"ჩიხურასთან" ნამატჩევს (0:2) მსაჯობით უკმაყოფილო ბათუმის "დინამოს" მფლობელმა არჩილ ბერიძემ განაცხადა, რომ ქართულ ფეხბურთსა და კლუბს სავარაუდოდ დატოვებდა. თუმცა, შემდეგ გამოცემა "ბათუმელებს" განუცხადა, რომ წასვლას არ აპირებს:

"არაფერი გადაწყვეტილება არ მიმიღია. ხვალ ჩავნიშნეთ 1-ელ საათზე პრესკონფერენცია და ვიტყვით ყველაფერს. ვიტყვით დღევანდელი თამაშის შესახებ, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, რა იყო… მაგრამ ამით ბათუმის "დინამოს" წარმატებას, ბათუმის "დინამოს" განვითარებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, დამიჯერეთ.

ხვალ გავაკეთებ განცხადებას ამ თამაშზე. თუ როგორ არ შეიძლება ასე ტარდებოდეს საქართველოს ჩემპიონატში თამაშები. მით უფრო მაშინ, როცა გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის. არ შეიძლება ერთმა ნაძირალამ გადააყოლოს გუნდის განვითარებას, ფედერაციის წინსვლას და ამდენ გაკეთებულ საქმეს ყველაფერი.

ერთმა ნაძირალამ არ უნდა მოკლას ქართული ფეხბურთი. არავინ არ აპატიებს ამ პატარა ბიჭს ამას, რომ ქართული ფეხბურთის და ბათუმის "დინამოს" წარმატება მის ხელში დარჩეს და დამიჯერეთ არ დარჩება.

დღეს მას არ მოსვლია ეს შეცდომით. ყველაფერი გააკეთა გამიზნულად - იმისთვის, რომ "დინამოს" წინსვლისთვის ხელი შეეშალა. აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა გამიზნულად. შემიძლია დავჯდე და ნებისმიერ ექსპერტს ავუხსნა, ვისაც პრეტენზია ექნება იმაზე და იტყვის, რომ ეს გამიზნულად არ გაუკეთებია."

ინტერვიუს სრული ვერსია ამ ბმულზე იხილეთ

ბეგო
ეს შემთხვევა პირველი არაა ქართულ ფეხბურთში და არც უკანასკნელი,კიდევ უამრავი იქნება მსაჯის შეცდომები განზრახ თუ უნებლიეთ,ვიღაცა წავა , ვიღაცა დაეჩება,30 წელი დაჭირდა თბილისურ დინამოს,იმ ქვეყნის ჩემპიონი გამხდარიყო,რომელიც აღარ არსებობს.თუ ბათუმი ჩემპიონი ვერ გახდება ეს ტრაგედია არ უნდა იყოს,არც იგი იქნება ტრაგედია თუ თბილისის დინამო გავარდება ლიგა 1-დან ლიგა 2-ში,თუკი დაიშლება ქუთაისის ტორპედო,ყოველთვის მოიძებნება ისეთი გუნდები რომლებიც მათ ჩაანაცვლებს და ასე განვითარდება ქართული ფეხბურთი.
ქობულეთელი
ბატონ ბერიძეს მივმართავ თხოვნით როგორც ბათუმის დინამოს და ზოგადად ქართული ფეხბურთის ქომაგი,რაც თქვენ გააკეთეთ ბათუმის დინამოსათვის,ბათუმელი გულშემატკივრისათვის და ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის უპრეცენდენტოა.ამისათვის ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მინდა გთხოვოთ რომ ნუ წახვალთ,ასე ახლოს ბათუმი არასოდეს ყოფილა ჩემპიონობასთან.ჯერ დაკარგული არაფერია.დარწმუნებული ვარ ბათუმის დინამოს ფეხბურთელებიც დარჩენილ მატჩებს განსაკუთრებული მონდომებით ჩაატარებენ და ქულათა მაქსიმუმს ავიღებთ.წინ დიდი სიხარული გველის.მსაჯებიანად უნდა დავამარცხოთ მოწინააღმდეგენი,ჩვენ ეს შეგვიძლია. წინ ბათუმის დინამო!!!
Qutaiseli
მსაჯები რო სულ დინამოს უდგებიან ეხმარებიან და ყოველი სადავო მომენტი დინამოს სასარგებლოთ წყტდება ეს რო ვერ დაინახო ბრმა უნდა იყო ან დინამოს ბალეშიკი მთელ საქართველოს ეზარება დინამო იმიტომ რო ან მსაჯებს ყიდულობდა ან ფედერაციას ან კიდე გუნდს და უწვებოდა ეგაა რეალობა და საქარველოს ყველაზე მეტი ბინძური გუნდია თქვენი დინამო თბილისი თავისი პრეზიდენტით
Vasili
მთელ საქართველოს უხარია ბათუმში ასეთი სტადიონი რომ შენდება, გუნდი რომ ბრძოლისუნარიანია ამას ყველა ვხედავთ, გეგუჩაძე ჩვენ ჩემპიონატის დონეზე ერთერთი ყველაზე წარმატებული და ავტორიტეტული მწვრთნელია!! ფედერაციამ უნდა გააკონტროლოს მსაჯებიც! თუკი რომელიმე ფეხბურთელმა თამაშის გარიგებაში მიიღო მონაწილეობა, მაშინ ამ ლიგიკით რა გარანტია გვაქ რო ეს მსაჯები არ არიან ამ გარიგებების მონაწილეები? / გუშინ როგორც კი შევხედე თამაშს პირველ რიგში მოედანი მდგონარეობა მომხვდა თვალში, რა აყო ეს? საქონელი არ იკადრებდა მანდ ჩლიქის დადგმას!!!! ეს ჩემპიონატის პრესტიჟს არ ლახაავს? ასეთ მოედანზე თამაში? რატო დართო ნება ჩუხურას ამ მოედანზე რომ ეთამაშა? მე მახსოვს მოედნის დაბალი ხარისხის გამო ფედერაციამ წარსულში აუკრძალა ბევრ გუნდს თამაში, და ის მოედნები ამ მოედანს 100 თავით ჯობდა!!! აი ეს იყო დანაშაული ფედერაციის მხრიდან! მოედანზე რო ბალახი არააა, იმ მიედანზე ფეხბურთი არ უნდა ათამაშო!! ბოლოსდაბოლოს ბურთი ხომ უნდა გააგორო, ეს მინდვირის ფეხბურთია და მე გუშინ მანდ მინდორი ვერსად დავინახე!!! დისკვალიფუკაცია უნდა მაგ მოედანს! ეს იქნება სამართლიანი! და კიდევ ბერიძეს მინდა მივმართო , ქვეყნის ღალატის ტოლფასი იქნება ახლა ბათუმის მიტოვება! პირველ რიგში დინამოს ფანებისთვის და მერე მთელი ქართველი გულშემატკივარისთის !!!!
ჯ.ს.
აქ ერთი ფერხბურთმცოდენე რო იძახის 2-0 წააგო ბათუმმაო, სამართლიანი მსაჯობა რო ყოფილიყო 64-ე წუთზე 0-2 რო იქნებოდა მერე გენახა ვინ რა ანგარიშით წააგებდა, თუ ფეხბურთის რამე გაეგება ადამიანს ეს უნდა იცოდეს. გარდა ამისა რამდენჯერ მინახია ავტობუსში 50 თეთრს რო არ იხდიან ტიპები, სტადიონზე წასვლას და 2 ლარის გადახდას რო თავი დავანებოთ, საერთოდ ძალიან პრეტენზიები რო აქვთ ხოლმე ადამიანებს თვითონ 1 ლარი თუ გაუციათ ოდესმე რომელიმე სახალხო საქმისთვის ძალიან საინტერესოა. ადამიანს უკვე დახარჯული აქვს რამდენიმე ათასი და უნამუსობაზე პრეტენზიაც არ გამოთქვას. ბერიძეს რაც შეეხება რა თქმა უნდა უნდა დარჩენილიყო და ბოლომდე უნდა იბრძოლოს ბათუმელებთან და თავის გუნდთან ერთად რა თქმა უნდა. უნდა გაუძლოს ასეთ გამოწვევებსაც და ხანგრძლივ ვადაში წარმატებების მიღწევა უნდა გათვალოს და შეძლოს.
alexandre (Tbilisis dinamos da torpedos gulSematkivari)
გულდასმით წავიკითხე ყველა კომენტარი. ყველას ყველაფერში ვერ დავეთანხმები. დღევანდელ დღეს შიშით ვხვდებოდი. 1 საათის პრესკოფერენციის მეშინოდა. დიახაც რომ. ნამდვილად არ მინდა ბათუმის დაშლა, ბერიძის გუნდიდან წასვლა. წავიკითხე კომენტარები და ცოტა შემეცოდა კიდეც არჩილი. თქვენ მართლები ხართ, ბავშვივით გაბუტვა არ შეიძლება, მაგრამ... აპა წარმოიდგინეთ, 81-ში ფეიენორდთან რომ გამოვარდნილიყავით (ვაღიაროთ, ასეთი მსაჯობა მეტი არავის უნახავს). მთლიანად იცვლება ჩვენი მენტალიტეტი, ფასეულობები, ფეხბურთის აღთქმაც. 50-იან წლებში მოპოვებული ჩემპიონობა წაგვართვეს, თავიდან გვათამაშეს მოსკოვში დამარცხებულ ტორპედოსთან. ჩვენებმა ფეხი აღარ გაანძრიეს, უბრძოლველად წააგეს, ამბობენ ტორპედომაც აღარ ითამაშა, თორემ ანგარიში უპრეცენდენტო იქნებოდაო (ვთქვათ 30-0). მე რატომ ვიხსენებ ამას? იმიტომ რომ ყველა გულშემატკივარმა იცის დინამოს შემადგენლობა 1964, 1976 და 1981 წლების. იმ წლის კი, მე პირადად, 4-5 გვარი თუ მახსოვს (წაკითხული, თორემ დაბადებულიც არ ვიყავი). ჰო და 80-წლიანებიც ასევე იქნებოდნენ და დღევანდელ თაობას, ჰა-ჰა ყიფიანი და ჩივაძე ცოდნოდათ. ასე რომ, ჩემთვის გასაგებია ბერიძეს პირველი რეაქცია. ამიტომაც მადლობა მას: 1. ამდენი რომ გააკეთა ბათუმის ფეხბურთისთვის; 2. ასე სწრაფად გონზე რომ მოვიდა და პირველი გულისწყრომა გადალახა; 3.მომავლისთვის, მაგალითისთვის. გაიხარეთ. წარმატებებს გისურვებ, ბ-ნო არჩილ. და მთელ ქართულ ფეხბურთს და საქართველოს.
ნოდიკო
ეს კაცი ჯერ არ მოსულა და სად გარბის?ეს ფეხბურთია ჩემო ბატონო და, უნდა ვიცოდეთ,ასეა მთელ მსოფლიოში./მიუხედავად იმისა რომ აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ რომ პენალტი იყო/მაინც რა ხდება?მეოთხე თამაშია საჩემპიონო ამბიციების გუნდი თამაშს ვერ იგებს და კიდევ ჩვენ ვიბუტებით?.უმჯობესი ხომ არ იქნება თავი შევიკავოთ ამბიციებისაგან, სწორად შევაფასოთ სიტუაცია და შესაბამისი დასკვნები გამოტანოთ.მე პირადად /ქართლელი კაცი/ ბათუმის გულშემატკივარი ვარ და მისი ჩემპიონობა მინდა
Amiko
90-bolos kargi gundi yavda dinamos.shekiladze.maxaradze.mumu.tuxa.togonidze.mashinac bolo turebsji daicagra dinamo.samwuxaro degaviu.
martlaaa
რატოა რომ ყოველთვის, ყველგან და ყველანი მსაჯს აბრალებენ? თან სპეციალურად შეცდაო. ამას სხვაგვარად ქვია შანტაჟი. წავალ, მოვალ, ფულს არ გადავიხდი, სიმართლეს ვიტყვი-დარწმუბნებული ვარ სხვა ჭიჭი მიჭი ქვეყნებშიც იგივე ხდება. საბურთალოც ეგრე აწვებოდა მსაჯს, დინამო თბ-ს თამაშზე. ჰოდა მე ვნახე განხილვა-გარჩევა, მაგრა ჩალიჩობდნენ ჟურნალისტები მაგრამ მსაჯმა დაუმტკიცა რომ ყველაფერი სწორად იყო. ხოლო მერე საერთოდ აღმოჩნდა რომ დინამოს გოლი არ ჩაუთვალეს. ასე რომ ეს ლაილაია. დინამოს ქომაგები უბრალოდ არ ყვირიან, ამიტომაც ვისაც არ ეზარება ყველა დინამოს აბრალებს. მარტივი კითხვაა: რამდენი წელია დინამო თბილისი ჩემპიონი არ ყოფილა? ჰოდა მსაჯები რომ ეხმარებოდნენ, მაშინ როგორ იქნებოდა?
რომა
სიმინდის ყანაში რომ გვათამაშეს ხარისხი როგორ უნდა ეჩვემებინა გუმდს. ფედერაციამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ასეთ საკითხებს....
რომანა
საკამათო ეპიზოდისთვის არ მიყურებია და ვერ შევაფასებ. ბოლოსკენ ჩავრთე თამაში და მეორე გოლი რომ გაუშვა ბათუმის დინამომ, ასეთი გოლი არათუ ჩემპიონობისთვის მებრძოლმა გუნდმა, თავმოყვარე გუნდა არ უნდა გაუშვას. რამოდენიმეჯერ უყურეთ მაგ გოლს და იქნებ თქვენშიც ეძებოთ პრობლემა?
კახა ქ.
ასე არ შეიძლება,გუნდმა წააგო(თუ წააგებინეს)და ტიპმა გადავდგებიო.ეს ფეხბურთია და ისეთი რამეები ხდება რომ.... ისე მე რომ მკითხო ეგ თამაში ეგეთი მდგომარეობის საფარზე საერთოდ არ უნდა ჩატარებულიყო.მარა სასწაული გოლი გაიტანა მეორე საჩხერემ.ლამის მთელი დაცვა გააბითურა.ასე რომ თამაშის ხარისხის განვითარებაზე იფიქრეთ თუ ჩემპიონობაზე პრეტენზია გაქვთ და არა იმაზე--ეს არ მოგვცეს,ის არ დაგვიდეს.
misa
ეს კარგი გასაგებია. პატარა ბავშვივით საუბრობს.ხელი იყო პენალტი იყო.წითელი უნდა მიეცა მაგრამ არ მიცა.ერთი ის რომ ესეთი ციცი ნათელა მეპატრონოები არიან რო ერთი წელი ჰა 2 წელი და მერე ქრებიან.არანაირი პპროგრამა არ აქვს.მოვიდა ჩემპიონი თუ ვერ გავხდები წავედიო.იმის მაგივრად უფრო გავათმაგებთ ჩვენ შრომას როო თკვა და ვერც მსაჯი და ვერც მინდორი ვერაფერს ვერ გვიზავს რო ეთქვა.იმის მაგივრად გაიბუტა.რომც გახდეს ჩემპიონი მაინც წავა უპროგრამო ენთუზიაზმზე აიყვანა გუნდი.არა შორს მიმავალი ხედვები.საქართველოში გუნდის შენახვა ძვირი ჯდება.ასე რომ იქ თაგლითი ჩახავა აქ ეს ბუტია.არ შეიზლება.უნდა დადოს ამანაც და სხვა პროგრამა ბანკში გარანტიები.სანამ გუნდს ჩაბარებთ ვინმეს.ქუთაიში ხო დაგვირგვინა იმ სიაფანდმა..მოვიდა წაიგო და წავიდა.ეხლა ბერიკიეზეც მინდა ვტკვა ანუ ბერიკიე შუკაკიძეზე.ანდრე როო იქაცებოდა მსაჯებისკენ.ეხლა რატომ არ ამოიგო ხმა მსჯი კარგად გვარიანად დაგვეხმარაო.რატომ იტყვის მამენტ:)))ჩვენტან ფეხბურთი მოყვარულის დონეზე გაიგეთ ეს,არიან GFF დან დაწყებული პიარში.მორჩა!! გამონათებები იქნება მიგწევები არ იქნება ამ მიდგომით.გმერთმა ქნას ვცდებოდე
გიორგი გორგაძე
მინდვრის საფარის შესაბამისი არის მსაჯობაც და სხვა ყველაფერი. P.S. მე უკვე ალბათ ათმაგად ნაკლებ დროს ვყოფ ამ ვებგვერდზე, ამათი აუტანელი ვენდის რეკლამების გამო ყველა წამში. ესე უნამუსოდ რეკლამის შეტენვა ყველა გადატვირთვაზე მე არსად მინახავს
akaki
ეს ჯერ არ მოსულა და უკვე მუქარაზე გადადის კლუბიდან წავალო, ეს რომ ფულს დახარჯავს მერე რას იზამს ხომ წარმომიდგენია, დროზე ჯობია შეეშვას თუ ასე აპირებს გაგრძელებას, თუ არა და მაშინ კლუბის განვითარებაზე იფიქრე, მის გაძლიერებაზე და ჩამოყალიბებაზე, ეგრე სადაა მოვედი ჩემპიონობა მინდა მსაჯებმა ''დაგვწვენ''ხელს გვიშლიან ჩემპიონობაში და აღარ მინდა ფეხბურთიო ! ნეტავ მარტო ფეხბურთში ხდებოდეს უსამართლობა, ცილისწამება,ბოროტება,შური,ბოღმა რავიცი კიდევ რამდენი უბედურებააა, გაუძელი ჯიგარო გაუძელი, მყარად და სიყვარულით,ფეხბურთის სიყვარულით,ქალაქის სიყვარულით, დინამოს სიყვარულით, ქართველების სიყვარულით და გახარებით, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქალაქის და რეგიონის გუნდი იქნება, ქართული გუნდის წარმატება ჩემთვის ნაკრების წარმატების ტოლფასია, ამათზე ზემოთ მხოლოდ ტორპედოა ჩემთვის, იმხელა სიამოვნებას რაც შეუძლია ტორპედოს მომანიჭოს ფეხბურთში წარმატებით, იმხელა დოზით იასნა ვერა, მაგრამ ძალიან დიდი სიხარული იქნება, ნებისმიერი ქართული კლუბის კარგი თამაში ევროპაზე, ან ნაკრების გასვლა ევრო-მსოფლიო ჩემპიონატზე და იქ თავის გამოჩენა. არ მშურს რომელიმე ქართული გუნდის მყარად ფეხზე დადგომა,ჩემია, ოღონდ ტორპედო კიდევ უფრო ჩემია , ბავშვობის(ტრუსიკის) ძმაკაცს, და ასევე საუკეთესო ძმაკაცს შორის მაინც არის რაღაც სხვაობა, ეეე ისეთი სხვაობაა ფეხბურთში ჩემთვის ტორპედო და ქართული კლუბები, ნაკრები
barsa
პირდაპირ ტქვი თუ მაგარი ხარ რო რომა ფიფია ცდილობს ბათუმის განვითარებას ხელი შეუშალოსთქო
s..s
რაო ვერ რისკავ რო თქვა დინამოს სასარგებლოდ შეცდაო? ეს მაინც არ გაჩერდება ბათუმში დიდი ხანი!რა 49 მილიონიანი ინვესტიცია რო ამბობდა, ერთი ჩვეულებრივი უპრინციპო კაცია. ბუტია კაცი!
ზაზა
ეს ვენდის რეკლამა მოაცილეთ და საიტის მომხმარებელს პატივი ეცით თვალებში რო თხრით ამ საზიზღარ რეკლამას. ხო შეიძლება სხვა ფორმატით დადოთ, ხალხს ნუ შეაძულებთ ამ საიტზე შემოსვლას
Simartle
რამისი რა უნდა გამიკვირდეს დვალიშვილი გოლს რო ვერ იტანს მსაჯის ბრალი ყოფილა და ორ გოლს რო გუნდი უშვებს ეგაც მსაჯის ბრალია .მსაჯს თავი დანებეთ დინამო თბილისის ბრალი ყოფილა რა მდაბიო აზროვნება უნდა ქონდეს ადამიანს რო თბილისი გძულდეს
Batumi
ესეთ ხალხს მორალი და პრინციპები სად აქვთ.
დიდგორელი!
გადავდექი, არგადავდექი არ გვაინტერესებს. უთხარი სიმართლე საზოგადოებას რა ხდება, კლუბის მენეჯერი თიმეიჯერივით არ უნდა იქცეოდეს!
odala
რა არასერიოზული ხალხი ხართ რა :(( მაგას ნაღდად ჯობდა წასულიყავი. ასეთი ხალხი ფულს როგორ შოულობს?? ელემენტარული პრინციპულობა და თანმიმდევრულობა არ სჭირდება განმეორებად წარმატებას/შემოსავალს/ფულის შოვნას? თუ ერთხელ გაუმრთლათ და იმას ხარჯავენ? :))
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
არჩილ ბერიძე: ფული ჩვენთვის არასოდეს ყოფილა გადამწყვეტი მნიშვნელობის
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს საფეხბურთო საქმიანობა 2 წლით აეკრძალა
4-მა ქართულმა კლუბმა უეფასგან ჯამში 159 416 ევრო მიიღო
არჩილ ბერიძე: გეგუჩაძის წვლილი განუზომელია - ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება
"ხვიჩასთან დაკავშირებით ერთი ოცნება ნამდვილად მაქვს, დე ლაურენტისს მინდა ვუთხრა, რომ..." - ბერიძემ "კვარას" შესახებ ისაუბრა
არჩილ ბერიძე: შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტი: რამდენიმე ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვას ვცდილობთ
აზაროვის და დავითაშვილის "დინამოდან" წასვლა დადასტურდა - რა ტრანფერებსა და ლეგიონერების ჩამოყვანას აანონსებს არჩილ ბერიძე ბათუმურ გუნდში