ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "საბურთალო" "არარატ-არმენიასთან" 0:2 დამარცხდა. ნამატჩევს, პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ისაუბრა.

"ფეხბურთელებმა, არ ვიცი, რატომ არ გადაუხადეს გულშემატკივრებს მადლობა. გულშემატკივრებმაც არ უნდა შეაგინონ ფეხბურთელებს.

განა ჩვენ გვინდა ცუდი თამაში და რეგრესი? ცუდი თამაში იყო ნამდვილად, ამ ყველაფერს ვერ გამოვასწორებთ. ეს არის სრული კრახი და ამ კრახის თავში ვარ 100%-ით. საბოდიშო არა მაქვს, მაგრამ დამნაშავე ვარ წაგებაში. მე ვეცადე, მაგრამ ასე მოხდა.

ჩვენ ბევრი მინუსი გვაქვს გამოსასწორებელი, მათ შორის ის, რომ გულშემატკივარს უნდა გადაუხადო მადლობა. ძალიან ბევრი შეცდომა იყო, მათ შორის, ჩემი ტაქტიკური მონახაზიც, რომელმაც საერთოდ არ გაამართლა.

ყველაფერს უნდა ჩაღრმავება და გაანალიზება, თუ რა მოხდა. ასე არ თამაშობენ იმ თამაშს, რომელიც შენი კარიერის მატჩია. მე ვერ მივიყვანე გუნდი იმ კონდიციებში, გინდაც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, რომ ამ შეხვედრაში გარდატეხა მოეხდინა.

ფეხბურთელებს თუ რამე არ გამოუვიდათ, ალბათ, რაღაცა დავაკელით. მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ფეხბურთელს არ უნდა მოგება.

ჩემი არანაირი დარიგება არ იყო მეორე ნომრად თამაში, არც სურვილი იყო. ამ განლაგებამ არეულობა შემოიტანა. ხუთი მცველით ვეცადეთ, მათი ფლანგის შემტევები გაგვეჩერებინა. ბევრი იყო არგამართლება და ბევრიც ჩემი შეცდომა.

ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ მეტოქის არც ერთი ფეხბურთელი ჩვენზე ძლიერი არ არის და ზოგადად, მათი გუნდი ჩვენზე ძლიერი არ არის. უფრო მეტად ლაღები ვართ გასვლაზე, ვიდრე შინ. ფეხბურთელებმა შინაურ წნეხს ვერ გაუძლეს. ეს არის გუნდი, რომელსაც არ უნდა გამოვეგდეთ. მე ნამდვილად არ დამწყდებოდა გული, „შერიფს“ რომ გამოვეგდეთ, მაგრამ „არარატ არმენიასთან“ ამას არ ვიმსახურებდით.

ეს ეიფორიაც ზედმეტი იყო, ესეც წნეხი იყო ჩვენთვის. მე ვფიქრობ, რომ ესეც იყო განმეორებით შეხვედრაში პრობლემა. ცალკეული ფეხბურთელი-კოზირი არ გვყავს. კოხრეიძემ ეს თამაშები კარგად ჩაატარა და ლიდერობდა გუნდს.

მსაჯობა, ალბათ, განსხვავებულია ევროტურნირებზე, რადგან გაურკვევლად არიგებენ ყვითელ ბარათებს, რაც აისახება შემდეგ შეხვედრის შედეგზე, რადგან ფეხბურთელები გარკვეულ მომენტებში ფრთხილობენ და ეს მეტოქეს აძლევს ხელს.

ნებისმიერი ადამიანის გახარება ჩემი სიხარულია; გულს რომ დავწყვეტ, ეს ჩემთვისაც გულდასაწყვეტია. ძალიან მინდოდა, ქართველი ხალხი გამეხარებინა. სანამ ასე ვიქნებით, რომ იქნებ გაგვიმართლოს და გავიდეთ, ვერასდროს გავალთ. მე არ მგონია, რომ „დუდელანჟი“ მარტივად დაგვემარცხებინა. ჩვენ კვენჭისყრის იმედზე არ უნდა ვიყოთ, ჩვენი გასვლა ევროპა ლიგაზე კანონზომიერი არ იქნებოდა. დიდი სამუშაოები უნდა გავწიოთ იმისთვის, რათა ჩვენი შესაძლებლობებით შედეგს მივაღწიოთ ევროტურნირებზე.

სამი მცველი იმიტომ გვყავდა, რომ ჩაწოდების დროს მაღალ მცველებს ბურთი არ გაეშვათ. თუმცა ამან რაღაც მომენტში უარყოფითი შედეგი გამოიღო. ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ფლანგის დაბალი მცველები გვყავს, ეს კი მოგვცემდა საშუალებას, მეტოქის მაღალი თავდამსხმელები გაგვენეიტრალებინა.

მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო. ცხელ გულზე ვერ მივიღებ რაიმე გადაწყვეტილებას წასვლის შესახებ. ორი დღე ავიღე დასვენებისთვის. თუ ჩემს თავში ვიპოვი მოტივაციას, დავრჩები, თუ არადა...

უნდა გავაანალიზო ეს თამაში, რომ მივხვდე, რა შეცდომები დავუშვით".

ყველაფერს კარგად წერთ გარდა იმისა, რომ ეს თამაში ტოტალიზატორტან არ არის დაკავშირებული!კი მაგრამ,როდის უნდა მოხვდეთ,რომ რაც მოხდა-მიზანი მხოლოდ თაღლითურად ფულის შოვნა იყო და მეტი არაფერი!
Giorgi Janikashvili
ნიკო,თუ ასე გგონია-სამკურნალო ჰყოფილხარ;დროს ნუ დაკარგავ!
ლაშა
ბრაზილიას შიგ სან პაულუში გაუყარა გერმანიამ 7:1, თანაც მსოფლიო ჩემპიონატის იმ ნახევარფინალში, რომელსაც ბრაზილიელები 64(!!!) წელი ელოდნენ... დიდი რამე ვიღაც ჭიაბრიშვილის საცოდავმა გუნდმა თუ წააგო. არც ის იყო გუნდი, ვისთანაც წავაგეთ და არც ის ვინც წააგო. აქ სულ სხვა რამ იყო მთავარი. პირით მიწა უნდა მოეხნათ და ეს თამაში არ წაეგოთ, მაგრამ ამათ არც სისხლი აქვთ, არც კაცობა, არც ღირსება და არც სამშობლოს სიყვარული, ამიტომაც ჩაისვარეს
პეტრე
მთელი ცხოვრება ქართულ ფეხბურთს ვგულშემატკივრობ, ისე როგორც ყველაფერს ქართულს. ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ, ყველაფრის სათქმელად არც ადგილი მეყოფა და არც დრო ლექსიკის შესარჩევად...ფეხბურთი მარტო სპორტი არასდროს ყოფილა ჩვენთვის, კომუნისტების დროიდან ის იყო ქართველების ნიჭიერების და თუ გინდა ღირსების გამოვლენა. ჩვენი სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებიც წარმატებით ართმევდნენ თავს ამ საქმეს. ამიტომაც ვათენებდით ღამეებს თამაშების მოლოდინში.მეშინია უკვე ვთქვა რამდენი ათეული წელია ლაფს ასხამთ ქართულ ფეხბურთს.ეს ეხება ზოგადად, რომ ვთქვათ ფეხბურთში დასაქმებულ პირთა (ფედერაცია, ბავშვთა ფეხბურთიდან დაწყებული ნაკრებების მწვრთნელთა, კლუბების მეპატრონეების) 99 მთელსა და 9 მეათედს. ეს არის ზერელობის და არაპროფესიონალიზმის ნაზავი,რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს არც ქართველობასთან და არც ღირსებასთან(ამ ,,ცნებების" განმარტებაც კი ვგონებ უცხოა თქვენთვის) გუშინწინდელი შეხვედრა ზემოთხსენებულის ნათელი მაგალითია. მე არ ვფიქრობ რომ ეს ტოტალიზატორთანაა კავშირში,ეს თქვენთვისაც კი მეტისმეტად მეჩვენება, უბრალოდ ,,არარატთან" შეხვედრა იყო დემონსტრაცია თქვენი ქვეყნის უპატივცემულობის, უჯიგრობის, არაპროფესიონალიზმის და უთავმოყვარეობის. აქ კი ჯობია გავჩერდე...იმედია დაბეჭდავთ...

99.9% კომენტარების ავტორებიდან არამარტო ჭიას არ იცნობს, საერთოდ გაგებაში არ არის ფეხბურთის.. ასეთი ამბიცია საიდან აქვს ამ ხალხს, ვერ ვხვდები, რომელ სხვა ქართველ ფეხბურთელებს ადარებთ - სსრკ-ს დინამოო, იტყვიან, მაგრამ ბოდიში და ძალიან კარგად მახსოვს ზუსტად იგივენაირად აგინებდა ეს ხალხი კობიაშვილს, კალაძეს, ხიზანიშვილს, ყაველაშვილს, არველაძეებს საქართველოს ნაკრებში თამაშისას და ეგენი არიან ახლა მთავრობაში მოკალათებული, ხოდა გაანძრიონ ერთი ადგილი და გაუშვან მწვრთნელები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ჩამოუყვანონ ფიზმომზადების სპეციალისტები გუნდებს, და რომ იცოდეს ყველამ, ჭიასნაირი აღიარებული და ნიჭიერი მწვრთნელი ამ თაობას არ ჰყავს და თუ ოდნავ გაგივლიათ ფეხბურთთან ახლოს, გაიკითხეთ!
benji-s
ვაი შენს პატრონს მართლა!!!! მთელი საქართველო, რომელიც "სვავს" და თვრება, სხვა სადარდებელი არ აქვს ამ ქვეყანაში?? რამ გადაგრიათ და გადაგაუბედურათ, ფეხბურთია მარტო ამ ქვეყანაში წარუმატებელი? სხვა ყველაფერი აწყობილი გაქვთ და ფეხბურთი დაგრჩათ სანერვიულო? ან ძალიან უტვინო ხარ ვიღაცა ხარ ან უბრალოდ ბოროტი!
888
და რა იცი რო სომხებმა ერევანში არ ითამაშეს ტოტალიზატორზე , რახაც საეჭვო 2 ბურთი გაიტანა საბურთალომ 5 წუტში . თბილისში კი ჩამოვიდნენ მოიგეს და ცავიდნენ ,და საბურთალო არაფრის ბაიბურშიც არ იყო.
benji
უსირცხვილო ხარ !!! შენ გაგაშიშვლეს და არც გიხმარეს დაგტოვეს გაშიშვლებული, მთელი საქართველო 2 დღეა სვავს და თვრება რო როგორმე დაგივიწყოთ !!!! მოშორდით ფეხბურთს
მამუკა
ვინც ჭიას იცნობს კი ეცოდინება მის გულში ეხლა რა ხდება, პორტუმ წააგო კრასნოდართან, სელტიკმა წააგო კლუჟთან, ყველაფერს ტოტალიზატორს ნუ მიაწერთ, ფსიქოლოგიური მომენტი უფრო არის, გასვლაზე რომ იგებ მოთავებული გგონია საქმე და ვეღარ განეწყნენ თამაშისთვის, ფეხბურთელებიც ადამიანები არიან, შარშან აიაქსმა რეალი და იუვე ორივე დაამარცხა თავიანთ მოედანზე, ეხლა არ თქვათ რო გაყიდა ორივემო.არ არის ის კაცი ჭია რომ თამაში გაეყიდა
ვითომ გულშემატკივარს!!!!
ადამიანს ყველაზე მეტად შვილებზე, მშობლებზე და და-ძმაზე შესტკივა გული, აგინებთ??? მიდი და აგინე, თუ ეგეთი გულშემატკივარი ხარ! ტეხავს ეგეთი ლოგიკის ხალხიც რომ ფეხბურთს არჩევს, თქვენ არც ტელევიზორი არ უნდა გქონდეთ, არათუ სტადიონზე არ უნდა შეგიშვან!
კახა
სამწუხარო ყველაზე მეტად ის არი რომ 90% ქართველი ამის ადგილზე იგივეს იზამდა შესთავაზეს კარგი ფული და ადგა შეთამაშებული გუნდი დაშალა დაცვა გადააწყო ვითომ მაღლებზე გუნდს მეორე ნომრად თამაში დაავალა ინიციატივა დაათმობინა გუნდმა არ იცოდა რა ეკეთებინა დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო მთავარი კლუბის მეპატრონეა რამდენი ასეთი 2-იანი დაუსვამთ ქართველებს ნაკრების დონეზეც კი დიდი ხანია დაკარგა აზრი ფეხბურთს უგულშემატკივრო ინფარქტი გარანტირებული გაქვს
ciecie tu vigac
ნეტა შენი დანახვა თუ უხარია ვინმეს წიე წიე მართლა რა, "პროპესორი" ვინ არის კი ჩანს
ciecie
ხოდა წადი და აგარ დაგინახოთ საბურთალოში მიდიხარ მოდიხარ არ იცი ხო ხედავ ეს მწვრთნელობა პროპესორივით ლაპარაკი კი გიყვარს იპოვი რამეს......
კარგით რა
გულშემატკივრები, რომ ვართ იმიტომაც ვაგინებთ.საგინებელი,რომ არ იყვნენ ვინმე არ აგინებდა.გამყიდველები არიან და მაგათთვის გულშემატკივარის ყოლაც კი ზედმეტი ფუფუნებაა.ერთი კარგი აზრი წავიკითხე აქ,რომ რაგბიზე და ისეთ სპორტის სახეობებზე ჩაიყაროს ინვესტიცია სადაც ღირსეულები და მებრძოლები არიან.მართლაც რომ მაგარი ძალოსნები,წყალბურთელები,მორაგბეები და კალათბურთელები გვყავს.
Giorgi
Es samwuxaro ambavia.ase axlos arasdros yofila jgufshi gasvlastan,qartuli klubebii.saburtalo erti tavit magla dgas vidre araratii.es gundi axalsheqmnilia da arcerti fexburteli aryavt varskvlavii.me vfiqrob rom isev is chirs qartul fexburts rac sul problema iyoo.tamashebis gayidva chumadd.amas sxva raunda davarqvatt.gasvlaze igeb aset sust gundtan da shin agebb.tu asea sircxvili qartul fexburtss.gvegirseba netavi normaluri klubi odesmee.stadionebis gavseba raproblemaa ogond itamashon fexburtii......imedgacruebuli var sashinladd...
mvx
რაღაცაში გეთანხმებით, მაგრამ ფეხბურთელები, რომლებიც ელემენტარულად დროულად ვერ ახერხებენ აუტის მოწოდებას, ხოლო მეტოქეს თავისუფლად აძლევენ საშუალებას გააკეთოს ეს, ანუ ეზარებათ მეტოქის ჩაკეტვა, რა ლოიალობაზე უნდა ესაუბრო. რომელ მაღალ შედეგებზე, მიღწევებზე, ტაქტიკაზე, ტექნიკაზე, ჯიგარზე, პატრიოტიზმზე და პროფესიონალიზმზე შეიძლება ლაპარაკი. ასეთ ფეხბურთს საბურთალომ, რომ ითამაშა სსრკ-ს დროს საქართველოს ყველა სოფელში და თბილისის ყველა უბანში თამაშობდნენ.
aburjga
თბილისის დინამოს 60 წლებში ერთი პერიოდი რაღაც საოცარი კრიზისი დაუდგა, გოლის გატანა შეიქნა პრობლემა! გულშემატკივრები რადიო რეპორტაჟს ვუსმენდით, მახსოვს ეროსი მანჯგალაძის სევდიანი ხმით ნათქვამი ერთი ფრაზე - ალბათ უნდა ვკითხოთ ჩვენ სახელგანთქმულ თავდამსხმელებს მესხს და მეტრეველს რატომ ვერ გააქვთ გოლიო?! აი ასეთი რამეც კი მომხდარა! ამიტომ მეტი ლოიალობა და მეტი გულშემატკივრობაა საჭირო! დაფიქრდით რა განსხვავებაა სიტყვებს შორის - გულშემატკივარი და მაგინებელი!
aburjga
ამ თამაშზე რატომ ლაპარაკობ ფიზმომზადებაზე, რომელიმე ჩვენი ფეხბურთელი დადგა და ვეღარ მოძრაობდა?! ბოლო ნახევარი საათი საერთოდ თავზე ვაჯექით არარატს! თუ გოლი ვერ შეაგდეს ეს მხოლოდ უიღბლობის ბრალია! მწვრთნელიც სულ ტყუილა იხოკავს სახეს, მისი კარგი ნამუშევარი ეტყობა გუნდს. კარგი გუნდებია საბორთალო და დაინამოც. ახლანდელ თაობას არ გახსოვთ, მაგრამ ის ჩვენი სათაყვანებელი ძველი 60-70 წლების გრანდი დინამო ხანდახან ისეთ თამაშს წააგებდა სულ თმებს გვაგლეჯინებდა გულშემატკივრებს! ფეხბურთი ასეა, ხან მოიგებ ხანაც წააგებ! საყვარელი გუნდი, რომ წააგებს გულშემატკივარი წიხლით და ფურთხით კი არ უნდა შედგეს, ზომიერად უნდა უსაყვედუროს კეთილმოსურნის პოზიციიიდან და მომავალში წარმატებები უნდა უსურვოს. ისე სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა მაინცა და მაინც სომხებთან წაგვეგო. ვინმე სხვა ქვეყნის გუნდი რომ ყოფილიყო ასე არ დამწყდებოდა გული!
mamuka09ze
ამ სიტუაციაში კორექტულობა ძალიან ძნელია, სირცხვილი თქვენ, ფეხბურთელებო. თქვენი ქმედებები კრიტიკას ვერ უძლებს... უთავმოყვარეები ხართ!!!
ვაკოს
დარწმუნებული ვარ, სტადიონზე "სემიჩკის" ფურთხების მეტი არაფერი გაკავშირებს ფეხბურთთან, აი, ჭიაბრიშვილმა რა ფული იშოვა, თქვი! მართლა ღირსები ხართ შენ და შენნაირებს პასუხი გაგებინონ ენის ჭარტალისთვისაც კი არა, კლავიატურაზე კაკუნისთვის, მეტი რა შეგიძლიათ!!!
ეეეე
ეს ეხლა უნდა ჩააყუდო სადაც საჭიროა და მერე მიხვდება ღირსება რა არის და თავისი თანამძრახველებიც გვერდზე უნდა მიუსვა კაი ხნით ქართველი ხალხის მასრად აგდებისთვის, ამისნაირებმა დააქციეს და გააპარტახეს ქართული ფეხბურთი ფუი თქვენი ესენიც თუ ქართველები არიან ფულის მონები, მაგრამ რაც ერი ის ბერიო ნათქვამია ვინ ჩააყუდებს..
ანესთეზეოლოგი
წადი ბიძიკო გაიარე... რომლის ახლობელი ხარ ეხლა ამ გუნდიდან დაწერე ბარემ:))
Tedo
ჯიგარი ხარ, გენაცვალე. ჩემი სათქმელი თქვი.
გენო
რა სულ ჩაწყობა გალენდებათ, საიდან მოიტანეთ?! საბუთი გაქვთ? თუ ვინმე დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს. დაუსაბუთებლად დადანაშაულება უკვე ამაზრზენ სახეს იღებს.
ვაკო
ვაცის წვერი ხშირ-ხშირად დაივარცხნე ფული კი იშოვე აბა შენ იცი.
ირაკლი
ჟორიკ ჩვენი საფეხბურთო ფსიქოტიპივით მსჯელობ.
es peshkaa
ამას ვინ ეკითხება, რასაც უბრძანებს ტოტალიზატორის მაფია, იმას გააკეთებს.

ერთსაც დავამატებ - სხვა დასკვნას კაცი ვერ გამოიტანს ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე - ჯერ საქართველოს ჩემპიონატში მომხდარი უმსგავსობების გამო და მერე თვითონ საბურთალოს შერიფთან დაპირისპირებაზე. უბრალოდ მე ძალიან მეცოდება ის გამოუსწორებელი ქართველი გულშემატკივარი, რომელსაც მხოლოდ ისღა დარჩენია, ფეხბურთის სიყვარული მწვანე მინდვრის ოდენ ვიზუალური მხარით დაიკმაყოფილოს, თორემ ფეხბურთს იქ უკვე ძალიან დიდი ხანია აღარ თამაშობენ
Va-Le
Fexburtis federacias,1) xom sheidzleba chamoiyvanot erti evropuli qveynidan fiz momzadebis specialisti, romelic treiningebs chaatarebs da tanamedrove fizmomzadebas sheascavlis qartvel fizmomzadebismcvrtnelebs, 2) espanetshi asakobriv gundebshi aris shecvlebi ulimito rom bavshvebi fizikurad ar gadaigalon da nel nela ganvitardnen fizikurad 19 clamdelebshic masea, lokomotivi rom iyo espanetshi turnirze erti taimi 25 cutiani iyo danetav ratom?! Imitom rom zedmetad ar daitvirtos fexburteli da rom gaxdeba 22_23 clis fizikurad ufro ganvitarebuli iqneba, chventan rom atamashebt asakobriv gundebs 35-40-45 cuti da 3 shecvlis ufleba aqqvs misi fizikuri monaxemebi itvirteba mere uchirs fizikurad ganvitareba, amas yuradgebas aqcevs vinme?!... Mgoni aravin imitomac mokvda meore taimshi saburtalos umetesi fexburteli da ubralod idga verc dzundulebda lakvexelians gaetisha fizionomia vegar suntqavda bichi ukve doinjebit dadga, undodamodzraoba mara fizikurad vegar gadaadgilda , vlandzgavt chven fexburtelebs ise rom arc vfiqrobt, imas rogor amzadeben mat fizikurad fsiqologiurad moralurad, avigot didebis magaliti, camda ucum tranvebi aqvt, mchedlidze bavshobashi mamaisi fizikurad avarjishebdao klavda bavsh ise avarjishebda fizikurado gagebuli maqvs , shedegic miigo 10 cleia tamashobs italiashi da yovel cels tranvebi aqvs tan iseti rom sezonidan sezonamde tovebda tamashebs, ratom? Imitom rom gadatvirtulia misi organizmi kuntebi da yvelaferi tu ar vifiqret bavshta fexburtshi cesebis shecvlaze ese iqnebamudam yoveltvis da landzgva ginebit saqme rom ketdebodes dges msoflio chveni iqneboda ratom imitom rom landzgva ginebashi pirvelebi vart:-):-)
გიორგი
მეცოდები
ალეკსანდრე
მიითვალეთ 30 ვერცხლი?
zmo
ყველაფერი ხომ ნათელია რაც მოხდე, ეს იყო გარიგება ორ გუნდს შორის, რომ ერევანში საბურთალოს უნდა მოეგო და თბილისში არარატს, აუცილებლად ძალოვნები უნდა ჩაერიონ და გამოიძიონ რაც მოხდა, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, გუშინდელი თამაშის მონაწილეებს მინიმუმ- სამუდამოდ უნდა აეგრძალოთ ფეხბურთის თამაში, ქართველი ხალხის მასხრად აგდებისთვის,
ანესთეზეოლოგი
მე ვფიქრობ რომ მატჩამდე უკვე იყო მოლოდინი რაღაც "მოულოდნელისა და გამოუსწორებლის". რაღაც აშკარად ხდებოდა და იმედია ამას საკადრის პასუხს გასცემს უეფას საგამომძიებლო კომიტეტიც და გულშემატკივარიც. მაგრამ მაინც: 1. არ უნდა გეწყინოს გულშემატკივრის აგრესია, რადგან მათ უნდა აჩვენო, რომ ბრძოლაში მარცხდები და არ ფარჩაკდები, არ გკიდია შენი ქვეყნის სტატუსი; 2. რით არ დაადგა საშველი გუნდის ფსიქოლოგიურ მომზადებას უკვე მეექვსე მატჩს თამაშობდნენ. კიდევ რამდენი უნდა ეთამაშათ რომ მიჩვეოდნენ? ყველაფერი დუშაშივით დაულაგდათ: უმარტივესი ბადე, გასვლაზე მოგებული თამაში, ფაქტიურად ცალი ფეხით ჯგუფში იყვნენ და ასეთ დროს მგონი ფსიქოლოგიური მომზადებაც კი აღარ გჭირდება ისეთ აღმაფრენას უნდა გრძნობდე; 3. ზოგადად მთლიანად გუნდმა "ჩაისვარა", კოხრეიძე ბევრს მოძრაობს, ადგილზე მოქმედებს მაგრამ პასებს აგვიანებს, ვერ ამწვავებს. შერიფთან გასვლითი მატჩის შემდეგ გუნდისათვის სასარგებლო არაფერი გაუკეთებია. წუხანდელი მისი მოქმედება კი საერთოდ რა იყო თავად ან მამამისმა მაინც თუ იცის ნეტავ, ფაქტიურად გოლი გაგვიტანა; 4. რატომ იყო ეიფორია ზედმეტი? ჩვენ საფეხბურთო ერი ვართ, რომელიც დაღმასვლას განიცდის და გვიხაროდა რომ ჩვენმა ჩემპიონმა ერთ უსახელო და უბრალო გუნდს გასვლა მოუგო, ფაქტიურად ფლეი-ოფში გავიდა, სადაც ასევე ერთი უბრალო კლუბი დუდელანჟი ელოდა. ჩვენ არ ვითხოვდით თუნდაც ზაგრებთან გამარჯვებას; 5. ყელში ამოვიდა ჭიაბრიშვილის საუბარი იმაზე, რომ აი ამ დონეზე თამაში სხვაა და გუნდს არ აქვს გამოცდილება... მსაჯები უფრო მკაცრები არიან და ამას არ ვართ შეჩვეულები და ა.შ... კიდევ ვიმეორებ მეექვსე თამაშს თამაშობდა უკვე გუნდი, მეტი რაღა უნდა ენახა და რაღა გამოცდილება უნდა მიეღო ამ კუთხით?; 6. ბევრ ფეხბურთელს აწუხებს არაპროფესიონალიზმი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ჯერ რა მოძრაობები აქვთ, რას ფაფხურობენ, რას აკეთებენ. რაიმე გააზრებული თუ შეიმჩნევა მათ ქმედებაში? ან რა სიტუაციებში იღებენ ყვითელს... 80%-ის ადგილი არ არის გუნდში რომლის სტატუსიც ქვეყნის ჩემპიონია; 7. კლუბს, რომელსაც ყავს სერიოზული პატრონი და სპონსორი (საქართველოს კვალობაზე) და ხდება ქვეყნის ჩემპიონი, ცოტა სხვაგვარი მენეჯმენტი და ხედვა უნდა ქონდეს. უნდა ეცადოს მეტად კვალიფიციური რამოდენიმე მოთამაშის დამატებას რომლებსაც საერთაშორისო დონეზე თამაშის გამოცდილება აქვთ. ასეთები საქართველოშიც საკმარისად მოიძებნება. ასეთ დროს კლუბიდან მინიმუმ არ უნდა გაუშვა საკვანძო მოთამაშეები. მათ უნდა მოსთხოვო შეასრულონ ვალდებულება კლუბის, გულშემატკივრის და ქვეყნის სახელის წინაშე. უნდა გააკეთო კლუბის სიმბოლოებისა და ლოგოს რებრენდინგი. ამ კლუბს ეს არ უჭირს რომ ცოტა მეტად დაეხვეწათ თუნდაც ლოგო და მისთვის უფრო სერიოზული სახე და ფერი მიეცათ. რომ რაღაც წითელი, ბრჭყვიალა მიკრული სტიკერის სახე არ ქონოდა. მოკლედ ქვეყნის სახელით გამოდიხარ საერთაშორისო ასპარეზზე და ისეთ რამეზეც უნდა ზრუნავდე, რაც უშუალოდ მოედანზე არ ჩანს. დეტალები წვრილმანებშია მეგობრებო...
Lasha
ამას ალბათ ის თაობა ამბობს, ერთმანეთს რომ ხოცავდა რუსთაველზე და აფხაზეთშიც. სადაც მიგვიყვანეთ, ვხედავთ ყველანი. ამიტომ ეხლა თქვენ თქვენს ღირსებას მიხედეთ და ახალ თაობას ნუ ეხებით.
გიორგი
ჭიაბრიშვილო, თუ დაგიმტკიცეს, რაც გულშემატკივარს საფუძვლიანად გონია, თავისუფლების ღირსიც არ იქნები, არათუ მწვრთნელობის.
taso
რამდენად გაყიდე თამაში?ყველაფერი იასნია.
valeri
უნამუსოები ხართ......................

არ მიყვარს ასეთი ლაპარაკი, მაგრამ სამწუხაროდ უნდა დაგეთანხმო. უბრალოდ თუ არ უნდათ ფეხბურთის თამაში, ჯობია საერთოდ თავი დაანებონ, ვიდრე ასე უნიჭოდ შეასრულონ და ხალხს თავი აგინებინონ
გელა
ეს ყველაფერი იყო უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, პირველ ტურში ტაიმბოლი, შემდეგ ვნახეთ რაც მოხდა, უბრალოდ გულდასაწყვეტი ის არის რომ ₾ირსებას ფულზე ყიდიან, ერთი გულშემატკივრის ₾ირსნიც არ არიან, იმ სიმბოლური 1ლარისაც კი.მეცოდება ყველა ის ადამიანი ვინც სტადიონზე მივიდა და მხარში დაუდგა ამ მათხოვრებს.
ზაზა
შენც არანაკლები ნაგავი ხარ ისევე როგორც შენი ფეხბურთელები. 15 აგვისტოს აფხაზეთის ომის დაწყების დღეა და ყველას გვახსოვს რას სჩადიოდა სოხუმსა და გაგრაში ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონი.ჩემი ალალი დეიდაშვილი 20 წლის ბიჭიც სომეხმა ბოევიკმა მოკლა. უნდა გეთამაშათ ამ ბიჭების ხსოვნის გამო,ჟიული შარტავას,მამია ალასანიას და დიდი გურამ გაბისკირიას გამო. მაგრამ თქვენ ღირსება,ზნეობა და სინდისი ვინ მოგცათ თქვე უთავმოყვარეო არაკაცებო. თქვენ ხომ იმ თაობის წარმომადგენლები ხართ შარვალჩახდილები რომ აპროტესტებთ ოკუპაციას.არადა თქვენზე პატარა ბიჭი იყო ანწუხელიძე მტერს ქედი რომ არ მოუხარა. სათითაოდ ხართ გასალახები. წაგებით თქვე მათხოვრებო თქვენ კი არა რეალი და იუვენტუსი აგებენ მაგრამ წაგებასაც ხომ გააჩნია.ღირსება არ უნდა დაკარგოთ და ზნეობა რომლებიც თქვენ არ გაგაჩნიათ.ეს კი ისეთი თვისებებია რომელსაც თუ არ გაქვს ვერ იყიდი.
Vakhtang Lobzhanidze
ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს დადგმულ ორმატჩიან სპექტაკლს..არა მგონია , რომ მარტო ფეხბურთელებმა იკადრეს და გააკეთეს ეს უნამუსობა. მწვრთნელიც და ხელმძღვანელობაც იყო კურსში. აიღეს ძალიან დიდი მაყუთი სომხებისფან და დაუთმეს გზა. მოვუწოდებ ყველას ზურგი აქციოს ამ კლუბის თამაშებს და იმ ხალხს ვინც სათავეში უდგას და იქ თამაშობს. შეიძლება გუშინაც იყო ერთი ორი უდანაშაულო ფეხბურთელი, თუმცა ძაან მეეჭვება. ისინი წასაგებად გამოვიდნენ..
ლაშა
ანუ დუდელანჟს ვერ დავამარცხებდითო და ისევ დიდი კუშის მოხსნა ჯობდა?! არანაირი გამართლება არ გაქვს არც შენ და არცერთ ფეხბურთელს, სამარცხვინოებო!
ynwa
რისი ღირსი ხართ შენ და შენი მოთამაშეები, მითუმეტეს თუ იმ უკრაინულ საიტს დავუჯერებთ კი ვიცი, მაგრამ ამ ქვეყანაში სად არის პატრონი?! სამწუხაროა, რომ გულშემატკივრების ეს აღშფოთება მხოლოდ საიტებში კომენტარებით თუ შემოიფარგლება. ტუმცა ვინ უნდა მოგთხოვოს პასუხი, გუშინ ჩანდა, რომ არარატის ფანები უფრო მობილიზებულნი იყვნენ, ვიდრე საკუტარ ქალაქში მოთამაშე თბილისის გუნდი. 100 ახალგაზრდაც კი ვერ შეკრიბა ფან-ზონის სახით, რომ სტადიონზე როგორმე სომეხი გულშემატკივრების ხმაური ჩაეხშოთ. სტადიონზე მოსული ხალხი უბრალოდ ქართული გუნდის მხარდასაჭერად იყო მოსული და ისე ამხნევებდა ამ უსირცხვილოებს, მაგრამ რად გინდა, როცა ღირსების ნატამალიც არ გააჩნიათ საბურთალოს ვაი ფეხბურთელებს და მის მწვრთნელების შტაბს.
GochA
Sulshi chagvapurtxes es ra qenit to tave ocdaat vercxlze gayidulebo iudebo...vax eseni vinebi arian to shemaIGes pegburti
zurabi
ეგენი ცხენის კუდზე უნდა გამოაბა და არბენინო დოღში ეს უთავმოყვარეო ჯოგი მიგინეიშვილი როგორ ხტუნავდა პენალტის დროს მაგ სიმართლით გევლოს ომარა.
reali
თავმოყვარეობა თუ გაქვთ საერთოდ არც უნდა მიღოთ ეროვნულ ჩემოპიონატში მონაწილეობა არც გახვიდეთ სათამაშოდ. უბრალოდ საბურთალოს რო ვნახავ ცხრილში ყოვეთვის ეს გამახსნედება და მშვენივრად იცით რასაც ვგულისხმობ.. ამიტომ ცხრილშიც არ უნდა გამოჩნდეთ უბრალოდ დაიშალეთ ჯობია
ფეოლა
კაზინო აჭარაბეთი რო სპონსორი იქნება ჩემპიომნატის რაღა ფეხბუთზე მელაპარაკებით ნუ იშლით ნერვებს
Kutaiseli
შEნი ბრალი არაპერი Aრაა დმა!!! შEნ ნიHიერი მრწვნელი ხარ და თAნ მაგიი!!!
გიო
საერთოდ არ თქვათ უნდა ჩვენ კლუბი ვართ და ფეხბურთელები და მწვრთნელებიო!!! თქვენ ვინ ხართ იცით? ჭ კლასის გუნდი და მწვრთნელები.... რაც გააკეთეთ ეს არის უდიდესი სირცხვილი მეტი არაფერი... ფულის მონები!!!
თედო
სირცხვილი გრძნობაა და თუ ვერ შეიგრძენი არც შეგრცხვება, შეგრძნება უნდა სამშობლოს სიყვარულსაც ისე, როგორც თქვენ გრძნობთ. შეგრძნება უნდოდა ამ თამაშის მნიშვნელობასაც, იმას, რომ რამდენიც უნდა ვეცადოთ ერთმანეთისგან ვმიჯნოთ ფეხბურთი და პოლიტიკა, ფეხბურთი და ისტორია და ა.შ, არაფერი გამოვა, რადგან ფეხბურთი მართლაც აერთიანებს ამ ყველაფერს, ფეხბურთი მხოლოდ უბრალოდ სპორტი კი არა, ეს ომია, უიარაღო და უმსხვერპლო ომი, საკუთარი ქალაქის, ქვეყნის ღირსების და ერის გამარჯვებისთვის და ამით არის ის უნიკალური და აღმატებული სისხლისმღვრელ ომზე! ამას შეგრძნება უნდა, სწორედ ისე, როგორც თქვენ გრძნობთ...
ემზარი
წლის ბოლომდე დააკვირდით, ფეხბურთელებს და მწვრთნელს, ზოგი ბინას შეცვლის, ზოგი მანქანას იყიდის, აქედან დამტკიცდება რომ სამშობლოს და გუნდის გაყიდვაში ფული იშოვეს, ტოტალიზატორის მონები არიან, უნამუსოები, ფეხბურთი უნდა აუკრძალო ვინც გარეულია
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
საქართველოს "საუკეთესო მწვრთნელის" მაქსიმუმი
მერაბი
არ ვუჯერებდი თვალებს, სრული კოშმარი იყო! რა ხდება, ერთხელ ხომ კინაღღამ სირცხვილი ჭამეს "შერიფთან". არ მეგონა ეხლაც იგივე გამეორდებოდა. რა ხდება? არ მინდა დავიჯერო ტოტალიზატორის მაქინაციების, აქ უფრო არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე. არადა რა იმედი მქონდა "საბურთალოს" ჯგუფიდან გასვლის!
kiko
კლუბი უნდა დაისაჯოს, მოვითხოვოთ ხალხო, ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელებს თუ აუკრძალეს ფეხბურთის თამაში გაყიდვის გამო, ამათაც აუკრძალეთ სამუდამოდ!!!, მწვრთნელიც გარეულია ამ ჩაწყობილ თამაშში, იმდენი იშოვეს მთელი ცხოვრება კარგად იცხოვრებენ, ისიც მალე დაიწერება უცხოურ ტოტალიზატორებში საბურთალოს წაგებაზე დიდი ფული რო შეიტანეს, სადაა გამოძიება?? დასაჯეთ ყველა ვინც გარეულია ამ უღირსობაში
ანდრო
იმ შერიფის დედაც თქვენთან რომ წააგო თქვე ქარაქუცებო

შენ სხვა თამაშზე ხომ არ იყავი?
Niko
Mishas da nacbandas uxariat ararattan wageba.
Racha
გიო შენ გულწელობაში ეჭვი არ მეპარება მარა შენი რამოდენიმე მოტამაშე იყო მოტამაშე ტოტალიზატორში და არა ფეხბურთელი
გულშემატკივარი
ჯერ ის ჩემპიონატია სამარცხვინო/საბურთალო რომ ცემპიონი გახდება, მერე კიდევ -თავმოყვარე კლუბმა არარატთან როგორ უნდა წააგო?! დღევანდელი კვერცხი არჩიეს,"ჩემპიონებმა"
აუეეეე
მდაააა საცემი თურმე მანამდის ყოფილან აწი უკვე რა დროსაა ..!!!! ერთი რამ კი მოახერხა “ უბურთალომ “ 37 წლიანი ტანჯვა ქართული ფეხბურთისა დაამთავრა რატომ 37 წელი 1982 წლის გაზაფხულიდან ქართულ ფეხბურთში სასიხარულო და საამაყო ცოტა რამ იყო კეტაშვილის ოლიმპიური ოქრო და კალაძის 2 ლიგა ჩემპიონობა და ეს ფაქტები არც საქართველოს კლუბებს და ნაკრებს ეხებოდა ...ასე რომ მცნება ქართული ფეხბურთი არ ვეგუებით თორემ დიდი ხნის მკვდარია ...ამ ხნის განმავლობაში რჩებოდა მხოლოდ ქართველი ფეხბურთელი ოღონდ ყველა ცალ-ცალკე ყველა თავისას თამაშობდა სულ ადრე ქეცბაია ბოლოს კი ჩაკვეტაძე ..!!!! ასე რომ ამ 37 წლის განმავლობაში არც კლუბი გვყოლია და არც ნაკრები ნორმალური რასაც ერთიანი გუნდი ქვია ....ამას ისიც დაემატა თუ სსრკ-ს დროს ასე თუ ისე ზოგი ნაღდად და ზოგიც ალბათ იძულებით პატრიოტი იყო თავმოყვარეობა და შიში ( რამე არ დამმართონ ცუდი თამაშის გამო) ახლა ეს ყველაფერი გაქრა....თუ კი ადრე ჩამოდიოდნენ იმ განწყობით გოიმი ვარ უფულოდ ტრამვა ავიკიდო და შემდეგ კლუბში პრემიები დავკარგოთო ...ახლა კი თუ ისეთ დონეზე დაეცა ოსტატობა “ ფეხბურთელების” ძანაც რომ მოინდომოოოონ .....მაგრამ მთელი უბედურება ის არის რომ არც თამაში შეუძლიათ და თან არცინდომებენ ადრე თუ შეეძლოთ და პონტები უშლიდნენ ხელს ახლა მარტო პონტები დარჩათ ....ყველასთან დიდი ბოდიში (ან რა მაქვს საბოდიშო ) ჩემთვის მოკვდა დამთვრდა მცნება ქართული ფეხბურთი და მითუმეტეს ქართველი ფეხბურთელი გარდა რამდენიმესის ( ჩაკვეტაძის დავითაშვილის კვერკველიას და კანკავასი ჯაბას ფეხბურთის გარდა დიდი ადამიანობა უწყობს ხელს ) დანარჩენის კა რაღა ვთქვა ....ერთის გარდა ჩემს ასაკში ამ უთავმოყვარეო ხროვაზე ნერვების აშლა ძააან დიდი ფუფუნებაა !!!! სამწუხაროდ ამას გვიან მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო რისთვისაც “მადლობა “ უბურთალოს ....!!!!! პ.ს. : აქ დაბრუნებას არ ვაპირებდი მაგრამ ისე გამამწერეს რომ ავუხვიე ცოტათი ...თუ არ გამოაქვეყნებთ თქვენი ნებაა ...არა და აქ დავწერე ადრე რომ ჯანდაბასეგ ზაგრების დინამო მთავარია სომხებთან არ შევრცხვეთ მეთქი და ახაააა ...კმარა დასრულდა !!!!!
გულშემატკივარი
ოე,მეხაშე,რა პრინციპით ფილტრავ კომენტარებს?
გულშემატკივარი
სად ერეკლე და სად პსჟ?! არარატთან ნაპრინციპ არ უნდა წააგო.წერტილი.
გულშემატკივარი
გულშემატკივრის და ქვეყნის აბუჩად აგდება და ფეხზე დაკიდება ჰქვია ამას და ხართ გინების ღირსი დამსახურებულად
გულშემატკივარი
გულშემატკივარს გულს რომ ატკენ გაგინებს დამსახურებულად. სომხურ კლუბთან პრინციპის და თავმოყვარეობის გამო არ უნდა წააგო,შე კეთილნაშობო!
მიშა
ვის არ წაუგია. მილიარდები ჩადეს პსჟში და ვერ ვერაფერი. თუკი წახვალ ეს უარესი იქნება გუნდისთვის. თუკი დაიშლება გუნრი ეს ორმაგად სამარცხვინო იქნება ვიდრე არარატთან წაგება. უნდა მოძლიერდეს გუნდი და შემდეგი წლისთვის მოემზადოს.მხოლოდ ასე მივაღწევთ წარმატებას . დაშლით და თავიდან აწყობით საქმეს წინ ვერ წაიგდებთ
კაჭრეთი
წინა კომენტარი არ გამოაქვეყნეთ. რა მაიმუნებიც არიან საბურთალოში ისე წაუვიდათ საქმე.ტყუილით და უნამუსობით.ეს მაინც გამოაქვეყნეთ.
კ ო მ ბ ლ ე
ეხ რა დრო დადგა! წააგებ, ხომ ხდება რომ ვერ ააწყობ და აგებ? ჩააწყოვო. მოიგებ და ხვალვე ბარსას დააჯახეთ, ვინ ჩემი ფეხებია მესი! აგერ გვყავს თერთმეტი მესი და პელე კიდო! ვაი ჩვენ პატრონს! ამათ ჩათვალეს, რომ საქმე მომთავრებულია და უგულოდ გამოვიდნენ, შემდეგ კი ვეღარ შეძლეს მუხტის შეტანა, სულ ეს იყო. მოკლედ დამსახურებულად წააგეს. თქვენ კიდევ, რას იშლით ნერვვებს? ცხოვრება წავაგე და თავს არ ვიკლავ, თქვენ კიდევ საბურთალომ როგორ წააგოვო!!! ეუუუხხხ!!! მე უკვე სულ მკიდია წააგო, თუ მოიგო. მე მოვიგო და დანარჩენის ....
Goga
საბურთალომ ბოლომდე იბრძოლა. ამ გუნდს დიდი მიზნებისათვის ბრძოლა შეუძლია. ეს თამაში მსაჯმა გააფუჭა. სომეხი ფეხბურთელები დროს წელავდნენ. სტადიონზე მყოფი ქართველი ქომაგები დაუღალავად გულშემატკივარობდნენ გუნდს. ტელევიზორის ყურების დროს კრიტიკა მარტივია. თუ გუნდის ნამდვილი ფანი ხარ, სტადიონზე წასვლა არ უნდა გეზარებოდეს.
keke
ეს ძალიან ცუდია
დათო
არ გაბედოთ და არ გალანძღოთ საბურთალო. ამ გუნდმა ბოლომდე ითამაშა. მე დავესწარი თამაშს. უკმაყოფილო ვარ მსაჯის ქმედებებით. არ დანიშნა ჩვენს სასარგებლოდ პენალტი, ბოლო წუთზე გატანილი გოლი არ ჩათვალა და აქეთ აჯარიმებდა ქართველებს. ფეხბურთელებს რომ აკრიტიკებთ, თქვენ თვითონ ითამაშეთ უკეთესად. თუ ქართული გუნდები არ მოგწონთ, მათზე ნუღარ ისაუბრებთ.
ახალი პაციენტი
რამე ძლიერი დამამშვიდებელი არავინ იცით?
glot
საერთოდ სიტყვა "საბურთალო" შემჯავრდა
საქართველო
ყველა დასაჭერია, და სამუდამოდ ფეხბურთს ჩამოაცილო! გაყიდული თამაშია 100% კლუბი დაისაჯოს ამისთვის სამუდამოდ! ან როგორც მინიმუმ 10 წელი ჩამოშორდეს ევრო ტურნირებს, როგორც გაუკეთეს თუ არ ვცდები ალბანურ გუნდს, სკენდერბეუს! მე-100 ხარისხოვანი ფეხბურთელებით დაკომპლეკტებულ გუნდთან რომ წააგებ... კი არ წააგებ, მოაგებინებ... მოდი გოლი გაგვიტანეო...
მომლოდინე
ვფიცავ ყველაფერს, აქამდე არასდროს დამიწერია კრიტიკული კომენტარი ქართული ფეხბურთისადმი, პირიქით, ყოველთვის ვცდილობდი პასუხი გამეცა კრიტიკული კომენტარებისთვის (რა თქმა უნდა სხვადასხვა სახელით), მაგრამ ახლა უკვე თავს ვეღარ ვიკავებ და ოპტიმიზმი აღარ მყოფნის, უკვე აღარ ვიცი რით დავიმშვიდო თავი... ნეტავ არ მყვარებოდა ასე ფეხბურთი! ვუთანაგრძნობ ჭიაბრიშვილს, ჩემი მისდამი დიდი პატივისცემის გამო, ვეცდები შევეგუო მწარე რეალობას.
ჟორიკა
აპა,აპა,რაგბს მივხედოთო.რაგბში ხომ სულ ვარსვლავებს ვკრიბავთ.რაგბი ზუსტად სპორტის იმ სახეობებს მიეკუთვნება რომელშიც სულ 9-10 გუნდია ძლიერი(მათ შორის კი 3-4 ლიდერი).კი ვიძახით რომ გვინდა უფრო მაღალ ლიგაში თამაში,მაგრამ გავუსწოროთ რა სიმართლეს თვალი.ვართ მე-12 ან მე-14 კლასიფიკაციით და გვაქვს რაიმე შანსი პირველი ათეულის გუნდებთან.რუსეთს და რუმინეთს რომ მუდამ ვუგებთ,საფრანგეთთან ან ირლანდიასთან გჯერათ რომ რაიმე შანსი გვაქვს? თავს ნუ ვიტყუებთ.თუ მაინდამაინც გამარჯვებები გვინდა,ჩავატაროთ მსოფლიო ჩემპიონატები ქუჩაში ჩაცუცქული ფურთხებაში და ვერავინ გვაჯობებს))
ლევანი
რა მიკვირს იცით... გასვლით თამაშებს რატო უნდა ვთამაშობდეთ უკეთ ვიდრე საშინაოს...არ ეხება ეს მარტო საბურთალოს...არ ვიცი რა გვჭირს...
ვაკო
ნარკომანი კახა კაშია რომ ყავს გუდს დირექორად ის ვერასოდეს იქნება წარმატებული! საქართველოს მოგებას წარმატებაში ვერ ვიგულისხმებ
simartle
რა ქნას ჭიაბრიშვილმა კარგი ცხოვრება უნდა, კარგ ცხოვრებას კიდე ბევრი ფული, ის წვერი რომ აქვს სტილზე დავარცხნილ გაკეთებული მაგას ფული უნდა ბიძია, ხელფასი კიდე ვერ წვდება ყველაფერს, ოჯახი, კარგი მანქანა, წვერ ულვაში)) ჰოდა წაიყომარეს ბიჭებმა
svan
მარტო ამ ადამიანისთვის ღირდა იმ დაწყევლილი თამაშის მოგება...! როგორ მცხვენია და რა დიდ ზიზღს ვგრძნობ თქვენ მიმართ! ეს რა გააკეთეთ კიდევ ვერ ვიჯერებ
Jordan Beli
რატომღაც ვიცოდი რაც მოხდებოდა და არ უყურე თამაშს.გული მაქ გახეთქვაზე.იმდენი წამალი დავლიე კუჭი მტკივა უკვე.სახლში მეუბნებიან ხო ხედავ რანიც არიან და შეეშვი ამათ გულშემატკივრობასო.როგო აუხსნა ამათ შეეშვი კარგია,აბა მოდი და ნუ ისუნთქებ,შეძლებ??? ფუი თქვე უნიათებო,ფეხბირთი შემაზიზღეთ.საიდან მოდის ესეთი უთავმოყვარეო თაობა?წადით თქვე ლაჩრებო თავი მოიკალით და გვამები გადამალეთ...
თამაზი
ვიამაყებ–მეთქი. სამწუხაროდ ოსტატები ვერა ხართ, მოყვარულები ხართ. სხვა რამით დაკავდით ყველა, ხალხს ნუ უშლით ნერვებს.
nika
რატომ არ იფიქრებ წასვლაზე შე უნამუსო და უთავმოყვარეო იმხელა კუში მოხსენით საქართველოს გაფარჩაკებით ერთი 15წელი გეყოფა მერე კიდევ სადღაც რაღაცას ამოაგდებ და იკაცებ არაკაცობაში ნაშოვნი ფულით,არ დაბლოკოთ
ირაკლი
ჭიაბრიშვილს მეტ ნაკლებად ნორმალურ და ნამუსიან ახალგაზრდა მწვრთნელად ვთვლიდი. ძალიან დიდი დრო და ბევრი შრომა დაგჭირდება ჩემო გიორგი ეს ნეხვიანი ლაფი რომ ჩამოიწმინდო რაც ამ გაყიდული თამაშით გადაივლე თავზე.
antaress
ჩემი კომენტარი რატომ არ გამოაქვეყნეთ თქვე არასწორებო თფუ თქვენი რა იყო უცენზურო?
სირცხვილია
2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ როდესაც 21 წლის კიდევ ერთხელ შერცხვენილი, სულში ჩაფურთხებული თბილისში დავბრუნდი ოლიმპიადის კადრებს ვუყურე თუ როგორ გააკრა რუსი პერშინი ცირეკიძემ ყელში გაჩხერილმა ბურთმა კინაღამ დამახრჩო და დღემდე ცრემლებით ვუყურებ ამ კადრებს და კიდევ 10 წუთს ვნატრობ ხოლმე რომ ღმერთმა მაჩუქოს და ჩემ ქვეყანას და ხალხს როგორმე დავუდგე გვერდში. ამხელა მადლი მოგეცათ ღმერთმა დაგლოცათ და შანსი მოგცათ ეს ოხერი რომ ჩვენნაირი ნატკენი ხალხის გულები გაახაროთ ხალხი გააერთიანოთ. ერთად აზეიმოთ ღარიბი და მდიდარი, ქოციც ნაციც დიდიც პატარაც. იქამდე მიიყვანეთ ხალხი რომ მოგებასაც კი აღარ გთხოვთ ნუ გვარცხენთ მხოლოდ იმას გთხოვთ.ამდენჯერ შეგვქრცხვინეს დაგვჩაგვრეს გადაგბიარეს როგორ გამოდიხართ 8 აგვისტოს და ამ დღეებში და ასე უდღეურად როგორ დალაყუნებთ. რა ვქნა ვერასდროს ვერ გაიგებთ როგორ ვლოცულობ ხოლმე ჩუმად თამაშის დროს იმიტომ რომ სპორტიღა დაგვრჩა ის სივრცე სადაც შეიძლება ცოტათი მაინც ვიამაყოთ და რის გარშემოც შეგვიძლია გაერთიანება. თუმცა, ვერ აგიხსნით ამას ვერასდროს იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ ამ დღეებში ასეთი წაგების მერე არ მწარდებით, არ ტირით ბრაზმორეულნი და ამის გამოსასწორებლად ხვალ არ წამოვარდებით დილის ოთხზე რომ უკეთ მოემზადოთ. არა ამას ვერ ვხედავთ თქვენში.
ბაგრატა
გუშინ კომეტარი დავწერე, რომ დუდელაჟთან ძალიან მცირე შანსი ექნებოდა საბურთალოს და რომ კენჭისყრაში არ გავიმართლა. ჩემმა ამ პოსტმა დაახლოებით 80 ,,დისლაიქი’’ მიიღო. წარმოგიდგენიათ, როგორ სჯეროდა ხალხს ამ ქვეშAფსია გუნდის წარმატება? დამიბრუნეთ ახლა ლაიქები უკან )))
status quo
უგულოდ თამაშობდნენ,თითქოს გვარგადაკეთებული სომხები ყოფილიყვნენ...ფუი თქვე უსისხლოებო...
Maersk
გაივსო უმაღლესი ლიგა ამ უაზრო თბილისური გუნდებით. დანარჩენ საქართველოში ფეხბურთი ჩაკვდა და რა შედეგს ელით საინტერესოა? ქუთაისშიც კი აღარაა ფეხბურთი. უნდა შეიზღუდოს უმაღლეს ლიგაში ერთი ქალაქის გუნდების რაოდენობა. მაქსიმუმ ორი
Giorgi Janikashvili
არის კი დიდი ფიქრი საჭირო? არა მგონია.როცა სუსტი გუნდის მწვრთნელი თავის სახლში დამარცხების შემდეგ საპასუხოდ- შენს სახლში უშანსოდ გტოვებს და პუპლუცად გამოჰყავხარ-აუცილებლად უნდა წახვიდე.თუ განგებ წააგე-თავ-ყბა გაქვს დასანგრევი.ასეა ეს.
ddgfdf
შერიფთან 5 წუთში სამ გოლს რომ გაუშვებ უკვე ნათელი იყო ყველაფერი.საერთოდ ამდენი თბილისის გუნდი არ უნდა თამაშობდეს უმაღლეს ლიგაში.
მეზარბაზნე
ეს იმის ბრალია ასეთი უაზრო და უისტორიო გუნდები რომ წამოვიდა საქართველოს ჩემპიონატში. ძირითადად თბილისიდან მერანი, შევარდენი, იქ სპაერიო, თბილისი სიტიო. ხომ გასაგებია რომ ყველა ამათი მიზანი ფულის კეთებაა. მათ შორის ასეთი წინასწარ დადგმული შედეგებით
გია
თუ გასვრილი არ ხარ გადადექი ეხლა.
guruli
თავმოყვარეობის საკითხია თორე პორტუგალიამ წააგო ევროს ფინალი სახლში და საფრანგეთმა კიდე და ბევრი მასეტი მომხდარა, არსად არწახვალ შენ და ტყუილად ნუ გვაცოდებ თავს

ერთადერთ რამეში გეთანხმები, ხალხის გახარება შეგეძლოთ თან როგორ... ჩვენ მთლიანად ერს გვაკლია ეს! მცირეოდენი სიხარულსაც კი იცით რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის ბ-ნო გიორგი?!
სირცხვილია
ერთერთ ძველ თუ არ ვცდები 19 საუკუნის ლექსიკონში წაკითხული მაქვს თუ რას ნიშნავს ფეხბურთი. ცნობის თანახმად - ამ თამაშს სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენლები ერთმანეთში თამაშობდნენ, ხოლო თამაშის მიზანს მეტოქე გუნდის კარის აღება წარმოადგენს, კარს კი თავისმხრივ გარკვეული სიმბოლური დატვირთვა აქვს. მეტოქე გუნდის- ქალაქის კარის აღება გაიგივებულია ქალაქის კარის აღებასთან და ქალაქის დამარცხებასთან როგორც ეს ისტორიულად იყო მიღებული - ქართველ ფეხბურთელებს საერთოდ არ ააქვთ გააზრებული რა არის ფეხბურთი და რას ნიშნავს ეს ხალხისათვის. ასეთ მძიმე დღეებში, ასეთ თარიღებში და ასეთ მძიმე დროს თქვენ აბოგინეთ თქვენ ქალაქში ყველა ვისაც არ დაეზარა. ეს იყო ღალატი! 8 აგვიატოს 12 13 14 15 16 აგვისტოს 9 აპრილს მოვკვდებოდი მოედანზე და მილიმეტრს არ დავთმობდი. აი რატომ გაგინებთ ხალხი. ფეხბურთი მარტო წვერების მოშვება და ბეემვე არ არის ბატონო. ფეხბურთი წამალი და მალამოა ჩვენნაირი დაჩაგრული და შეურაცყოფილი და დამარცხებული ერისათვის რასაც თქცენ ვერასდროს გაიგებთ.
Patrioti
საბოდიშო არ მაქვსო რომ იძახი, აბა რა გაქვს. ზუსტადაც რომ საბოდიშო გაქვს, შენ მაშინ უნდა გადამდგარიყავი შენმა პრეზიდენტმა როცა გითხრა რომ შემდეგ ეტაპზე არ უნდა გასულიყავი. შენც სამსახური გჭირსება და რა გინდა რომ ქნა. თუმცა ასე ჩვენ ვერააოდეს სახელმწიფოდ ვერ შევდგებით. მე არ გიცნობ მაგრამ თვალს გადევნებ და ჭკვიანი კაცი მგონიხარ, თუმცა ალბათ მომავალში მოვა დრო როცა ამ თამაშზე სიმართლეს იტყვი. იმიტომ რომ ეგ თქვენი პრეზიდენტი ნაძირალა კაცია ასეთი შანსის ხელიდან გაშვება დანაშაულია.
გაბრაზებული
მამაჩემის მამასთანაც წასულხართ შენ, მთელი საბურთალოს კოლექტივი და ზედ მთელი ქოცებიც მოგყოლიან ...
მახო
ვაი ჩვენს პატრონს!
Giorgi Janikashvili
არის კი დიდი ფიქრი საჭირო? არა მგონია.როცა სუსტი გუნდის მწვრთნელი თავის სახლში დამარცხების შემდეგ საპასუხოდ- შენს სახლში უშანსოდ გტოვებს და პუპლუცად გამოჰყავხარ-აუცილებლად უნდა წახვიდე.თუ განგებ წააგე-თავ-ყბა გაქვს დასანგრევი.ასეა ეს.
მახო
ერთი დღეც გავუძლოთ ხვალე ამ საცოდაობას (დინამოს) და შევეშვათ ამ თამაშს, გავაკეთოთ ბავშვთა ლიგა და ითამაშონ 16 წლამდე, საქართველოში მერე მაინც არავინაა აქ გამჩერებელი!
დათო
ლეშებო !!! გრცხვენოდეს და ჯობია მწვრთნელობას დაანებო თავი
სოსო
დაწყნარდი და განაგრძე მუშაობა.გგონია შენ ადგილზე უკეთესი მოვა?ამ გუნდის ავან ჩავანი შენზე კარგად არავინ იცის,მაყურებელი კი ისედაც აღარ მოვა და ზეწოლაც აღარ გექნებათ.იმედია მომავალ წლამდე გუნდი არ დაიშლება და უფრო მაღალ დონეზე ათამაშდება.წერტილოვანი გაძლიერება კი, აუცილებელი იქნება

რაგბს მივენდოთ ქართველები, ფეხბურთი და ხელბურთი არ გამოდის.
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
"საბურთალოს" მძლეველ "არარატ არმენიას" "დუდელანჟმა" პენალტების სერიაში მოუგო
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
"სანამ ნაკრების წარუმატებლობას სულ მწვრთნელებს დავაბრალებთ, არაფერი გამოვა" - გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუ
საქართველოს თასის ფინალური მატჩის შემდეგ, გულშემატკივრებმა სტიუარდებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს [VIDEO]
გადაწყვეტილება შეიცვალა - ბათუმის "დინამოს", სავარაუდოდ, ანდრეი დემჩენკო ჩაიბარებს
ვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება
სომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
armsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია
"არარატ არმენია" ზედიზედ მეორედ გახდა სომხეთის ჩემპიონი
"საბურთალოს" მძლეველმა "არარატ არმენიამ" ერევანში "დუდელანჟი" დაამარცხა
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს