ქართულმა გუნდმა „ქუთაისმა“, რომელმაც 4 ივლისს, თბილისში გამართულ GeoLite Quest 2026-ზე გამარჯვებით ათენის ჩელენჯერის საგზური მოიპოვა, საბერძნეთში გამართულ აღნიშნულ ტურნირზე იასპარეზა. ტურნირს ათენის ლეგენდარულმა პანათინაიკოსის ისტორიულმა სტადიონმა უმასპინძლა — სწორედ აქ ჩატარდა 1896 წელს პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები. ეს გახლავთ მსოფლიოში ერთადერთი სტადიონი, რომელიც მთლიანად თეთრი მარმარილოთია აგებული.

ტურნირზე თავი მოიყარა 16-მა ძლიერმა გუნდმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: სერბეთიდან, ნიდერლანდებიდან, ესპანეთიდან, აშშ-იდან, ბრაზილიიდან, იაპონიიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, დიდი ბრიტანეთიდან, მალაიზიიდან და ისრაელიდან. ჩვენი გუნდის ღირსებას გიორგი ბართია, ვაჩე ფარულავა, ნიკოლოზ შერაზადიშვილი და ზურაბ შერაზადიშვილი იცავდნენ.

შეკრებილი 16 გუნდიდან ძირითად ბადეში 12 უნდა მოხვედრილიყო, შესაბამისად, ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდებს საკვალიფიკაციო მატჩები ერგოთ. „ქუთაისს“ სწორედ საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოუწია ტურნირში ჩაბმა და ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე ორი შეხვედრა გამართა.

ქართულმა გუნდმა ორივე მატჩში ბოლომდე იბრძოლა, თუმცა უმძიმეს ორთაბრძოლებში დამარცხდა: პირველი შეხვედრა „ქუთაისმა“ ლიეტუვის „აკადემიასთან“ 17:20 დათმო, ხოლო მეორე მატჩში მალაიზიურ „კუალა ლუმპურს“ დაუპირისპირდა და ბოლო წამზე — 18:19 დამარცხდა. შესაბამისად, „ქუთაისი“ ჯგუფურ ეტაპზე ვერ გადავიდა და ათენის ჩელენჯერზე ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპზევე დაასრულა.

GBF

დდდ
სპორტის სახეობაც მიგეთითებინათ, ისე გაკვრით...
ირინა შეიკს 11 წლით ახალგაზრდა სპორტსმენთან რომანი აქვს
ქართველი არბიტრის ტრიუმფალური ზაფხული: მარინა შალამბერიძემ ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე ფინალში იმსაჯა
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"როდესაც "მილანში" მუშაობ, ტიტულისთვის უნდა იბრძოლო" - ამორიმმა "როსონერის" ფანები დააიმედა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ფილიპ კოსტიჩი კარიერას ერედივიონში განაგრძობს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა