"ბორჯღალოსნების" თავკაცმა მილტონ ჰეიგმა ის 31 "ბორჯღალოსანი" დაასახელა, რომლებიც იაპონიაში, 2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ.

საქართველოსთვის მიჯრით მეხუთე მსოფლიო თასი, მეოთხე იქნება ორი ჩვენი მორაგბისთვის – "ბორჯღალოსნების" ყველა დროის მელელოვისა და გამორჩეული კაპიტნისთვის, მამუკა გორგოძისთვის, რომელსაც სანაკრებო კარიერა დასრულებული ჰქონდა, თუმცა, რადგან გუნდს დასჭირდა, იგი დაბრუნდა. მეოთხე მსოფლიო თასზე იასპარეზებს ასევე ცენტურიონი დავით კაჭარავა, რომელმაც შოტლანდიასთან თბილისში გამართულ ტესტში 115-ე კეპი მოიხვეჭა.

იაპონია 2019 მე-5 მსოფლიო თასი იქნებოდა პირველი ქართველი ცენტურიონისთვის, მერაბ კვირიკაშვილისთვის, რომელმაც შეკრებაზე საზარდული დაიზიანა და ამის გამო გამოაკლდა გუნდს.

რაგბის უდიდეს ფორუმზე მესამედ ითამაშებენ ჯაბა ბრეგვაძე, ლაშა მალაღურაძე, გიორგი ნემსაძე, სანდრო თოდუა და შალვა სუთიაშვილი. იმავეს შანსი ჰქონდა ლაშა ხმალაძეს, მაგრამ მას 2015 წლის მსოფლიო თასი ტრავმის გამო გაუცდა.

გორგოძე ნაკრებს ჯერ კიდევ 3 წლის წინ დაემშვიდობა, მაგრამ ბოლოდროინდელი ტრავმების ფონზე, გუნდში არსებული სიტუაცია გაითვალისწინა და გულშემატკივართა გასახარად, "ბორჯღალოსნების" თხოვნას - ნაკრებში დაბრუნებულიყო, დათანხმდა. მისი საკითხი 99%-ით გადაწყვეტილია და კლუბის ინტერესების გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში რეალობად უნდა იქცეს. ის ერთადერთი მორაგბეა, რომელსაც წელს გუნდთან ერთად მზადების პროცესი არ გაუვლია და გუნდს 8 სექტემბრის შემდეგ, ფორს-მაჟორში შეუერთდება (თუ "ტულონის" ინტერესები არ გადაიკვეთება).

31 მორაგბიდან 13 მსოფლიო თასზე "ნათლობას" მიიღებს. მათგან ყველაზე ახალგაზრდა კვაჭი ვანო კარკაძეა, რომელსაც 19 წელი ახლახან შეუსრულდა. სულ გუნდში 17 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა.

იაპონიაში წამსვლელთაგან 22 ლეგიონერია, 9 კი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს. შერკინების ხაზში შიდა ჩემპიონატიდან მხოლოდ ერთი მორკინალი გვყავს, ლეგიონერთა უმეტესობა კი საფრანგეთის ტოპ 14-ის წარმომადგენელია.

იაპონიაში გამგზავრებამდე, "ბორჯღალოსნები" ედინბურგში ჩავლენ და შოტლანდიის ნაკრებთან "მარიფილდზე" დასკვნით მოსამზადებელ შეხვედრას გამართავენ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ანდრო
უბრალოდ ვერ ვხვდები ასეიშვილი რატომ არ წაიყვანა?! დღეს საუკეთესო პირველი ნომერია ნაკრებში. რამხელა გამოცდილება აქვს, როგორი ტექნიკურია! კიი ნარიაშვილი წლების განმავლობაში პირველი ნომერი იყო და დღესაც ასე არის ალბათ, მაგრამ ეტყობა, რომ ტრამვამ დიდი დაღი დაასვა. ფაქტიურად მთელი სეზონი გაუცდა მონპელიეში. გოგიჩაშვილი კარგია, მაგრამ ახალგაზრდაა და კარლენის გამოცდილება ძალიან წაადგებოდა გუნდს. რატომ არავინ ჰკითხავს ჰეიგს, რომ რატომ არ წაიყვანა ასეიშვილი? მაგრამ ხომ თავიანთ თბილი ადგილებს უნდა გაუფრთხილდნენ ეს ვითომ რაგბზე მწერალი ჟურნალისტები! თუ ასე არ არის და ვცდები, მაშინ რატომ არაფერს წერთ, არ მსჯელობთ? სტატისტიკას მეც დავწერ, ვინ სად ითამაშა და ვინ რა თქვა თამაშის შემდეგ . . .
ანდრო
ბოდიში შემეშალა, ჭყონია არა ჭყოიძე! იცი რას გეტყვი, კრიტიკა არ არის თვითმიზანი, მაგრამ რა შუაშია მე ვითამაშებ თუ რა. მაგ შენს მოწონებულ მილტონას თუ მელიტონას 2015 წლის შემდეგ, როცა მომავალ მსოფლიო თასზე გუნდმა გაინაღდა გამოსვლა, სწორედ როტაცია უნდა განეხორციელებინა მეთოდურად. ჩაენაცვლებინა ძველი გვარდია ახლებით, მადლობა ეთქვათ. მთელი ოთხი წელი ჰქონდა. რამდენი კარგი ახალგაზრდა გამოჩნდა 18-წლამდელების და 20-წლამდელების გუნდებში და რა არ შეეძლო რომ დროთა განმავლობაში წინ წამოეწია ახლები? ისიც ამ გუნდების მწვრთნელების დამსახურებაა რომ ახალი ძალა შემატეს გუნდს ახალგაზრდებმა. გორგოძემ და ზერაქამ დაანებეს თავი ნაკრებში თამაშს და ახალგაზრდებს გზა დაუთმეს, რა რომელი სჯობს დღეს გორგოძეს, ან ზერაქას, ლომიძე თუ მელიქიძე-გიგაშვილი? მაგრამ მიხვდნენ რომ წლებს თავისიც მიაქვს და კაცურად წავიდნენ. რომელ როტაციაზე არის საუბარი 40 წლის მეკო მიყავდა ნაკრებში, რომ არ დამტვრეულიყო და ზოგიერთი ჭკვიანი იმასაც ამბობდა რომ წაეყვანა რა მოხდებოდა მეხუთე ჩემპიონატი იქნებოდა და რეკორდსმენი გვეყოლებოდა. 8 წლის წინ რომ მოვიდა ჰეიგი, მთელი ფედერაცია იმას გაიძახოდა, რომ ახალი სისტემით ითამაშებდა ნაკრები, სამხრეთული სტილით. მახსოვს ნიჟარაძემ შემოგვიბღვირა კიდეც (ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ძველი ყაიდის მიმდევრებს მისდგა), დამთავრდა ძველი ბუღრაობაო და ახალი დრო დადგა, ახლებურად უნდა ვიაზროვნოთო! მერე სად არის დაპირებული მაორული რაგბი?! ჰეიგმა, რომ ამოწურა თავის შესაძლებლობები, ეს ნათლად ეტყობა ნაკრებს და ამას დიდი პროფესორობა არ სჭირდება, დილეტანტის თვალითაც კარგად ჩანს. ედი ჯონსმა თქვა, რომ მსოფლიოს შემდეგ ინგლისის ნაკრების პოსტს დატოვებდა, შედეგის მიუხედავად, როცა ფედერაციაში დაიწყო მსჯელობა, კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე. ჯონსმა თქვა, რომ ერთი - ოთხ წლიანი ციკლი სრულიად საკმარისია და შემდეგ ნაკრებს ახალი სისხლი სჭირდებაო!!!
zuka
მათიაშვილი არ არი და მეკო იყო? ფრთა გვყავს? თოდუაა ფრთა? მჭედლიძე? ვინ?
დიმა
ჟვანიას და ასიეშვილის არ წაყვანას არ ვეთანხმები!
მილტონი
ჭყონია სად ნახე? სია არ წაგიკითხავს? აბა ამის მერე რა დაგიჯერო? მამუკაშვილი, ბრეგვაძე, ლომიძე, თოდუა, კაჭარავა, ლობჟანიძე, კარკაძე თუ სხვებიც - არ მოწონს და მაშინ თავად შენ გადი მოედანზე და მარტო შეერკინე შოტლანდიას.
იმედი საერთოდ არ კვდება
მოკლედ, ისეა თუ ასეა ჯერ შოტლანდიასთან თამაშზე ვკონცენტრირდეთ და მერე მსოფლიო თასზე "ტყუილად ხო მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება"ლელო ლელო საქართველოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
ანდრო
რომ ამბობთ, ოპტიმალური შემადგენლობაა, ასეიშვილი რატომ არ წაიყვანა, ერთადერთი ლელო მან დადო შოტლანდიასთან. მარტო ლელოში არ არის საქმე, მაგარი მოძრავი პირველი ნომერია, გამოცდილი. რა კარკაძე სჯობს? მანამდე ჟვანიაც მოიძულა, რომელიც მთელი სეზონი თამაშობდა ინგლისის პრემიერშიპში. ასევე ძალიან სწრაფი, მოძრავი. მას კვაჭადაც შეუძლია თამაში. იქ არავინ გათამაშებს ტყუილად ძირითადში თუ მარქაფაში. თან ეს საფრანგეთი არაა, სადაც ქართველ ბურჯებზე მაინც სხვა წარმოდგენაა. ჭყონია, მამუკაშვილი, ბრეგვაძე არსად დაეკარგოს. რამდენი შეცდომები დაუშვევს ამ ორ თამაშში! ეს ბრეგვაძე რატომ მიჰყავს, საერთოდ ვერ ითამაშა ზე-რაგბში, იაპონიის გუნდში. აშკარაა რომ ფორმაში არ არის. არცერთ თამაშში არ გამოცადა, თუ ბოლოს შოტლანდისთან ათამაშებს? ეს ბებრები კი არ მოიშორა: რა უნდა გუნდში ხმალაძეს, ლომიძეს, თოდუას? კაჭარავაც არ არის ფორმაში, სისწრაფეც დაკარგა, ადრე დაცვაში მაინც კარგი იყო, ეხლა ვერც ბურთის რაკიდან ამოღებაზე ჩადის, ვერც ხაზს ჭრის. და საერთოდ ეს პრობლემა ყველას ეხება, ხაზის გაჭრა. ვერც ერთს ვერ მიაქვს ბურთი და ტერიტორიას ვერ იგებენ. ეს ნათლად სწორედ შოტლანდიასთან გამოჩნდა. ეს მელიტონა 2015 წლის შემდეგ უნდა მოეშორებინათ თავიდან. ამოწურა თავისი შესაძლებლებები და გუნდსაც ეტყობა. მაგრამ თვითონ ხომ არ წავიდოდა, ისეთ თბილ ადგილასაა. საქართველოში ეს ერთადერთი კაცია, რომელსაც კრიტიკა არ ეხება. დანარჩენებს ამ ქვეყანაში სპორტში თუ პოლიტიკაში წაღმა უკუღმა დედას აგინებენ და ლანძღავენ, სამართლიანად თუ უსამართლოდ. თვით ახალგაზრდების სტაგნაციაც სახეზეა. (ერთადერთი გიორგაძე და მოდებაძე მომეწონა ამ ორ თამაშში) სამწუხაროა, რომ ლობჟანიძემ ბოლო წლებში რეგრესი განიცადა. დააყენოს აფრასიძე ძირითადში, ბურთიც სწრაფად გამოაქვს და სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებს. მოკლედ, ძალიან მინდა ვცდებოდე ჩემს დილეტანტურ შეფასებაში, მაგრამ როგორც რიგით გულშემატკივარს ასეთი შეხედულება მაქვს.
გლახუნა
ასეიშვილი ძალიან მძლავრი მორაგბეა- დიდი შეცდომაა მისი ა რ წაყვანა...
ვინმე მორაგბე
მამენტ ჯონა ლომუ გვიშველიდა ალბათ :))
რიგითი
ოპტიმალური , კარგი შემადგენლობაა.. ცუცქირიძეზე ყველაზე მეტად დამწყდა გული თუმცა კი გირგოძის დაბრუნება ალბათ ზე მოტივაციაა გუნდისთვის.. ფულბეკი ფაქტიურად არ გვყავს მათიაშვილი არ არის სანაკრებო დონის, თუმცა კი სხვა შემცვლელი არ გვყავს.. წარმატებები გუნდს და დიდი იმედებით მსოფლიო თასზე.
Irakliy
შოტლანდიასთან რომ ვითამაშეთ, ეგრე თუ გავაგრძელეთ, მამუკა კუ არა ჯონა ლომუ ვერ გვიშველის. მე მაინც უკეთესის იმედად ვარ. წარმატებები ბიჭებო!
გიო
ერთს კი არა 2ს მოიგებენ და უელსთანაც მაგრად იბრძოლებენ
Buxrika
ეს მსოფლიო იქნება სრული კატასტროფა ჩვენი ნაკრებისთვიის.ერთ თამაშსაც ვერ მოიგებენ.
ნიკა
ასეიშვილი ?
eheeeiy
აბა ახლა გამოვაქვეყნოთ ყველამ საკუთარი შემადგენლობა და ყველამ მოვითხოვოთ, რომ იაპონიაში წავიდეს მხოლოდ ჩვენი და არა სხვისი შემადგენლობა.
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
პსჟ-ს შემტევის ძმა შეიძლება "მილანში" გადაბარგდეს
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
"ლიონს" კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
ტრანსფერზე ხმების პარარელურად - მიქაუტაძემ "ლიონში" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
რატომ არ იყო რონალდო დიოგო ჟოტას დაკრძალვაზე - კრიშტიანოს და ამ ამბავს გამოეხმაურა
სიის სათავეში დავითაშვილის ტრანსფერია - თურქული გუნდისთვის პრიორიტეტული ზურიკოს დამატებაა
ჯალაღონიას ლელო - "ბორჯღალოსნები" ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"