26 მარტამდე ზუსტად 20 დღე დარჩა. ჩვენ ვაგრძელებთ რუბრიკას "მკითხველთა ფორუმი" და ამჯერად მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვისაუბროთ.

შეფასებაში მონაწილეობისთვის გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება - გამოკითხვაში მონაწილეობით ან კომენტარის სახით.

საქართველოს ნაკრებში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ოთარ კაკაბაძე უკონკურენტოა. ფეხბურთელს ხორვატიის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრის დროს მიღებული ტრავმის რეაბილიტაციისთვის რამდენიმე თვე დასჭირდა.

თუმცა ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ შვეიცარიაში კორონავირუსის გამო მატჩები გადაიდო და კაკაბაძეს პრაქტიკის მიღება გაუჭირდება. დიდი ალბათობით, ამ 20 დღეში სანაკრებო მატჩებისთვის ის სრულყოფილად მომზადებას ვერ შეძლებს, თუმცა ალტერნატივაც იმდენად ცუდია, ვლადიმირ ვაისს დიდი თავსატეხი ელის წინ.

რას ფიქრობთ თქვენ? სად ხედავთ გამოსავალს?

ოთარ კაკაბაძე

ასაკი - 24 წლის

სათამაშო ადგილი - "ლუცერნი" (შვეიცარია, სუპერლიგა, მე-6 ადგილი)

ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 1 მილიონი ევრო

სანაკრებო სტატისტიკა - 41-ჯერ იყო განაცხადში, ითამაშა 31 მატჩში და გააკეთა 4 საგოლე გადაცემა.

ყველაზე კარგი მატჩი ნაკრებში - 24.03.18. საქართველო-ლიეტუვა 4:0

ყველაზე ცუდი მატჩი ნაკრებში - 10.06.19. დანია-საქართველო 5:1

საკლუბო კარიერა - თბილისის "დინამო", "ხიმნასტიკი", "ესბიერგი", "ლუცერნი".

კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა - 145 მატჩი, 4 გოლი და 19 საგოლე გადაცემა.

მიმდინარე სეზონი - 20 მატჩი, 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა.

ყველაზე ნაყოფიერი სეზონი - 2017/18. "ხიმნასტიკი", სეგუნდა დივიზიონი - 36 მატჩი, 1 გოლი და 6 საგოლე გადაცემა.

გურამ კაშია

ასაკი - 32 წლის

სათამაშო ადგილი - "სან ხოსე" (ამერიკა, მლს)

ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 850 000 ევრო

სანაკრებო სტატისტიკა მარჯვენა მცველის პოზიციაზე - 13 მატჩი

საუკეთესო მატჩი ნაკრებში მარჯვენა მცველის პოზიციაზე - 07.09.12. საქართველო-ბელარუსი 1:0

ყველაზე ცუდი მატჩი ნაკრებში მარჯვენა მცველის პოზიციაზე - 12.08.09. მალტა-საქართველო 2:0

საკლუბო კარიერა - თბილისის "დინამო", "ვიტესი", "სან ხოსე".

კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა მარჯვენა მცველის პოზიციაზე - 8 მატჩი

ლევან გეგეჭკორი

ასაკი - 25 წლის

სათამაშო ადგილი - ბათუმის "დინამო"

ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 300 000 ევრო

სანაკრებო სტატისტიკა - 4-ჯერ განაცხადში, 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

საკლუბო კარიერა - მარტვილის "მერანი", "შუქურა", ბათუმის "დინამო", "ჩიხურა", თბილისის "დინამო", "რუსთავი", "ტორპედო".

კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა - 160 მატჩი, 8 გოლი, 16 საგოლე გადაცემა.

ბოლო სეზონი ბათუმის "დინამოში" (2019) - 12 მატჩი და 2 საგოლე გადაცემა.

ყველაზე ნაყოფიერი სეზონი - 2016/17. ეროვნული ლიგა, "ბათუმის დინამო" - 9 მატჩში 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა.

ჯაბა ჯიღაური

ასაკი - 27 წლის

სათამაშო ადგილი - ბათუმის "დინამო"

ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 400 000 ევრო

სანაკრებო სტატისტიკა მარჯვენა მცველის პოზიციაზე - ლუქსემბურგი-საქართველო 1:0 (89 წუთი)

საკლუბო კარიერა - თბილისის "დინამო", "ჩიხურა", "ვარდარი", "აქტობე", "ორდაბასი", "გრენობლი", ბათუმის "დინამო".

ნიკა მალს, როგორც ოთარ კაკაბაძეს, ჰქონდა ტრავმა და ახლა უბრუნდება მოედანს. კიდევ ერთი ვარიანტი არის "ვენტსპილსის" ფეხბურთელი გიორგი მჭედლიშვილი, რომლისთვისაც ვლადიმირ ვაისს აქამდე შანსი არ მიუცია და არც ამჯერად არის სავარაუდო.

გამოკითხვა

Rrr
ვინ თარგამაძე, შე კაცო, ტანციორ დისკო?დდდ
გადასარევი გიორგი
ოქრიაშვილმა ბელარუსებს რა გოლი გაუტანა დაგავიწყდათ ეტყობა. ოქრიზე რომ იტყვის კაცი რა უნდა ძირითადშიო, მთავარი იმედი მაგაზე და ჩაკვეტაძეზე მაქვს ამ თამაშში! მე ბუდუ ზივზივაძეს და ხარაიშვილსაც მივცემდი შანსს! ლორია, კაშია, კვირკველია, გრიგალავა, ტაბიძე, კიტეიშვილი, კანკავა, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე, ხარაიშვილი, ყაზაიშვილი, ზივზივაძე
გადასარევი გიორგი
ვასო, არ გეწყინოთ რა :) მარა რა კარგია საქართველოს მწვრთნელი რომ არ ხართ
modi ra
ბრძენთაბრძენ იყუჩე
vaso
სპორტალ, ნუ ბეჭდავთ ამდენ სისულელეს და უაზრობას რა? რა ჯიღაური, რის ნავალოვსკი? ან დვალს და კაკაბაძეს საერთოდ რატომ განიხილავთ? ხალხს ტრამვა არ მოურჩენია, ან რა კვეკვესკირი, მაგ პოზიციაზე ხალხი გუნდებში თამაშობენ და სიმბოლურში ხვდებიან. მარჯვენაზე კაშია გვყავს და კვეკვე, არცერტი არაა ის რაც მე მინდა რომ იყვეს, მარა სხვას არ ათამასებს ვაისა და, თორე გიორგაძეც სანახავია, მჭედლიშვილიც, სანაიაც და თეთრაშვილიც. ოქრიასვილი და ანანიზე კიდევ ასეთ დაძაბულ თამაშში რატო უნდა ათამასო? ჯერ რას ერჩით, უეჭველი დამტვრევიან, ისედაც ძლივს დგანან, მერე მაგ პოზიციაზეც რიგი დგას ვისაც იძახებს იმათი და ვისაც არ იძახებს კიდევ ცალკეა, თან ბიჭები ჯანზე არიან. თავდასხმასი, კიდე ქვილო უალტერნატივოა. მაკარიძე უნდა იყოს წესით კიდევ კარში. ეს ვაისა კიდე 4 წელიწადია ერთ სასტავს ატრიალებს და ატრიალებს, არააქვს მნიშვნელი, ფორმასია, არაა ფორმაში. ნაყიდი აქვთ ადგილი? გავიდნენ და აღარ დავეძებ
ვაგნერი ჯანაშია
რატომ გამორიცხავთ ხოჭოლავას.მართალია შეტევებში ვერ იქნება იმდენად ეფექტური,როგორიც კაკაბაძეა,მაგრამ დაცვის მარჯვენა ფლანგს უეჭველად ჩაკეტავს მიუხედავად იმისა,რომ მასაც არა აქვს დიდი სათამაშო დრო შახტარში.ცუდი არ არის ნიკა მალიც,მაგრამ მას სანაკრებო გამოცდილება არ აქვს.ეს კი შეთამაშების პრობლემას შექმნის.კაშიას და სხვა დანარჩენებიც გამორიცხეთ.
ვაგნერი ჯანაშია
რატომ გამორიცხავთ ხოჭოლავას.მართალია შეტევებში ვერ იქნება იმდენად ეფექტური,როგორიც კაკაბაძეა,მაგრამ დაცვის მარჯვენა ფლანგს უეჭველად ჩაკეტავს მიუხედავად იმისა,რომ მასაც არა აქვს დიდი სათამაშო დრო შახტარში.ცუდი არ არის ნიკა მალიც,მაგრამ მას სანაკრებო გამოცდილება არ აქვს.ეს კი შეთამაშების პრობლემას შექმნის.კაშიას და სხვა დანარჩენებიც გამორიცხეთ.
ვაი-სი და ვუი-სი
მთელი საქართველო ილუზიებში ხართ და რეალობას ვერ ხედავთ, რომელიც ნაცრისფერია
მწვრთნელი
"ჩვენს ელვისებურ თავდასხმას და გრიგალისებურ გარღვევას გაუმარჯოს" (ფეოლა)!
პოეტი
ვაისმა თუ ვერ გამოიცნო სასტავი და წაგოო ფეოლასი არ იყოს კარებში უნდა დაიმარხოს დინამოზე!
კობი
ვაისმა იცის უკვე ვინ უნდა ათამაშოს (ძველი გვარდია)!
გადასარევი გიორგი
ყოჩაღ! ძალიან მომეწონა ეს იდეა, თუ აქვს გამოცდილება ფლანგზე თამაშის და ფორმაშია, რატომაც არა. კარგი ვარიანტია
თეიმურაზ რეხვიაშვილი
მაკარიძე,მჭედლიშვილი,კვერკველია გრიგალავა,ტაბიძე–კვეკვესკირი კანკავა კიტეიშვილი–კვარაცხელია ან ხარაიშვილი სიხარულიძქ ჩაკვეტაძე მეორე ტაიმში ოქრუაშვილი დავითაშვილი ან ლობჟანიძე,გვილია ან ხარაიშვილი
აის
ლორია(მაკარიძე)-კაშია(ხოჭოლავა), კვირკველია(დვალი), კაკაბაძე(მალი), ტაბიძე(ნავალოვსკი)-კანკავა(კვეკვესკირი), ანანიძე(გვილია)-ლობჟანიძე(შენგელია), კიტეიშვილი(კვარაცხელია), ჩაკვეტაძე(ოქრიაშვილი)-ქვილითაია(ყაზაიშვილი)
გიორგი
ტაბიძე ამ ეტაპზე მარცხენა მცველის პოზიციაზე განიხილება,რადგან იქაც გვაქვს პრობლემები,თან აქვს გამოცდილება მარცხენა მცველად თამაშის როგორც ნაკრებში,ასევე უფაშიც.
რაგბი
ჩაკვეტაძე ცრუ ცხრიანი, ფლანგებზე კვარაცხელია, ოქრიაშვილი ( მეორე ტაიმში ზურიკო დავითაშვილი) ნახევარდაცვა - კვეკვესკირი ან კანკავა, გვილია, კიტეიშვილი. დაცვა - კაკაბაძე, გრიგალავა, ხოჭოლავა ან კაშია, ტაბიძე. შეცვლა- ხარაიშვილი, ბუდუ ზივზივაზე და ლობჟანიძე.
თემური
რა ჯიღაურს განიხილავთ ღადაობთ?ამ მომენტისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი კაშიაა ფიზიკურ ფორმაშია მებრძოლია გამოცდილი და თან ნათამაშები აქ მაგ ფლანგზე მაგრამ ვაისას რას გაუგებ
საქართველოს ეროვნული ნაკრები
მაგ პოზიციაზე კაკაბაძემ უნდა დაიწყოს საკმაო გამოცდილება აქვს რომ ნერვებს არ აჰყვეს,უთამაშებელი კანკავა და ოქრიაშვილი ნაკრებში არ იმჩნევდნენ უკლუბობას და მანაც უნდა შელოშ.დანარჩენს თამაშის მიმდინარეობა გვაჩვენებს.ბელარუსელები 100პროცენტით ფიქრობენ რომ ჩვენ განწყობის გუნდი ვართ და თუ არ წაგვივა თამაში მაგათი კოზირიც ეგ არის.ასე მოგვიხსენიებენ სლავები ზოგადად,რომ ხასიათის ხალხი ვართ.მანდ უნდა გავტეხოთ ზუსტად,როგორც ქართული ცეკვა აგვიწყვია,გასაოცარი სინქრონულობით და პლასტიკით.ამიტომ მაქსიმალური კონცენტრაცია გვჭირდება,თავდადება ყოველ ეპიზოდში და ერთმანეთის დაზღვევა,სტანდარტულების დროს მობილიზება.თუ არ წაგვივა პირველი წუთებიდან თამაში ყველას ვთხოვ არ უსტვინონ და აგინონ ჩვენებს,გავამხნევოთ და გვჯეროდეს მათი.თუ დისციპლინით ვერ გაგვტეხეს მაშინ დიდი ალბათობით მოვუგებთ რადგან ფანტაზია და ტექნიკა საკმარისი აქვთ ჩვენს ფეხბურთელებს.
გიორგი
გეთანხმებით,მაგრამ ტაბიძე ამ ეტაპზე მარცხენა მცველის პოზიციაზე განიხილება,რადგან იქაც გვაქვს პრობლემები,თან აქვს გამოცდილება მარცხენა მცველად თამაშის როგორც ნაკრებში,ასევე უფაშიც.
Amirani
Afsoliturad vetaxmebi romas.swori analizia
ბესიკი
მარცხენა ფლანგზე უნდა დავაყენოთ გრიგალავა, მგონი აქვს მარცხენა ფლანგზე თამაშის გამოცდილება, ცენტრში კვირკველია ხოჭოლავა ან კვირკველია კაშია, და მარჯვენა ფლანგზე კი აუცილებლად ტაბიძე. აი ეს ვარიანტია მგონი საუკეთესო.
თენგაბი
მარჯვენა მცველი-ტაბიძე, მარცხნივ-დვალი, ცენტრში-კვირკველია, ხოჭოლავა. ეს იქნება უძლიერესი დაცვა. ცვლილებებისათვის-კაშია, გრიგალავა. არ არის საჭირო სამი ცენტრალური მცველი-ვის რა ფუნქცია აკისრია, ვერ გაიგებ, ხან ერთმანეთის იმედზე არიან, ხან ერთმანეთს უშლიან ხელს. რაოდენობის ხარჯზე კი არა, გონივრულად უნდა დავიცვათ თავი და ეფექტური, მობილური, სწრაფი შეტევები.
ალექს
ბელარუსთან 5 მცველით?? ნამეტანია!
ქომაგი
არ უყვარს ვაისს ცვლილებები, მაგრამ ალბათ უნდა დაფიქრდეს ტაქტიკის ცვლილებაზე. ჩემი აზრით ავანტურაზე უნდა წავიდეს და 5-1-3-1 სქემა სცადოს, ორ ფორვარდს ისედაც არ იყენებს. ათამაშოს კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, გრიგალავა, ტაბიძე. კანკავა შენგელია, გვილია, ჩაკვეტაძე ქვილითაია თუ არ გაამართლებს გაიყვანოს კაკაბაძე და დაამატოს ნახევარმცველი, დარჩება კაშია კაკაბაძის ფლანგზე.
emigranti
კვირკველია.
Giorgi kalandadze
ნიკოზ მალიზე არ გიფიქრიათ, მარჯვენა მცველის პოზიციაზე
ფეხბურთი
ვისაც ფეხბურთი გვითამაშია, კარგად ვიცით რას ნიშნავს უთამაშებლობის პრაქტიკის გარეშე თამაში. კლუბში პრაქტიკის გარეშე მოთამაშეს, თუნდაც მეხუთე ლიგაში სათამაშო პრაქტიკის მქონე ფეხბურთელი ჯობია. ამიტომ კაკაბაძეს ძირითადში თამაშს კატეგორიულად არ ვეთანხმები. წარმატებები ჩვენს ლომებს
ალექს
აქ ჩამოთვლილთაგან არცერთი და უპირველესად კაკაბაძე! ამ მნიშვნელობის შეხვედრაში ამდენი ხნის უთამაშებელი კაცი არის უდიდესი რისკი და სულაც ფორმაში რომ იყოს მე პირადად ამ შეხვედრაში შემტევი ყაიდის მცველი არ მგონია გვჭირდებოდეს. სამი ვარიანტი გვაქვს და რატომ ვიგონებთ ახალ ველოსიპედს??- ტაბიძე,დვალი,ხოჭოლავა.კიბატონო,ცენტრალური მცველები არიან,მაგრამ ნახევარმცველებსა და ლამის თავდამსხმელებზე უკეთ მგონი შეასრულებენ დაცვით ფუნქციებს.დებიუტანტების და ექსპერიმენტების დრო ნამდვილად არაა ახლა.
roma bejanidze
ტაბიძე გამორიცხეთ რადგან მარცხენა ფლანგი ყველა ვარიანტში ტაბიძეს უნდა ჩავაბაროთ. მარცხნივ ალტერნატივა ნავალოვსკია მაგრამ ძალიან ცუდ ფორმაშია, ვიყავი მერანთან თამაშზე და ვნახე ფორმისგან ძალიან შორსაა და თან ეტყობა რომ სისწრაფეც აღარ აქვს იმ დონის რაც ქონდა.
Mateus
ჩემი აზრით, ვაისი მაინც კაკაბაძეს დააყენებს და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ შეტევის მარჯვენა ფლანგზე მერებაშვილს უნდა ველოდოთ. რომელიც, ვაისის ტაქტიკაში დაცვას უფრო ეხმარება, ვიდრე სხვა მის პოზიციაზე. გვაქვს კიდევ პრაქტიკაში ამის მაგალითი ყაზახეთის წინააღმდეგ თბილისში. შესაძლოა მეორე ტაიმში, ან უფრო კონკრეტულად 87 წუთზე (როგორც ვაისს ჩვევია) დავითაშვილმა შეცვალოს მერებაშვილი. ზურიკოც საკმაოდ აქტიურია დაცვაში. უტოპია მგონია იმაზე ფიქრი, რომ ვაისი რაიმეს შეცვლის ან ახალს შემოგვთავაზებს.
zura
მამისმინეთ... მე მგონია რომ მაინც კაკაბაძე უნდა დადგეს, მალი და მჭედლიშვილი ორივე მომწონს მაგრამ პირდაპირ ასეთ მატჩში ძირითადში რომ ხიო ერთი ტაიმი მარტო ემოციებთან გამკლავებას და აზრზე მოსვლას მოუნდებიან რაც აპასნი მგონია... კაშია არაა ცუდი ვარიანტი მაგრამ მარჯვენა ფლანგის გამო ცენტრის კაშია-კვირკველიას დუეტის დაშლა არასწორად მიმაჩნია, იყოს იქ სადაც არის მითუმეტეს ფლანგურ შეტევებში არც ისე სასარგებლოა... ჯიღაურს მაგ ადგილას ისევ მალი ან მჭედლიშვილი მირჩევნია... არის კიდევ ერთი ვარიანტი რომელსაც რატომღაც არავინ ახსენებს, კვეკვესკირი! გავიხსენოთ რომ საყრდენად კვეკვესკირი 2011 წელს აქცია გარსიამ, მანამდე ბავშვობიდან იყო მარჯვენა მცველი ზუგდიდშიც, ასაკობრივ და ახალგაზრდულ ნაკრებებშიც და ძალიან პერსპექტიულიც, კაცზე თამაშიც იცის, პოზიციურადაც კარგია, შეტევებშიც კარგი ჩართვები აქვს და გამოცდილიც არის, ხოდა თუ კაკაბაძე ვერ მოახერხებს რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ კვეკვესკირი?!
ბათუმი
ჩააყენებს 18 მეტრიან ტროლეუბუსს თავიდანვე ბელარუსი, არ გაშვებაზე და საქმის პენლებამდე მიყვანას შეეცდებიან, არ გაროსკავენ. მხოლოდ შეტევა!!! შემადგენლობას ვაისი გადაწყვეტს უკეთ
თენგაბი
მარჯვენა მცველის ადგილზე უნდა ითამაშოს ტაბიძემ - ფიზიკურად ძლიერია, ორთაბრძოლებში ვერავინ დაჩაგრავს და დაცვით ოპერაციბში უნივერსალურია. კაკაბაძე ძლიერია შეტევაში, მაგრამ მეტოქის სწრაფი კონტრშეტევების დროს მისი ფლანგი დაუცველი რჩება და აქედან საფრთხეც ბევრი იქმნება. ჯობია მცველმა პირველ რიგში მისი ძირითადი მოვალეობები შეასრულოს, შეტევაში ჩართვა უნდა მოხდეს ეპიზოდურად, საჭიროების შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მეტოქე ადვილად გამოიყენებს სუსტ ადგილს ჩვენს დაცვაში. იმისათვის რომ შეტევითი ოპერაციები აწარმოოს არის ნახევარდაცვა და ფლანგური შემტევები. არასწორად განაწილებულმა ფუნქციებმა, არაორგანიზებული თამაში იცის რაც წარმატებით ეტყობა ჩვენს ნაკრებს. ასე რომ მარჯვენა ფლანგზე ტაბიძე და პირველ რიგში ფლანგს მიხედოს.
მოქალაქე
მართლა თავსატეხია, უთამაშებელი კაკაბაძე პირადად მე საშინლად არ მომწონს, მალი გამოუცდელია, კაშია "საფეხბურთო ასაკშია" და ვერ ირბენს ფლანგზე, გეგეჭკორი ვერ არის საუკეთესო ფორმაში თორემ ნაკრების გამოცდილება აქვს, მჭედლიშვილიც უცხოა ნაკრებისთვის, ვფიქრობ ისევ კაკაბაძეს დააყენებს და წინ ბრგე-მუშა მერებაშვილს დაუყენებს
მოქალაქე
დაბლა მალის რომ ახსნებთ, მალის არცერთი მატჩი აქვს ნაკრებში ჩატარებული, პლიუს ასაკიდან გამომდინარე გამოუცდელია, ვხედვათ რომ შეტევაში კარგია მაგრამ დაცვაში? ესეოდენ მნიშვნელოვან მატჩში, ამხელა აუდიტორიის წინაშე მალის დაყენება არის ზეექსპერიმენტი.. შეიძლება ისე დაიძაბოს საერთოდ აიჭრას
Lasha
ტაბიდძე აჯობებს კაკაბაძეს ადგილას და არამგონია აბურჯანია სასტავს იმსახურებდეს ჯერჯერობით არ არის გახსნილი რისი ნიჩიც აქვს
gabo
ჯიღაური ჩემი აზრით არავისზე ნაკლები შემტევი არაა და სადაც უკეთ იცის თამაში სჯომს იქ ათამაშოს. ნაკრებში ის ყოველთვის კარგად გამოიყურება როცა ათამაშა ვაისმა. რა დაცვაში თამაში ეს უაზრობააა!
roma bejanidze
სირცხვილი კი არა წაგების ტოლფასია.
ლაშა
მჭედლიშვილი ისე მაინც გამოიძახოს სათადარიგოდ. თუ მაინც გადაწყობა გახდა საჭირო, მარჯვენა მცველად გვილია ან კვეკვესკირი გამოდგებოდა.
roma bejanidze
კიი 1-0 არ გვაწყობს პირველ ტაიმში უნდა იყოს 2-0. ზუსტად მაგიტომ უნდა ითამაშოს კაკაბაძემ რომ გვეცოდინება საიდან შემოგვიტევენ და თავსაც ადვილად დავიცავთ, კაკაბაძემ საკუთარ თავს უნდა გადაახტეს და პირველ ტაიმში ბოლომდე უნდა დაიხარჯოს 120% და როცა მეორე ტაიმში გავალთ ისიც გვეცოდინება რომ აუცილებლად შეეცდებიან გეგმის შეცვლას რაც თამაშს თავდაყირა დაუყენებს ბელარუსს, არ უნდა ჩაჯდეს საქართველო დაცვაში, უნდა შევუტიოთ რაც საქმეს გაუადვილებს დაცვას, თამაში უნდა მოვუგოთ თამაშამდე და არა დაწყების შემდეგ. არ ვარ პროფესორი მაგრამ ცოტა გამეგება ფეხბურთში, სამოყვარულო დონეზეც მითამაშია და ვიცი როგორ უნდა აიყოლიო გუნდი თამაშში და როგორ მოახვიო საკუთარი გეგმა თავს უნდა აფიქრებინო რომ მის გეგმას მიყვები და ბოლოს აჩვენო რომ შენი გეგმით თამაშობს რაც გატანილი გოლების მიხედვით გამოჩნდება. 2-0 პირველი ტაიმი.
ნუკრი
სამი ცენტრალური მცველი კვირკველია,ხოჭოლავაა ან გრიგალავა,ტაბიძე. ნახევარდაცვა:დავითაშვილი მარჯვნივ მთელ ფლანგს გააკონტროლებს,დააზღვევს კვირკველია,მარცხნივ ხარაიშვილი,დააზღვევს ტაბიძე,აბურჯანია, კანკავა, ჩაკვეტაძე.შემტევი შემადგენლობა,ბურთის ფლობა და შეტევა.სხვა თამაში სახლში ბელორუსებთან უბრალოდ სირცხვილია
რა მაფიაა?
მალი გვახსოვს ჩვენ კაი ფორმაში, ეხლა კაკაბაძესავით არ იქნება მზად, მასე ოთოს კაი ფორმაც გვახსოვს და მაგის მიხედვით ისევ კაკაბაძე ჯობია...
გოგა
ეს ჯიღაური აქაც რას სეტენეთ:( მალი უნდა გამოიძახოს.
სოსო
კარგი ვარიანტი,არც ერთი არა გვაქვს.უშუალოდ შეკრებაზე შეხედავს ვაისი და ამის მიხედვით გადაწყვეტს,რომელი აჯობებს.ჩვენც ზუსტად იგივე მდგომარეობაში ვართ,როგორც ვაისი.ამიტომ ჩვენი რჩევა,აზრს ჰკარგავს.ასე შორიდან,უნახავად,რაიმეს რჩევა,უაზრობაა.
ჰაჰა
ბელორუსია შეეცდება ამ უპირატესობის გამოყენებას.აქ სხვა გამოსავალი უნდა მოიძებნოს. კაშია 32 წლისაა და სისწრაფე აღარ აქვს, სხვები ყველა სუსტია. ამიტომ გუნდური გადაწყვეტაა საჭირო, ნახევარდაცვის დახმარება. რაც სხვაგან გააჩენს ხვრელებს, ალბათ თავდასხმის ხარჯზე. ამიტომ არის გუნდური თამაში აუცილებელი.
vergavige
რა შეტევას მოკლავს. სანამ შეუტევ ზურგი უნდა გქონდეს გამაგრებული. ამასობაში რომ შაგიგდონ, მერე უტიე 90 წუტი.
martlaaa
ბელორუსებმა წინასწარ იციან, რომ კაკაბაძე ფორმაში არ არი. სანამ შენ 2-ს გაიტან, იმათმა რომ გაგიტანონ? თანაც ზუსტად მაგ მიზეზის გამო? მერე რა ვქნათ? დაგვცინი 2: 0 ზეო. 1:0 ზე უარზე ხარ?
zezva
ჩემი პირადი აზრია, რომ მარჯვენა ფლანგზე ბელარუსთან დაიწყოს კაკაბაძემ. რადგან ოთხი ცენტრალური მცველი შეტევას მოკლავს. მაგრამ თუ ოთარი ძალიან ცუდ ფორამში წარმოჩინდება, ჩაანაცვლოს კაშიამ. ყველაფერი პირველ რიგში ვარჯიშზე გამოჩნდება. მეეჭვება კაკაბაძემ ამ 20 დღეში რაიმე ფორმა მიიღოს. მაქსიმუმ 45 წუთის თამაში შეძლოს
roma bejanidze
მიუხედავად უთამაშებლობისა ყველა ვარიანტში ოთარ კაკაბაძემ უნდა ითამაშოს თუ რათქმაუნდა ჯამრთელად იქნება. ის უალტერნატივოა და შეცვლაზე უნდა ითამაშოს გეგეჭკორმა ან კაშია გადაწიოს თამაშის მიმდინარეობისას მარჯვნივ და გრიგალავა შემოიყვანოს ცენტრალურ მცველად როცა ანგარიში 2-0 იქნება.
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა - კაკაბაძის გოლით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
ოფიციალურად: ბათუმის "დინამომ" "ტორპედოდან" ლევან გეგეჭკორი დაიმატა
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
ბათუმის "დინამომ" ჯიღაურისა და კუჩინსკის პრეზენტაცია მოაწყო
კაშიამ "ატლეტიკოსთან" შეუცვლელად ითამაშა - "სლოვანმა" მორიგი მარცხი განიცადა [VIDEO]
ოთარ კაკაბაძე "კრაკოვიას" კაპიტანი გახდა
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
"14 სანტიმეტრით დაბალი გრიზმანი თავზე გადაახტა" - სლოვაკურმა გამოცემამ "ატლეტიკოსთან" "სლოვანიდან" ყველაზე სუსტად კაშია მიიჩნია, მაგრამ ამას სხვები არ ეთანხმებიან...
ხვიჩას პსჟ VS "სიტი" - L'EQUIPE-ს სავარაუდო შემადგენლობა
სენეგალელი და 3 ქართველი - "ტორპედო" ფეხბურთელების დამატებაზე მუშაობს
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "ბარსელონას" ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში - "ლივერპულმა" ისევ მოიგო [VIDEO]
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
"ტორპედო" უმძიმეს ვითარებაშია - ევროპა ლიგამდე 2 კვირით ადრე გუნდი 7-მა ფეხბურთელმა დატოვა
"გამეღიმა, როცა ეს ამბავი გავიგე" - "კრაკოვიას" პრეზიდენტმა კაკაბაძეზე ისაუბრა
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
დაცვის ფლანგები - როგორ დაალაგებს სიტუაციას ვლადიმირ ვაისი?
"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები მალტასთან მატჩში
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
"ძალა ჩვენშია, რომელიც ერთიანობაშია" - "ჯვაროსნების" მატჩისწინა ვარჯიში და კომენტარები
ოფიციალურად: ჯაბა ჯიღაური ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"საქართველოს ნაკრების მიზანი ახლა ესაა! რაც შეეხება ჩემს მომავალს..." - განვლილი ევრო, ნაკრების მიზნები და სამომავლო გეგმები... ინტერვიუ ოთარ კაკაბაძესთან
ეროვნული ლიგის VIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს