26 წლის გარემარბმა გიორგი ჭანტურიამ საფეხბურთო კლუბ "საბურთალოსთან" კონტრაქტი გააფორმა და წარდგენისას ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი იქ, სადაც საფეხბურთო კარიერა დავიწყე. ძალიან წარმატებულად წავედი ამ კლუბიდან, "საბურთალო" დიდი ტრამპლინი იყო ჩემთვის. გარკვეული მიზეზების გამო საკმაო დრო გამიცდა, თუმცა ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვზივარ იქ, სადაც 10 წლის წინ ჩემი "ბარსელონაში" ტრანსფერი წყდებოდა.

როცა კარიერის საქართველოში გაგრძელება გადავწყვიტე, არც მიფიქრია, თუ რომელ გუნდში ვითამაშებდი. ჩემთვის "საბურთალო" გუნდზე მეტია, სახლივითაა. თან აქ გია ცეცაძე არის, ადამიანი ვისაც ძალიან დიდი წვლილი აქვს იმაში, რომ დღეს მე როგორც ფეხბურთელი, რაღაცას წარმოვადგენ.

ახლა ძალიან მოტივირებული ვარ და მოუთმენლად ველოდები თანაგუნდელებთან შეხვედრას, მათთან საერთო ენის როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ გამონახვას. ერთი სული მაქვს როდის შევუერთდები გუნდს შეკრებაზე და დავიწყებ მზადებას ჯერ 23 თებერვლისათვის (ჩემპიონატის სტარტის დღე) და შემდეგ უკვე მთლიანად ჩემპიონატისათვის.

ბუნებრივია, გიას დიდი როლი არის ჩემს "საბურთალოში" დაბრუნებაში. მან აიღო უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ ამდენხნიანი უთამაშებლობის შემდეგ ეთქვა ჩემზე, რომ საჭირო ფეხბურთელი ვიყავი და ჩემთან ერთად კარგ შედეგებს მიაღწევდა.

ოპერაციების მიუხედავად ახლა თავს კარგად ვგრძნობ, არანაირი ტრავმა არ მაწუხებს. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ფეხბურთთან დაკავშირებით რაც ცუდი მომხდარა, ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. რამდენიმე აგენტის გამო გამიცდა დიდი დრო, თუმცა ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ.

ვთვლი, რომ საქართველოს ჩემპიონატთან ადაპტაცია არ გამიჭირდება, რადგან მე სახლში დავბრუნდი. რაც მთავარია, გულშემატკივრები, მათ გარეშე არცერთი ფეხბურთელის თამაშს არ აქვს აზრი და მგონია, რომ კიდევ შემრჩა ის უნარები, რომლითაც ლამაზი ფეხბურთის თამაში შემიძლია და იმედია, ყველაფერი კარგად გამოვა,"- განაცხადა გიორგიმ.

koka koka
ხეცჰო ბრავო.ცავატანე..არარატ
გოჩა
ისე,რომ ვთქვათ,მაგარი მონაცემები კი ჰქონდა ამ ბიჭს,ეგებ და ათამაშდეს,ახალგაზრდაა ჯერ კიდევ,მერე ადამიანურად,რომ ვთქვათ,პატარა ბიჭი არ ვარ და მე თვითონ რამდენი შეცდომა მაქვს დაშვებული ცხოვრებაში,ახალგაზრდები არიან და მინდა,რომ ყველა წარმატებული იყოს,მიდი გიორგი,წარმატებები იშრომე და დაამტკიცე.
QT
მაგარ წონაშია ძმა. ერთი თვეა ჩემპ.დაწყებამდე და აბა ვნახოთ რამდენს დაიკლებს და რა ფორმაში შეხვდება.
Gia
ქართველებს გჩვევია სხვაზე გადაბრალება,ეთამაშა და სერიოზულად მიდგომოდა საქმეს და ყველას წაადგებოდა,ჯორდანია რა შუაშია ეს ბარსაში რომ იყო და გულავი დაიწყო იქედან იწყება ამის დაცემა,თორემ არეული უკვე ჟორდანიამ ევროპის კარგ ლიგაში წაიყვანა და იქაც დიდი ვერაფერი.
Gia
სიტუაციას სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო ნათქვამია!
ემრე
შავი ახდუნებს
ტარიელი
კი, გამოძახილია შარშანდელი ევროტურნირების და ისეთი ძლიერი, რომ მთელი ცხოვრება ეყოფათ ხეჩუკას და ჭიაბრას.
ფანი
თავშესაფარი იპოვა... თავპირი რას უგავს? 100 კილომდე იქნება.აბა წავიდა საბურთალოს თამაშებზე წითელ ბარათებზე დადება,კაი ფულს ვიშოვით!
Homer
ფსიქოლოგიური მომენტია. როცა საუბარი ისეთ დიდ გუნდებზეა როგორიც ბარსა და ჩელსია. არ არის ადვილი, როცა გგონია, რომ ჩელსიში გიშვებენ და ამ დროს ალანიაში აღმოჩნდები
გიონატ
სავარაუდოდ წონაში საკაიფოდ აქვს დასაკლები
ისევ სხვაზე დაბრალება
ჟორდანია რა შუაშია, ამას ვარჯიში ეზარებოდეს. ვერც ერთ ლიგაში და ვერც ერთ გუნდში რომ თავი ვერ დაიმკვიდრა ეგ ჟორდანიას ბრალია? პ.ს. ჟორდანია არ მევასება მაგრამ სიმართლე სიმართლეა
ქომაგი
გულშემატკივრები ახსენა და საინტერესოა არარატ არმენიასთან ,,მაიმუმობის" შემდეგ რამდენი გულდემატკივარი დაკარგეს თუ იცის და დარჩა კი ვინმე?
Homer
საწყენია, რომ საუკეთესო წლები დაკარგვა.22 დან 28 წლამდე ფორმის პიკში უნდა იყოს ფეხბურთელი.ყველაზე ცუდი ისაა, რომ იშვიათი ტალანტი არ გამოიყენა.ბარსაში ახალი წასული იყო მასზე ვაკომ რომ მითხრა - არანორმალურიაო. ბურთი თუ აქვს ის შეტევა 90% გოლით მთავრდებაო. ჟორდანიას კისერზე იყოს ამის დაღუპვა. მოატყუა - 1/2 წელში ჩელსიში გაგიშვებო.მერე რაც მოხდა, ყველამ ვიცით
სოსო
გიორგის ნამდვილად შეუძლია ფორმის აღდგენა და საბურთალოსათვის სარგებლის მოტანა.ფიქრისათვის საკმაო დრო ჰქონდა და იმედია, გუნდზე თამაშს დაიწყებს.წარმატებებს ვუსურვებ მასაც და საბურთალოსაც.
Irakliy
ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ მე ამ კაცის ფეხბურთელობის არ მჯერა. ძალიან ბევრი დრო დაკარგა.
100%
წარმატებები ჭანტურიასაც, საბურთალოსაც და საერთოდ ქართულ ფეხბურთს. გამიხარდა ამ ბიჭის დაბრუნება.
მიხაელ
ღრმად ვარ დარწმუნებული რომ შეძლებს კარიერის გადატვირთვას და ათამაშებას. წარმატებები.
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
კანტე შესაძლოა, სათამაშოდ სამშობლოში დაბრუნდეს
ერიკ ტენ ჰაგი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ოკლაჰომას" გამთამაშებელს, ნიკოლა ტოპიჩს სიმსიმნე დაუდგინდა - "ოკლაჰომას" ექიმები საქმეში ჩაერთვნენ
10 მილიარდი დოლარი - "ლეიკერსი" გაიყიდა
ვახტანგ ლოლუას, ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის 85 000 ლარი გადაეცემა
"გარშემო ყველას აკრიტიკებს და რასისტებს კიდევ ჩვენ გვიწოდებს?!" - "ატლეტიკოს" ლეგენდამ ვინისიუსი გააკრიტიკა
"ერთმა შეშლილმა კაცმა უდიდესი ჩემპიონი გაანადგურა" - ტოტო ვოლვი ისევ გაბრაზებულია
ბოლდვინის 2 ქულა და დინვიდის დებიუტი - "ბაიერნმა" "ვირტუსს" მარტივად სძლია
"დაგვავიწყდა მის ასაკში როგორები ვიყავით?" - დიეგო სიმეონემ ლამინ იამალი დაიცვა
[VIDEO] ბითაძის "ორლანდოს" 4-მატჩიანი წაგებათა სერია "შარლოტ ჰორნეთსთან" დასრულდა
დე ლაურენტისი: ტიფოზებს ფეხბურთის არაფერი გაეგებათ - ულტრასების უმეტესობა კანონდამრღვევია
სენსაცია მწიფდება - მოახერხებს "ბარსელონა" ოსიმენის შეძენას?
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
U17. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთანაც დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა
პსჟ-მ მძიმე დანაკლისი განიცადა
ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
"ვფიქრობ, მერაბის და უმარის რემატჩი უნდა შედგეს, რადგან თანაბარი ბრძოლა იყო" - ამერიკელი ჟურნალისტი
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
3 ქართველი ფეხბურთელი, რომელთა დამატებაზეც ქართულმა კლუბებმა უნდა იფიქრონ
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს