ბათუმის "დინამოდან" ჟოდინოს "ტორპედო-ბელაზში" გადასულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა გაბრიელ რამოსმა აღაფრთოვანა ბელარუსი გულშემატკივრები. მან "პრესბოლთან" ინტერვიუში საქართველოს შესახებაც ვრცლად ისაუბრა.

- ქართული და ბელარუსული სამზარეულო როგორ მოგწონს?

- თქვენი ბრინჯი სულ სხვანაირია, ქართულისგან განსხვავებულია, მით უმეტეს, ბრაზილიურისგან. ჩვენი მზარეულები ბაზაზე ხორცისგან გემრიელ კერძებს ამზადებენ. რა თქმა უნდა, ყოველ კვირაში საქართველოში მწვადს მივირთმევდი. ადგილობრივები მისი მომზადების ნამდვილი სპეციალისტები არიან.

- რატომ წახვედი ბრაზილიიდან საქართველოს მეორე ლიგაში? უჩვეულო არჩევანია...

- მე მართლა კარგი რეზიუმე მაქვს. დიდ გუნდებში ვიყავი, თუმცა სისტემატურად არ ვთამაშობდი. სამშობლოდან პირველად "გენტში" გადავედი. ბელგიაში ორი თვე დავყავი, მაგრამ კონტრაქტი არ გამიფორმეს. შემდეგ "რიგაში" გავემგზავრე, რომელიც შეკრებას კვიპროსში გადიოდა. ყველაფერი ხელშეკრულების გაფორმებისკენ მიდიოდა, მაგრამ საქმეში ბრმა ნაწლავი ჩაერია. ოპერაცია იქვე გამიკეთეს, გუნდში კი, რა თქმა უნდა, არ დამტოვეს. ბრაზილიაში დავბრუნდი, რამდენიმე თვე აღდგენას მოვუნდი, ხოლო როდესაც არ თამაშობ, შენზე მოთხოვნა და ყურადღება ნაკლებია. კარიერაში შესვენება ყველას აბრკოლებს. ამიტომ მადლობელი ვარ, რომ ბათუმში მიხმეს. საქმე ასარჩევად არ მქონდა და ეს არც იყო საჭირო. თამაში უნდა დამეწყო და რაც შეიძლება მალე. პირველივე სეზონში უმაღლეს ლიგაში გადავედით. მეორე სეზონში ვერცხლის მედლები მოვიპოვეთ. იმ დროზე შესანიშნავი მოგონებები შემომრჩა.

- აჭარაზე რას იტყვი?

- ო, ბათუმი ცნობილი ტურისტული ქალაქია! ჩემთან ერთად ბრაზილიელი ფლამარიონი თამაშობდა. პარკსა და პლაჟზე გავლა გვიყვარდა. ბათუმში გასართობს ყოველთვის იპოვი. იქ ცხოვრება შესანიშნავია! მწვადი, სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი ტურისტი, უამრავი ლამაზი გოგონა. იმ ქალაქში არ მოიწყენ.

- გულდაწყვეტილი დარჩი, რომ გასულ წელს საქართველოს ჩემპიონი ვერ გახდი?

- რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა პირველ ადგილზე გავსულიყავით. ჩვენ ხომ კლუბის ისტორიაში შევიდოდით, რომელიც არასოდეს არ ყოფილა ჩემპიონი. თუმცა ჩემთვის ასეთი შედეგი ოქროს ტოლფასია, რადგან პირველი ლიგიდან გადასული გუნდისთვის ეს მიღწევაა. ასე რომ, გულდასაწყვეტი არაფერია.

- ბათუმის "დინამო" ევროტურნირებზე მიიღებს მონაწილეობას. რატომ წამოხვედი საქართველოდან?

- ჩემპიონატის დასრულების შემდეგ 5 თვეში მიმთავრდებოდა კონტრაქტი. ბრაზილიაში გავემგზავრე, ახლობლებს დაველაპარაკე და მივხვდი, რომ საქართველოში დაბრუნება არ მინდოდა. იქ ახალს ვეღარაფერს შევიძენდი. ბათუმში რაღაც შედეგებს მივაღწიე და ნაბიჯის წინ გადადგმის დრო დადგა. ახალი გამოწვევა მჭირდებოდა.

- 2019 წლის ჩემპიონატზე გატანილი 4 გოლი შენთვის ცოტა ხომ არაა?

- ბათუმში ფლანგზე ვთამაშობდი. დაცვაში ხშირად მიწევდა ჩასვლა, ართმევაზე ბრძოლა. ამის შემდეგ შეტევაში გასაქცევად ყოველთვის არ მყოფნიდა ძალა. ართმევაზე ჟოდინოშიც შევდივარ ბრძოლაში, მაგრამ აქ დაცვითი ფუნქციებით ნაკლებად ვარ დატვირთული. უფრო ხშირად წინ ვრჩები. ამიტომ იმედია, იმაზე მეტს გავიტან, ვიდრე საქართველოში გამქონდა. მიზანი მაქვს და მისკენ მივისწრაფი.

- საქართველოში ასეთ გოლების გატანა გამოგდიოდა?

- დიახ, საკმაოდ ხშირად შორიდან ვურტყამდი და გამქონდა. ადრე ხშირად ვუყურებდი, როგორ ასრულებდნენ საჯარიმოებს რონალდინიო და კოუტინიო. რიოში მთელ საღამოებს მოედანზე ვატარებდი. კარის კუთხეებში გადასაცმელ მაისურებს ვკიდებდი და მათ ჩამოგდებას ვცდილობდი.

Dato
ჟოდინოში რა კლასი უნდა აიმაღლოს, ალბათ ხელფასი შესთავაზეს უკეთესი.
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა