ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გიორგი ჩხაიძე "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელს აკრიტიკებს: "არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ"

გიორგი ჩხაიძე "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელს აკრიტიკებს: "არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ"

ვეტერანმა მორაგბემ, გიორგი ჩხაიძემ, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 101 მატჩი აქვს ჩატარებული, "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მწვავედ გააკრიტიკა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ბიჭებს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ!

ახლა რაც შეეხება იმ მოთამაშეს, რომელსაც 4 მსოფლიო აქ ნათამაშები და მეხუთეზე უნდა წასულიყო. ცოტა ხომ არ გააფრინეთ თქვე ოჯახაშენებულებო! სულ მსოფლიოში 2 კაცს აქვს ნათამაშები 5 მსოფლიო თასი, ისტორიაში არიან ჩაწერილები და ის ქვეყნები ამაყობენ ამით. არც ლიმას მოუწყვეტია ვარსკვლავები, არც ბერგამასკოს გაუტანია 5 ლელო ბოლო მსოფლიოზე, მაგრამ ადამიანს ის შრომა და თავდადება დაუფასეს მაინც.

მე როგორც ვიცი, 3 კვირაზე მეტია მეკოს ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი (სამედიცინო) სტაფი ჰყავს. იმ პატარა კლოუნს, რომელსაც სულით ქართველს უძახით, იმდენი შეგნება თუ არ აქვს, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს! იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!!

რა გჭირთ ამ ფედერაციაში, რა შეგაშინათ ასე ამ გადაჭრილმა კაცმა? მაგას პროფესიონალიზმი აღარ ჰქვია. ამის დაწერისთვის მეკო ძალიან გამინაწყენდება, მაგრამ არა უშავს. ეს ასე უნდა ყოფილიყო, ისედაც დიდი ხანია ვითმენ.

არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ.

გიორგი ჩხაიძე (ბინგო)", - წერს ჩხაიძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

• ზასტაველი

მელიტონი ახლა არ მოგწონთ?მან საქართველოს ნაკრები ძალიან მაღლა აწია და უძლიერესებამდე მიიყვანა,კი არ მიიყვანა მათ გააჯიბრა ,რომელზეც რამდენიმე წლის წინ ვერც ვიოცნებებდით,დაუნახავებო,საკუთარი კუჭფაშის მონებო,თვალახვეულებო,შეიძლება აწი უფრო მეტი განვითარება ჭირდება ჩვენ ნაკრებს,მაგრამ რაც მელიტონმა გააკეთა ჩვენი ნაკრებისათვის მადლობას რატომ არ უხდით?უმადურობა გჭირთ?

• რა გვჭირს ნეტავ-ს

ჯერ გაიგეთ ჩვენთან ვინ არის ჯგუფში და მერე ილაპარაკეთ. არაკომპეტენტურობის მწვერვალი ხართ

• ნაცნობი

ინტერნეტით ადვილია არა სხვისი ლანძღვა-კრიტიკა-დამცირება? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანს ფიზიკურ ნაკლზე როგორ უნდა დასცინოს ადამიანმა საჯაროდ?? "სტუმარ-მასპინძელი" გამახსენდა ახლა. ----"დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისაო"---.................

• ბმბ

იმიტომაც არ არის მსოფლიოში ორ მორაგბეზე მეტი, ვისაც 5 მსოფლიო უთამაშია, რომ არ იყვნენ სხვები ღირსები, რომ წაეყვანათ, თორემ ეგრე ხელოვნურად რომ ხდებოდეს, ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ორზე ბევრად მეტი ასეთი მორაგბე იქნებოდა დღეს მსოფლიოში, კვირიკაშვილი ახლა კი არა, კარგა ხნის წინ უნდა გაეშვა მელიტონს, კარგ კაცობას რაც შეეხება, ზუსტად შენ, ჩხაიძევ, არა ხარ კარგი კაცი, ახლა ამის დროა? მაგრამ არა ხარ კარგი კაცი, თორემ მსოფლიოს წინ ამას არ დასწერდი. კვირიკაშვილი კიდევ ჩუმად მაინც იყოს რა, სირცხვილია ბოლო-ბოლო.

• დათო

სუყველაფერი პოლიტიკაში და ზოგად ლექციებში ნუ გადაგვყავთ. ყველანაირად არასწორია ის რაც ჩხაიძემ გააკეთა. ერთი რომ წაიყვანო მეკო არ უნდა წაიყვანო ვიღაც ვინც დღეს უკეთესია და რატო? უსამართლობა არ იქნება? და მეორე თუ ასეთი ცუდი მწვრთნელი და ცუდი კაცია ეს მილტონი ახლა დაინახა? მსოფლიოს წინ? არ შეეძლო აქამდე გაეკრიტიკებინა?! უბრალოდ არასწორია ეს ყველაფერი და მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარეობს

• David

ბევრმა შეიძლება არც იცის რომ წინა მსოფლიოზე თითო მოთამაშემ დაახლოებით 40000 ევრო მიიღო და ბუნებრივია ბევრჯერ მსოფლიოზე მოხვედრა და ამით რეკორდების მოხსნა მიზეზია მხოლოდ.

• saba

ტიპიური ჩამყაყებული საბჭოთა საქართველოსდროინდელი აზროვნება, რა მნიშვნელობა აქვს როგორ ფორმაშია, მთავარია ეს კაი ტიპად თვლის და უნდა წაიყვანონ. ამ მიდგომამ დაღუპა ქართული სპორტი და გაანადგურა ბევრი ახალგაზრდა სპორტსმენის კარიერა, როცა მთავარია ფული გქონდეს ან ახლობლები გყავდეს და ხარისხს მნიშვნელობა არ აქვს. ან უფროს კაცზე და ყოფილ მწვრთნელზე ასეთი ტონით ლაპარაკი რა ვაჟკაცობაა. და ბოლოს, კი მართალია სასამართლომ გაამართლა, მაგრამ მაინც დიდი კითხვის ნიშანია კვირიკაშვილის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და ახლა წიოკობის ატეხა, მსოფლიოზე რატომ არ მიყავთო, ვერ მგონია მთლად მართებული

• soxumeli veterani

აბა ჰე, მოსვარეთ ეხლა ერთადერთი მეტ-ნაკლებად ნათელი და სუფთა წერტილი საქართველოს ყოფაში! აბა რა, ქართველებს ხომ სხვანაერად არ შეგვიძლია ვინმე ან რამე მძღ..რში რომ არ ამოვსვაროთ!!!

• giorgiT

multonis mimart zalian bevri kitxva da pretenzia mak rogorc gulshematkivars, magram chxaizis sakcielze erti es shemizlia vtkva SAMARCXVINO xar!

• semi

გეთანხმები თურმე ჯოჯოხეთში კრება იყო ეშმაკების და გაიგეს რომ მეკო მე-5 მსოფლიოზე მიდიოდა რითაც ჩრდილი მიადგებოდა კათოლიკე რაგბისტების მიღწვებს და მასონებს დაავალეს რომ ჩაეშალათ ეს ყველაფერი, იმათმა ბიძოს იმან კიდე ბახტოს დააავალა. ბახტაძეც ადგა გორგოძეს დაურეკა ნაკრებში დაბრუნებაზე დაითანხმა და მელიტონა იძულებული გახდა მეკოსთვის გაეჩალიჩებინა. ასე იყო ერთმა წმინდა კაცმა ნახა სიზმარში.

• semi

მელიტონა როგორც მწვრთნელი მეც არ მომწონს, თითქოს ნაკრები ერთ დონეზე გაიყინა კარგია რომ მწვრთნელს ვიცვლით, მაგრამ სანამ მოქმედი მწვრთნელია პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას, ასე დამმცირებლად ნაკრების ყოფილი მოთამაშე და ყოფილი რაგბისტი არ უნდა მიმართვდეს.

• ირაკლი

ეს ფხიზელზე დაწერილს არ ჰგავს!

• Burdzgla

ეს საწყალი ბინგო არაუშავს რაგბისტი იყო მარა ცოტა ჭკუაში უჭირს, ყველას ვისაც რაგბი ესმის ვიცით რო მილტონა არ არის მაღალი დონის მწვრთნელი მაგრამ ... ცოტა დაინახეთ რაღაცა რა ??? დისციპლინა დააყენა გუნდში პირველ რიგში დაახვევინა ისეთ მორაგბეებს სპორტსმენობას ძველბიჭობას რო უთავსებენ და ა. შ. მეკოს რაც შეეხება დაბერდა კაცი რა რათ უნდა მაგს ბინგო და მილტონა ვერ ატყობთ , თუ ვერ ატყობთ გორგოძეს შეეკითხეთ და არ გინდათ ეს ბიგოსნაერებთან ჭორაობა ფასებუკში)))

• გიორგი

მელიტონას კვალიფიკაცია თუ დაეწუნება, უნდა გააკრიტინო ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ცალკე აღებული მოცემულობა, და არა იმიტომ რომ მეკო არ წაიყვანა. რომ წაეყვანა, აღარ იქნებოდა ფიზკულტურის მასწავლებლის დონის? ამ ვაჟბატონის პრეტენზია კონკრეტული მორაგბის, თან ისეთის, რომელიც არ არის ფორმაში, წაყვანა-არწაყვანამ გამოიწვია, და არა მელიტონას კვალიფიკაციამ, ამაშია საქმე, თორემ მელიტონა რომ არ არის ტოპ-3-ში შემავალი მწვრთნელი, ეს ისედაც ვიცით

• vaxo

თან დემაგოგობ და თან რაღაცეები არ იცი. ზაზას ორი ბეჭედი აქვსო, ამბობ და ეს ძველ საბჭოთა სივრცეში არავის უქნიაო... შენ უკრაინელი მედვედენკოს შესახებ გაგიგია რამე, რომელმაც "ლეიკერსთან" ერთად ორჯერ იჩემპიონა ?

• გია

მსოფლიოზე შედეგს ვთხოვთ მწვრთნრლს და ვაცალოთ თავისი საქმის კეთება, რისთვისაც მოვიყვანეთ! ტრამვირებული 15 ნიმრით შანსი არ გაქვს არასდროს არავისთან! ბინგო ერთია კრიტიკა მეორე შეურაცხყოფა, ესეთი შეურაცხყოფით საკუთარ კაცობას აყენებ ჩრდილს და არა სხვისას. შენ თუ კაცი ხარ მისულიყავი მელიტონთან და პირში გეთქვა რას წამოჭიმე პოსტები და მომინდომე პოპულარობა

• დავითი

თავად "რა გვჩირს ნეტავ"? ნორმალურია მტკიცება, რომ მსოფლიო შეთქმულებაა ქართველი რაგბის წინააღმდეგ?

• რა გჭირთ ხალხნოოოო

კომენტარების ნაწილი წავიკითხე და გაოცება ჯანდბას ევროპულად აღვფოშდი თუ როგორაა შევშფოთდი .... რა ღვაწლი რის დამსახურება აბა მიდით და მაგ თქვენ მელიტონას ( გურულოოო) სცადეთ და ხელფასი დაუგვიანეთ 3-4 დღით სტრასბურს არ გაკმარებთ პირდაპირ ჰააგაში გექნებათ საქმე როგორც სამხედრო დამნაშავეებს ....და როდის მერე გახდა სპოტსმენის ეს თუ ის მიღწევა მისი საკუთრება ... კალაძეს ორჯერ ლიგა ან ზაზას ორი ბეჭედი რაც ძველ საბჭოთა სივრცეში მხოლოდ ქართველებს აქვთ ....რა მხოლოდ მაგათი პირადი მიღწევააა ...თუ რა ეს კაციც მესამე იქნებოდა მსოფლიოში ვინც ხუთჯერ ითამაშა არ იქნებოდა საამაყო ...და ზოგიერთს კიდევ რას ეძახით ძველ დროში დაბრუნებას ....ან ვინ ხართ ამას რომ წერთ ჩადით სტამბოლში და მათ პირში უთხარით მე ვარ ბატონო ახალი დროს წარმომადგენელი სადაც ყველგან და ყველაფერში უსამართლობაა ქუჩის ერთ მხარეს ცისფერების პარადია მეორე მხარეს კი ვითომ “ვაჟკაცები” ნაცისტების სიმბოლიკებით მამლებიცით ყოყოჩობენ იგინებიან მაგრამ სინმდვილეში ორივე მხარე ერთი ჯიბიდან ფინანსდებიან ...ასევე ისინიც სადაც ნარკომანების მიტინგი რომ არის არც ის დაგავიწყდეს თუ ვინები გყავთ ამ ახალ დროში ტელევიზიებში და როგორ გასწავლალიან @სწორად “ ცხოვრებას ბუჩქებში შეძრომას როგორ აცილებს ზოგიერთები თავიანთ დაიკოებს ირანულ კლუბებში და მათ შესვლის .......იც არ აქვს ან როგორ ცხოვრობთ ქეიფობთ და მერსედეს-ბმვ-ებით შემდეგ კისერს იტეხავთ დედიკოს ან მამიკოს ნაწვალებ-ნატანჯ ნაშოვნ გზავნილებზე თუ როგორ ჩეხავენ დანებით ერთმანეთს სკოლის მოსწავლეები და მერე მიტინგობენ ჭირისუფლები ...ეს ყვალეფერი მოუყევით იმ ხალხს ასიანი ვიცი რომ შეეცოდებით და იმის მაგივრად რომ პასუხი მოგთხოვოს ახა უკანა გზის ფული შე საცოდავო და აქ მაინც შეგვეშვითო !!!! ისე აქცენტის გაკეთება ადამიანის ფიზიკურ ნაკლზე მართლაც მიუღებელია მაგრამ დანარჩენში მართალია ეს კაცი !!!! ხომ რა ღვაწლიო ვისაც ახლა ვუგებთ მაგამდისაც ვუგებდით ვისაც ვერა ვერც ახლა ვუგებთ ...ხოლო უმადურობაზე ადამიანს იჭირავენ და ასამართლებენ მაშინ როდესაც რამეს დააშავებს და არა აკვანში როდესაც ჩაიდინა უსამართლობა მაშინ მიმართეს და თქვენ რა იცით ადრე უთხრა თუ არა ...ვფიქრობ რომ ბევრჯერაც ეტყოდა მანამდისაც არ გავს ჩვენი რაგბისტები უვაჟკაცოებს რომ მელიტონასი შეშინებოდათ და არ ეთქვათ თუ კი იყო სათქმელი რა თქმა უნდა...იმედია არ დაბლოკავთ დემოკრატია იმის არის რო ყველამ გამოთქვას თავისი აზრი ამა თუ იმ თამაზე თორემ რა გამოვა ზოგიერთს აქვს თქმის უფლება და ზოგიერთს არა ..? თან ჯაბაასში იბადება სიმართლე ...

• 13

ვერ ხვდებით რომ მართლა შემოტენილია მელიტონა ჩვეულებრივი ფიკზკულტურის მპედაგოგი იყო ალბათ ახ ზელანდიაში. მეგა პირველი ხაზი რომ გყავს და მაგათი ჯანის და ფიზიკურობით რომ ვიგებთ სულ ვერ ამჩნევთ. რამდენი წელია იმას გაიძახიან დიდი მცოდნეები რომ ხაზი ხელით ათამაშდაო. სად ნახეთ ბოლო ორ ტესტზე ხაზის თამაში. მე უზომოდ მიხარია რომ მიდის ამ მსოფლიოს შემდეგ და გული მწყდება რომ შარშან არ გაუშვეს ფიჯიმ რომ გადაგვიქროლა ქარიშხალ დორიენივით

• გიზოგ

ჩვენს ნაკრებს დიდ წარმატებებს ვუსურვებ, რაც შეეხება შედეგებს, მასზე მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვნახოთ, როგორ ხასიათზე ვიქნებით.

• გელა

ისე, ერთი სამსოფლიოთასო ვინმე უნდა გვყავდეს. არ არის აუცილებელი, თამაში იცოდეს - უბრალოდ, ყველა მსოფლიო თასზე უნდა ვატაროთ და - ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს - სიცოცხლის ბოლოსთვის კი იქნება ერთადერთი კაცი მსოფლიოში, ვინც 15 მსოფლიო თასში მიიღებს მონაწილეობას... მარა მილტონას ამას შეაგნებინებ?! ))

• ზაზა

1. უცხოტომელის, მით უმეტეს ერთადერთი სათამაშო სპორტის სახეობის მთავარ მწვრთნელს, რომელიც, ვფიქრობ, განსაკუთრებულად დაგვეხმარა და საქართველო მსოფლიო არენაზე წარმოაჩინა, ასე გალანძღვა არ გვეკუთვნის ქართველებს. 2. გიორგი ! რეგბისტებს - ასეთი ვაჟკაცური სპორტის სახეობის წარმომადგენელებს, ესეთი ლექსიკონით მეტყველება არ გიხდებათ. 3. ოდნავ უკან დავბრუნდეთ: ბოლო ფედერაციის პრეიზიდენტის არჩევისასაც იყო დაპირისპირება და უთანხმოება, მაგრამ რაგბმა და რაგბისტებმა, როგორც ერთმა დიდმა ოჯახმა, ოჯახშივე მოაგვარეთ ყოველივე. აქაც ასე შეიძლებოდა მოქცევა და არა სოციალური ქსელით მთავარი მწვრთნელისა და ფედერაციის ლანძღვა. 4. გუნდი(ნებისმიერი), ვფიქრობ შედეგისთვის მიდის მს.ჩემპიონატზე და არა ვინმეს წარმოჩინებისათვის. 5. მწვრთნელს, რომელიც არბობს ქართველი ვარ, ოჯახით საქართველო შევიყვარეო, ასე ვუფასებთ ამაგს და ხალხის სიყვარულს ? 6. დაბოლოს, კრიტიკისთვის უამრავი დრო იყო- 8 წელი. სად იყავი მანამდე ?

• ალალე

შე გრძელო და ჭკუა მოკლე კაცო, კვირიკაშვილს მე-5 მსოფლიო ჩემპიონატი კი არა, გლდანის მე-5 საკანი მოუხდებოდა და რადგან არ ასრულდა, იქნებ ცოტა ხნით მაინც, ვიღაც ვიღაცეების თვალსაწიერიდან გამქრალიყო. გთხოვთა უცვლელად დადოთ, ჰეიგი არ არის ასე უმოწყალოდ გასაწირი კაცი.

• Racha

მელიტონა ბევრად გჯობიათ კაცობაში ქართველობაში თქვე ჭორიკანა კაცებო. მამუკ დაალაგე სიტუაცია თორა მაგრა აიშვეს

• გფ

ამდენი წელია ნაკრების მწვრთნელია შენც ამ ნაკრების წევრი იყავი თუ თავიდანვე "გადაჭრილი ცუდი კაცი" იყო ამდენი ხაბ სად ხარ რას გვალოცინებ ამ კაცს? თუ ერთი არასწორი(ჩემი აზრით სწორი) გადაწყვეტიოების გამო ესე ლპარაკობ შენ ვერ გქონია საქმე კარგად კაცობასთან ორ ლულიანო გადაუჭრელო

• რა გვჩირს ნეტავ

აქაც კიდევ ერთი უსამართლობაა ...იქ ხარაიშვილი აქ კი კვირიკაშვილი ...თუ კი მართლაც არ უმკურნალეს თუ კი მართლაც ისტორიულ მომენტთან გვაქვს საქმე თუ კი ამ კაცს ძირითადად ჯარიმები და გარდასახვები ავალია რასაც მშვენიარად აკეთებდა და გააკეთებდა კიდევ ...რა უბედურება გახდა 31 კაცში რომ მისი ადგილი არ მოიძებნა ...მითუმეტეს როდესაც ჯგუფში ისეთი მეტოქეები გყავს ძირითადად რომ თითქმის ტურისტებად მიდიხართ იქ ...ერთ ისტორიული შედეგის დადება შეგეძლოთ და ისიც დაკარგეთ სპეციალურად ...აბა ვისთან ვართ მომგები უელსს თუ ავსტრალიას ...ფიჯი დძააან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის და კანადასთან კი თუ კი ითამაშებდა ეს კაცი რა დაშავდებოდა ამით ...მაგრამ ვიღაცას არ აწყობდა რომ ქართველიც ყოფილიყო ხუთჯერ მსოფლიო თასის მონაწილე ეს ხომ მესამე შემთხვევა იქნებოდა ისტორიაში ...რა გვჩირს ნეტავ ასეთი რომ ყველგან და ყველაფერში უსამართლობა ხდება და თანაც მართლმადიდებელ ქვეყანაში ...!!!

• ზოგჯერ თქმითაც დაშავდების

კომენტარებიდან კარგად ჩანს რომ წერილმა რა დათვური სამსახური გაუწია მექოს.კაცს ისედაც დიდი პრობლემები აქვს საზოგადოების გარკვეულ ნაწილთან და რა დიდი მნიშვნელობა აქვს მეხუთედ წავა თუ არა მსოფლიოზე მითუმეტეს რო წარმატების შანსი არა გვაქვს.თან წესიერ კაცს ჰეიგს დაუმსახურებელ შეურაცყოფას აყენებს. ჩხაიძემ ან არაფხიზელ მდგომარეობაში დაწერა და ბოდიში მოიხადოს ან მთლად ნორმალური არ არის.

• ლაშა

ეს ლანძღვა და შეურაწყოფა რა კაცის საქმეა, მითუმეტეს მორაგბის.

• გიორგი

ნაკრებში გამოსაძახებელი მოთამაშეების რაოდენობა რომ ლიმიტირებული არ ყოფილიყო იქნებ მხარიც დამეჭირა მისთვის მაგრამ დავიჯერო ჩხაიძემ არ იცის რომ ლიმიტირებულია ეს რაოდენობა და ტრამვის შემთხვევაში ან თუნდაც ტაქტიკური სქემის შეცვლის შემთხვევაში საჭირო კაცს საქართველოდან ვეღარ დაუძახებ? არა მგონია არ იცოდეს, ნაკრებში თვიტონაა არაერთხელ გამოძახებული. ამიტომ მე მგონია რომ ჰეიგის პირადი ბოღმა ჰქონდა და მომენტი არ გამოტოვა, მოკლედ, კვირიკაშვილი გამოიყენა. აბა სხვა რა ვიფიქრო როცა კაცი ნაკრებში ნათამეშები კაცი რასაც სთავაზობს ნაკრებს არის პირდაპირი მავნებლობა ამოფარებული ვითომ პატრიოტობას? არა ჰეიგი არ არის ცუდი კაცი, ეს მაგის საქციელია შეუფერებელი კარგი და კომპეტენტური კაცისთვის.

• ragby

იმ პატარა კლოუნს, რომელსაც სულით ქართველს უძახით, იმდენი შეგნება თუ არ აქვს, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს! იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!! რა გჭირთ ამ ფედერაციაში, რა შეგაშინათ ასე ამ გადაჭრილმა კაცმა? პატარა კლოუნი, გადაჭრილი კაცი...ეს ბოღმაა თუ აზრის გამოთქმა??

• dat

ამდენი წელი ეს კაცი ეროვნული ნაკრების მწვრთნელია ნაკრების სადაც შენც თამაშობდი თუ მთელი ეს დრო არაკაცი იყო აქამდე სად იყავი?თუ ეხლა შეეშალა (ჩემი აზრით არ შეშლია) ამის გამო როგორ ლაპარაკობ ესე შე კარგო კაცო?

• nika

მილტონა კი არა, ილია რო მოკლეს საქართველოს დიდი ნაწილი ბედნიერი იყო, საერთოდ ქართველს ბევრი კარგი თვისება აქვს, მარა ეს შურია რო სახეს გვახევს:))))

• pasuxi

მაგაზე ბინგოს მარტივ პასუხს მიიღებს: ჰეიგთან სიმაღლეში სხვაობა ხმლის სულ რაღაც ერთი მოქნევით გამოსწორებადია (ნაპოლეონს მიაწერენ ამ სიტყვებს)

• Gio

მეკო იყო კარგი მორაგბე ბევრი ძალიან მაგარი მომენტი და ლელო გვაჩუქა მაგრამ წავიდა ის დრო ვეღარ თამაშობს აღარ არია იმ ასაკში და არულიად ვეთანხმები იმ აზრს რომ არ წაიყვანეს...ბინგო სხვანაირი ქართველი მეგონეე..ეგ არაა სწორი საქციელი..ან ეა გადაჭრილი კაცი რა პონტიაა.მაგ კაცმაა ბევრი გააკეთა ქართული რაგბისთვის..ძალიან.მეტი აღარ უნდა დაგელიაა.თან რა დროს მსოფლიო კარზეა მომდგარი ტოო.გეტყობა არაპროფეაიონალიზმი

• გივი-გია

ჩხაიძე-100%!

• დათო

'ქართული სენი.. ე ბიჭო ამხელა კაცი ხარ ნაკრებს მსოფლიოზე აქვს სათამაშო.. წავა ის კაცი ნაკრებიდან, ჩამოვლენ და მერე დაწერე რაც გინდა. ახლა რომ წერ სწორია?'- 100% მომავალ თაობისთვის "მაგარი" მაგალითია.

• Irakliy

როგორც ვიყავით "ძმაოების" ქვეყანა, ისე დავრჩით. არ არის ჩვენი საშველი. აზრის გამოთქმა კი ბატონო, მაგრამ ეს შეურაცყოფა და გარეგნობაზე აქცენტი რა საქციელი და ზრდილობაა? ბარემ საქმე გაურჩიე და ქუედების ჩარევა არ დაგავიწყდეს.

• ლევანი

არც მე ვეთანხმები, მაგრამ თუ ქართულ რაგბიში ცოტა მაინც ერკვევი, ბინგო გეცოდინებოდა და ასე არ დაწერდი...

• Misha

Es erti sportiga iyo saqartveloshi darchenili,risi imedic gvqonda da mivadeqit amasac? sircxvilia kacebo,sircxvili.

• კახა ქ.

მე გული იმაზე მწყდება,რომ იმდენი ვაქეთ ჩვენი რეგბისტები-ჯირები,ლომები,ვეფხვები,დიდი ერთი ოჯახი და ა.შ. და ბოლოს ამებმაც იფიქრებს ჩვენ ვყოფილვართ ვინც ვყოფილვართო და ბევრის უფლებას აძლევენ თავის თავს.მართალია უმეტესობას არ ეხება,მარა მაინც ის ძველი რაც იყო სამწუხაროდ ნელ-ნელა....დავუბრუნდით ბიჭებო ძველ დროს.წარმატებები.p.s.კაცმა მთელი თავისი სამწვრთნელო კარიერა ჩვენთან გაატარა,რამდენი კარგი ქნა,მელიტონაც დავარქვით,და უმადურობაა წასვლის წინ მისთვის ეგეთი რამეების თქმა.

• 912

ბინგო შეგეშალა

• გურული ლელო!

ჩხაიძე ხარ თუ დადეშქელიანი მაგას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ ააქვს! ა ბატონო კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართული დაუნახაობა და ღვარძლიანობა, ეხლა არის ცუდი კაცი მილტონი, ეხლა გახდა არაპროფესიონალი და უარგისი ტრენერი?? შეხედეთ ფეხბურთს რას დაამსგავსა "ფედერაციამ" და გენიოსმა ქართველმა ტრენერებმა! დაანებეთ თავი მილტონს, რაც იცის ამ კაცმა იცის, არსად არ მოდის არცერთ ქვეყანაში, ვგულისხმომ გრანდების ქვეყნებს, ტრენერმა თქვა მორჩა, ბასტა, ასეა საჭირო და იმიტომ! თუ ძმა ხარ დაანებეთ ამ ვითომ ქართულ "ძმაკაცობებს" სპორტში და სამსახურში, ძმაკაცობა ქუჩაში, ოჯახში და რესტორანში! საქმეში ძმაკაცობა კატასტროფის ტოლფასია! იმიტომ რომ ვიღაცას პირად საქმეში ჩაეწეროს რომ ხუთჯერ იყო მსოფლიოზე ამიტომ ისინი უნდა დავტოვოთ ვისაც შეუძლია კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაგვწიოს!!! მოკლედ რა, მიდი მილტონ, შენ საქართველოს ისტორიის ერთი ფურცლის ნაწილი ხარ უკვე, კაცი ხარ და მადლობას გიხდი იმ სიხარულის ცრემლებისთვის, რომლებიც შენი დამსახურებით ბევრჯერ წამომსვლია!!

• გიორგი

მეკოს არ წაყვანას ვეთანხმები, მაგრამ ზუსტად იმ ნაცნობობობა ახლობლობა და სამწვრთნელო შტაბთან კარგი ურთიერთობის მონაპოვარია რომ ჟვანია დატოვეს და სხვა წაიყვანეს. ამ მომენტისათვის ჟვანია საუკეთესო თუ არა ერთერთი საუკეთესოა ქართველ მორაგბეებში და ტეხავს რომ ვერ დაალაგეს თემა გუნდში ისე რო ეს კაცი არ დაეტოვებინათ.

• ქართველი ადამიანი

ის მოვლენა, სამწუხაროდ ჩვეული გახდა, რომ ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც ჩემს უდიდეს პატივისცემას იმსახურებდნენე როგორც სპორსტმენები, ახლა მხოლოდ სინანულის და სირცხვილის გრძნობას იწვევენ რადგანაც მოინდომეს პოლიტიკოსობა, პარალმენტარობა, ფედერაციის თავჯდომარეობა და მათი უნამუსო და ქვენისთვის მხოლოდ ცუდის მომტანი მოღვაწეობა მავიწყებინებს მათ მართლაც დიდ სპორტულ წარსულს. ამ ბოლო პერიოდში, პირადადა ჩემთვის მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ვაჟკაცური სპორტის რაგბის მოთამაშეებიც სულ უფრო ხშირად არასასიამოვნოდ მაკვურვებენ...ირაკლი აბუსერიძეს არაკაცური საქციელები, ჩაწერები და ა.შ ახლა ჩხაიძის სიტყვები...ჰეიგი მართლაც სულ რომ უვარგისი იყოს, გადამწყვეტი ბრძოლების წინ მხედართმათავარის ლანძღვა გინება, თანაც არა პირში , არამედ პრესაში.... თანაც უბედურება ის არის რომ ჩხაიძის სიტყვეს ნაკლრების წევრები კითხულობენ და ჩხაიძეს პატივს სცემენ და მის სიტყვებზე ბევრი დაფიქრდება...ეს კი ნიშნავს რომ იფიქრებს ჩხაიძის სიტყვებზე და არა ჰეიგის დარიგებებზე... ხალხნო სპორტსმენები ხართ თუ ვინ?

• გიორგი

ამ ძმაკაცობით, ძველი დამსახურებების ხათრით, იმის ახლობლობით, ამის ოჯახისშვილობით და ა.შ. რომელი ნაკრები და გუნდიც თამაშობს, კი გვაქვს შესაბამისი შედეგი

• მსოფლიო თასი

ვერ ვარ ექსპერტი ამ სპორტის სახეობაში მაგრამ იმას შევაფასებ რაც წავიკითხე. არასწორ დროს არასწორ ადგილას არის ეს სიტყვები ნათქვამი,პიროვნულად არავის არ ვიცნობ ასე რომ ვერც შევაფასებ მაგრამ თამაშით არც აქამდე მომწონდა მეკო , ალბათ სხვა არ გვყავდა რახან ეს იყო სასტავის მოთამაშე, რამდენი მსოფლიო აქვს ნათამაშები და ვისი ვინ არის ამით არ უნდა იყოს ესეთი დონის შეჯიბრზე წაყვანა, ზუსტად ეს მსოფლიო აძლევს გამოცდილებას, ამ მსოფლიოთი მიიღებენ და დადგებიან უკეთესი მოთამაშეები ჩვენი ახალგაზრდები.ხომ გვინდა მაგარი თაობა ? ესეთ თამაშებში იზრდებიან და სწავლობენ ეს არის შანსი იმისა რომ ახალ თაობას ჰქონდეს ესეთი გამოცდილება და შემდეგ მსოფლიოზე ეს პერიოდი რაც იქნება მომზდებულები იყვნენ იმ თამაშისთვის რაც აქ ვნახეთ ნამდვილი რაგბი შოტლანდიელების მიერ. ერთმანეთს პატივი ვცეთ, ბოღმა და ღვარძლი წინ ვერ წაგვწევს, ერთმანეთის წარმატება გვიხაროდეს. ბოლოს მინდა ვთქვა რომ შეიზლება ჩვენ მოგვწონდეს უფრო რომელიმე მათგანი ვინც აქ დატოვა მაგრამ ეს ტრენერის გადაწყვეტინებაა იმ მომენტისთვის ის უფრო ჯდება ალბათ იმ მონახაზში და ტაკტიკაში რითაც იქ უნდა ითამაშოს, იმ კაცზე მეტი ნამდვილად არ გვეცოდინება მოყვარულებს . იქ შედეგს და შემდეგ ეტაპზე გასვლას ალბათ არავინ მოთხოვს ჩვენ გუნდს, მაგრამ რაც მთავარია ღირსეულად წარმოაჩინონ თავისი თავი და ქვეყანა,მსოფლიოს დაამახსოვრონ თავი კარგი მომენტებით რაც დარწუმენული ვარ იქნება, წარმატებები.

• nika

საერთოდ საქართველო კლანური ქვეყანაა ყველგან შინაური უნდა გაიტანო, რაც ძალიან ცუდია და ყველაფერში უკან დამხევი, მოკლედ სანამ ენონომიკა წინ არ წავა და ეს მენტალობა არ გაქრება ძნელია პროგრესზე ფიქრი, მთავრობაში შეხედეთ რა სიტუაციაა ქვეყანას მართავენ უნიჭო და უსახო ადამიანები.

• მილტონს არაჰერი ეტყობა ცუდი კაცობის, აი შენზე ვერ ვიტყვი?!

კაცების სპორტად წოდებულ ნაკრებში მოთამაშე უნამუსოს, კაცი, რომ ყოფილოყო 5 კაცის მკვლელობისთვის მინიმუმ ბოდიში მაინც უნდა მოეხად გარდაცვლილების ახლობლებისთვის და არ უნდა იღრიცებოდეს სასამართლო პროცესებზე! კაცურად მოქცევა, რომ გერჩია შენი მეგობარი მეკოსთვის, ეგ იქნებოდა შენი მხრიდან მეგობრობაც და გვერში დგომაც, ამჟამად მხოლოდ ჭორაობ ჯიგარო!

• რაო მერე გივმა

აბსოლუტურად, ყველა წინადადებაში გეთანხმები. ეგრეა!!

• D.N.

მეხუთე და მეათე არ ვიცი, მაგრამ მეკო ბარე ორს სჯობს მაგ ნაკრებიდან როგორც მოთამაშე.

• ირაკლი

მეკო ძალიან დაგვაკლდება (აქამდე რა უნდოდა ძირითადშიო რომ წერთ, საერთოდ რა პრინციპით აფასებთ?), მაგრამ არ იყო ეს "კარგი გამოსვლა". თუ რამე ხდება გაგვაგებინეთ ჩამოყალიბებულად. ჟვანიამაც გაუგებრად თქვა რაღაც. ისე ჟვანიას სისხარტე და ენერგიაც სანატრი გაგვიხდება :{

• Vasili

არ ხარ მართალი ჯიგარო!!! პირდაპირ გამოამჟღავნა ქართული მანკიერებაა, ასეთმაა მიდგომებმა უტირა დედა ყველაფერს ჩვენ ქვეყანაში, ჯერ არის ქვეყანა და პროფესიონალიზმი! და მერე ძმაკაცობა, ნათლიობა, მეგობრობა, მეზობლობა, დაქალობა!! რატო უნდა წაეყვანათ მეკო?? მეხუთე მსიფლიო ჩემპიონატი რა შუაშია? წაიყვანე მაშინ მეექსეზეც, ვაფშე პირველი იქნება მერე, და ამით რა? ტრამვირებული ადამიანი, თან ვეტერანი, უთამაშებელი, გამოდის ერთი კაცით ნაკლები უნდა იყოს ნაკრები, ტურისტად უნდა წავიდეს?! და ამ დროს ვიღაც ახალგაზრდა თავს იკლავს ვარჯიშით და იმსახურებს ნაკრებს და ეუბნებიან , აი ჯიგარო, შენ კი ხაარ ღირსი მაგრამაა , აი კაცსაა უნდაა სცეე პატივეე და, უნდა დარჩეს სახში , არ დარჩება ,იტყვის რამეს და ყველა აუმხედდრდებაა, გარიყავენ!! მეკო რო წაიყვანონ მსოფლიოზე ამით როგორ ფიქრობ სხვა რაგბისტს არ აკლდება მსოფლიოზე მობაწილეობა? მაშინ იმათი ახლობლებიც გამოთქვამებ პრეტენზიას და ვიყოთ ასე, ,/ ასე რომ არ იყო საჭირო ეს ლაპარაკი, ბარემ აქციაა მოაწყეეე!!! ისე კი არაფერი მაქ მეკოს საწინააღმდეგო, გამოჯანმრთელებას და გამძლეობას ვუსურვებ ცხოვრებაში!!!/// რონალდინიო და ბაჯო და კიდევ რამდენი სტარი არ წაუყვანიათ მსოფლიოზე , (ფეხბურთში) იმიტომ რომ დასასრული დგებაა ყოველთვის...

• ცუგო

უზრდელობა და სხვისი უპატივცემულობა როგორი მოდური გახდა, მაგრამ მე მგონი, სიმთვრალეში აქვს ეს ნაბჟუტურები ჩხაიძეს და ვიღაცამ გამოუქვეყნა...

• თემური

დაუმსახურებელი კრიტიკაა და ავტორის უმადურუბაზე მიუთითებს

• 123456

თვითონ ჩხაიძემ დაწერა უზრდელულად და აქ მპოსტავებს რას ერჩი. ჩხაიძისთვის მიგეწერა ეგ პოსტი

• joi zaza

მილტონასაც მივწვდეთ ეხლა და იმდენი სიკეთის მერე რაც აკეთა აუცილებლად ვაგინოთ. აბა რისი ქართველები ვიქნებით ბოლოს მაინც თუ არ ვაგინეთ და ვლანძღეთ კაცი, რომელმაც თავისი ცხოვრების გარკვეული პერიოდი საქართველოს სიყვარულით ემსახურა. ცოტა გვაქვს ასეთი მაგალითები, რომ ბოლოს ტალახი უნდა ასხან საქმის გამკეთებელ ადამიანებს?! ესეც ერთგვარი სამარცხვინო ქართული ტრადიციაა!!!

• რაგბი

უზრდელია ეს ბინგოა თუ ვიღაც, ეს უკვე ღვარძლი და ბოღმიანი ტიპის ნაჩხაპნია და არა გუნდის ქომაგის. ალბათ კვირიკაშვილს უნდა რო შეუძვრეს ერთ ადგილას.

• კაცების სპორტი

კაცების სპორტად წოდებულ ნაკრებში 5 კაცის მკვლელი არ უნდა იყოს. უბრალოდ სირცხვილია.

• gakomo

არარის მილტონი კაიკაცი. მეკოს ავარია რომ მოუვიდა, მაშინ უნდა მოეკვეთა ნაკრებიდან.

• სოსო

ნაკრებში თუ რამე ხდებოდა,იქვე რჩებოდა აქამდე და ნაკრები ერთიანობას ინარჩუნებდა.ეს გამოსვლა ძალიან ცუდი სიმპტომია და ვფიქრობ,გუნდში არსებულ დაძაბულობაზე მიუთუთებს,რაც ჩემპიონატის წინ,შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს.მეკოს ტრავმაზე კი გუნდის ექიმებს უნდა ეზრუნათ და არა მგონია, ამაზე ჰეიგის ბრძანება იყოს საჭირო.

• Geo_Dinamo

მასეთი ლოგიკით ფეხბურთში არველაძე რომ ვგყოლოდა ამდენი ხანი ნაკრებში 300 თამაშზე მეტი დაუგროვდებოდა. ხოდა დავჯდებოდით და ვიამაყებდით. მოუხსნელი რეკორდი იქნებოდა. არ დამავიწყდება ერთხელ დიდ ხნის წინ ბომბარდირთა დავაში მგონი მეგრელაძემ 12 გოლი გაიტანა ერთ თამაში. რომ ევროპის მასშტაბით ბომბარდირი გამხდარიყო. ხოდა ვიგაც ესტონელს მაინც უფრო მეტი გოლო დაუგროვდა. მაშინ სხვანაირად ითვლებოდა ბომაბარდირობა, ხოდა მის შემდეგ საერთოდ გააუქმეს ევროპის ბომაბრდირობა))

• ვალკა

მოდი რა შენ გენაცვალე რა მეკო რის მეკო . მეკო კი არა ბევრი ვინც წაიყვანა ისიც არ უნდა წაეყვანა და ახალგაზდები უმდა წაეყვანა სულ თითქმის ვინც მომავალზეც ითამაშებდა, მაგაში მარტლა გასამტყუვნები არიან. მარა 3 5 აქვს ნათამაშები და მაგიტო დზაან ბავშურია მემგონი, მაშინ მერე 6 ზე არ ტეხავს რო არ წაიყვანონნ)))??

• შეტევა

სიმბოლური თვალსაზრისით კარგი იქნებოდა კვირიკაშვილის წაყვანა, მაგრამ ჩემი აზრით მისი ადგილი არც არასდროს არ ყოფილა ძირითადში.

• გრიშო

აი უზრდელი.. გაბუნიაზე ნაკლებად არ მიმაჩნიხარ.. ნუ დამაკარგვინებ რაგბზე წარმოდგენას.. წავა ის კაცი და გეშველებათ მერე, მაგრამ შენ რომ უზრდელი ხარ-ვიღაცა ხარ, ამას აღარაფერი ეშველება..

• გოჩა

არ უთქვია,რომ მსოფლიოში საუკეთესო არისო,ისტორიაში შევიდოდა 5მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილედო,თავისი აზრი გამოთქვა სადღაც ვეთანხმები,კვირიკაშვილს ბევრი კარგი აქვს გაკეთებული ქართული რაგბისათვის.

• თენგაბი

დაწერა კაცმა თავისთვის ორი სიტყვა და გამოთქვა აზრი საჯაროდ - ნუ ავტეხავთ ამაზე კაკაფონიას და ნუ ჩავარდებით პანიკაში. საწინააღმდეგო არგუმენტი დავპოსტოთ ყოველგვარი დაძაბვის გარეშე. თავისუფლება თუ გვინდა ეს არის. არ არის ლანძღვა-გინების კორიანტელი საჭირო და ამან ეს რატომ თქვაო. ვიღაცას ვიღაცა მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს - ეს გემოვნების საკითხია და უნდა მივეჩვიოთ საწინააღმდეგო აზრის არსებობის ლეგიტიმურობას. თუ პრობლემის გადაწყვეტა გვინდა, გადავიტანოთ ყველა საკითხი ცივილური დისკუსიის ფორმაში.

• misha

სანამ საქართველოს ნაკრებში აიღი მიეძალეს პრინციპი არ დაიმსხვრევა მანამდე არაფერი გვეშველება.მოკიდებენ ამ ბურთს ხელს და აწვებიან ჯიქურ უნდათ მთელი მოწინააღმდეგის გუნდი გადაჯეგონ.სწრაფი მოთამაშეები ძალიან ცოტა გვყავს.

• Bidza.

ამას ქვია უმადურობა და სულში ჩაფურთხება მართლა. შენ ჩხაიძე, რაც გინდოდა ის გელაპარაკა მარა მილტონას ქართველობას არ უნდა შეხებოდი მაგდენი შეგნება არა გაქვს და ვქნა

• სამწუხაროა

ბინგომ არასწორი დრო და ადგილი შეარჩია მილტონის გასაკრიტიკებლად,ისე კი ვეთანხმები იმას,რომ კვირიკაშვილი სულ მცირე ნაკრებთან ერთად უნდა იყოს.ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ესეთი მაღალი დონის თამაშებისას,ამხელა გამოცდილების მქონე მოთამაშის გვერდში დგომა თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.ბევრი მაგალითია ამის მსოფლიოში,თუნდაც სხვა სპორტის სახეობებში.რაც შეეხება იმას,რომ მეკო ციხეში უნდა იჯდეს თუ არა,ვინც ამაზე ეხლა აპელირებთ ხართ პატარა ადამიანები,მე საერთოდ არ ვიცნობ მეკოს,მაგრამ რაც ამ ადამიანმა გადაიტანა ღმერთმა გვაშოროს ის სიმწარე ყველას და სასამართლომ რა გადაწყვეტილება მიიღო ეს მოსამართლის კისერზეა,დანარჩენს ღმერთი განსჯის.ამიტომ უადგილო ჭორაობას მოეშვით,ტეხავს ამ ადამიანის და რაც მთავარია ღმერთის წინაშე.წარმატებები საქართველოს ,ქართული რაგბს და ქართულ სპორტს.

• ნიკა

ოოოო ეს უკვე რაღაცის სიმპტომია ჯერ ჟვანია ეხლა ჩხაიძე.ჰეიგი ისეც და ასეც კი მიდის მარა მაინც.

• რეზო

ყველას თავისაზე ეწვის. არ ვიცი, როგორ ფორმაშია და ა.შ., მაგრამ აქამდე რა უნდოდა საერთოდ ნაკრებში? ჰეიგი რო დაბალი დონის მწვრთნელია ეს დიდი ხანია ვიცი და ვამბობ, მაგრამ კვირიკასვილთან მიმართებაში მხოლოდ იმაში შეცდა, რომ საერთოდ იძახებდა. რაც კი ნაკრებს მსოფლიოზე მნიშვნელოვანი მატჩი წაუგია, ყველაში ლომის წვლილი მიუძღვის. ირლანდია, ინგლისი საკმარისია? ჰეიგის საკდრო პოლიტიკა ზოგადად არათანმიმდევრული, ალოგიკური და გაუგებარია. ასე იყო თავიდან! სად არის ალექსი ხუციშვილი??? საინტერესოა. თეთრაშვილი? კაკოვინი მლოიძულა, მანამდე ხინჩაგა. სამაგიეროდ აფციაური, წიკლაური, ბეგაძე, კვირიკაშვილი უყვარდა. ნუ ბოლოს უარი თქვა მათზე. ბეგაძეზე ვერა. ეტყობა პერსპექტივას ხედავს. 10 წლის კარკაძის წაყვანას (რომელიც რამდენიმე წელში ულაპარაკოდ იკცევა პირველ ჰუკერად) წაეყავანა ჟვანია მაგალითად, თუ პოზიციების დაფარვაა. მელიქიძე მორიგი აკვიატებაა. რითი სჯობს ტაბიძეს? კარგად გაიხსენეთ ოკეანეთის სირცხვილი და მელიქიძს დგომა შერკინებაში. მოიყვანა გაჩეჩილაძე, უცბად გააქრო. ფრუიძესთან საერთო ენა ვერ გამონახა. გაუთავებელი არათანმიმდევრული ექსპერიმენტები, იმ პოზიციებზე, სადაც საჭირო არ იყო და შედეგად დაკარგული 4 წელი, და ის რომ ამ ხნის განმავლობაში თოდუაზე კარგი ( და რეალურად ასეა) ფრთა ვერ მოვძებნეთ. მეორე ნომინალური ფრთა არც გვყავს საერთოდ! ტაკ შტო, შენ რო მოგხვდება მაშინ კი არ ამოიღო ხმა, სხვისიც უნდა გეხებოდეს, თორემ ალალად თქვი და ვის მაგივრად უნდა წაეყავანა კვირიკაშვილი?

• TanoLifeanoLife

ეს ეხლა ხუმრობაა, თუ მე ვეღარ ვეწევი ქართულს? sportall.ge მე თქვენ დიდ პატივს ქცემთ, უმორჩილესად გთხოვთ - ასეთი ტიპის ბოდვებს ნუ გამოაქვეყნებთ. ძალიან დიდი შეურაწყოფა მიაყენა მან (სახელსაც არ დავასახელებ) ჩვენ მელიტონს. სიტყვები არ მყოფნის,რომ გადმოქცეთ, თუ როგორი გამწარებული ვარ. სულელი არ არის ის, ვინც ლაპარაკობს სულელურ რაღაცეებზე, არამედ არის ის, ვინც ვერ ამჩნევს, რომ ის ამას ამბობს.

• ddgfdf

დავიღუპეთ, დავით ხოჭოლავას მხარი ამოუგდია და ნაკრებს ვერ დაეხმარება.

• irakli81

რა უაზრობას ამბობს ეს კაცი რა უნდა ვერ გავიგე? ნაკრებში მოთამაშე სათამაშო ფორმის მიხედვით უნდა ხვდებოდეს და არა იმიტომ რომ 4 მსოფლიო ითამაშა და ბარემ მე-5 ვათამაშოთ. მაგრე ხელოვნურად შეიძლება 7 მსოფლიო ვათამაშოდ და მერე ვიამაყოთ ყველაზე მეტი მსოფლიოზე ქართველს უთამაშიაო. რბილად რომ ვთქვათ გოიმობაა.პატარა ინტელექტში მომატება ჭირდებათ ქართველ სპოტსმენებს. ამას Xშირად ვამჩნევ სამწუხაროდ.

• zaali

ქართული სენი.. ე ბიჭო ამხელა კაცი ხარ ნაკრებს მსოფლიოზე აქვს სათამაშო.. წავა ის კაცი ნაკრებიდან, ჩამოვლენ და მერე დაწერე რაც გინდა. ახლა რომ წერ სწორია?

• mamulo

ჯერ ერთი მეკო ნაკრებში კი არა ნორმალურ ქვეყანაში ციხეში უნდა იჯდეს 5 ადამიანის ავტო ავარიაში გაუფრთხილებლობით მკვლელობაში და შენმა საძმაკაცომ საქმე რომ ჩაუწყვეთ და გარეთ დადის,ეს არ ნიშნავს რომ მართალია .მეორც შჰენ რომ მილტონის მასთი სიტყვებით აგინებ მაქედანაც ჩანს შენი შეშა ინტელექტი.

• Racha

ეჰ ამათაც აურიეს

• niko

ნაწერზე ეტყობა რა ინტელექტიც აქვს.

• ვერალი რაცხა საქმე კაათ, ჩხაიძე კია გურული მარა ასე ემოციურიც არ იქნება გაუაზრებლად აძაგოს მელიტონა

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

სავსე ტრიბუნების დროა!

ირლანდიასთან თამაშის დღე გვიახლოვდება!

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

გიორგი ჩხაიძე საქართველოს ქალთა ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...

ბრაზილიელი და ამერიკელი ქალი ფეხბურთელები "ლანჩხუთში" - ახალწვეულები ახლო ხედით [PHOTOS]

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გიორგი ჩხაიძე უხელმძღვანელებს

კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

"ლანჩხუთი" აზერბაიჯანელით გაძლიერდა და ჩემპიონთა ლიგაზე უკრაინელებს შეხვდება

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს

"მოედნიდან ლაჩრებივით არ გამოვალთ" - საქართველოს გურული ჩემპიონები ისტორიის გასაგრძელებლად ითამაშებენ

კანადა-საქართველო 0:13 - ქარში, წვიმასა და ავდარში [VIDEO+PHOTO]

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია