ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში საასპარეზოდ გაემგზავრა “საქართველო 2006”. ეს გახლავთ 14-წლამდელთა ჩემპიონატში მოასპარეზე პერსპექტიული მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს.

18-20 ოქტომბერს “საქართველო 2005” ევროპის 15-წლამდელთა ლიგაში ასპარეზობდა, დღეიდან კი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში სტარტი აიღო 14-წლამდელთა ტურნირმა. პირველი წრის ფარგლებში “საქართველო 2006” ტალინში 5 მატჩს გამართავს. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი მატჩი უკვე ჩაატარა. ქართველებმა სანკტ-პეტერბურგის “ცენტრალნაია” 85:28 გაანადგურეს. ჩვენს გუნდში 17 ქულით და 7 მოხსნით ბომბარდირი გახდა ნიკოლოზ აბულაძე. 15 ქულით, 12 მოხსნი, 6 პასითა და 4 ჩაჭრით ყველაზე შედეგიანი იყო გოგიტა ბუკია. 13 ქულით და 7 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ლუკა ისაკაძემ.

საქართველო 2006 დღეს კიდევ ერთ მატჩს გამართავს. პირველი წრის დარჩენილი მატჩების სრული კალენდარი კი ასე გამოიყურება:

25 ოქტომბერი, 18:00 – ადმირალტეისკაია (რუსეთი) v საქართველო 2006

26 ოქტომბერი, 12:30 – საქართველო 2006 v გლორია (რუსეთი)

26 ოქტომბერი, 18:00 – სპარსი (ლატვია) v საქართველო 2006

27 ოქტომბერი, 12:30 – საქართველო 2006 v ტტუ (ესტონეთი)

“საქართველო 2006” ტალინში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

ლუკა კოტლიარევსკი, ნიკოლოზ ფუტურიძე, ბექა მაჭავარიანი, ლუკა ახვლედიანი, გურამ ცხადაძე, ალექსანდრე მგელაძე, ნიკოლოზ აბულაძე, ლუკა ისაკაძე, ლუკა მუჯირიშვილი, გოგიტა ბუკია, ნიკოლოზ ბერძენიშვილი, ლუკა ბარბაქაძე.

მთავარი მწვრთნელი: ირაკლი ჩერქეზიშვილი

აღნიშნულ ასაკში სასელექციო მუშაობას მწვრთნელები გააგრძელებენ და ევროპის ლიგის მომდევნო წრეებში ქართული გუნდის შემადგენლობა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გადახალისდება, რათა უფრო მეტ მოზარდს მიეცეს საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების მაღალ დონეზე წარმოჩნის შესაძლებლობა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა