ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის შემოდგომა საუკეთესო პერიოდია - თვეში ორჯერ ნაკრები იასპარეზებს, ამას კი დატვირთული საკლუბო პერიოდი ემატება. ქვეყნების ჩემპიონატების პარალელურად, საკლუბო ტურნირებიც იწყება, სადაც სიახლეებიც გვაქვს.

აზიის ჩემპიონთა ლიგა

კრიშტიანო რონალდოს საუდის არაბეთში გადასვლის შემდეგ, როგორც ამ ქვეყნის ჩემპიონატის (სადაც სხვა ძლიერი ფეხბურთელებიც გამოდიან), ასევე აზიის ჩემპიონთა ლიგის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ახლა ამას ქართული ფაქტორიც ემატება - ეროვნული გუნდის მცველი გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონ "პერსეპოლისთან" ერთად აზიის გამორჩეულ კლუბებს გაეჯიბრება. აქ იქნება გიორგი არაბიძე სამხრეთ კორეის საუკეთესო კლუბ "ულსანთან" ერთად, ამ გუნდის ყოფილი წევრი ვაკო ყაზაიშვილი ჩინური "შანდონგ ტაიშანის" რიგებში და ბექა მიქელთაძე "გვანჯუში".

აზიის ჩემპიონთა ლიგა დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებადაა დაყოფილი. თითოეულში 12 გუნდი მონაწილეობს, საიდანაც 8 საუკეთესო პლეი-ოფში გავა. "პერსეპოლისი" დასავლეთის ზონაშია, სადაც პირველ შეხვედრაში საუდის არაბეთის "ალ აჰლისთან" სტუმრად, "კინგ აბდულაზე" (0:1) დამარცხდა.

"პერსეპოლისის" რიგებში 23 წლის უზბეკს, ოსტუნ ორუნოვს გამოვარჩევდით, რაც შეხვედრამაც დაამტკიცა. რაც შეეხება 33 წლის გველესიანს, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, დამაჯერებელი თამაშით გამოირჩევა.

პირველი მოწინააღმდეგის, "ალ აჰლის" რიგებში "ჩელსის" ექსმეკარე მენდი, "ლესტერისა" და "სიტის" ყოფილი შემტევი მაჰრეზი და ერთ დროს "ლივერპულელი" ფირმინო ვნახეთ.

დასავლეთ ზონაშია უკვე ნახსენები რონალდოს "ალ ნასრი"; კიდევ ერთ არაბულ კლუბ "ალ ჰილალში" მეკარე ბონო, კანსელუ, კულიბალი, მილინკოვიჩ-სავიჩი და მიტროვიჩი ასპარეზობენ; უზბეკეთის "ფახთაქორი", რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ შოთა არველაძე წვრთნიდა. გველესიანის გუნდი მეორე ტურში სწორედ მათ უმასპინძლებს.

რაც შეეხება აღმოსავლეთს, აქ გიორგი არაბიძის "ულსან ჰიუნდაი" გამოვა, ქართველი ფეხბურთელი კი ვაკო ყაზაიშვილის გზას განაგრძობს. სამხრეთკორეელებს პირველი შეხვედრა იაპონურ "კავასაკისთან" ოთხშაბათს, 18 სექტემბერს, თბილისის დროით 14:00 საათზე აქვთ. არაბიძე გუნდს მშვენივრად მოერგო და 3 შეხვედრაში 2 გოლის ავტორია.

თავად ყაზაიშვილის ახალი კლუბი, ჩინური "შანდონგ ტაიშანი", დღეს, ჩვენი დროით 14:00 საათზე, ავსტრალიის "ცენტრალ ქუოსთ მარინერს" უმასპინძლებს. ვაკო შედეგიანია, მისი გუნდი კი 25 ტურის შემდეგ ჩინეთის სუპერლიგაში მეხუთე ადგილზეა.

ბექა მიქელთაძეს იმდენი ვეღარ გააქვს, რამდენიც ავსტრალიაში და იმედია, ამას გამოასწორებს. მისი სამხრეთკორეული "გვანჯუს" პირველი მეტოქე იაპონური "იოკოჰამა" იქნება - ასევე დღეს, 14:00 საათზე.

ლიგის ახალი ფორმატი

მოგეხსენებათ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი, ჩემპიონთა ლიგა, რომლის მოქმედი გამარჯვებული კვლავ მადრიდის "რეალია", ახალი ფორმატით, ჯგუფური ეტაპის გარეშე ჩატარდება.

რადგანაც სიახლე გვაქვს, ყველაფერი კიდევ ერთხელ ავხსნათ - თითოეული გუნდი 4 საშინაო და 4 გასვლით მატჩს სხვადასხვა გუნდთან ჩაატარებს, რის შემდეგაც საბოლოო, ერთიანი ცხრილი ჩამოყალიბდება. ამ ცხრილის პირველი რვა გუნდი პირდაპირ მერვედფინალში ითამაშებს, მომდევნო ორი რვა კი მათ მეტოქეს ერთმანეთში გაარკვევს.

უფრო მეტი დაძაბული და საინტერესო შეხვედრა უნდა ვნახოთ, თანაც, განსხვავებული წყვილებით.

ქართველები ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში 3 ქართველს ვნახავთ - გურამ კაშიას "სლოვანი", ირაკლი აზაროვის "შახტარი" და ოთარ კიტეიშვილის "შტურმი". სამწუხაროდ, ბოლო ორი სეზონისგან განსხვავებით, აქ ყველაფერი ცოტა ხნის წინ ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდად დასახელებული ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაივლის, "ნაპოლიმ" ევროტურნირებზე გასვლა ვერ მოახერხა.

ქართველებიდან პირველი საქმეში აზაროვს ვიხილავთ - ოთხშაბათს, 18 სექტემბერს, 20:45 საათზე, რა დროსაც მხოლოდ ორი დაპირისპირება იმართება, დონეცკური კლუბი იტალიაში "ბოლონიას" ესტუმრება.

ლიგის ფაზაში, რომელიც ჯგუფური ეტაპის ნაცვლად უნდა გამოვიყენოთ, "შახტარი" "ატალანტას" გელზერკირხენში, "ფელტინს არენაზე" უმასპინძლებს, სადაც საშინაო შეხვედრებს ჩაატარებს, "არსენალს" ესტუმრება, "იანგ ბოისს" დაუხვდება, რასაც პსვ-სთან სტუმრობა მოჰყვება. ირაკლი და მისი თანაგუნდელები გერმანიაში ნომინალური მასპინძლის სტატუსით მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდებიან, შემდეგ მაინც ყველაზე სასურველ მეტოქეს, ფრანგულ "ბრესტს" მიიღებენ, ბოლოს კი "სიგნალ იდუნა პარკზე" ურთიერთობას დორტმუნდის "ბორუსიასთან" გაარკვევენ.

ოთხშაბათს, უკვე 22:45 საათზე (ჩვენი დრო), ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი "სლოვანი" "სელტიკს" შოტლანდიაში ესტუმრება. გურამ კაშიას გუნდს პირველ ოქტომბერს ბევრად რთული ამოცანა აქვს, როცა "მანჩესტერ სიტის" უნდა დაუხვდნენ.

ბრატისლაველების მოწინააღმდეგეები - "ჟირონა" (სტუმრად), ზაგრების "დინამო" (შინ), "მილანი" (შ), "ატლეტიკო" (ს), "შტუტგარტი" (შ), "ბაიერნი" (ს).

ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი სიახლე ისაა, რამდენიმე ტური სამ დღეზე ჩატარდება, მაგ დროს ევროპა და კონფერენს ლიგა დაისვენებს. ერთ-ერთი ასეთი სწორედ პირველი სათამაშო კვირაა. ასე მაქსიმალურად ბევრ რეპორტაჟს ვნახავთ. ამავდროულად, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო ტურში ყველა მატჩი ერთდროულად ჩატარდება, როგორც ეს ქვეყნების ჩემპიონატებში ხდება.

სწორედ ხუთშაბათს, 23:00 საათზე ითამაშებს "შტურმი", რომელიც ფრანგულ "ბრესტს" ესტუმრება. ოთარ კიტეიშვილის გუნდს შედარებით გაუმართლა და მეორე ტურში "ბრიუგეს" უმასპინძლებს.

ავსტრიელები მესამე ტურსაც საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ, პორტუგალიური "სპორტინგის" წინააღმდეგ. "დორტმუნდი" (ს), "ჟირონა" (შ), "ლილი" (ს), "ატალანტა" (ს), "ლაიპციგი" (შ).

მთავარი მატჩები

უეფას მთავარი საკლუბო ტურნირის პირველ ტურში რამდენიმე დაპირისპირებას გამოვარჩევთ. პირველ სათამაშო დღეს, 17 სექტემბერს, 20:45 საათზე, ტურინის "იუვენტუსი" პსვ-ს დაუხვდება. დღეს საღამოსვე, უკვე 23:00 საათზე, ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი კლასიკაა - "მილანი" "ლივერპულის" წინააღმდეგ.

2007 წელს, ფინალში, "მილანის" გამარჯვების შემდეგ, უპირატესობა აშკარად ლივერპულელთა მხარესაა. გარკვეული კრიზისი მერსისაიდელებმა დაძლიეს და იმედია, მძლავრ მილანელებსაც ვიხილავთ; ამავე დროს, "რეალი" "შტუტგარტს" უმასპინძლებს - კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ფიქრს "სამეფო კლუბთან" ერთად იწყებს.

ოთხშაბათი, 23:00 სთ, მანჩესტერ სიტი - ინტერი;

ხუთშაბათი, 23:00 სთ, მონაკო - ბარსელონა.

ზვიადი
მართლა მაგარი ბიჭი ყოფილა ეს უზბეკი, ვინც უყურებთ პერსეპოლისს. გველესიანი თავის კაცს გადაყვა და კესი შეიპარა
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
[VIDEO] ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე ანტირეკორდი დაამყარა
"მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?" - ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის განცხადებას გამოეხმაურა
ოთარ კიტეიშვილი: ყველაფრის გამოსასწორებლად დრო გვაქვს!
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
კიტეიშვილი და მამაგეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "შტურმი" "ზალცბურგთან" დამარცხდა
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
საკუთარი ნახევრიდან ირბინა და დამატებულ წუთებზე თავის გუნდს მოაგებინა - მიქელთაძის ლამაზი გოლი ავსტრალიაში [VIDEO]
"დიდი შეცდომა დავუშვით, ნაკრებში რაღაცები აურ-დაურიეს... მჯერა, მუნდიალზე უნდა გავსულიყავით... ახლა ვინ იღებს პასუხისმგებლობას?! - გველესიანმა სანიოლზე და წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
მიქელთაძემ სეზონში მე-5 გოლი გაიტანა - "ნიუკასლი" ფინალური სერიებისთვის იბრძვის [VIDEO]
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
სადებიუტო გოლიც ასეთი უნდა - მიქელთაძემ "ულსან ჰიუნდაის" ზღაპრული გოლი გაუტანა [VIDEO]
კვლავ ირანში - გველესიანი ყოფილ კლუბში დაბრუნდა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული ავტოგოლი საფეხბურთო ისტორიაში [VIDEO]
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
მიქელთაძემ A ლიგაში შესანიშნავი გოლი გაიტანა [VIDEO]
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 ტორპედო. არაბიძის "აფეთქება" რომ არა...
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
ზივზივაძე დღეს "ლივერპულთან" არ ითამაშებს და გეზი სამხრეთ კორეისკენ აქვს აღებული
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
ჩემპიონ გუნდში - ირაკლი აზაროვი კარიერას დიდი ალბათობით, საბერძნეთში გააგრძელებს
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
"ამოვწურე სხეულის ყველა რესურსი" - გველესიანმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
ყაზაიშვილის წარმატებული სერია გრძელდება - გოლს + პასი