მომავალ წელს სპორტის მიმართულების დაფინანსება 14 მილიონი ლარით გაიზრდება. როგორც მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, მომავალ წელს ოლიმპიადა ტარდება და ქართველ ოლიმპიელებს ხელშეწყობა ესაჭიროებათ. მინისტრმა კულტურის სფეროში დაგეგმილი სიახლეებიც მიმოიხილა.

"კულტურისა და სპორტის მიმართულებით, მომავალი წლიდან დაგეგმილია კულტურის ფონდის ფუნქციონირება, რაც გულისხმობს იმას, რომ კულტურული პროექტების დაფინანსება იქნება გამჭვირვალე პროცესი და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მიეცემათ მეტი შესაძლებლობები, ექნებათ წვდომა მეტ რესურსთან, რაც მათ საინტერესო პროექტების განხორციელებაში დაეხმარებათ.

სპორტის მიმართულებითაც წლევანდელი წელი განსაკუთრებული წელია. ქართულ სპორტის ისტორიაში ასეთი შედეგები, ასეთი მიღწევები არ გვქონია. ყოველდღიურად განებივრებულნი ვართ ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო შედეგებით. ეს ყველაფერი ბიუჯეტშიც გამოიხატა. იზრდება სპორტის დაფინანსება 14 მილიონზე მეტი ლარით. მომავალი წელი არის ოლიმპიური წელი და ჩვენს ოლიმპიელებს დახმარება და ხელშეწყობა სჭირდებათ. ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წელი უფრო ღირსშესანიშნავი იქნება.

ბიუჯეტი სფეროების მიხედვით უკვე გათვალისწინებულია. მთავარია ამ ყველაფრის ეფექტურად განხორციელება", - განაცხადა მინისტრმა.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა
პრიმერასკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"გეგეშიძე ცრუობს" - დათუნაშვილი ჩვენებას მისცემს, კალაძე კი ინციდენტს ამაზრზენს უწოდებს
მიხეილ ბატიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ძიუდოისტებს შეხვდა
სფფ: 94 საფეხბურთო სკოლა 1 620 000 ლარით დაფინანსდება
სალომე ზურაბიშვილი "ევრობასკეტის" საზეიმო ღონისძიებაზე: ევროპა შემოდის საქართველოში
სპორტის მინისტრი დათუნაშვილის და ფედერაციის კონფლიქტზე: ერთადერთი სწორი გზა არის კომუნიკაცია
ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება
ევრობასკეტი 2021-სთვის თბილისში მრავალფუნქციური სპორტის სასახლე აშენდება [VIDEO]
ახალი ჩემპიონატის მონაწილე გუნდები, დაფინანსება და საპრიზო პრემიები
სახელმწიფო რაგბის განვითარებას 33 673 968 ლარს მოახმარს!