დასრულდა ევროპის ახალგაზრდული ლიგის პირველი წრე, რომელსაც ლიეტუვის დედაქალაქმა ვილნიუსმა უმასპინძლა. აღნიშნული ტურნირის 16-წლამდელთა კატეგორიაში 2 ქართული გუნდი ასპარეზობს – “საქართველო 2006” და კლუბი “ვინგსი”.

"საქართველო 2006"-ს ირაკლი ჩერქეზიშვილი წვრთნის და ის ქართული გუნდების პერსპექტიული მოთამაშეებისგანაა დაკომპლექტებული. რაც შეეხება “ვინგსს”, ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილი გუნდი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტურნირებში და მათ შორის, ევროპის ლიგაშიც.

ქართულ გუნდებს ვილნიუსში განსხვავებული ბადე ჰქონდათ და ერთმანეთს არ შეხვედრიან. "საქართველო 2006"-მა 5 მატჩიდან 2 მოიგო. პირველ დღეს თითო მოგება-წაგების შემდეგ ჩერქეზიშვილის გუნდმა 2 შეხვედრა დათმო – “ცმოკი-მინსკთან” 51:80 და შემდეგ “ვილნიუს KM-2005”-თან 62:66. ტურის დასკვნით დღეს, 19 დეკემბერს, ჩერქეზიშვილის გუნდმა “ვილნიუს KM-05” იოლად – 63:45 დაამარცხა.

რაც შეეხება “ვინგსს”, ბურჯანაძის გუნდმა 5-დან 3 მატჩი მოიგო. პირველ დღეს თითო მოგებისა და წაგების შემდეგ ვინგსელებმა უკრაინის 1 წლით უმცროსი ასაკის ნაკრებს 52:45 აჯობეს, “ვილნიუს KM"-თან კი შანსი არ ჰქონიათ – 32:80. პირველ წრის დასკვნით მატჩში ბურჯანაძის გუნდმა “ლუქსემბურგს” 51:35 მოუგო და მიმდინარე ცხრილში ბელარუსული “ცმოკი-მინსკის” შემდეგ მე-2 ადგილზეა. უშუალოდ პირველი ტურის საპრიზო ადგილებიც გათამაშდა, რომელსაც “ვინგსი” შესწვდა. ბურჯანაძის გუნდმა მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა.

მე-2 წრის მატჩები 27-30 იანვარს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება, სადაც თითოეული ჩვენი გუნდი 5 მატჩს გამართავს. მე-3 წრე კი პოლონურ გდინიაში, 2022 წლის 3-6 მარტსაა დაგეგმილი.

GBF.GE

მაიკლ ჯორდანი და სუნ ძის "ომის ხელოვნება" - იდეა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
ქუთაისმა ათენის 3×3 ჩელენჯერზე იასპარეზა | 2 მარცხი უმძიმეს ბრძოლაში
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
საქართველოს U16 ნაკრებმა და კლუბმა "ვინგსმა" ევროპის ლიგის მეორე წრე წაუგებლად დაასრულეს
საქართველოს U16 ნაკრებმა და "ვინგსმა" ევროპის ლიგაზე კიდევ 2-2 მატჩი მოიგეს
ბალტიის U13 ლიგის ქართულ ფინალში “ვინგსმა” “თბილისი ბასკეტი” დაამარცხა
"საქართველო 2006" ევროპის ლიგაში რუსული გუნდის ძლევით ჩაერთო
საქართველოს U16 ნაკრებმა და კლუბმა "ვინგსმა" ევროპის ლიგის მეორე წრე 2-2 გამარჯვებით დაიწყეს