დაახლოებით ერთი თვის წინ ლუვრში ქურდობა მოხდა. მძარცველებმა მუზეუმიდან წაიღეს უძვირფასესი რვა ნივთი - სამეფო სამკაულები.

ამ ამბავმა ალბათ ყველას 1911 წელი მოგვაგონა, როდესაც ლუვრის იტალიელმა თანამშრომელმა ლეონარდოს „მონა ლიზა“ მოიპარა. მუზეუმის ეს თანამშრომელი გახლდათ საინტერესო სახელისა და გვარის მქონე პიროვნება - ვინჩენცო პერუჯა, რომელსაც სურდა რომ ხელოვნების ნიმუში სამშობლოში დაებრუნებინა.

საფეხბურთო ისტორია, რომელიც აღნიშნულ ფაქტს დაუკავშირდა 2000 წლის 14 მაისს მოხდა, იტალიის შუაგულში, რომთან ახლოს. აქაც მთავარი მოქმედ პირად პერუჯა მოგვევლინა, თუმცა არა ვინჩენცო, არამედ უმბრიის დედაქალაქად წოდებული პატარა ქალაქი - პერუჯა.

ოცი, ოცდაათი წლის წინ სერია ა, ალბათ ყველა დამეთანხმება ევროპის წამყვან ჩემპიონატებში საუკეთესო იყო, როგორც სანახაობრივი და დრამატული მატჩებით, ასევე ვარსკვლავების სიმრავლით. ასე ვთქვათ, მაშინ ყველა კარგი ფეხბურთელი თვალს აპენინისკენ აპარებდა.

1999-2000 წლების სეზონიც საინტერესო და ხმაურიანი გამოდგა. თუმცა რამდენიმე ტურით ადრე თითქოს ასეთ დასასრულს არაფერი მოასწავებდა. იმ პერიოდისათვის (და მის შემდგომაც) სერია ა-ში ტრადიციულად მძლავრად მოასპარეზე იუვენტუსი, ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე ცხრილს +9 ქულით ლიდერობდა და წინა წელს დათმობილ სკუდეტოს ტურინში დაბრუნებას, მსგავსად ვინჩენცო პერუჯას სურვილისა, თითქოს წინ აღარაფერი უდგა.

მოვლენები კი ამის შემდგომ უაღრესად საინტერესოდ განვითარდა. „ბებერ ქალბატონს“ ბოლო ტურებში გადაღლა დაეტყო, მის კონკურენტ ლაციოს კი პირიქით სტაბილურობა მოემატა. ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ისინი ერთმანეთს ტურინში დელე ალპიზე გადაეყარნენ, მაგ დროისთვის ამ ორ გუნდს შორის სხვაობა უკვე 6 ქულამდე იყო შემცირებული. დაძაბული და ემოციებით დატვირთული მატჩი ტურინში რომაელებმა 0-1 გაიმარჯვეს. ერთადერთი გოლი მატჩის მეორე ნახევარში დიეგო სიმეონემ შეაგდო თავური დარტყმით. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის ტურინელებს ახალგაზრდა კარლო ანჩელოტი წვრთნიდა, რომაელებს კი გამოცდილი შვედი სვენ გორან ერიკსონი.

გადამწყვეტი, როგორც თავდაპირველად აღვნიშნე 2000 წლის 14 მაისი აღმოჩნდა. იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრები. ამ მომენტისთვის იუვენტუსს 71, ლაციოს კი 69 ქულა ჰქონდა. ლაციო რომში რეჯინას მასპინძლობდა, ბებერი ქალბატონი კი უმბრიის დედაქალაქში პერუჯას სტუმრობდა...

„მონა ლიზას“, იგევე „ჯოკონდას“ იდუმალებით მოცულ ღიმილზე, ვფიქრობ ბევრი გსმენიათ და წაგიკითხავთ. ...“ბებერ ქალბატონს“ ალბათ იმ დღეს ზუსტად ასეთი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. თითქოს პრობლემას არაფერი მოასწავებდა, ცხრილის ქვედა ნაწილში უმოტივაციოდ მყოფი პერუჯას დამარცხება დიდი სირთულე არ უნდა ყოფილიყო. თუმცა როგორც ჩანს სხვაგვარად ფიქრობდნენ კარლო მაცონეს შეგირდები, რომლის შემადგენლობაშიც მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა მარკო მატერაცი თამაშობდა.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ პერუჯაში კოკისპირული წვიმა წამოვიდა, ამინდიც სასწაულისთვის ემზადებოდა. სამსაჯო კოლეგიამ პიერლუიჯი კოლინას ხელმძღვანელობით თამაშის შეწყვეტა გადაწყვიტა. საფეხბურთო ისტორიაში ალბათ ერთერთი საუკეთესო არბიტრი სტადიონზე ქოლგით გავიდა, ბურთი მოედანზე დააგდო, თუმცა მინდორი უკვე იმდენად სველი იყო ბურთი ადგილზე გაქვავდა. თამაში დროებით შეჩერდა. ფეხბურთელებს და ტიფოზებს მატჩის გაგრძელება სურდათ, განსაკუთრებით ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ტურინელთა მხარე გამოირჩეოდა, რომლებსაც ოცნებებში სკუდეტომდე მხოლოდ 45 წუთი აშორებდათ.

პარალელურ შეხვედრაში რომში ოლიმპიკოზე გადასარევი ამინდი იდგა და ლაციო რეჯინას პირველი ტაიმის შემდეგ 2-0 ამარცხებდა. აღსანიშნავია რომ ლაციო აქამდე მხოლოდ ერთხელ 1974 წელს გაჩემპიონებულიყო და თითქოს სკუდეტოს მეორედ მოგების შანსებიც მიუღწეველი ჩანდა. ამასობაში პერუჯაში წვიმამ იკლო და თამაშიც განახლდა. 49 წუთზე პერუჯას დაცვაში მატერაცის მეწყვილემ ალესანდრო კალორიმ ვან დერ სარს მარჯვენა დაბალ კუთხეში აუღებელი დაურტყა და ანგარიში გახსნა. ტურინელთა ღიმილი იდუმალებაში გადაიზარდა.

რომში მატჩი 3-0 დასრულდა. სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი და მთელი ქალაქი სასწაულის მოლოდინშია, ყველა ტელეეკრანებთან დგას და პერუჯა-იუვენტუსის მატჩის დასრულებას ელოდებიან, რომელიც რა თქმა უნდა მცირე ხნით შეჩერების გამო ჯერ არ დასრულებულა. ლაციოს ფეხბურთელები გასახდელში უცქერენ ეკრანს და მთელი რომი პიერლუიჯი კოლინას საფინალო სასტვენის მოლოდინშია.

გაისმა არბიტრის სასტვენიც და ისტორიაში მეორედ ლაციო იტალიის ჩემპიონი გახდა! თუმცა მთავარ მოქმედ გმირად არა რომაელები, არამედ 1911 წლის მსგავსად კვლავ პერუჯა მოგვევლინა.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა მინდია კიკნაველიძემ

იერემია გრძელიძე
ყოჩაღ ავტორს
ინტერი
1990 იყო ეგ, 89 ში ინტერი გახდა
Ნაპოლი🩵
1989 წელს მილანიც პერუჯამ დაადუღა ბოლო ტურში და ნაპოლი გახდა ჩემპიონი

ყოჩაღ ავტორს,მშვენიერი სტატიაა!
ქობულეთიდან
როგორ მახსოვს ეს თამაში..
გიორგი
თვალწინ მიდგას ეგ შეხვედრა...
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
რონალდომ მუნდიალის ყველა დროის ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
[VIDEO] კაცნაკლული "დილა" "ვირტუსთან" დამარცხდა, თუმცა მეორე რაუნდში გავიდა
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
ოდიოზური მორგანი არგენტინის გამარჯვებამ გააღიზიანა და ახლა ესპანეთის იმედადღაა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა
კორეელი ფეხბურთელი, რომელიც თავის ხელფასს მთავრობას უხდის
"ემპოლი" ლევან მჭედლიძის "პერუჯაში" გაშვებას არ აპირებს
ლევან მჭედლიძემ კარიერა, შესაძლოა, სერია ბ-ში გააგრძელოს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"ნაპოლიმ" "პერუჯას" ინსინიეს დუბლით სძლია და მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]
"პერუჯამ" "ემპოლისთან" ლევან მჭედლიძის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა