საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ნოემბერში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი 26 ნოემბერს ათენში საბერძნეთს დაუპირისპირდება, სამი დღის შემდეგ, 29 ნოემბერს კი თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებს. სერბმა სპეციალისტმა მოახლოებული შეხვედრებისთვის სელექცია დაიწყო და 19-კაციანი გაფართოებული სია დაასახელა, საიდანაც უშუალოდ მატჩებისთვის საბოლოო, 12-კაციან განაცხადს შეარჩევს.

საკალათბურთო კალენდრის სპეციფიკიდან გამომდინარე, შუა სეზონში ეროვნულ გუნდებს NBA-ში მოთამაშე კალათბურთელები ვერ ეხმარებიან. შესაბამისად, წინა სანაკრებო ფანჯრისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრებს ამჯერად „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი და „ორლანდო მეჯიქის“ ცენტრი გოგა ბითაძე დააკლდებიან.

სამაგიეროდ, გუნდს ტრადიციულად უკაპიტნებს თორნიკე შენგელია. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთთან დაპირისპირების წინ ევროლიგაზე პრინციპული მატჩი ელის, თორნიკე შეხვედრის დასრულებისთანავე დუბაიდან პირდაპირ ათენში გაფრინდება და ნაკრებს უმნიშვნელოვანეს თამაშში დაეხმარება.

გაფართოებულ შემადგენლობაში რამდენიმე საინტერესო ახალი სახეა. ნაკრებში პირველად უხმეს 17 წლის დავით ტრაპაიძეს, რომელიც სუპერლიგაში „ორბის“ რიგებში საკმაოდ სოლიდურ სათამაშო დროს იღებს, და თსუ-ს 20 წლის კალათბურთელ ამირან აროშიძეს, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატში ბრწყინვალე სეზონი აქვს. ეროვნულ გუნდს უბრუნდება მათე ყავლაშვილიც — კალათბურთელი, რომელიც ნაკრებში პირველად 16 წლის ასაკში გამოიძახეს. ამჟამად 18 წლის ყავლაშვილი გერმანიაში, ასაკობრივ ლიგაში ასპარეზობს.

ნაკრებში გამოძახებული აქამდეც იყო, თუმცა შეკრებაზე პირველად ჩამოდის 216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრი საბა გიგიბერია. 24 წლის კალათბურთელმა სტუდენტური კარიერა გასულ სეზონში დაასრულა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. გიგიბერიამ ბოლო 4 წელი NCAA-ის პირველ დივიზიონში, სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის გუნდში გაატარა. იგი ამჟამადაც ამერიკაში იმყოფება, თუმცა 17 ნოემბერს დაგეგმილი შეკრების დაწყებისთვის უკვე თბილისში იქნება.

სამშაბათს ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისი არენაზე ნაკრები პირველ ვარჯიშს გამართავს, რომელშიც 12 კალათბურთელი მიიღებს მონაწილეობას: ლუკა ლიკლიკაძე, დავით ტრაპაიძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი კობახიძე, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, მათე ყავლაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, ამირან აროშიძე, ვილი ისიანი, რომა ჭინჭარაული და საბა გიგიბერია.

გუნდს 20 ნოემბერს შეუერთდება გიორგი ტურძილაძე და გიორგი ოჩხიკიძე, რომელთა კლუბებიც – “კსუ-კავკასია” და “ბათუმი” 18 ნოემბერს ევროტურნირის მატჩებს ატარებენ და საქართველოში დაბრუნებისთანავე ტურძილაძე და ოჩხიკიძე სანაკრებო ვარჯიშებზე გამოცხადდებიან. სამწუხაროდ, ნაკრებს ვერ დაეხმარება გამოცდილი ფორვარდი ბექა ბურჯანაძე, რომელიც ახლახან ესპანურ „კახა 87“-ში გადავიდა და ამ ეტაპზე სრულ ფიზიკურ მზადყოფნაში არ იმყოფება.

დარჩენილი ხუთი ლეგიონერიდან ოთხი — მარკის რიდი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე და რატი ანდრონიკაშვილი — ნაკრებს პირდაპირ საბერძნეთში შეუერთდება და 23 ნოემბერს დაგეგმილ პირველივე ვარჯიშზე ჯიკიჩის განკარგულებაში იქნება. კაპიტანი თორნიკე შენგელია კი, როგორც აღინიშნა, გუნდს ათენში თამაშის დღეს, 26 ნოემბერს შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ექვსგუნდიან ჯგუფში, უკრაინისა და ესპანეთის შემდეგ, მესამე პოზიციას იკავებს. 8 ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს 5 გამარჯვება აქვს. მსოფლიო პირველობის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები იღებს, შესაბამისად, დარჩენილ ოთხ შეხვედრაში საქართველოს მინიმუმ 2 გამარჯვება სჭირდება, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გავიდეს.

2027 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატს კატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს.

GBF.GE

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] სანდროს 21 წუთი, დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი და "ლეიკერსის" ზედიზედ მერვე გამარჯვება
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] დიდი ფეხბურთი მადრიდში - ინგლისმა ესპანეთს დრამატულ მატჩში სძლია
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება