8 ნოემბერს, გლდანში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დაწყების ცერემონია გაიმართა.

საფეხბურთო ცენტრის საძირკველში სიმბოლური კაფსულა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, გლდანის რაიონის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან და მაჟორიტარი დეპუტატთან, ოთარ გრიგოლიასთან ერთად ჩაუშვეს.

ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: "ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თბილისის ყველა უბანში მსგავსი პროექტი გავახორციელოთ. მორიგ ასეთ კომპლექსს გლდანში ვაშენებთ და გარწმუნებთ, რომ მომავალში კიდევ მრავალს ასეთ პროექტს დავაანონსებთ. ეს ინფრასტრუქტურა პირველ რიგში ბავშვთა ფეხბურთს მოემსახურება. ჩვენ ამით ადგილზე არსებულ საფეხბურთო სკოლებს საშუალებას ვაძლევთ, რომ სრულიად უსასყიდლოდ გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლონ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საფეხბურთო კომპლექსების ასაშენებლად საჭირო თანხა ფიფასა და უეფას სხვადასხვა პროექტებიდან მოვიძიეთ. მოხარულები ვართ, რომ თბილისის მერი კახა კალაძე და თბილისი საკრებულო მხარში უდგას ამ პროექტს.

ვარკეთილში მდებარე ახალი საფეხბურთო კომპლექსი მიმდინარე თვის ბოლოს გაიხსნება. რაც შეეხება გლდანს, მისი დასრულება მომავალ წელს იგეგემება."

მშენებლობის დაწყების ღონისძიებას სფფ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და გენერალური მდივანი, დავით მუჯირი დაესწრნენ.

გლდანის საფეხბურთო ცენტრის პროექტის ფარგლებში ადგილზე ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედანი მოეწყობა, ასევე დამონტაჟდება მოედნის 230-250 ლუქსიანი განათება, ორას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და ადმინისტრაციული შენობა.

საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დასრულება 2020 წელს იგეგმება. სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

ddgfdf
ერთი მოედანი დატრიბუნები. ტრიბუნები რაში უნდა გამოიყენონ ნარდი ითამაშოN? თუ საფეხბურთო სკოლაა.
DAVE
ეგრე რა :) ეხლა კარგები ხართ. უბრალოდ მეორე უკიდურესობაა, კარგი რამ ხდება ბოღმა ხალხმა არ იცის რა დაწეროს და კომენტარი ექნება ცოტა :)
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა