ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

48 საათზე ნაკლები დარჩა კუმაგაიაში საქართველოსა და ურუგვაის ნაკრებების შეხვედრის დაწყებამდე. გუნდებმა უკვე დაასახელეს ის შემადგენლობები, რომლითაც 29 სექტემბერს, საქართველოს დროით 09:15 საათზე თამაშს დაიწყებენ.

უკვე ვწერდით, რომ უელსთან მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნების" სასტარტო შემადგენლობაში 12 მორაგბე შეიცვალა.

გუნდის მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ რთული გრაფიკიდან გამომდინარე, ეს წინდაწინ დაგეგმილი ცვლილებები იყო:

"რთული გრაფიკი გვაქვს. 10 დღეში სამი თამაშის ჩატარება გვიწევს და მოთამაშეთა როტაცია აუცილებელია. ცვლილებები თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა. რამდენიმე მოთამაშემ უელსთან მატჩში მოედანზე დიდი დრო გაატარა და მათ დასვენების საშუალება მივეცით.

განაცხადში 31 მოთამაშე გვყავს და ყველა მათგანი საკუთარ შანსს ელოდება. მიუხედავად ცვლილებებისა, შემადგენლობაში გამოცდილი მორაგბეები მრავლად არიან, ისეთები, როგორებიც გუნდის კაპიტანი ჯაბა ბრეგვაძე, ლაშა ლომიძე და კოტე მიქაუტაძე არიან. გამოცდილი მოთამაშეები გვყავს სათადარიგო სკამზეც".

23 სექტემბერს უელსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჩვენმა გუნდმა შეცდომების გამოსწორებაზე იმუშავა და მაისაშვილი იმედოვნებს, რომ ამჯერად მოედანზე ყველა მორაგბე პირველივე წუთებიდან მობილიზებული გავა:

"მთელი კვირის განმავლობაში შეცდომების გამოსწორებაზე ვმუშაობდით. უელსთან საწყის წუთებში კონცენტრაცია გვაკლდა და შეცდომები მრავლად დავუშვით. მათ გამოსასწორებლად ცოტა დრო იყო, თუმცა გვქონდა კარგი გარჩევა და მოთამაშეებმა ზუსტად იციან, რა აქვთ გასაუმჯობესებელი".

ურუგვაიმ 2019 წლის მსოფლიო თასზე თავისი პირველი თამაში ორი დღის წინ ჩაატარა და ყველასთვის მოულოდნელად, ფიჯი 30:27 დაამარცხა. მას შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში სულ ორი ცვლილება მოხდა - შეიცვალა მარჯვენა ბურჯი და შერკინების შემკვრელი:

"ურუგვამ გვაჩვენა, რომ არცერთ მატჩში არ აპირებს დანებებას და ყველა კომპონენტში ბოლომდე იბრძოლებს. პირველ შეხვედრაში სწორედ ასე მოხდა და ფიჯის მოედნის ყველა წერტილში ბრძოლა გაუჩაღა. ახლაც იმავეს მოლოდინში ვართ. არ ვფიქრობ, რომ ურუგვაისთან ჩვენი ერთადერთი კოზირი შერკინება იქნება. ვეცდებით, ყველა კომპონენტში დომინანტის როლში ვიყოთ, იქნება ეს შერკინება, მოლი თუ უკანა ხაზი. ურუგვაი, ჩვენ მსგავსად, მებრძოლი გუნდია და საინტერესო დაპირისპირებას ველი".

"ვეცდებით, თამაში გავშალოთ"
გიორგი კვესელაძემ უელსის ნაკრების წინააღმდეგ ფრთაზე ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. ის იმ სამ მორაგბეს შორისაა, რომელთაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნეს, ოღონდ ამჯერად თამაშს ცენტრში იწყებს:

"ვნახეთ ურუგვაისა და ფიჯის შეხვედრა, რომლის შედეგმაც ყველა გაგვაოცა. განვიხილეთ მათი თამაში და ვეცდებით, სუსტ წერტილებში შევუტიოთ. მეტოქე გუნდურად ძალიან კარგად თამაშობს და აუცილებელია, ვიყოთ მაქსიმალურად აქტიურები და აგრესიულები. ისინი დაცვაში მჭიდროდ დგანან და შევეცდებით, გაშლილი თამაში დავუპირისპიროთ".

"თამაშისას დომინანტები უნდა ვიყოთ"
ლაშა ლომიძეს უელსის ნაკრების წინააღმდეგ არ უთამაშია და 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ის ამბობს, რომ გუნდი მოედანზე პირველივე წუთებიდან მობილიზებული გავა:

"ყველა ამბობს, რომ ეს თამაში აუცილებლად მოსაგებია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - ურუგვაიმ ფიჯი დაამარცხა და ეს უდიდესი მოულოდნელობა იყო. მეტოქემ შესანიშნავი მაგალითი მოგვცა მომავალი თამაშის წინ. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მობილიზებულები ვართ და ვეცდებით, ყველა ის შეცდომა გამოვასწოროთ, რომლებიც პირველ თამაშში დავუშვით. ვიმედოვნებ, რომ ამ თამაშში ერთადერთი გუნდი, რომელიც სიურპრიზებს შემოგვთავაზებს, საქართველოს ნაკრები იქნება. ვეცდებით, პირველივე წუთებიდან ვიყოთ კონცენტრირებულნი და თამაშმა ჩვენი დომინირებით ჩაიაროს".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

თამაზი
რაგბის ჩემპიონატი მართალია გრძელდება, მაგრამ ერთი დასკვნის გაკეთება უკვე შეიძლება - ის ვინც ახერხებს სწრაფ, დინამიურ თამაშს ორივე ტაიმის განმავლობაში, უპირატესობასაც ისინი აღწევენ. ამის აშკარა დადასტურებაა იაპონიის, არგენტინისა და ურგვაის თამაშები. ხვალ გველის უმძიმესი გამოცდა - შევძლებთ თუ არა სწრაფად მოთამაშე გუნდის გაუმკლავდეთ და ვაჯობოთ. ახლა გამოჩნდება რა შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ბიჭებს კარგად ესმით ეს ყველაფერი. წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენ ბორჯღალოსნებს. ლელო, ლელო საქართველო!
Best
ლევან მაისაშვილი: რამდენიმე მოთამაშემ უელსთან მატჩში მოედანზე დიდი დრო გაატარა და მათ დასვენების საშუალება მივეცით! რა დროს დასვენებაა ხომ არ ხუმრობთ თქვენ ? :| ამდენი ცვლილება მოსაგები თამაშის წინ რა ამბავია ?
ddgfdf
ხო აშკარად ბევრი სამუშაოა და მიზანმიმართულად მოუკლეს მაგ კუთხით მე მგონი, რაღაც ძალები ებრძვიან.
ანდრო
რისი გამშუქებლები არიან, საკითხს ხომ ცოდნა უნდა?! აგერ რუსული რაგბის საიტზე რამდენ ინფორმაციას დებენ თავიანთი გუნდის შესახებ, გინდა ვიდეოს, გინდა სტატისტიკას თუ ჩემპიონატის პერიოდში გუნდის ცხოვრების შესახებ. ეს იმ ქვეყანაში, სადაც რაგბის პოპულარობა ძალიან დაბალია. აქ ხომ ბაქიაობის მეტი არაფერი ვიცით. რაგბი ხომ ჩვენი თამაშია! მაშინ რატომ ერთი სპეციალისტი არ მოამზადებს რეპორტაჟებს იაპონიიდან? ნუთუ ერთი ჟურნალისტის მომზადება რა გახდა, რომ იქიდან სატელევიზიო ჩართვები, ვიდეო-ანალიზი?! თუმცა მეც რა ოცნებებში წავედი . . . ისე რაგბი ტვ - ს წამყვანები სად არიან? რატომ არაფერს იტყვიან მიმდინარე ჩემპიონატზე, არ შეიძლება ტურის გაშუქება, ჩვენი გუნდის თამაშის გარჩევა, რა ვინმე უშლის? მაინცდამაინც პირდაპირი რეპორტაჟების დროს უნდა თქვან სათქმელი და თავი მოიწონონ რაგბის ცოდნით და სიყვარულით?! თუ იაპონიაში არიამ წასული იქიდან ხომ შეიძლება რეპორტაჟების წერა? აბა ამ პერიოდში ვის რად უნდა მათ არხზე ძველი ჩანაწერების ხილვა, რომელსაც უკვე წლების მტვერი ადევს?! ზაალის ხმა რომ გავიგონე გამეხარდა, ვიფიქრე დროდადრო ის წაიყვანს რეპორტაჟებს მეთქი, მაგრამ აღარ ჩანს. მანაც ხომ უნდა თქვა სათქმელი, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე მაგრად ერკვევა რაგბში. ბატონო ზაალ, მარტო ზელანდიელების და აფრიკელების თამაში წაყვანა საქმე არ არის . . .
მთ
ამ ბაქიბუქს ვერ მოვეშვით რა
ლაგუნა
ურუგვაის მაგიერ D ჯგუფში რუსეთი რომ ჩაესვათ, ჯობდა. რა თქმა უნდა, ყველასთვის არა:)
toma
საინტერესოა მეტოქე გუნდის პრესკონფერციაზე რა ითქვა, რატომ მათ კომენტარებსაც არ აშუქებთ? მსოფლიო ჩემპიონატია და ხომ შეიძლება ჟურნალისტებმა მაქსიმალური მობილიზებით იმუშავოთ და მარტო ვალის მოხდის მიზნით არა?! იმედია გამოაქვეყნებთ ამ კომენტარს!!!
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში - თბილისი "ჩელენჯ ქაფის" ორ მატჩს უმასპინძლებს
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
რაგბის ლეგიონი: ევროთასებისთვის "რასინგ 92" და "კლერმონი" იბრძვიან
"ბორჯღალოსნები" პირველი ტაიმის მერე რუმინეთს ამარცხებენ
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
მსოფლიო რაგბი - კვესელაძე მსოფლიოს ჩემპიონთან გამოწვევებზე
რაგბის ლეგიონი: ოთარ გიორგაძემ დებიუტი ლელოთი აღნიშნა [VIDEO]
ლეგიონერები - კვესელაძის დებიუტი პრემიერშიფში
ქართული წარმოშობის მორაგბე ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს
ლეგიონერები - კვესელაძის დებიუტი "გლოსთერის" ძირითადში
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ზურაბ ამონაშვილი: ამ ორ თამაშს დადებითად შევაფასებ - დაცვაში პრობლემები გვქონდა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
"გენიალური ბიჭი საქართველოდან" - "გლოსთერის" მწვრთნელი კვესელაძეზე
"ლონდონ აირიში" "კრასნი იარს" ლაშა ლომიძის გარეშე დაუპირისპირდება
ინგლისელებმა ირლანდიელი ლეგენდის მოწოდება ისმინეს - კვესელაძე "გლოსტერში" ითამაშებს