საკალათბურთო სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩ-აქციას წელს ხაშური უმასპინძლებს.

ამით "ოლ სტარის" რეგიონებში ჩატარების ტრადიცია გრძელდება, რაც ჩვენს ქვეყანაში კალათბურთის პოპულარიზაციას და სპორტის ამ სახეობაში მეტი ადამიანის ჩართულობას ემსახურება. ბოლო წლებში "ყველა ვარსკვლავის" მატჩი-აქცია ქუთაისში ტარდებოდა და წელს მისი ხაშურში ჩატარება ამ ქალაქში ახალი სპორტკომპლექსის აშენების შემდეგ გადაწყდა.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩ-აქციის ორგანიზატორი გახლავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შიდა ქართლის რეგიონალური კალათბურთის ფედერაცია და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია. "ოლ სტარი 2020"-ისთვის სასტარტო ხუთეულები კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩა, ხოლო სათადარიგოები და საკუთარი ასისტენტები გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა დაასახელეს.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩში ერთმანეთს ადგილობრივი მოთამაშეებისა და ლეგიონერებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეხვდებიან. ტრადიციისამებრ, ვარსკვლავების მატჩთან ერთად გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში (ჩატენვებში).

სამქულიანების კონკურსში მონაწილეობას სუპერლიგის პირველი წრის შედეგებით 6 საუკეთესო მოთამაშე - საბა ლობჯანიძე (რუსთავი), შონ რაუნდთრი (ქუთაისი), სანდრო სანაძე (თსუ), გიორგი ვახანია (ვერა), ჯეიმზ მილიკენი (ქუთაისი), რევაზ ჩაჩანიძე (ბათუმი) - მიიღებს, ხოლო ჩატენვების კონკურსის მოგებას 3 პრეტენდენტი ეცდება - ნიკა დარბაიძე (ოლიმპი), კოლინ მალკოლმი (ბათუმი) და ჯეიმზ მილიკენი (ქუთაისი).

"ყველა ვარსკვლავის" მატჩ-აქციის ორგანიზებაში აქტიურადაა ჩართული ხაშურის ახალი სპორტკომპლექსის ადმინისტრაცია. დარბაზში მოსულ გულშემატკივარს, სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშეების მატჩისა და კონკურსების გარდა, სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრის ყურების საშუალებაც ექნება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მომავალშიც გააგრძელებს "ოლ სტარის" რეგიონებში ჩატარების ტრადიციას, რისი ხელშემწყობი პირობაც სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე და დასრულებული დარბაზების მშენებლობაა.

ხაშურის სპორტკომპლექსში "ყველა ვარსკვლავის" მატჩი-აქცია 29 იანვარს, 18:00 საათზე დაიწყება.

გამოკითხვის შედეგად მოწინააღმდეგე გუნდების ხუთეულები შეირჩა, ხოლო ლეგიონერები მთავარმა მწვრთნელებმა დაასახელეს:

ადგილობრივები

სასტარტო ხუთეული:

ლუკა ზაქრაძე (თსუ), სანდრო სანაძე (თსუ), გიორგი კორსანტია (თსუ), ალექსანდრე ფევაძე (ბათუმი), გიორგი ტურძილაძე (თსუ)

სათადარიგოები:

ბექა ბექაური (ქუთაისი), რევაზ ჩაჩანიძე (ბათუმი), აკაკი დვალიშვილი (რუსთავი), ლუკა ბულაშვილი (დინამო), საბა ლობჯანიძე (რუსთავი), ნიკა დარბაიძე (ოლიმპი), გიორგი ვახანია (ვერა)

მთავარი მწვრთნელი: გია კაზანჯიანი (ბათუმი)

ასისტენტი: დიმიტრი ჯაკობოვი (ოლიმპი)

ლეგიონერები

სასტარტო ხუთეული:

ჯორჯე მილოსავლევიჩი (თსუ), დევიდ მაკფარლანდი (თსუ), დენზელ ლივინგსტონი (რუსთავი), ნიკოლა ტადიჩი (რუსთავი), მილოშ პაიოვიჩი (ქუთაისი)

სათადარიგოები:

ტაილერ უილიამსი (დინამო), კევინ ობრაიენი (დინამო), კოლინ მალკოლმი (ბათუმი), ჯეიმზ მილიკენი (ქუთაისი), შონ რაუნდთრი (ქუთაისი), კორი სპენსი (ტიტები), ლუკ მეიერი (ტიტები)

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ATP 16 ?
რა სამარცხვინოები ხართ , თავაქარაშვილს რას ერჩოდით , კულუარებში არავინ დაკრიშა ? იმიტომაც წყვიტავთ ვარსკვლავებს . არადა ხმის მიცემის დროს პირველზე იყო . თქვენი აყვავებული კალათბუთი არ გაიშვა ხელიდან .
ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს