთასი, ევრობასკეტი და სხვა ამბები - რას ვნახავთ აგვისტოში
U17. საქართველო-რუსეთი 1:1 (4:5) - ფინალი პენალტებით დავთმეთ [VIDEO]
რუსეთის ნაკრების კაპიტნის უღირსი საქციელი საქართველოსთან მატჩში [VIDEO]
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
რუსეთის ჩემპიონატში ქართველი მარტო გრიგალავა დარჩა - წავა თუ არა ისიც ამ ქვეყნიდან, რას ამბობს "ხიმკის" მწვრთნელი
ზივზივაძე დღეს "ლივერპულთან" არ ითამაშებს და გეზი სამხრეთ კორეისკენ აქვს აღებული
ტაბიძე ბერძნულ კლუბში შენგელიას თანაგუნდელი გახდა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
U17. საქართველო-ყირგიზეთი 7:1 - დაუნდობლები [VIDEO]
გია გრიგალავა "არსენალში" დაბრუნდა
"გრიგალავა მას უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა" - ქართველი მცველი რუსეთში ინციდენტში გაეხვა
გრიგალავა და ჟირკოვი სეზონის განახლებისთვის ემზადებიან
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
ჯიმი ტაბიძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია