ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"ბორჯღალოსნები": მადლობა ჰეიგს - საფრანგეთში ბევრად უფრო წარმატებული მსოფლიო თასი გვექნება

"ბორჯღალოსნები": მადლობა ჰეიგს - საფრანგეთში ბევრად უფრო წარმატებული მსოფლიო თასი გვექნება

მსოფლიოს თასზე ავსტრალიასთან წაგების (8:27) შემდეგ საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა ისაუბრეს.

"ამაყი ვარ, ბოლომდე ვიბრძოლეთ"

შედეგით უკმაყოფილო იყო, თუმცა დაცვაში თამაშით კმაყოფილი გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე:

"მიმაჩნია, რომ კარგად ვიბრძოლეთ და დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. თუმცა, ამ თამაშში შეტევა ჩვენს კარგ მხარედ ნამდვილად არ უნდა ჩაითვალოს და სტატიკაშიც როგორც გვინდოდა ისე არ წავიდა საქმე, მაგრამ მე ამაყი ვარ გუნდით, რადგან ბოლომდე ვიბრძოლეთ და ძალიან ცუდია, რომ ბოლოში მიყოლებით ორი ლელო მივიღეთ. ესაა სწორედ სხვაობა ძალიან კარგ გუნდებსა და არცთუ ისე კარგ გუნდებს შორის. ამ ეტაპზე ესაა სხვაობა ავსტრალიასა და ჩვენს შორის. ისინი მუდამ ძლიერ გუნდებს ეთამაშებიან და მათ შეასრულეს რაც სურდათ. თუმცა, მე კვლავ ამაყი ვარ იმით, რაც ჩვენ გავაკეთეთ. იმედი მაქვს, მომავალში უკეთ ვითამაშებთ და საფრანგეთში ბევრად უფრო წარმატებული მსოფლიო თასი გვექნება".

შარიქაძეს მეტოქის შერკინებისა და განსაკუთრებით დერეფანში თამაშის შეფასება სთხოვეს, სადაც მეტოქემ 5 ჩვენი მოწოდება მოიგო:

"ავსტრალია ძალიან ძლიერი გუნდია და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ანალიზის უნარი აქვს. შეგვისწავლეს და იცოდნენ რის გაკეთებას ვაპირებდით, ხოლო შერკინებებს რაც შეეხება - როგორც გუშინ მილტონმა განაცხადა - მათ შერკინებაში თამაშს მნიშვნელოვნად მოუმატეს. ავსტრალია ნამდვილად არ იყო შერკინების მხრივ საუკეთესო გუნდი, თუმცა ახლა მიმაჩნია, რომ ამ კომპონენტში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მათ ეს გააუმჯობესეს, ახლა ჩვენც უნდა გავაუმჯობესოთ და როდესაც შემდეგ მსოფლიოზე კვლავ შევხვდებით, ბევრად უნდა გავურთულოთ საქმე და უკეთესი თამაში შევთავაზოთ".

პრესკონფერენციის დასასრულს შარიქაძემ სიტყვა ითხოვა და სამედიცინო ჯგუფს, ასევე მილტონ ჰეიგს მადლობა გადაუხადა:

"მინდა, მადლობა გადავუხადო ჯედ მაკნამარას და საიმონ პოუპს, რომლებმაც ტრავმის შემდეგ ფეხზე დამაყენეს. ისეთი ტრავმა მქონდა, მალე დაბრუნება შეუძლებელი ჩანდა და მათი ძალისხმევით მსოფლიო თასზე სამი მატჩის ჩატარება შევძელი.

მინდა, კიდევ ერთი რამ ვთქვა - როგორც იცით, დღეს მილტონ ჰეიგს ბოლო მატჩი ჰქონდა საქართველოს ნაკრების თავკაცის რანგში - მილტონს მინდა მადლობა გადავუხადო, ვინაიდან მან უამრავი რამ გააკეთა ქართული რაგბისთვის, დიდი წვლილი შეიტანა ქართული რაგბის განვითარებაში. მადლობა მილტონ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე და შენ რომ არა, მე აქ არ ვიჯდებოდი".

"ძლიერი მხარეები ვერ გამოვიყენეთ"

დავით კაჭარავა მიიჩნევს, რომ ბორჯღალოსნებს ამ თამაშის მოგების შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ ძლიერი მხარეები ვერ გამოიყენეს:

"მთლიანობაში, შედეგით უკმაყოფილო ვარ. ვფიქრობ, ამ თამაშის მოგება შეიძლებოდა. მაგრამ ვერ გამოვიყენეთ ჩვენი ძლიერი მხარეები შერკინებაში, მოლსა და დერეფანში. ძალიან ბევრი ბურთი დავთმეთ და შანსები ვერ გამოვიყენეთ. თუ ავსტრალიას და მის მსგავს გუნდებს ბურთს დაუთმობ, მათთან კონკურენცია გაგიჭირდება".

"მიზნის მიღწევას 4 წლის შემდეგ ვეცდებით"

თამაშის შეფასებისას ბურთის არქონაზე ამახვილებს ყურადღებას შალვა მამუკაშვილი და იმედოვნებს, რომ გუნდი დასახული მიზნის მიღწევას 4 წლის შემდეგ მოახერხებს:

"მთელი პირველი ტაიმი და მეორე ტაიმი დასკვნით 5 წუთამდე, დაძაბული იყო. დაცვაში 200-ზე მეტი ბოჭვა შევასრულეთ, თუმცა შეტევაში ბურთი სულ 3 თუ 4 წუთი გვქონდა და მარცხი ამან განაპირობა. ეს ტურნირის ბოლო მატჩი იყო და ვერ ვიტყვი, რომ შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან მინიმუმ ორი თამაშის მოგებას ვგეგმავდით. ახლა ნაკრებს რამდენიმე მორაგბე დატოვებს, გარკვეული დროის შემდეგ ახალი მოთამაშეები დაგვემატებიან და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გაუმჯობესებისთვის ვიმუშავებთ, რათა დასახულ მიზანს საფრანგეთში მივაღწიოთ".

გიორგი თხილაიშვილმა მადლობა გადაუხადა მილტონ ჰეიგს და დასძინა:

"ჰეიგმა ქართული რაგბის განვითარებისთვის უდიდესი სამუშაო გასწია და უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, ყველა წარმატება მას უკავშირდება".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

• ჟორა გაბრიჭიძე

რა თქმა უნდა ჩვენ ის გუნდი არ გვყავს 6 ერში რომ ითამაშოს. ვიყოთ იქ სადაც ვართ. ვის გიდათ ისეთ თამაშების ყურება, სადაც ბორჯღალოსნები 30-40 ქულით აგებენ? მაგას არ ჯობია ისეთ თამაშებს ვუყუროთ სადაც 30-40 ქულით ვიგებთ?

• მთ

ამ გუნდს რომ ბრავოს ეძახით, იმიტომ არის ჩვენი საქმე კარგად, ანგარიშებს რომ თავი დავანებოთ თამაშის ხარისხი მოგეწონა?

• ლევანი

მწრთელთან რო გაქვთ პრეტენზია - მოტამაშეები როგორია? რისგან უნნდა გააკეთოს ნაკრები? მართლა ბოლომდე თავდადებული მებრრძოლებისგან, რომლებმაც სამწუხაროდ თამაში არ იციან? სიმართლეს გაუსწორეთ ტავალი. ამ მოტამაშეებმა ბურთის დაჭერა არ იციან, პასი არ იციან, ვერ დარბიან, ტაქტიკურად ვერ აზროვნებენ და ა.შ. მართო თავდადებული ომი იციან, მხოლოდ იმიტომ რომ ჯიგრები არია. მწვრთელს რას თთხოვთ - ვისგან გააკეთოს ნაკრები? აი იაპონიას, რომ უყურებთ ეროვნული სკლუბო დონე ნახეთ იამათი და მერე შეედარეთ. და კიდევ შემადგენლობა ნახეთ იაპონიის - ნახევარ ნაკრები უნატურალიზებული უცხოელები არია. მართლა რა ბნელა თქვენთან თუ როგორ არის?

• ლევანი

რა სტრატეგია, რა ტაქტიკა, რა მომზადება - საშუალო დონის რამდენმე მორაგბე გყავს და მირჩა. ამ მოტამაშემ არ იცის პასი, ბურთის დაჭერა, სირბილის და ა.შ. რა მწვრთელი? აზრზე თუ ხართ საერთოდ, რა პრეტენზეიბი გაქვთ? მოტამშე არ გყავს და მწვრთელთან გაქვთ მოთხოვნები, იმიტომაც გაქვთ შედეგი

• მესხო

მიმაჩნია რომ ჩვენი ნაკრების გამოსვლა ურიგო არაა, რას იზამ თაობათა ცვლა მტკივნეული მაგრამ გარდაუვალი პროცესია, რაც შეეხება მილტონ ჰეიგს მან ბევრი გააკეთა ქართული რეგბისათვის. ჩვენ სათადარიგოთა სკამი სპორტის ყველა სახეობაში მოკლე გვაქვს, ადამიანური რესურსი არ გვყოფნის, თუმცა რასაც მივაღწიეთ ვფიქრობ მისასალმებელია, ქვეყანაში მეტი მოედანი გვჭირდება, მწვრთნელები და სპეციალისტები. ეს კი ყოველივე რეგბის მესვეურებმა ჩემზე კარგად იციან ბუნებრივია. თვალსაჩინოა იაპონიის პროგრესი, ფიზიკური მომზადება შესაშური აქვთ, სისწრაფე, სისწრაფე და წამებში გაფაწყვეტილებების უეცარი მიღება, მოკლედ აწი უკვე კლასი გვჭირდება, მე კი ვიტყოდი ,,ბრავო ჩვენო რეგბისტებო" იშრომეთ და შედეგიც უკეთესი იქნება

• გაგა

იაპონია ნახეთ მეგობრებო პროგრესი რა არის ერთი სიამოვნებაა მათი ყურება რა რაგბის თამაშობენ გადაუარა შოტლანდიას ისინი რეალურად ვითარდებიან არადა რამდენიმე წლის წინ ჩვენი დონის გუნდი იყო თბილისშიც კი მოუგეთ !!! რაგბის ფედერაციავ გაანებეთ ამ პიარს თავი გააკეთეთ ერთი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

• თემო

ეტყობა ზოგიერთი რეალობას მოწყვეტილი ხართ.როდესაც უმაღლესი დონის მორაგბე აღარა გვყავს/გორგოძე და ზირაქა დაბერდნენ/ რომელი მწვრთვნელი გვიშველის.

• aburjga

საინტერესოა, ეს 10 დისლაიქი" ლგბტ პირებმა და მათმა გულშემატკივრებმა დამიწერეს?!

• Best

მადლობა მილტონს და რისთვის ? მოუმზადებელი გუნდისთვის ? დაცვითი სტრატეგია აირჩიაო ხომ არ ღადაობთ რა დაცვითი სტრატეგია ? სპორტი შეგეშალათ მეგობრებო :) რა დაცვითი სტრატეგიაზე ლაპარაკობთ არანაირი სტრატეგია არანაირი ტაქტიკა გუნდი მოუმზადებელი იყო ! ბიჭებმა თავი გაწირეს ინგლისელი კომენტატორი გაოცებას ვერ მალავდა შებოჭვების, რეკორდი მოვხსენით ბიჭებმა !!!! ბიჭებო დიდი მადლობა თქვენ გენაცვალეთ :) მილტონ მადლობა არა ნახვამდის !!!!!!!!!

• იდალგო

იქნებ განმარტოთ ეს ფრიად ლაკონური კომენტარი? ვინ რას თესავს თუ იმკის და ა.შ....

• ვეტერანი მორაგბე

მთავარია ფედერაცია დალაგდეს და ძალიან კარგი მწვრთნელი, დანარჩენს ბიჭები აუცილებლად იზავენ. ამ ორი საკითხის გადაწყვეტაში მოსახლეობაც მიიღებს მონაწილეობას. წესრიგია საჭირო წესრიგიიი

• ddgfdf

საერტოდ მტავარი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ მოგება არ გინდათ და ვინ გითესავთ ამ იდიოტობას გასარკვევია.

• qomagi

არავითარი ირონია - მილტონ, დიდი მადლობა და ნახვამდის!

• კახა ქ.

რაიმე ორდენით რომ დაგვეჯილდოვებინა არ იქნებოდა ურიგო.ნამდვილად ღირსია მელიტონი

• aburjga

მილტონ ჰეიგი - "ის დამოკიდებულება, რომელიც ავსტრალიურმა მედიამ გამოიჩინა, შეიძლება ითქვას, აგდებული და უპატივცემულო იყო." აბა ახლა იმ ხალხისგან, იმათი ჟურნალისტებისაგან, ვინც თავისი ქვეყნის საუკეთესო მორაგბე და ქრისტიანი კაცი ლგბტ პირებისათვის მიუღებელი რაღაც პატარა განცხადების გამო ნაკრებიდან და როგორც ვიცი გუნდიდანც გარიცხეს, აი იმათ რა პატივისცემა უნდა მოთხოვო საქართველოს ნაკრების მიმართ?! სასიხარულოც კი არის თუ უარყოფითად მოგვიხსენიეს!

• aburjga

ისრაელ ფოლაუს (ავსტრალიის ფულბეკი) სკანდალური განცხადებების ისტორია დაიწყო 2017 წელს, როდესაც მოთამაშე ღიად არ ეთანხმებოდა ეროვნული რაგბის კავშირის განცხადებას, რომელიც რეფერენდუმზე პოზიტიურ ხმას მოითხოვდა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ. 2018 წელს, ფოლაუმ გამოაქვეყნა პირველი სკანდალური პოსტი სოციალურ მედიაში, სადაც აღნიშნა, რომ ჰომოსექსუალები "ჯოჯოხეთში დაიწვებიან". შემდეგ ოფიციალური პირები მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებოდნენ. მაგრამ თითქმის ერთი წლის შემდეგ, ისრაელმა კვლავ გაიხსენა რადიკალური შეხედულებები, შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა Instagram- ზე: ”ყურადღება! ყველა ლოთებს, ჰომოსექსუალებს, მრუშებს, მოტყუარებს, ქურდებს, ათეისტებსა და კერპთაყვანისმცემლებს! ჯოჯოხეთი გელოდებათ! მოინანიეთ! მხოლოდ იესო გიშველით. ისინი, ვინც ცოდვაში ცხოვრობენ, დასრულებენ ჯოჯოხეთში, სანამ არ მოინანიებენ. გიყვარდეთ იესო ქრისტე, ის საშუალებას გაძლევთ უარი თქვან თქვენს ცოდვაზე, მოინანიოთ და შეხვიდეთ ღვთის რწმენაში ”- წერდა ფოლაუ აი ამისათვის კაცი, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერეს მორაგბე გააგდეს გუნდიდან. და რაც ყველაზე საწყენია მას მხარი არ დაუჭირეს არც საკუთარი გუნდის წევრმა მორაგბეებმა, არც მსოფლიოს გამოჩენილი მორაგბეებიდან არავინ! სამარცხვინოდ წარმოაჩინეს თავი ყველამ. ამის შემდეგ ვაჟკაცობაზე ნუღარ ილაპარაკებენ!

• Best

მადლობა ბიჭებს თავდადებული ბრძოლისთვის Vern Cotter ნაკრების მწვრთნელად !!!!!!!!

• ბათუმის ფანი

მადლობა მელიტონ!!! რაც შეეხება საფრანგეთში უკეთესად გამოსვლას-იქ ჯერ მოხვედრაა საჭირო

• ბათუმის დინამოს გულშემატკივარი

მოკლედ ორი გამოსავალია, ან უფრო მაღალი დონის შეჯიბრში მივიღოთ მონაწილეობა, ან ფრანჩაიზი ანდა დამოუკიდებელი ტურნირი, საქართველო, სამოა, ფიჯი, რუმინეთი, ტონგა, იაპონია. ან რამოდენიმე ძლიერი ნატურალიზებული მოთამაშე საჭირო პოზიციებზე, მსურველი ნამდვილად იქნება, მითუმეტეს ამ პრაქტიკას ჩვენზე ძლიერი ნაკრებები იყენებენ!

• aburjga

მილტონ ჰეიგს დიდი მადლობა! ძალიან მაგარ ქართველად ჩამოყალიბდა. ნეტავ ეს ადამიანი თავის ოჯახთან ერთად სამუდამოდ საქართველოში დასახლებულიყო! ამაზე უკეთესი მწვრთნელი და უცხოელი პიროვნება ძალიან დიდხანს აღარ გვეღირსება. რაც შეეხება რაგბს, ამის შემდეგ რაც არ უნდა სამწუხაროდ მოგეჩვენოთ ჩემი პროგნოზი, წინსვლის პერსპექტივას ვერ ვხედავ. ის კი არა ვფქრობ მალე გახშირდება წაგებები ისეთ გუნდებთან როგებიცაა: რუმინეთი, ესპანეთი, კანადა, აშშ, ურუგვაი, გერმანია (გერმანიამ რომ ჩათვალოს საჭიროდ 2 წელიწადში ისეთ გუნდს დააყენებენ 6 ერში თანაბრად ითამაშებენ) და სამწუხაროდ რუსეთიც! თუ რეიტინგში ახლა ვართ 10-ეულის მახლობლად, ალბათ 20-ეულის მიდამოებში ვიბრუნებთ. ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე/ გამიხარდება კიდეც! აქვე უნდა შევეხო ლიბერასტების ძალმომრეობას ამ ერთ დროს ვაჟკაცურ სპორტზე. რა სამარცხვინო პოზიციაც დაიკავეს მსოფლიოს რაგბის კავშირმა, ავსტრალიის რაგბის კავშირმა, ავსტრალიელმა მორაგბეებმა მას შემდეგ რაც მსოფლიოს ერთ-ერთმა უძლიერესმა მორაგბემ ავსტარალიის ნაკრების ფულბეკმა ისრაელ ფოლაუმ გააკეთა სჯარო განცხადება რაგბში ჰომოსექსუალიზმის ბაცილის გავრცელების საწინააღმდეგოდ, ამ სპორტს განვითარება არ უწერია. ამის შემდეგ ვაჟკაცმა კაცმა შერკინებაში და რაქში ჩადგომა როგორ უნდა შეძლოს, როცა უკნიდან თავისივე გუნდის მამათმავალი მორაგბე უდგას გამაგრებაზე. წარმოგიდგენიათ რა უხერხული სიტუაცია იქმნება?! ეს ხომ ჩოგბურთი, ფრენბურთი (იქ არ არის მოთამაშეთა შორის უშუაო ფიზიკური კონტაქტი და ამიტომ დავასახელე) არ არის ან საპარიკმახერო?! ჩემი აზრით ყველა ქვეყნის ტრადიციული ორიენტაციის მორაგბეებს საჯაროდ უნდა გამოეხატათ მხარდაჭერა ფოლაუს პოზიციისადმი, იმ ზომამდეც კი, რომ თუ ფოლაუს ჩამოაშორებდნენ რაგბს, უარი ეთქვათ მსოფლიო თასზე ასპარეზობაზე! უბრალოდ ვალდებულებიც კი იყვნენ! ხოლო მსოფლიო რაგბის კავშირმა რაგბის როგორც ვაჟკაცური სპორტის დასამარბა დაასრულა იმით, რომ მსოფლიო თასის ფინალის არბიტრად დანიშნა ნაიჯნელ ოუენსი, რომელიც ამაყობს თავისი ჰოლმოსექსუალობით!

• dato

ამ კომენტარის წერისას ცრემლიც მომეძალა სიმართლე გითხრათ ძლივს დავწერე ქართულ რაგბიში რაღაც ერა დასრულდა გიო ნემსაძის მამუკას და დათო კაჭარავას სახით ასევეა ჩვენებურად რო ვტქვათ ჩვენი მელიტონაც დიდი მადლობა მათ ყველას და არ იქნება გადაჭარბებული თუ ამ ხალხს გაცილებას მოუწყობთ

• Lado

ეს მსოფლიო უკვე ჩავლილია და ავად თუ კარგად ერთი თამაში მაინც მოვიგეთზ ეხლა უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თუ ვინ მოვა ფედერაციის სათავეში და ვის მოიყვანენ მთავარ მწვრთნელად!!! იმედია ეს უქნარა სვანიძე თავისი გუნდით სამუდამოდ ჩამოსცილდება გუნდს თორემ როგორც კულუარებში გაჟღერდა მაიასაშვილის დანიშვნას აპირებს, მწვრთნელის რომელიც რა ნაკრებსაც არ გაეკარა ახალგაზრდულებში თუ ეროვნულში ყველგან ფიასკო განიცადა!!! აი ეს კი კიდევ ერთი დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

• ზვიადი

მადლობა მილტონ . შენ ყველაზე საუკეთესო იყავი

• emigranti

დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებისათვის. მადლობა ჰეიგს, ძალიან დიდი სამუშაო გასწია და წარმატება მომავალ საქმიანობაში.ამ თაობას ხელით თამაშს და მიყოლას და ოფლოუდებს ჰეიგი ვერ ასწავლიდა, ასე რომ ახალგაზრდებმა უნდა გაგვახარონ ამ მხრივ. ამიტომაც გვიჭირს შვიდკაცაში, სადაც სწრაფი, ხელით თამაშია საჭირო.

• გადასარევი გიორგი

წარმატებები მილტონ ჰეიგს :) მადლობა

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები

რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო

მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით

ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები

საქართველო-აშშ. რა ითქვა ნამატჩევს

დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს

"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

საქართველო-გერმანია 50:6 - ცენტურიონი [VIDEO+PHOTO]

რუმინეთთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია

ბელგია-საქართველო 6:31 - გამარჯვებით დავიწყეთ [VIDEO]

დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობაში აირჩიეს

"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]

როვიგო VS ბათუმი - დებიუტი "კონტინენტურ ფარზე"

რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის

რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია

"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]

ესპანეთი-საქართველო 10:20 - მოდუნება არ შეიძლება [VIDEO]

მოედნები კახეთში და პარტნიორი დედოფლისწყაროში

მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს

"რუსეთშიც ვთამაშობდი და ჩემი ყოფილი გუნდიც არის საქართველოში ნამყოფი" - დავით კაჭარავა რუსეთის ნაკრების შესაძლო შეკრებაზე საქართველოში კომენტარს აკეთებს

"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს