ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მეორე დღეს საქართველოს ნაკრებს ძირითად საასპარეზო სარბიელად ლოზანის საციგურაო არენა ჰქონდა.

ფიგურულ ციგურაობაში მოცეკვავეთა წყვილები და გოგონები (ერთეულები) მოკლე პროგრამით გამოვიდნენ. საქართველო ორივე დისციპლინაში იყო წარმოდგენილი. თავდაპირველად ყინულზე მიხაილ კაიგოროდცევისა და იულია ლებედევა-ბითაძის წყვილი გავიდა.

12 მონაწილეს შორის კაიგოროდცევი/ლებედევა-ბითაძის წყვილმა 47.20 ქულა დაიმსახურა, რაც მე-11 ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. უკეთესი შედეგის მისაღწევად მათ 13 იანვარს თავისუფალი პროგრამა ექნებათ.

საქართველოს ნაკრებმა გაცილებით უკეთ იასპარეზა ერთეულებში. ალინა ურუშაძემ მოკლე პროგრამაში 63.10 ქულა მიიღო და მეხუთე ადგილი დაიკავა, თუმცა უკეთეს ქულებსაც იმსახურებდა. ამგვარად, ურუშაძემ პრიზიორებში მოხვედრის შანსი მაინც შეინარჩუნა. მას საამისოდ 13 იანვარს თავისუფალ პროგრამაში უკეთ ასპარეზობა მართებს.

მომზადებულია geonoc.org.ge-ს მიხედვით

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
ესპანეთის მეორე თუ არგენტინა ოთხიანთა კლუბში? - ფინალის PREVIEW
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
რონალდომ მუნდიალის ყველა დროის ანტი-რეკორდი დაამყარა
[PHOTO] ჯილდო ამერიკულ სტილში - ცნობილია, რას მიიღებს მუნდიალის გამარჯვებული ნაკრები
"დონჩიჩმა დამირეკა, ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა..." - სანდრო მამუკელაშვილი
შეთანხმება შედგა - "არსენალი" ბერძენ შემტევს 40 მილიონ ევროდ გაიფორმებს
[VIDEO] კაცნაკლული "დილა" "ვირტუსთან" დამარცხდა, თუმცა მეორე რაუნდში გავიდა
[VIDEO] 16 წლის კვარაცხელია საუკეთესო იყო - თბილისის "დინამოს" მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 120 წუთი ბრძოლა დასჭირდა
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს