ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვეთამაშე ორივე რონალდოს, რაულს, ანრის, არველაძემ კი გამაოცა - რუსეთის ნაკრების ყოფილი მცველი

ვეთამაშე ორივე რონალდოს, რაულს, ანრის, არველაძემ კი გამაოცა - რუსეთის ნაკრების ყოფილი მცველი

"შინიკ იაროსლავის" მთავარმა მწვრთნელმა ვადიმ ევსეევმა, რომელიც მოსკოვური "სპარტაკისა" და "ლოკომოტივის", ასევე, რუსეთის ნაკრების მცველი იყო, ყველაზე ძლიერი ფორვარდები დაასახელა, ვის წინააღმდეგაც უთამაშია და მათ შორის, შოთა არველაძეს შეეხო.

"სანაკრებო შეხვედრებით დავიწყებ და მინდა ვთქვა, რომ შეიძლება ახლა დიდი არაფერი გუნდია, თუმცა ბულგარეთს ერთ დროს ტოპ-ფორვარდები ჰყავდა ბერბატოვისა და პეტროვის სახით.

ასევე ვეთამაშე ახალგაზრდა კრიშტიანო რონალდოს. მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო კარიერა ახალდაწყებული ჰქონდა, ყველა ამბობდა, რომ მომავალი ვარსკვლავი იყო.

თუმცა მთავარი მოწინააღმდეგეები მაინც ევროთასებზე მყავდა. დავუპირისპირდი რონალდოს. ის გენიალური იყო, არასდროს მინახავს მისი მსგავსი ფორვარდი.

იმ დროისთვის კი უკვე მქონდა გამოცდილება ვარსკვლავების წინააღმდეგ თამაშისა. მახსოვს ამსტერდამის "აიაქსთან" გამართული მატჩები. შოთა არველაძემ ძალიან გამაკვირვა. ის თავდამსხმელისათვის არასტანდარტულ პოზიციაზე თამაშობდა. არველაძე გამთამაშებლის ზონაში მოქმედებდა, შეტევის ზონაში კი ძმები დე ბურები და ოვერმარსი გარბოდნენ. მოკლედ, მაგარი ბიჭების წინააღმდეგ მომიწია თამაში.

ასევე, მახსოვს ალან სმიტი "ლიდსიდან", რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა. ასევე - რაული, რომელიც "მკვლელი" იყო და ერთსა და იმავე პოზიციაზე არასდროს რჩებოდა.

შემდეგ იყვნენ სამუელ ეტო'ო "ბარსელონადან", კრისტიან ვიერი და ალვარო რეკობა "ინტერიდან". ბერგკამპი და ანრი ("არსენალიდან") ყველაზე შეთამაშებული წყვილი იყო. მათ წინააღმდეგ ძალიან რთული გახლდათ.

ყველაზე უცნაური ფორვარდი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია, იან კოლერი იყო. უბრალოდ ვერ ხვდები, როგორ უნდა მისწვდე ორმეტრიან ბიჭს.

მჯერა, რომ ფეხბურთელები ძლიერ მოწინააღმდეგეებთან თამაშით იზრდებიან. ასეთ დროს ყველაფერს დებ, რაც შეგიძლია. მე კი ძალიან გამიმართლა, ვარსკვლავების წინააღმდეგ ბევრი შეხვედრა ჩავატარე", - დაწერა ევსეევმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე.

• დავით 67

და კიდევ. მე საერთოდ არც ჩემს და არც სხვის კომენტარებზე დისლაიქ-ლაიქებს არ ვწერ. პოლიტიკურ სტატიებზე კომენტარების დადებისას სულ მაგას ვიხვეწები რომ ეს გაუქმდეს, რადგან ამოქმედდებიან ტროლების მანქანები, როგორც ოპოზიციური, ასევე პოზიციური. და ამით ყალბი აზრი იქმნება, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან!

• დავით 67

ეხლა გადავხედე შენს კომენტარებს. კი ბატონო მართლა ასე გიწერია ბომბარდირი და თავდამსხმელი.( არა ფეხბურთელი, როგორც მე ვამბობდი ) მაგრამ ეს საქმის არსს არ ცვლის და კიდევ ათასჯერ გაგიმეორებ რომ ბევრი გოლის გატანა არ ნიშნავს საუკეთესო თავდამსხმელობას!

• დავით 67

ეხლა რა გინდა მითხრა, რომ მე ვინმეს დისლაიქებს დავაწერინებ? ასეთი ავადმყოფური აზროვნება რატომ უნდა ჰქონდეს ადამიანს ვერ ვხდები!რადგან თავდამსხმელობაზე აკეთებ აქცენტს, არველაძე ბევრად ჩამოუვარდება ბორის პაიჭაძეს, მიხეილ მესხს, მეტრეველს, რამაზ შენგელიას და ა.შ. კიდევ გიმეორებ ბევრი გოლის გამტანი ვერ იქნება ვერც საუკეთესო ფეხბურთელი (ზოგ კომენტარში ასე სწერ!მე არ მომიგონია) და ვერც საუკეთესო თავდამსხმელი. გამოკითხვა რომ ჩაატარო, ადვილად დარწმუნდები თუ ვინ მეტ ხმას მიიღებს, ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფეხბურთელები თუ შენი თავის თავზე შეყვარებული არველაძე! ერთი კითხვაზე გამეცი პასუხი.მიროსლავ კლოზე არის თუ არა გერმანიის და ასევე მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელი.??? გამეცი პასუხი და მერე ერთად ვიცინოთ

დავით 67 ორ წელია მიმტკიცებ, რომ შოთა არველაძე არ არის საქართველოს ყველა დროის საუკეთესო თავმდამსხმელი. ახლა, რომ მიხვდი შეცდი უცბად "გადააბრუნე პლასტინკა" საუკეთესო ფეხბურთელზე დაიწყე საუბარი??? :))))) ნუ ეშმაკობ.

დავით 67 ჩემს ნაცნობებსა და მეგობრებს შენზე დიზლაიკს იმდენს დავაწერინებ ვერ მოთვლი. არ ვკადრულობ...! საზოგადოებამ იცის, რომ მცდარია შენი ნააზრევი. ცუდად მიცნობ, გუშინ საღამოს პურს ვჭამდი რამოდენმე ჩემს მეგობართან ერთად, შოთას თავდამსხმელობის თემაზე ითქვა ის რასაც მე ვამბობ! ყველა სპორტსმენია. დიზლაიკები არ მაშინებს. შენს მსგავსად, ვინც არასწორად მსჯელობს, კარგა ხანია აქ ბევრ დიზლაიკს მიწერენ ხოლმე, მაგრამ რამოდენიმე ხნის შემდეგ პირიქით ხდება... :) შენ მაგას რავა იზამ .I. :)))

დავით 67- რა ჯუტი ვინმე ყოფილხარ??? თავდასხმელებზე ვსაუბრობთ და არა ფეხბურთელზე!!! კიდევ ერთხელ გიმეორებ, თავდასხმელი მსოფლიოს საფეხბურთო ქვეყნებში ფასდება მისი გატანილი გოლები რაოდენებით!!! გატყობ ჩემი ჯინი გაქვს. გინდა რაღაც დამიმტკიცო, მაგრამ ვერ ხვდები, რომ დიდ სისულელეს წერ!!! რეალობას აცდენილი კაცი ხარ!!!

• დავით 67

....-ს! ძალიან კარგი თუ დაამთავრე! სამწუხაროა ის რომ რას ვწერ იმას ვერ იგებ! უამრავი მიზეზი ჩამოგითვალე თუ რატომ ვერ იქნება ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, შენ მაინც შენსას აწვები. დიახ ბატონო ბევრი გოლის გატანა საუკეთესო ბომბარდირობას ნიშნავს,მაგრამ არა საუკეთესო ფეხბურთელობას! ამას ათასჯერ გაგიმეორებ და უმეტესობა დამეთანხმება ,თანაც დიდი "ატრივით ".შენი ლოგიკით საუკეთესო ფეხბურთელად( ყველა დროის) მიროსლავ კლოზე უნდა აღიარონ გერმანიაში, რადგან მას ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, თანაც მუნდიალზე. ასევე საფრანგეთში ფონტენი არა?რის ზიდანი,რა პლატინი არა? მოკლედ ნურა შეწუხდები რა კომენტარისთვის!

შაკო - 1990 წლებში ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპი ამბობდა (თბილსის დინამოს მწრვთნელი, შემდგომ საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა) ქართყველებს მენტალიტეტი არ გივარგათო.ძნელია არ დაეთანხმო... მსოფლიოს საფეხბურთო ქვეყნებში თავდასხმელებს აფასებენ მისი გატანილი გოლების რაოდენობით და არა კაი კაცობით!!! არ გვინდა საბჭოთა მენტალიტეტის გამოვლინება, ქვეყანაში კერპთაყვანისცემლობის დანერგვა !!!

• შაკო

დამშვიდდით, საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ფორვარდი იყო არა შენგელია, ან არველაძე არამედ ბორის პაიჭაძე.

რავა ტყვილად ვწერე. :) საუკეთესო თავდამსხმელებზეა საუბარი და რა ფეხბურთელზე!!! მაგასაც გეტყვი თუ გინდა? ოღონდ არ გამლანძღო.:)

25-26 წლის თავდამსხმელი. ამ ასაკში ძლიერად უნდა თამაშობდეს, პროგრესირებდეს!!! რამაზ შენგელიას კი პირიქით, რეგრესი დაეწყო 25 წლის ასაკში, ისე რომ ტრამვა არ მიუღია!!! წერთ აქ თქვენს უტვინოდ ნააზრევს!!!

დავით 67 .I. -თავდამსხმელის მიერ ბევრი გოლის გატანა არ ნიშნავს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობას??? :))) -აქ დავამთავრე შენთან საუბარი...

ესპანეთის 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,რამაზ შენგელიამ გოლი გაუტანა შოტლანდიის ძალზედ სუსტ ნაკრებს, ისიც მოწინააღმდეგის მცველების აშკარა შეცდობის შემდგ. სულ ეს იყო. ამის შემდეგ დაიწყო რამაზ შენგელიას საფეხბურთო კარიერის დაღმასვლა!

• დავით 67

4 წერტილო! კი ბატონო გადაწყვიტოს, თუ დათვლი კომენტარებს, მიხვდები რომ გადაწყვეტილიცაა! მე ვინც ჩამოგითვალე, ის ფეხბურთელები ალბათ მიხვდები თუ რატომ არ თამაშობდნენ საქართველოს ნაკრებში. და კიდევ ბევრი გოლის გატანა არ ნიშნავს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობას, ეგეც გაიკითხე ან გადაწყვიტოს ხალხმა ( როგორც თავად ამბობ) . ცნობისათვის გეტყვი, რომ სსრკ-ში ჩემპიონატი იყო ურთულესი, ეგეთი დღეს არც ინგლისის ლიგაა და არც სხვა. მხედველობაში მაქვს ძალიან გადამღლელი. ჩვენს დინამოელებს ზოგჯერ 5-6 საათიც უწევდათ ფრენა. იყო 15-20 გრადუსიან ყინვაშიც უწევდათ თამაში.არავითარი კომფორტი არ არსებობდა. ეს ყველაფერი იმიტომ ჩამოგითვალე რომ მერე შარი არ მომდო. თორემ იტყვი თითქოს მე კლასით ინგლისის ჩემპიონატს ვადარებდე. ამიტომაც გადიოდა მაშინ შედარებით ცოტა გოლები. გაიგე?

ზვიადი - ფაქტი ჯიუტი რამეა, მაგრამ ვერ გამიგია თქვენ რატომ ჯიუტობთ! გარკვევით ვწერ (ვინ წერს არ აქვს მნიშვნელობა), შოთა არაველაძე საქართველოს ნაკრების ბომბარდირია, ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ევროსათასო მატჩებში ყველა დროის ქართველ თავდასხმელზე მეტი გოლი აქვს გატანილი. თავდასხმელის თამაში სხვა მეტად როგორ უნდა შეფასდეს??? დალოცვილებო, დაწყევლილები ხომ არა ხართ - არც იცოდე და არც სხვისი გესმოდესო???

• ზვიადი

ქართული ფეხბურთის ფანი ყოფილხარ თურმე :)) ალბათ ქართულის ნაცვლად გინდოდა დაგეწერა რუსული. რუსეთთან რომ არცერთი თამაში არ ითამაშა არველაძემ და ერთი თამაშის დაწყებამდე საერთოდ რომ გაიქცა საქართველოდან გეცოდინება ალბათ!

დავით 67 .I.

შოთა არაველაძე საქართველოს ნაკრების ბომბარდირია, ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი!!! ევროსათასო მატჩებში ყველა დროის ქართველ თავდასხმელზე მეტი გოლი აქვს გატანილი!!! თავდასხმელის თამაში სხვა მეტი როგორ უნდა შეფასდეს???

დავით 67 ხალხმა გადაწყვიტოს მე და შენს შორის უტვინო ვინ არის! შოთა არაველაძე საქართველოს ნაკრების ბომბარდირია, ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი!!! ევროსათასო მატჩებში ყველა დროის თავდასხმელზე მეტი გოლი აქვს გატანილი!!!

ვისი კომენტარის არ უნდა იყოს, აქ რომ დიზლაიკს დაწერ,ფეხბურთს გაგებაში არა ხარ. გასაგებია რომ რამაზ შენგელიამ კარგად ითამაშა გარკვეული პერიოდო, როდესაც დინამოში თამაშობდნენ ვარსკვლავები, მათი გუნდიდან წასვლის შემდეგ კი რამაზ შენგელიას თამაში, შვიდი წლის მანძილზე არ იყო ისეთი როგორც ადრე, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ეს ხომ ფაქტია. აქ საკამათო რა არის??? თქვენ ხართ ფეხბურთელზე ფანატიკურად შეყვარებული, რის გამოც რეალობას სცდებით!!!

• დავით 67

ჩაკვდი რა,რა აგვიჭრელე თვალები შენი უტვინო მსჯელობით! ყველა დროის არა ტოროლა. მესხი მეტრეველის თამაში გინახავს საერთოდ?? ბორის პაიჭაძის თამაშის ნაწყვეტები ან გაიოზ ჯეჯელავასი. საქართველოს ნაკრების ყველაზე კარგ მწვრთნელად ივო შუშაკის სახელდება ( გამოკითხვის შედეგად) ,რომელმაც მიუჩინა ადგილი ჯერ სათადარიგო სკამზე და მერე საერთოდ დაითხოვა ნაკრებიდან.არველაძე ნაკრებში იყო ნოლი,ასევე გრძელი ენის პატრონი!

1982-1989 წლებში რამაზ შენგელიას დინამოში ჰქონდა ძალიან იშვიათი გამონათებები.

• დავით 67

აჩი ხარ?

SILVERMARCS სავსებით გეთანხმებით! როგორ შეიძლება თავდასხმელი აქო და ადიდო, ვისაც 7 წლის მანძილზე დინამოში არაფერი არ გაუკეთებაია 1982-1989 წლებში, საბჭოთა ნაკრებშიც არ იწვევდნენ ამ ხნის მანძიილზე! ეს ხალხი სტადიოზე ალბათ მარტო სემიჩკის საჭმელად დადიოდა!!! მახსენდება 1982 წლის თასების თასის ნახევარფინალურ ორრ მატჩში ბელგიის სტანდარტთან რამაზ შენგელიას უსუსური თამაში და სრული ფიასკო!!! რაც გააგრძელა კარიერის დასრულებამდე, 1989 წლამდე!!! ამაზე რატომ არავინ არაფერს წერს, 7 წელი ხომ საკმაო დროა თავდასხმელის თამაშის შესაფასებლად!!!

100%

• ასა

სხვაგან შეიძლება ბრწყინავდა, მაგრამ ნაკრებში იყო "მაზილა".

მე ქართული ფეხბურთის ფანი ვარ! შენ კი ფეხბურთის გაგებაში არა ხარ!

1982 წლიდან 1989 წლამდე, დავით ყიფიანის ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ რამაზ შენგელიას საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია დინამოში!!! საჭიოთა კავშირის ნაკრებშიც კი არ იწვევდნენ!!! ფეხბურთის გაგებაში არა ხარ!!!

• SILVERMARCS

ღმერთმა აცხონოს რამაზ შენგელია, მაგრამ ყიფიანის დარასელიას გუცაევის თამააშის ბოლო ფაზა იყო და ის რაც ევალებოდა ხუთიანზე იცოდა! ძალიან საშიში ფორვარდი იყო იმ გუნდში! არველაძე კი სრულყოფილი ფეხბურთელი იყო, გენიალური ყველა კომპონენტში!

• Master

შოთამ ლევანტეში სულ ორი სამი თამაში ჩაატარა ისიც შეცვლაზე რა ნოლ გოლზე საუბრობ?შოთას ტრამვების გამო ორი სამი წელი გაუცდა ჯამში.მაგრამ სხვებივით ყურები არ ჩამოუყრია და შედგა როგორც ფეხბურთელი.ამაზეა საუბარი თორემ შენგელიას რატომ უნდა შეადარო სხვადასხვა თაობის ფეხბურთელები იყვნენ

• ზურა

ყველაზე დიდი ქართველი ფორვარდი იყო რამაზ შენგელია!!! არველაძეს ჰყავდა ლაუდრუპი, ლიტმანენი და ა. შ. გაცილებით მეტი მაღალი დონის ვარსკვლავი ვიდრე შენგელიას. მაგრამ არველაძეს არასოდეს გაუტანია იმდენი და იმ ხარისხის გუნდების წინააღმდეგ გოლები რაც შენგელიას!!!

• ზვიადი

არველაძის პირად ფანებს შევახსენებ რომ ლაუდრუპისა და ლიტმანენის გარეშე პრიმერაში გაიტანა 0 გოლი! ეს იმიტომ დავწერე რომ იმსახურებთ შენგელიას შეურაცხყოფის გამო! შოთა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში არის საუკეთესო თავდამსხმელი ყოველ მიზეზს გარეშე (ხოდა ნუ გვიკვირს ვეტაფერს რომ ვერ ვაღწევთ). შოთას შეეძლო მართლაც ერის ფეხბურთელი გამხდარიყო მაგრამ არ ქნა და თუ რატომ მოიქცა ასე მარტო მაგას თუ ეცოდინება. ნაკრებშიც ისე რომ ეთამაშა როგორც აიაქსში უფრო დიდ სახელს დატოვებდა როგორც ევროპაში ასევე მსოფლიოშიც.

შოთა არველაძე არის საქართველოს ყველა დროის საუკეთესო თავდასხმელი. სხვებისგან განსცვავებით მან მარტომ მიაღწია თავის დიდ წარმატებას.ევროსათასო მარტჩებში ყვლა დროის ქართველ თავდასხმელებზე მეტი გოლი აქვს გატანილ! ყველგან ლიდერი იყო სადაც კი უთამაშია! ბურთის ფლობის უზადო ტექნიკითა და ინდივიდუალური ოსტარობით მარტოს შეეძლო გადაეწყვიტა მატჩის ბედი, რაც არაერთხელ გაუკეთებია თავისი კარიერის ბოლომდე, 34 წლის ასაკამდე! რამაზ შენგელიამ კი გაიბრწყინა ვარსკლავებით დაკოპლექტებულ დინამოში!დათო ყიფიანის გუნდიდამ წასვლის შემდეგ, შენგელიას მოედანზე ბევრი არაფერი გამოსდიოდა! აჩრდილი იყო თავისი თავის,1982 წლიდან 1989 წლამდე, მისი კარიერის დასრულებამდე. ეს ხომ ფაქტია!

პირიქით, შაოთა არველაძემ მარტომ მიაღწია თავის ყველა წარმატებას! რამაზ შენგელიამ კი გაიბრწყინა ვარსკლავებით დაკოპლექტებულ დინამოში!დათო ყიფიანის გუნდიდამ წასვლის შემდეგ შენგელიას მოედანზე ბევრი არაფერი გამოსდიოდა! აჩრდილი იყო თავისი თავის,1982 წლიდან 1989 წლამდე, მისი კარიერის დასრულებამდე.

• ბადრი

შენგელიას გოლის გატანის ალღო კი ქონდა კარგი, მაგრამ მთავარი მაინც ყიფიანი იყო, რომელიც უზადო საგოლე მომენტებს უქმნიდა, და აბა კაი ბიჭი იყავი და არ გაგეტანა. ყიფიანმა შექმნა შენგელია. ძველი თაობა ვარ და ვიცი.

• goga

კრუიფის, ბეკენბაუერის და გერდ მიულერის ეპოქაში "ოქროს ბურთის" დათრევა მარტივი არ არის. ბლოხინის გატანილი გოლი ნახეთ მიუხენის "ბავარიასთან" და ყველაფერს მიხვდებით, ოთხ მცველზე მარტო წავიდა შეგნებულად და რასაც ქვია ბურთი თავზე დაახია ბეკემბაუერს და შვარცენბეკს... ზოგადად, შენგელიას და ბლოხინის შედარებაც არც შეიძლება, ვინაიდან რამაზი ერთი შეხების ფეხბურთელი იყო, ხოლო ბლოხინი გოლის შემქმნელიც და გამტანიც.

• გია

ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო შოთა, სამწუხაროა რომ მისი წასვლის შემდეგ საქართველოს ასეთი დონის ვარსკვლავი არ ყოლია.

• თენგო

შენგელიაც და არველაძეც ბრწყინვალე ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ნათელია, რომ კომენტარების ავტორებს არც მეტრეველის თამაში უნახავთ და არც მესხის.

• Shoti

Shoti sauketesoa damoukidebel saqartveloshi. Magram shotis da shengelias shedareba ar sheidzleba. Shotis ar utamashia iseti kalibris gundshi rogoric imdroindeli dinamo iyo. Ar gegonot rom shotis winaaghmdegi var piriqit qartveli fexburtelebidan yvelaze metad miyvars magram faqtia ver gaqacha umaghles donemde.

• 100%

ახალ წელს გილოცავთ! )

• inzaghi?

ინძაგის შეიძლება ჯობდა კიდეც, ინძაგი არაფერი განსაკუთრებული აქ სახსენებელი არაა

• .... 64

საბჭოთა კავშირში ოლეგ ბლოხინი იყო ფეხბურთის მეფე! მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთის უვიცს შეუძლია,თავისი დაუკვირვებლობით, შენგელია ამჯობინოს ან შეადაროს ბლოხინს!!!

• .... 64

დავით 67-შე მართლა ფეხბურთის უვიცო-საუკეთესოდ ჯერ შენგელიას ასახელებ შემდეგ ბლიხინს და ბოლოს შევჩენკოს??? :)))

• .... 64

დავით 67 ხალხმა გადაწყვიტოს,თუ ვინ არის მე და თქვენს შორის უვიცი. დალოცვილო,ვინ მოგცათ უფლება შეურაცყობას რომ მაყენებ? ან რატომ ხართ თავზე დიდი წარმოდგენის,რომ თქვენი ნააზრევი აუცილებლად სწორი გგონიათ?

• BOSS

ცხონებული რამაზის დონემდე შოთი კი არა ბარე ორი ვერ მივა

• დავით 67

მაგარი უვიცი უნდა იყო რომ არველაძე ამჯობინო შენგელიას. ეხლა ვისაც რამაზის თამაშები არ გინახავთ ბოდიში. შენგელია და ბლოხინი. მერე შევჩენკო.

zaza,მოდი პირდაპრ გეტყვი-შენი აქ მოწოდებული ნააზრეევი თემისგან შორსაა.აქ ლაპარკია შოთა არველაძის ფენომენზე,რაც მან გამოავლინა ევროპის მრავალ გუნდში,საერთოდ საუბარი არაა 1990-იანი წლების ქართული ფეხბურთის დონეზე!!! გაიგე?

ფიცი მწამს ბოლო მაკვირვბსო.1990-იანი წლების მიწურულს იოჰან ბოოსკამპმა-"ქართველებს მენტალიტეტი არ გივარგათო"- მოდი და ნუ დაეთანხმები მის ნათქვამს...

ბუდაპეშტის მტკ,ციურიხის გრასჰოპერსი,ბერლინის ჰერტა,ლიეჟის სტანდარტი-ამ გუნდებმა გომოთიშეს ევროტურნირებიდან თბილისის დინამო,ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით 1976-1982 წლებში.ზემოთჩამოთვლლი გუნდებიდან არცერთი არ არის გლაზგო რეინჯერსზე ტიტულოვანი,ევროსარბიელზე...!

შესწორება-შოთა არველაძეს 2006/2007 წლებში მისი 33,34 წლის ასაკში ცოტა დააკლდა აზ ალკმართან ერთად,რომ ჰოლანდიის ჩემპიონი გამხდარიყო.

P.S.2005 წელს,შოთა არველაძე გლაზგო რეიჯერსიდან ბოლო ათწლეულების ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელის სტატუსით გადავიდა აზ ალკმარში.მიუხედავად 32 წლის ასაკისა,რაც ფეხბურთელისთვის,განსაკუთრებით კი თავდასხმელისთვის სახელის მოსახვეჭად ითვლება წარმოუდგენლად მძიმე პერიოდად,მაგრამ შოთა არველაძისთვის ხელი არაფერს შეუშლია ამ ასაკში საბრძოლველად აენთო აზ ალკმარი.შოთას წელიწადში ორი ათეული გოლი გაჰქონდა, ხოლო ერთი მათგანი - შემობრუნებით გიჟური დარტყმით გატანილი - აღიარებულ იქნა აზ ალკმარის საუკეთესო გოლად 2006/07 წლების სეზონში,მისი 34 წლის ასაკში!

შოთა არველაძეს 32 წლის ასაკში ცოტა დააკლდა აზ ალკმართან ერთად,რომ ჰოლანდიის ჩემპიონი გამხდარიყო.აღსნიშნავია,რომ ამ გუნდში ის მოთამაშე მრწვთნელის როლს ასრულებდა,კიდევ ერთხელ ვიმეორებ 32 წლის ასაკშიც კი მოახერხა ამხელა წარმატების მიღწევას ჰოლანდიის ჩემპიონატში,სადაც ძალიან ძლიერები იყვნენ პსვ ეინდჰოვენი და ფეიენორდი და რომ ამ ქვეყნის ჩემპიონატი დონით რუსეთისას არ ჩამოუვარდებოდა!

P.S.კარგად დაუკვიდრი! 1983-84 წლებიდან რამაზ შენგელია თბილისის დინამოს შემორჩა 1989 წლამდე.თენგიზ სულაქველიძესთან ერთად.თენგიზს ხშირად საბჭოთა კავშირის ნაკრებში იწვევდნენ,რამაზ შენგელია კი თბილისის დინამოშიც კი აღარ სჩანდა.აი ზუსტად ეს არის ჩემი სიტყვების დამადასტურებელი,რომ დიდი დინამოში კარგად გამოსდიოდა თამაში,მაგრამ როცა ძლიერი გუნდი დაიშალა,რამაზ შენგელია აღარაფრის მაქნისი იყო! ღრმად ვარ დარწმუნებული,შოთა არველაძეს რომ 1981 წლის თბილისის დინამოში ეთამაშა, რამაზ შენგელიაზე მეტ სახელს მოიხვეჭდა!

zaza კიდევ ერთხელ გირჩევ დაკვირვებით წაიკითხო ჩემი ნაწერი და სწორად იმსჯელო და არა ისე როგორც შენ გაწყობს. დინამო რომ დიდი გუნდი იყო ძალიან კარგად ვიცი.აკი ვწერ,ლივერპულიდან დაწყებული ფეიენორდით დამთავრებული ყველა თამაშს ვარ დანასწრები რამაზ შენგელიას მონაწილეობით მეთქი-თბილიიში,დინამოს სტადიონზე!!! შენახული მაქვს,ერთ დღეს შეგხვდები და განახებ ამ მატჩების ბილეთებსა და პროგრამებს.არაფერს ვლაპარაკობ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მატჩებზე ჩემს დასწრებას თბილისის დინამოს მონაწილეობით.ბავშობაში თბილისში მიწევდა ხშირად ყოფნა...ფეხბურთი ძალიან მიყვარდა,თბილისის დინამოს მონაწილეობით ბევრი თამაში მინახავს სტადინის ტრიბუნიდან.1977 წელს დავესწარი ავად გასახსენებელ მატჩს ვოროშილოვგრადის ზარიასთან... შე დალოცვილო,რომ მწერ თუ არ გჯერაო :)) ყველაფერს გარკვევით გწერ და იმის მაგიერ გაიგო თუ ფეხბურთის როგორი გუშემტკივარი ვარ...მე კი არა შენ არ გჯერა,რომ დინამო იყო დიდი გუნდი და ამიტომ ჩანდა ამ გუნდში რამაზ შენგელია,თორემ ისე საშუალო დონის ფეხბურთელი იყო!!! მხოლოდ რამაზ შენგელიაზე მაქვს საუბარი და არა თბილისის დინამოზე!!! გაიგე?

• ტეტე1234

შოთას ნაირი შემსრულებელი დახატავდა დღევანდელ ნაკრებს.

• zaza

მე კიდე პირიქით მგონია აგერ არველაძის ყველაფერი გახსოვს და შენგელიასი არაფერი მაშინდელი დინამო კიდე მაგ რეინჯერს ბურთს არ გააკარებდა ჩემი თუარ გჯერა აგერ ცოცხლები არიან მაშინდელი ლეგენდები და იმათ მაინც დაეკითხე არველაძე არის დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის საუკეთესო შემტევი. იმ საქართველოსი რომლის საფეხბურთო დონე საშუალო ევროპულზე დაბალია ისე როარა ტრავმები მეორე ძმაც არანაკლები იყო.ისე ფეხბურთელების ჯობნა არჯობნა მარტო პირად სიმპატიებზე და დისლაიქებზე საბედნიეროდ არარის დამოკიდეული.

მაპატიეთ ბატონო zaza,მაგრამ თქვენი კომენტარიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება,ერთის მხრივ თითქოს შოთა არველაძის მიმართ პირადი ინტერესი გქონდეთ და განზრახ არ გინდათ ისაუბროთ ამ ფეხბურთელის შესანიშნავ თამაშზე.მეორე მხრივ საფიქრებელია-ქართული ფეხბურთის ცოდნით ვერ გამოირჩევით.როგორ შეიძლება ქართველმა ფეხბურთის გულშემატკივარმა არ იცოდეს,რომ შოთა არველაძე ჰოლანდიის აიაქსის შემადგენლობაში თამაშისას საუკეთესო თვდასხმელი იყო,შესანიშნავი იყო მის მიერ პსვ ეინდხოვენის კარში გატანილი გოლები. ასევე მეტად შესანიშნავი იყო გლაზგო რეინჯერსის შემადგენლობაში თამაშისას მის მიერ სელტიკის კარში გატანილი უაუაღრესად მნიშნელოვანი გოლები.როგორ შეიძლება არ გახსოვდეთ შოთა არველაძის აიაქსის შემადგენლობაში თამაშისას ჩემპიონთა ლიგის საკვლიფიკაციო მატჩში სელტიკის კარში გატანილი გოლი,რამაც განაპირობა მისი გლაზგო რეინჯერსში გადასვლა.როგორ შეიძლება არ იცოდეთ,რომ შოთა არველაძე შოტლანდიის ტოპ კლუბის გალზგო რეიჯერსის შემადგენლობაში გახდა გუნდის ლიდერი თავდასხმელთა შორის! როგორ შეიძლება არ გახსოვდეთ 2003 წლის 27 აგვისტოს კოპენჰაგენი-გლაზგო რეინჯერსი ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციის მე-3 რაუნდის მატჩში,თამაშის 87 წუთზე შოთა არველაძის შესანიშნავმა საჭირო გოლმა როგორ გაიყვანა შოტლანდელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და მრავალი სხვა!

მეც ქუთაისელი ვარ.აკი ვახსენე კარგად მახსოვს ქუთიასის ტორპედოდან შენგელიას თამაში მეთქი.1973 წლიდან ტორპედოს აბსოლიტურად ყველა თამაშს ვესწრებოდი ჟორა,გიორგი აბზიანიძის(მედოლეს),ჯემალი ხერხაძის,შემდგომში მურთაზ ხურცილავასა და სხვათა მრავალის მონაწილეობით.რა გასაკვირია,რომ მქონდეს ნანახი რამაზ შენგელიას,თენგიზ სულაქველიძის,ოთარ გაბელიას, თამაზ კოსტავასა და ზაურ სვანაძის თამაშიც.დავსწრებივარ ასევე თბილისის დინამოს თითქმის ყველა მნიშვნელოვან თამაშს რამაზ შენგელიას უშუალო მონაწილეობით-დაწყებული ლივერპულიდან დამთავრებული ფეიენორდით.ზუსტად დინამოს დიდების წლებში,რამაზ შენგელიას დიდად არ აფასბდნენ უცხოელი სპეციალისტები-დავით ყიფიანთან და ვლადიმერ გუცაევთან შედარებით.

• zaza

ეგ თქვენი სუბიექტური მოსაზრებაა ესეიგი არველაძე გერდ მიულერსაც ჯობდა.მაგ მოსაზრებით და იგვე ინძაგის . მოტყუებაც იცოდა და გოლის ალღოც მაგარი ქონდა ეტყობა არ გაქვს მისი თამაშები ნახული სრულყოფილად ქუთაისელი ვარ და ყველა მისი თამაში მაქვს ნახული რასაც აქ აკეთებდა იმას აკეთებდა დინამოშიც ბუნებრივი ნიჭი ქონდა და შრომაც არ ეზარებოდა მიტომაც გახდა ოცი წლის ასაკში საუკეთესო.

ცოდვა გამხელილი სჯობსო-რამაზ შენგელიას მოტყვილებული მცველი ნეტავ ვინმეს თუ ახსოვს? ის ხომ სუფთა რუსულ ფეხბურთს თამაშობდა-დაარტყი გაიქეცი.ბურთით სწრაფი სირბილის შესანიშნავი უნარი ჰქონდა და ამასთან ერთად საგოლე პოზიზიას ირჩევდა კარგად.თავით გოლი ძალიან იშვიათად გაჰქონდა.ეს არის სიმართლე!

• ბაჩი

მაშინ ქვეყანაში იყო მეგრელ ქართველობანა,რათქმაუნდა ეს ნაკრებშიც იყო,არველაძეები კუთხისტი შოვინისტები იყვნენ და ჯანაშიაშ სოფლელ ბიჭს ეძახდნენ როგორც ხდება ხოლმე ხოლო რაც შეეხება ქეცბაიას,ჭედიას და შელიას ეგეთს ვერავინ გაუბედავდა,ზაზას კიდევ შეაძულეს თავი ვაკკური ყ.......თ

ბატონო ზაზა,ვერ დაგეთნხმებით-გემოვნება აქ არაფერ შუაშია...რამაზ შენგელიას თამაში ჯერ კიდევ ქითაისის ტორპედოდან მახსოვს.მას ჰქონდა შესანიშნავი დრიბლინგი და საგოლე პოზიციის შერჩევის სუცხოვო ალღო.დინამოში გადასვლის შემდეგ მისი ეს თვისებები კიდევ უფრო დაიხვეწა,რაც ნოდარ ახალკაცის დამსახურება იყო.რამაზ შენგელია ინდივიდუალური თამაშით არასდროს გამოირჩეოდა,თავით კი გაჰქონდა გოლები,მაგრამ მის თამაშში აქ უკვე ნახსენევი ორი თვისება უფრო მეტად სჭარბობდა ვიდრე სხვა.შოთა არველაძეს კი ზემოთ ჩამოთვლილი საფეხბურთო კომპონენტის ყველა თვისებით ღვთისგან იყო დაჯილდოვებული!რაც მრავალჯერ დაამტკიცა როგორც საქართველოს ნაკრებში,ასევე ევროპის მრავალ საკლუბო გუდში თამაშისას!

• zaza

პირველია შენგელია დალშე კიდე ვინც გინდა ის იყოს.ისე გემოვნებაზე არ დაობენო ნათქვამია მაგრამ მაშინდელი დინამო ევროპის ერთერთი საუკეთესო გუნდი იყო.

• max

დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდის საუკეთესო თავდამსხმელად მე მაინც ზაზა ჯანაშია მიმაჩნია. ჯანაშია და აშვეთიას დუეტს რომ მისცემოდა ნაკრებში გასაქანი მივაღწევდით რაღაცას

• ჯონდო

მთავარი ისაა, რომ ნორმალური მწვრთნელი არ ყავდათ სტაბილურად. როცა მწვრთნელების ჩამოყვანა დაიწყეს გრძელვადიანად უკვე ფეხბურთელები აღარ იყვნენ.

• დათი

თქვენ რამდენი წლის ხართ? გახსოვთ ის დრო რა ხდებოდა საქართველოში? რო გაეყვანათ უფრო გასაკვირი იქნებოდა, ბევრი დეტალია რომელსაც ბიჭები არ ყვებიან და არ აბაზრებენ, საკმაოდ ბევრი ობიექტური მიზეზი აქვს იმას რო ვერ გავიდნენ

შოთა არველაძე,საქართველოს ყველა დროის საუკეთესო თავდასხმელია!ეს ფაქტია,რისი აღიარებაც ბევრ ჩვენთაგანს გვიჭირს...

• ისიდორე

კი, კი, თამაშობდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრები რომელიმე დიდ ტურნირზე გაიყვანეს?

• Vasili

თურმე რა მაგარი ბიჭები გვყოლია, ეხლა უფრო გამოჩნდააა. ყველა წამყვან გუნდებში და წამყვან ჩემპიობატებში თამაშობდნენ, ამათ მერე ჩვენი ფეხბურთელები დღესდღეობით ისეთ გუნდებში გამოდიან , მათ დასახელებით ენას მოიტეხავ

• G.LA

შოთიკოს ნაირი თავდამსხმელი ნაკრებში რას დაგვხატავდა. მისნაირი თავდამსხმელი ვინ იცის კიდევ როდის გვეყოლება. მართლაც ტოპ კლასი იყო შოთა.

წიტაიშვილმა "გრანადა" დატოვა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"იცით, ხვიჩა როგორი ბიჭია?" - საფონოვმა რუსულ გამოცემასთან კვარაზე ისაუბრა

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]

"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი

"უფას" მწვრთნელი ამბობს, რომ ტაბიძეს კარგ გუნდში წაიყვანდა და გვარდიოლას სტილში შეუტევდა

ანჩელოტის ბედი "ბარსელონასთან" მატჩზე გადის - ვინ შეიძლება გახდეს "რეალის" ახალი მწვრთნელი

"ზლატანს "ოქროს ბურთი" ამის გამო არ მისცეს" - მუნტარიმ იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა

"უფას" მწვრთნელი: ტაბიძე "ლაიპციგსა" და "ზალცბურგში" თავისუფლად ითამაშებდა

[PHOTOS] კვარაცხელიას რონალდო არ ავიწყდება - ქართველმა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კრიშტიანოსთან დაკავშირებით ორი პოსტი გამოაქვეყნა

ქოჩორა და რონალდო ერთად? - ამის ალბათობა მაღალია

რონალდო "ალ ნასრიდან" მიდის? - დიდი ალბათობით, პორტუგალიელი საუდის არაბეთის კლუბს დატოვებს

"აი, ასეთი ადამიანია ლუის ენრიკე" - ტიერი ანრი

IFFHS-მა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - რონალდო მხოლოდ მეოთხეა

კრიშტიანო რონალდოს შვილი პორტუგალიის ნაკრებში გამოიძახეს

"ეს ბიჭი განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს" - ანრი პსჟ-ს მოთამაშით აღფრთოვანდა

"მალე ვარსკვლავი გახდება" - რონალდო 17 წლის ბრაზილიელზე

ბრაზილიელმა რონალდომ თავისი თავი კრიშტიანოსა და მესის შეადარა - ნახეთ, რომელს თვლის ის მასზე უკეთეს ფეხბურთელად [VIDEO]

რაულის რეკორდი გაუმჯობესებულია - ენდრიკი "რეალის" ისტორიაში შევიდა

"აი, ასე უნდა ითამაშო ფეხბურთი" - ანრი კვარაცხელიათი აღფრთოვანდა

რაულმა შესაძლოა, ყოფილი კლუბი ჩაიბაროს

ტიერი ანრიმ შესაძლოა, "ლაიფციგი" გაწვრთნას

რაული "რეალის" დასატოვებლად ემზადება - ლეგენდას შეთავაზებები უხვად აქვს

სომხეთის ნაკრების მწვრთნელი საქართველოს წინააღმდეგ რაული იქნება? - რას ამბობს ადგილობრივი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კანდიდატებზე

ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"

რონალდომ ბრაზილიურ "კრუზეიროში" თავისი წილი გაყიდა

რაული "რეალის" ახალგაზრდულ გუნდს ტოვებს - მისი შემცვლელი უკვე ცნობილია

შოთა არველაძე: მამარდაშვილის "ლივერპულში" წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს

კვარაცხელიას გარეშე - გუტიმ სხვადასხვა კრიტერიუმით იდეალური ფეხბურთელი შექმნა

არც ჰოლანი და არც მბაპე - ტიერი ანრიმ დღესდღეობით საუკეთესო ფორვარდი დაასახელა

"უფას" მწვრთნელი: ტაბიძეს განსაკუთრებული პროგრესი აქვს

"უფას" მწვრთნელი: სსრკ-ში ბევრი კარგი და ცუდი იყო, ბავშვები კი კომუნიზმში ცხოვრობდნენ

"რონალდო, სახლში წადი" - "ვალიადოლის" ფანების პროტესტი ლეგენდარული ბრაზილიელის წინააღმდეგ

FourFourTwo-მ ბრაზილიელთა ყველა დროის ტოპ 10 შეადგინა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე

"მადლობა იმ სიამაყისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ" - შოთა არველაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას ეხმაურება