დღეს ჩვენ უმნიშვნელოვანესი სპორტული და არამხოლოდ სპორტული მოვლენის მოწმენი გავხდით, ევროპის 2021 წლის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნების ვინაობა მიუნხენში, კალათბურთის საერთაშორისო ასოციაცის ბორდის წევრებმა დაასახელეს და საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, ვისაც ეს უდიდესი პატივი ერგო, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

"ეს ქართული კალათბურთის და ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამარჯვებაა, რადგან ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვართ!

საქართველოს ნაკრებისთვის ეს იქნება ზედიზედ მე-5 ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს, როგორც მასპინძელს, ამჯერად შესარჩევი ეტაპის მატჩების ჩატარება აღარ მოუწევს და ფინალურ ეტაპზე მასპინძლის სტატუსით წარდგება.

საქართველოსთვის ევროპის 2021 წლის კალათბურთის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის მინიჭება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა:

იმან, რომ საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ოთხ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა;

იმან, რომ საქართველოში კალათბურთი ტრადიციული სპორტის სახეობაა და ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების დროს სპორტის სასახლე სრულად ივსება და რამდენჯერმე დაფიქსირდა ფიბას რეკორდი - ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების დროს თბილისში ყველაზე მაღალი დასწრება იყო!

იმან, რომ კალათბურთის ფედერაციას მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; აბსოლუტურად ყველა უწყება, რომელსაც სხვადასხვა ფორმით ევროპირველობის საორგანიზაციო საკითხებში ჩართვა მოუწევს.

ჩვენ ორგანიზატორებს მივეცით გარანტია, რომ 2021 წლის კალათბურთის ჩემპიონატისთვის თბილისში, დიღმის ახალი სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე აშენდება ახალი, მრავალფუნქციური სპორტის სასახლე, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და იმ მოთხოვნებს, რომლებიც კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციას ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის მიმართ გააჩნია.

სრული მხარდაჭერაა საქართველოს მთავრობის მხრიდან, აღნიშნულ საკითხში პირადად არის ჩართული საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ასე წარმატებით წარადგინა საქართველო კალათბურთის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტისა და ბორდის წევრების წინაშე", - აღნიშნა მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროპირველობას წარმატებით უმასპინძლებს და ჩვენი ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე არაერთ გამარჯვებას მოიპოვებს.

15 ივლისს, მიუნხენში გამართული კალათბურთის საერთაშორისო ასოციაციის ბორდის სხდომაზე გაირკვა იმ ქვეყნების ვინაობა, რომლებიც 2021 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ. საქართველომ ბორდის წევრების მხარდაჭერა მიიღო და 2021 წელს ევროპირველობის ერთი ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს. სულ ევროპირველობის მასპინძლობისთვის იბრძოდა 7 ქვეყანა: გერმანია, იტალია, სლოვენია, ჩეხეთი, უნგრეთი, ესტონეთი და საქართველო. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლება მიიღეს: საქართველომ, გერმანიამ, იტალიამ და ჩეხეთმა. ჯგუფური ეტაპის შემდეგ გასამართი პლეი-ოფის მატჩების მასპინძელი გერმანია იქნება.

თემო
გილოცავთ! ტრანსპორტი თუ არ მოწესრიგდა დიღომში ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა პრობლემები შეექმნება ქართველ და უცხოელ ქომაგებს?
Leonti
მეტრო უნდა მივიდეს მაგ სასახლემდე, ისე იქნება დიდი სამანქანო საცობი და დომხალი.
ირაკლი
ყველაფერი ძალიან კარგია, გილოცავთ ამ წარმატებას, წარმატებები საქართველოს ნაკრებს, ერთადერთი რაც არ მომეწონა იყო ზღვარგადასული და აუხსნელად ველური ღრიალი ქართული დელეგაციის მხრიდან როდესაც გამოაცხადეს გადაწყვეტილება, ცოტა თავშეკავება არ გაწყენდათ, კაცს შვილი რომ უჩნდება მაშინ არ აღნიშნავს ესე :)
aburjga
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ კიდევ ერთი სპორტის სასახლე (2 არის უკვე) ნამდვილად საჭიროა?! თუმცა იყოს რა, იდგეს! ხომ დგას ეგერ ქუთაისში იმხელა შენობა (პარლამენტი), თბილისში 2 პრეზიდენტის სასახლე... გიშავებთ ვინმეს რამეს?!
alexandre
ყველას გილოცავთ! მართლაც რომ დიდი წარმატებაა! მხოლოდ 1 შენიშვნა. გუშინ საინფორმაციო ტელეარხები ერთიდაიგივეს იმეორებდნენ: ჩვენ და კიდევ 2 ქვეყანას არასდროს უმასპინძლია ევროპის ჩემპიონატისთვისო. მართალია საბჭოთა კავშირი იყო, მაგრამ თბილისი ხომ მუდამ თბილისია! 1965 წელს ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა თბილისში და მოსკოვში. ძალიან კარგად მახსოვს, იუგოსლავია და ბერძნები დაფრინავდნენ სპორტის სასახლეში. გეფიცებით, ნამდვილად რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ივო დანეუ ჰაერში 1-2 წამი ჩერდებოდა, რადივოი კორაჩი კი ყველა წერტილიდან ყრიდა (ბერძნებღანაც ბოლო წამზე ჩააგდო გადამწყვეტი ბურთი).
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
"დონჩიჩმა დამირეკა, ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა..." - სანდრო მამუკელაშვილი
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"ფეხბურთს ჰყავს ოსტატი და მისი სახელია ლეო მესი" - მაქსი როდრიგესი
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მუნდიალის აღმოჩენას, 40 წლის ვოზინიას, ისტორიულმა კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
"გეგეშიძე ცრუობს" - დათუნაშვილი ჩვენებას მისცემს, კალაძე კი ინციდენტს ამაზრზენს უწოდებს
მიხეილ ბატიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ძიუდოისტებს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი "ევრობასკეტის" საზეიმო ღონისძიებაზე: ევროპა შემოდის საქართველოში
სპორტის მინისტრი დათუნაშვილის და ფედერაციის კონფლიქტზე: ერთადერთი სწორი გზა არის კომუნიკაცია
ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება
FIBA-მ ევრობასკეტ 2021-ის ოფიციალური ლოგო წარმოადგინა
ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტამდე - ნაწილი XI - ნაკრების ლეგიონერები
ნაკრების სიმაღლე - ქართული კალათბურთის გზა (ნაწილი XIV)
გადაწყდა, სად უმასპინძლებს საქართველო ევრობასკეტს
მომავალ წელს ქართული სპორტის მიმართულების დაფინანსება 14 მილიონი ლარით გაიზრდება
წერილი: როცა სიტყვას ფასი არ აქვს - მთავრობამ ისევ გადაგვაგდო
ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტამდე - ნაწილი X