"ჩატეხილი ხიდის" პრობლემა ევროპულ ფეხბურთში - მდიდრებს ელიტაში ღარიბებთან თანაარსებობა არ უნდათ

სრულიად მოულოდნელად, იტალიური და ევროპული საკლუბო ფეხბურთის ელიტაში დაუპატიჟებელი სტუმარივით გამოჩნდა "ატალანტა". გასულ სეზონში ბერგამოულმა გუნდმა სერია A-ში მესამე ადგილი დაიკავა და თასის ფინალში გავიდა. ახლა ჩემპიონატზე მეოთხე პოზიციაზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ვალენსიას" 4:1 სძლია და ცალი ფეხით მეოთხედფინალშია. ამ გუნდის წარმატებამ "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი გააღიზიანა, რაც მან ლონდონში ჩატარებულ FT Business of Football Summit-ზე ვერ დამალა.

"ყველაფერს ძალიან დიდ პატივს ვცემ, რასაც "ატალანტა" აკეთებს, მაგრამ ისტორიის გარეშე მხოლოდ ერთი შესანიშნავი სეზონის ჩატარების შემდეგ გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე. მართებულია თუ არა ეს?

მე "რომას" ვიხსენებ, რომელიც უკანასკნელ წლებში ევროპაში იტალიური ფეხბურთის რეიტინგს მაღლა სწევდა. მათ ერთი ცუდი სეზონი ჩაატარეს და ახლა, აქედან გამომდინარე, მატერიალურ ზარალს განიცდიან.

ჩვენ ჩვენი ინვესტიციების და გაწეული ხარჯების დაცვა გვმართებს. ითამაშებს კი "ატალანტა" კვლავ მაღალ დონეზე? ამ კითხვაზე პასუხი არა მაქვს. საუბარია ამ გადაწყვეტილების მიღებისას გამჭვირვალე პროცესის შექმნაზე.

ზოგიერთი გუნდი ტურნირზე მხოლოდ თავისი ქვეყნის მაღალი რეიტინგით მოხვდა. საკითხი იმაშია, როგორ გავაწონასწოროთ კლუბების დამსახურება, წილი და შედეგი ცალკე აღებულ სეზონში".

ანიელის ნათქვამს ბერგამოს მერი ჯორჯო გორი გამოეხმაურა.

"ანიელის" პატივს ვცემ, მაგრამ არ ვეთანხმები. ელიტაში მდიდრებთან და ცნობილებთან შედარებას მოედანზე მიღწეულ შედეგს ვამჯობინებ. "ატალანტამ" თავისი მძიმე შრომით მოიპოვა ევროტურნირებზე ადგილი. ამ ნდობას ისიც კი იმსახურებს, რომელიც თვით პროვინციულ ქალაქს წარმოადგენს. ამას ჰქვია სპორტი", - წერს გორი თავის "ტვიტერზე".

luarsabi
აბა შენ თუ აღარ უქომაგ3ბ დაიშლება იუვე. მეტი საქმე არ გაქვს :)))
არტ
ეს ფულის ტომარა ნეხვის ტომარაც ყოფილა. ისიც უნდა ითქვას რომ ეს საერთოდაც ეგრეა. თურმე ნუ იტყვით, ამათ რომ ფული ჩადეს ამიტომ იმ გუნდებზე წინ უნდა დადგნენ ვინც ამათზე უკეთ თამაშობს. დღეიდან ვუგულშემატკივრებ იუვეს წინაადეგ. ვერაფერი ვერ უნდა მოიგოს წელს, რომ ამ ტიპმა მაქსიმალურად იზარალოს.
შეტევა
ყველა სფეროში ასეთი სიტუაციაა-მდიდრებს უნდათ კედლის აშენება, რომ უბრალო მოკვდავებს არ ხედავდნენ. თან ხშირად ამას დაუფარავად აცხადებენ, როგორც ამ შემთხვევაშია.
ნწ ნწ ნწ
ანიელის იუვე ის აღარაა, რომელი იუვეც მე შემიყვარდა წლების წინ... რა თქმა უნდა, მისი კლუბი და მისი ბიზნესია, მაგრამ მხოლოდ ფულის კეთებაც ხომ არაა?! იუვენტუსს ყოველთვის ის ხიბლი ქონდა, რომ ის ნაკრების საბაზისო გუნდი იყო და ბევრი იტალიელი თამაშობდა. ახლა რაღას გავს გუნდი
Irakli Apkhaidze
ბოლომდე ფულში უნდათ ჩაძირონ ყველაფერი!...
ნოდო
მესმის წაგების მერე თავი იმართლო მარა სანამ წააგებ მანამდე თავი იმართლო? :D პორტო-მონაკოს ფინალი არ ახსოვს თორე კბილს იქაც გაკრავდა ლესტერის ჩემპიონობაც :D ესაა სპორტი რონალდო და მესი აღარ ნიშნავს 99% ლიგის მოგებას უკვე დღეს და კიდევ კარგი თორე დაიკარგებოდა ის ხიბლი რასაც სპორტი აძლევს მილიარდობით ადამიანს
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ანდრეა ანიელი: "იუვენტუსიდან" წასვლას არ ვაპირებ
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ალეგრი "იუვენტუსიდან" წავიდა
პირლომ და ანიელიმ ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს
"იუვენტუსის" პრეზიდენტი: "აიაქსმა" გამარჯვება დაიმსახურა, ეს უნდა ვაღიაროთ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
დამატებით სანქციებს დაუწესებენ? - კიმიხსა და ოლვიეს ყვითელი ბარათები შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
კაპელო: "ატალანტას" გაუმართლა, რომ მხოლოდ ექვსი გოლი გაუშვა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
"ექსპერტ-ვირუსოლოგიც გახდი უკვე?" - "ლაციოსა" და "იუვეს" პრეზიდენტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ჩემპიონთა ლიგა შეიცვლება და უფრო ელიტური გახდება? - ანდრეა ანიელისა და უეფას რეფორმისტული ხედვა