15 იანვარს ლოზანაში, ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ ასპარეზობაში ფიგურულ ციგურაობაში მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა.

ინდივიდუალური გამოსვლების შემდეგ, კენჭისყრის საფუძველზე, დაკომლექტდა 8 გუნდი: Courage, Determination, Discovery, Focus, Future, Hope, Motivation, Vision.

გუნდების ფორმირება მოხდა შერეული პრინციპის დაცვით. თითოეული გუნდი წარმოდგენილი იყო ოთხივე კატეგორიიდან სხვადასხვა ქვეყნის ერთეულთა თანრიგის ორი მოციგურავითა და ორი წყვილით. თანაბარი შანსების შესანარჩუნებლად გუნდების ფორმირებისას გათვალისწინებული იყო ინდივიდუალურ გამოსვლებში მათი შედეგი. თანაბარი რეიტინგის 15 ქვეყნის 32 მოციგურავის მიერ გუნდურ ტურნირზე შესრულდა მხოლოდ თავისუფალი პროგრამები.

8 გუნდს შორის ექვსსაათიანი დაძაბული ასპარეზობა საქართველოსათვის ტრიუმფალური შედეგით დასრულდა.

ლოზანის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი სპორტული წყვილი - ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა, დღეს უკვე ოლიმპიადის მეორე მედლის - გუნდური ასპარეზობის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

გუნდი "Courage", რომლის შემადგენლობაში ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავასთან ერთად გამოდიოდა მოცეკვავეთა წყვილი იაპონიიდან, უტანა იოშიდა - შინგო ნიშიამა, ერთეულებში რუსი ქსენია სინიცინა და ესტონელი არლეტ ლევანდი, გუნდურ ასპარეზობაში ოლიმპიადის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

2020 წლის ზამთრის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ქართველი სპორტსმენების მიერ მოპოვებული ოქროსა და ბრინჯაოს მედლები - ეს ის ისტორიული მონაპოვარია, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის სასპორტო განვითარების ისტორიაში და სანიმუშო მაგალითად იქცევა იმისა, რომ მთავარია მიზნისაკენ სწრაფვა და საკუთარ თავში რწმენა, რომ თუ მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია...

2019 წლის გრან-პრის ფინალის ოქროს, 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ოქროსა და ვერცხლის მედლები - ეს ჩვენი ქართველი მოციგურავეების ბოლო 1 თვის მონაპოვარია და ეს ყველაფერი - ჩვენი საქართველოსათვის!..

მომზადებულია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

თაკო
გილოცავთ! მოედანი გვინდა ყინულის
გიორგი
მწვრთნელებმა რა დაგიშავეს? რატომ არ ასახელებთ?!
joi zaza
თქვენ გენაცვალეთ! გილოცავთ!
David
ძალიან მაგარია გილოცავთ და წარმატებები
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ფიგურული ციგურაობა | რიტმულ ცეკვაში დევისისა და სმოლკინის წყვილი წარსდგა
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
ევრიკა - "ბარსელონამ" სამუშაოზე ძილის სპეციალისტი აიყვანა
გუგეშაშვილი "პაოკიდან" სხვა ბერძნულ გუნდში გადავა
ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში საქართველოს ნაკრების განრიგი
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ქართული წყვილის ტრიუმფი ჩინეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილის მორიგი გამარჯვება
ქართველებმა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები წარმატებით დაიწყეს
ქართველ მოციგურავეთა 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო რიგის ტურნირზე
[VIDEO] ისტორიული გამარჯვება - მეტელკინა და ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ
გრან პრიზე ბერულავა და მეტელკინა პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ
ისტორიაში პირველად, საქართველომ ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვა [VIDEO]
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს