1956 წელს ცნობილმა ფრანგულმა ჟურნალმა "ფრანს ფუტბოლმა" დააწესა პრიზი, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემოდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს. ძნელია თქმა, რომ გამარჯვებულების უმრავლესობა ამ წოდებას არ იმსახურებდა, თუმცა "ოქროს" ბურთის" მფლობელთა შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებიც არც ისე დიდი ფეხბურთელები იყვნენ.

ომარ სივორი - 1961 წელი

არგენტინული წარმოშობის იტალიელმა ორივე ქვეყნის ნაკრებში თამაში მოასწრო (მაშინ ეს დაშვებული იყო). ომარს ეკუთვნის რეკორდი, რომლის დამხობაც ჯერ ვერავინ მოახერხა - 1960 წელს, ერთ-ერთ შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ "ინტერი", რომლის წინააღმდეგაც სივორიმ თავი გამოიჩინა, ფედერაციასთან არსებული კონფლიქტის გამო ახალგაზრდული გუნდით თამაშობდა.

მომდევნო სეზონში, როცა "ოქროს ბურთი" გადასცეს, ფეხბურთელს მართლაც ძალიან ბევრი გაჰქონდა. თუმცა მისი "იუვენტუსი" ჩემპიონთა თასის პირველივე რაუნდში გამოაგდო ბულგარულმა ცსკა-მ და საერთოდაც, სივორის მიღწევათა აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივ დონეზე ჰქონდა და არა ევროპის მასშტაბით. თან, იმ წელს "ოქროს ბურთს" საკმაოდ ბევრი პრეტენდენტი ჰყავდა - ფერენც პუშკაში, შანდორ კოშიჩი, ლადისლაო კუბალა, ლუის სუარესი, ჟოზე აგუაში, მარიუ კოლუნა (სხვათა შორის, ამ ორმა უკანასკნელმა იმავე წელს "ბენფიკას" ჩემპიონთა თასი მოაგებინა).

ალან სიმონსენი - 1977 წელი

დანიელი ფორვარდის კარიერაში საუკეთესო პერიოდი 1970-იანი წლების მეორე ნახევარი გახლდათ, როცა ის მიუნხენგლადბახის "ბორუსიაში" თამაშობდა. ეჭვგარეშეა, სიმონსენი გუნდის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო, როცა მისმა კლუბმა უეფას თასი ზედიზედ ორჯერ მოიგო. კიდევ ერთი ფაქტი, დანიელ ფორვარდს უნიკალური მიღწევა აქვს ნაჩვენები - ალანმა ყველა ევროპული შეჯიბრების ფინალში გაიტანა გოლი.

ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ 1977 წელს იყო, როცა მისი "ბორუსია" ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა და იქ "ლივერპულთან" დამარცხდა - 1:3. სიმონსენი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, თუმცა იმ წელს "ოქროს ბურთს" კევინ კიგანი (რომელიც მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაასახელეს საუკეთესოდ) უფრო იმსახურებდა, ვისი წყალობითაც "ლივერპულმა" მთავარი ევროპული თასი მოიგო.

იგორ ბელანოვი - 1986 წელი

ბელანოვი საბჭოთა კავშირის ისტორიაში იმ 3 ფეხბურთელიდან (ლევ იაშინი და ოლეგ ბლოხინი) ერთ-ერთია, რომელსაც ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდო მოუგია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ევროპული საინფორმაციო საშუალებების თანამშრომლები კიევის "დინამოს" ფორვარდის იმავე წელს მსოფლიო თასზე გამოსვლამ გააკვირვა, როცა 1/8-ფინალში ჰეთ-თრიკი შეასრულა ბელგიის ნაკრებთან და შეჯიბრებაზე რამდენიმე საგოლე გადაცემაც გააკეთა.

მიუხედავად ამისა, სსრკ-ის ნაკრები ჩემპიონატის 1/4-ფინალში მაინც ვერ გავიდა. პარადოქსი კი ის გახლდათ, რომ სამშობლოში წლის საუკეთესო ფეხბურთელი არა ბელანოვი, არამედ ალეკსანდ ზავაროვი გახდა.

ამასთანავე, იმავე წელს რამდენიმე ფეხბურთელი იყო, რომელიც უფრო მეტად იმსახურებდა "ოქროს ბურთს" - გარი ლინეკერი, ჰერალდ შუმახერი და ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოს ჩემპიონი დიეგო მარადონა, რომელიც იტალიური "ნაპოლის" რიგებში თამაშობდა.

ჟორჟ ვეა - 1995 წელი

დასაწყისშივე უნდა აღვნიშნოთ, რომ 1986 წელს დიეგო მარადონა "ოქროს ბურთს" მაინც ვერ მოიგებდა, რადგან იმ პერიოდისთვის ეს პრიზი მხოლოდ ევროპული ქვეყნის მოქალაქეებს შორის თამაშდებოდა. ეს წესი 1995 წელს შეიცვალა და "ოქროს ბურთი" მაშინვე გადასცეს აფრიკის კონტინენტის წარმომადგენელს (აფრიკელებიდან მას შემდეგ არც არავის მიუღია ეს პრიზი), ლიბერიელ ფორვარდ ჟორჟ ვეას.

ლიბერიის ამჟამინდელი პრეზიდენტი (2018 წელს აირჩიეს) მაშინ პსჟ-დან "მილანში" გადავიდა და იმ სეზონში აფრიკის, ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ცხადია, ამ ყველაფერზე ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირობამ იმოქმედა, არადა, პსჟ შეჯიბრების ნახევარფინალში სწორედ "მილანთან" დამარცხდა. ამის ფონზე კი, ამსტერდამის "აიაქსის" რიგებში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, როგორებიც პატრიკ კლუივერტი, მარკ ოვერმარსი, იარი ლიტმანენი, ძმები დე ბურები იყვნენ.

მომზადებულია METRO-ს მიხედვით

master
რა ვეა.ყველაზე სამარცხვინო გამარჯვებულია ოქროს ბურთის ისტორიაში.აიაქსს რომ თავი დაანებო მაგ წელს კლინსმანი ბრწყინავდა და მალდინი.
მირიან
ვეას რას ერჩით, ასეთ უაზრობას რატომ წერთ?
ლუკა
ვეა და სიმონსენი იმ წლებში ფანტასტიურები იყვნენ და რატომ აყენებს სტატიის ავტორი ეჭვს ქვეშ გაუგებარია.აი სივორი პუშკაშის ხანაში მართლაც უცნაურია,და ბელანოვი კი დიდი გაუგებრობაა!რუსეთისა და ყატარის არ იყოს ასეთი მაიმუნობა ყოველთვის ხდებოდა.
გიორგი.
ვეა, ძალიან პლასტიკური იყო. მის ყურებას რა სჯობდა.
ბ
მაგარი კაცი
koka
ვეა ჯერ კიდევ პსჟ-დან მახსოვს, სასწაულებს აკეთებდა, საოცარი დუეტი ქონდა ჟინოლასთან, მილანშიც მაგარი იყო, თუმცა ცუდ დროს მოუწია მილანში ყოფნა, ოუენზე და მოდრიჩზე მეტად ნაღდად ეკუთვნოდა ოქროს ბურთი
hhh
ეტოოს ოქროს ბურთია კი არა ნეხვის ტომარა ეკუთვნის მახაჩკალია ანჟიში გადასვლისთვის.
hhh
ბელანოვი სხვა თუ არაფრრისთვის, მარტო იმისთვის უნდა დავაფასოთ ქართველებმა, რომ ერთერთ ინტერვიული მისაბაძ თავდამსხმელად რამაზ შენგელია დაასახელა და არა თუნდაც ოლეგ ბლოხინი.
შეტევა
სხვების თამაში საკმარისი რაოდენობით არ მაქვს ნანახი, მაგრამ ვეას სხვებთან შედარებით ნამდვილად ეკუთვნოდა. ვეა თავისი თაობის გამორჩეული მოთამაშე იყო ტექნიკით და შემოქმედებითი უნარით. ხოლო კლინსმანის და კლუივერტის დონის ფეხბურთელები მარტო გერმანიას და ჰოლანდიას 1-2 ყოველთვის ყავდა და ყავს (სხვა ქვეყნებზე საუბარი არაა).
kaira
კი არ იფრინა, ირბინა. მეტი მაგისი არავის არაფერი უნახავს.
BOSS
ვისაც ვეას უმაღლეს კლასში და ოქროს ბურთში ეჭვი ეპარება იტალიის ჩემპიონატისთვის უნდა ეყურებინა
ჰოი, საოცრებავ...
სულ ვიკავებ ხოლმე თავს კომენტარებისგან, მაგრამ ახლა უნდა დავწერო... 1.სივორი რატომ არ იმსახურებდა ვითომ? იტალიის ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი ასე დებილი იყო ვითომ? 2.სიმონსენიც მაგარი ფეხბურთელი იყო ძალიან და ტყუილად არავის არაფერს მისცემდნენ... 3.ბელანოვმა იმ წელს მსოფლიოზე ნაჩვენები თამაშის გარდა კიევის დინამოსთან ერთად თასების თასი მოიგო... თუმცა, მეც ვფიქრობ, რომ ბელანოვზე უკეთესები იყვნენ იმავე დინამოში... 4.ვეა რომ გახდა, იმ წელს დაიწყეს ზუსტად მთელი მსოფლიოს ფეხბურთელების ჩართვა გამოკითხვაში, მანამდე მარტო ევროპელები მონაწილეობდნენ... 5.მეოთხე პუნქტიდან გამომდინარე, მარადონა მარტივი მიზეზის გამო ვერ მოუგებდა ბელანოვს... 6.მეხუთე პუნტქტიდან გამომდინარე, არ არის სავალდებულო ყველაფერი სირობა გადმოთარგმნო, რაღაც შენც უნდა იცოდე ჟურნალისტი თუ გქვია...
Demes
საერთოდ გახსოვს კლინსმანი? ))
გოგა
გეტყობა ვეას თამაში ნანახი არ გაქვს... იგი მეოცე საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაშია და ეს გაცილებით მეტია ვიდრე ოქროს ბურთი
Master
უეფას და ფიფას სირცხვილია მართლა ეს ვეა,რა ვეა რის ვეა.მაშინ დროგბამ და ეტოომ რაღა თქვან.კლუივერტი მაშინ იწყებდა ჯერ კარიერას.ლიტმანენი სამეულშიც არ იყო შეყვანილი.მალდინი,კლინსმანი და ვეა იყვნენ.საერთო მოსაზრებით კლინსმანს ეკუთვნოდა.მართლა იდიოტობაა ვეას ქონდეს ოქროს ბურთი და კლინსმანს,თუნდაც შირერს,დროგბა,ეტოო,ბერგკამპი,რობენი,ხავი,ინიესტას არა.მართლა სირცხვილია.მოდრიჩის ოქროს ბურთიც ძალიან დიდი სისულელე და იდიოტიზმია.
Deme
კლინსმანი ჯოჯ ვეასთან შედარებით ცული (ტაპორი) იყო.
Vasili
ვერც მე ვერ მივხვდი ჟორჟ ვეა რა შუაში იყო აქ,,,/
sony
სტატიის ავტორს წესით უნდა მოეხსენებოდეს რომ 1986 წელს არაევროპელი ფეხბურთელები არ მონაწილეობდნენ ოქროს ბურთის დაჯილდოებაში და მარადონა ვერ მოიგებდა ვერანაირად.ელემენტარულია

აიაქსმა რომ ბაიერნს მოუგო, ეგ არ ნიშნავს რომ ლიტმანენს უკეთესი სეზონი ჰქონდა. კლინსმანი ტოტენჰემშიც საუკეთესო იყო, ბაიერნშიც და ნაკრებშიც
ASSASINI
მოდრიჩიც წამატეთ სიას ბარემ:) უეჭველი...
გოგა
მოდრიჩიც წამატეთ სიას ბარემ:)
Milani
Mesim im 2010 cels umagresi sezoni chaatara klubshi tumca oqros burti iniestas ekutvnoda.
ზორბეგი
კლინსმანი? იმ წელს აიაქსმა 5 2 გადაუარა როგორც მახსოვს ბაიერნს 1/4 ფინალში, ვეას კონკურენტი იმ წელს უფრო ლიტმანენი იყო
Musenbezi
2010 წელს მესი რატომ გახდა საუკეთესო ფეხბურთელი ეგეც ჩაგემატებინათ? ინიესტამ გუნდი მსოფლიო ჩემპიონი გახადა და რა

ოქროს ბურთის რა გითხრა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მარადონა თამაშობდა, მაგრამ მასაც მშვენიერი სეზონი ჰქონდა ნამდვილად
გოგა
საქმე ისაა, რომ აღნიშნულ პერიოდში ოქროს ბურთს გადასცემდნენ სეზონში საუკეთესო ფეხბურთელს და არა როგორც ახლა, ზოგადად საუკეთესოს. სწორედ ასეთ მიდგომას, რონალდო - მესის დაპირისპირებას, შეეწირა რობენის ბრწინვალე სეზონი... სიმონსენის თამაში არ მახსოვს, რაც შეეხება ბელანოვს გეტყვით, რომ იმ წელს მართლაც "იფრინა" და რომ არა მისი გაფუჭებული პენალტი ჰოლანდიელებთან, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, გაცილებით დიდ სახელს დატოვებდა. ვეას რაც შეეხება, კაცი ისეთ დონეზე თამაშობდა მის კონკურენტად კლუვერტის დასახელება გასაგებია, მაგრამ დე ბურები, ოვერმარსი და ლიტმანენი?

ოქროს ბურთის რა გითხრა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მარადონა თამაშობდა, მაგრამ მასაც მშვენიერი სეზონი ჰქონდა ნამდვილად

იმ წელს, როცა ვეას მისცეს ოქროს ბურთი, კლინსმანი მგონი საუკეთესო სეზონს ატარებდა, მაგრამ ფერადკანიანობის გამო უპირატესობა ვეას მიანიჭეს
L.J.
ვეამ დაიმსახურა...კლუივერტი საერთოდ სათადარიგო ფეხბურყელი იყო მაგ წელს აიაქსში
ლომისა
ბელანოვს ისე ეკუთვნოდა ოქროს ბურთი, როგორც მე მეკუთვნის ოქროს ჩოგანი.
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
ის, რაზეც მესი და რონალდო ვერც კი იოცნებებენ
არსენ ვენგერი ლიბერიის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვეს
"ოქროს ბურთის" მფლობელი უკრაინელი რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის
"ოქროს ბურთის" მფლობელი ჟორჟ ვეა ლიბერიის პრეზიდენტი გახდა
ჟორჟ ვეა: რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არაა, თუმცა...
ჟორჟ ვეა ლიბერიის პრეზიდენტი გახდა
ოსიმენმა სერია A-ში ჟორჟ ვეას რეკორდი გაიმეორა
ტრაგიკული ლე მანი
პსჟ-მ "რეალთან" შეხვედრამდე "ტრუა" დაამარცხა და მის შემადგენლობაში ვეას დებიუტი შედგა [VIDEO]
სერია A-ს ყველა დროის რეკორდები
ლე მანის 24-საათიან რბოლაში ტრაგედია დატრიალდა [VIDEO]