მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რეკომენდაცია გასცა, უახლოესი 4 წლის მანძილზე რუსეთს ყველა საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა აუკრძალონ. საკითხი 9 დეკემბერს, WADA-ს აღმასკომზე განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

მოხსენებაში აგრეთვე იტყობინებიან, რომ აუცილებელია, რუს ჩინოვნიკებს აეკრძალოთ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება და რუსეთს აეკრძალოს ნებისმიერი

ტურნირის მასპინძლობა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს, 27 ნოემბერს, პეტერბურგში უეფას პრეზიდენტ ალეკსანდერ ჩეფერინს შეხვდება და იქ გაირკვევა რუსეთის ბედი.

როგორც მოგეხსენებათ, ევრო 2020-ის ერთ-ერთი მასპინძელი რუსეთის ქალაქი სანქტ-პეტერბურგია, რომლის "კრესტოვსკის სტადიონს" (64 468 მაყურებელი) ჯგუფური ეტაპისა და მეოთხედფინალისთვის უნდა ემასპინძლა.

რუსეთის ჩანაცვლებაზე პრეტენზია უელსმა გამოთქვა, რომელიც უეფასთვის "მილენიუმის" სტადიონის შეთავაზებას აპირებს (74 500 მაყურებელი). აღსანიშნავია ისიც, რომ უელსს მასპინძლობაზე მანამდეც ჰქონდა განაცხადი შეტანილი და უეფასგან უარი მიიღო. ეს სტადიონი კი, ძირითადად, სარაგბო თამაშებისთვის გამოიყენება, ფეხბურთს "კარდიფ სითის" 30 000-იან სტადიონზე თამაშობენ.

და თუ პეტრე დიდის ნაშენები ქალაქი დოპინგ-სკანდალის გამო უარს მიიღებს, რატომ არ შეიძლება, რომ უეფას თბილისი და "დინამო არენა" შევთავაზოთ? ჩვენ უეფას მიერ ორგანიზებულ ტურნირებში თავი არ შეგვირცხვენია. ამავდროულად, გვაქვს შანსი, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ.

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მიღებაზე საუბარი ადრეც იყო, ჯერ კიდევ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დროს, რომელიც ილჰამ ალიევთან ერთად საქართველო-აზერბაიჯანის შეთავაზებას აპირებდა მასპინძელ ქვეყნად. საბოლოოდ საქართველო და აზერბაიჯანი ვერ შეთანხმდნენ, შემდეგ კი დამოუკიდებლად ვგეგმავდით განაცხადის შეტანას.

თუმცა უეფამ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი საიუბილეო გამოაცხადა და მისი 12 ქალაქში ჩატარება განიზრახა. ბოლოს კი ისე მოხდა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოულოდნელად განაცხადი საერთოდ არ შეიტანა და ასე გაუშვა თბილისმა მასპინძლობის შანსი.

"დინამო არენა", ევროპის 2020 წლის მასპინძელ სტადიონებთან შედარებით, 4-ზე დიდია და 3 სტადიონთან მიმართებაში თანაბარი ზომისაა.

ევრო 2020-ის მასპინძელი ქალაქებია: კოპენჰაგენი, დუბლინი, გლაზგო, ბოლბაო, ამსტერდამი, ბუქარესტი, ბუდაპეშტი, ბაქო, რომი, მიუნხენი, ლონდონი და სანქტ-პეტერბურგი.

გივი-გია
ცოტა ჭკუას რომ მოვუხმოთ და თავი შევიკავოთ,არა-ვერა?!
ჯერი
ბაქოში ხომ ტარდება და ეხლა კიდე თბილისს ვიღა ჩასვამს. კიდე ბარემ გორი და ბათუმიც მოვითხოვოთ.
Hmm
ოლიმპიადაზე ჰიმნის და დრიშის გარეშე გაუშვეს
ლევანი
მმ-მორიგი მარაზმი.
არტაგი
იმაზე დავხარჯოთ ძალა, რომ მარტში როგორმე მოვუგოთ ბელარუსს და შემდგომს!!...იქნებ აგვისრულდეს ევროპირველობაზე მოხვედრის ნატვრა!!...სხვა ყველაფერი ზედმეტია!!...
ქომაგი
გეთანხმები მხოლოთდამხოლოდ აზერბაიჯანთან ერთად არის შესაძლებელი მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატს რომ ვიმასპინძლოთ.6 ქალაქში ,თბილისი ბათუმი ქუთაისი ან რუსთავი და აზერბაიჯანიდანაც 3 ქალაქი. ამ შემთხვევაში მოვაბამთ თავს ამ გრანდიოზული ჩემპიონატის გაიმართვას
ანდრი
დინამოზე? მიკროფონს რომ ვერ რთავენ და ჰიმნიც რომ არ გესმის ტრიბუნაზე იმ დინამოზე? კალაძე რომ რეაბილიტაციას უკეთებს იმ თბილისში?
ბათუმის ფანი
სათაურს რომ შევხედე ეგრევე მივხვდი გალაქტიონის სტატია იყო)))
G.l.
და საერთოდაც მე მგონი დროა ჩვენი ნაკრების კარი დაიცვას ალავიძემ! ხო გავაოცეთ მსოფლიო ბუმითა და პროექტებით? დროა მე მგონი ალავიძით გავაოცოთ მსოფლიო!
G.l.
სადანა ჯოტია ძმაო და ბათუმში. ერთი გავაოცოთ ევროპა ბუმითა და პროექტებით...

შტატნი შUბლატროლი ცოფებს ყრის, პუტინი გაუბანძეს.
ჯოტია
სადანა, ზესტაფონშიიი?
i.n c
ეს ისეთი სიტუაციაა გუშინ რეალი - პსჟ თამაშში...კურტუას წითელი უჩვენეს პენალტი დადეს პსჟ სასარგებლოდ და მერე ორივე რომ გააუქმა მსაჯმა და ცენტრში ჯარიმა დადო მარსელოზე! როგორც იმ პატიოსანმა გუLშემათკივარმა თქვა ვოვა ძია მოაგვარებს......ასე რომ ამოიგდეთ თავიდან ეგ აბდაუბდა
bmb
მართლьა?
ემრე
ავტორ გარეთ მაინც თუ გადიხარ ხანდახან? იცი მაინც სად ვცხოვრობთ?
mdaa
ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და აბრამს არქმევდნენო.
სიმართლე
ეჭვიც არ მეპარება რომ ვოვა ძია მოაგვარებს.მაგისთანები მოუგვარებია?ჩეფერინს ისეთს ჩაუტარებს რომ...ვერ ხედავთ იქეთ დაიბარა მასთან სალაპარაკოდ.
გიზოგ
სამწუხაროა, მაგრამ მეც ეგრე ვფიქრობ. გარდა ამისა ამ ორგანიზაციების შემოსავლებში რუსეთს დიდი წილი აქვს ამის დაკარგვას არავინ მოინდომებს.
გიორგი
საქართველოში ინფრასტრუქტურაა არაა ჩემპიონატის ჩასატარებლად. რამდენი სტადიონია საქართველოში რომლებიც უეფას მოთხოვნებს აკმაყოფილებს? ერთადერთი შანსია თუ საქართველო-აზერბაიჯანში ჩატარდება, როგორც ბელგია-ჰოლანდიაში ჩატარდა
soso
სხვა სპორტი რომ იყოს კიდე ხო, მაგრამ ფიფა და უეფა ისე ყავთ ჯიბეში, შანსი არაა დასაჯონ რუსეთი
Jordan Beli
კოტე როდის „დასაჯეს“ რუსეთი და რა მეთოდით შემახსენე ძმურად. აფხაზეთი,სამაჩაბლო,ყირიმი,დონბასი(და მანამდე რამის ნახევარი დედამიწა) რო ჩაიდო ჯიბეში თუ მაშინ თავისუფალი სტილით მოჭიდავეების 99% დოპინგით რო ჭიდაობს, თუ მაშინ ოლიმპიური მედლების70% დოპინგით რო აქვთ აღებული??? თორე მე რო მინდა რუსეთი „დასჯილი“ ვნახო ისე შეიძლება ბევრს არ უნდა...
ჯერი
ჩეფგერინს თუ ხვდება ვერაა კარგად საქმე. მოაკვარახჭინებენ რუსები მაგ ამბავს მშვიდად. რუსეთს რომ სანქციები სერიოზულად ემუქრებოდეს, როგორ გგონიათ, საერთოდ ჩავიდოდა ჩეფერინი პუტინთან? რუსეთს ტერიტორიების წაგლეჯვას და მთელი მსოფლიოსათვის თავზე დაოხრებას პატიობენ მშვიდად და რაღაც დოპინგ სკანდალით ნამდვილად ვერ შეაშინებენ.
kote
არ დაუსჯიათ ჯერ თუ რატომ?
semi
მასპინძლის სტატუსით მონაწილეობას რა აზრი აქვს? მიზნის მიღწევა მაშინ არის ტკბილი როცა ბრძოლით და გამარჯვებით გაქვს მიღებული.
zura
ეეჰ რისი იმედი გაქვთ? ჩეფერინს ერთი სული აქვს პუტის როდის შეხვდება,რომ გაიგოს მის საბანკო ანგარიშს რამდენი მილიონი შეემატება
Jordan Beli
ვინმეს მართლა გჯერათ რო რუსეთს დასჯიან და ა.შ?
Irakli
ეგრეა სამწუხაროდ :(
Megreli
თუ შეხვედრა შედგა ჩეფერინს მინიმალური შანსიც კი არ გააჩნია, ისეთ კომპრომატს დაუდებენ თეთრზე იტყვის შავიაო
ზევსი
კარგი იდეაა გალაქტიონ, ეგაა რომ დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი. პუტინი ჩეფერინს 5-ჯერ ჩაიდებს ჯიბეში :) თუ ვერ მოისყიდის, რაც ნაკლებად საეჭვოა, მინიმუმ ისე დაემუქრება რომ არჩევანსაც არ დაუტოვებს :)
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
[VIDEOS] მამუკელაშვილი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა - ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
იჩქარე! - საქართველო-შვეიცარიის 41 537 ბილეთი გაყიდულია
ჩვენება "დინამო არენაზე" ბიუსჰალტერების გარეშე და ამერიკული ფეხბურთი [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ვარჯიში "დინამო არენაზე" [VIDEO]
ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
საქართველო-ლატვიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
გორის "დილა" "დინამო არენაზე" მასპინძელი გახდება...
23 მარტს "დინამო არენის" სალაროები 22:00 საათამდე იმუშავებს