პედრო კარიონმა ერთ თამაშში 11 გოლი გაიტანა
პედრო კარიონის შესახებ საფეხბურთო გურმანებს არაფერი ეცოდინებათ; არც უნდა იცოდნენ, რადგან ის ევროპის ყველაზე სუსტი პირველობის ერთ-ერთი ფორვარდია.

მაგრამ კარიონმა შაბათს ისეთი რამ მოახერხა, არა გვგონია, ლიონელ მესიმ ან კრიშტიანო რონალდომ ოდესმე შეძლონ - გიბრალტარის ჩემპიონატის მატჩში, "ევროპასა" და "ბრიტანიას" შორის 11 გოლი გაიტანა!

"ევროპამ" თამაში 16:1 მოიგო: "კარიერაში 4 გოლზე მეტი თამაშში არასოდეს გამიტანია, თუმცა მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებ - ვთამაშობ და გოლები გამაქვს. ჩემმა თანაგუნდელებმა დიდი როლი შეასრულეს, რომ 11 გოლი გავიტანე. ისინი ძალიან დამეხმარნენ. როცა თავდამსხმელი ხარ, უნდა გაიტანო იმდენი გოლი, რამდენიც შეგიძლია, დანდობა არ შეიძლება", - განაცხადა 38 წლის კარიონმა.

საოცარია, მაგრამ კარიონმა რეკორდი კი არ დაამყარა, არამედ მხოლოდ გაიმეორა. ევროპული ლიგების (მხოლოდ უმაღლესი ლიგები იგულისხმება) ისტორიაში ერთ თამაშში 11 გოლი პირველად უნგრელმა იენე კაროიმ გაიტანა. კაროიმ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ტურინის "იუვენტუსი" ჩაიბარა, მაგრამ ფეხბურთელობისას, მტკ-ს შემადგენლობაში უნგრეთის ჩემპიონატში ერთ მატჩში 11 გოლი გაიტანა, ეს 1905 წელს მოხდა.

1994 წელს ესტონეთის ჩემპიონატში "ტევალტეს" ფორვარდმა ანატოლი ნოვოჟილოვმა "კალევის" კარში "მხოლოდ" 10 გოლი გაიტანა და ერთი ბურთი დააკლდა კაროის მიღწევამდე.

ის თამაში "ტევალტემ" 24:0 მოიგო. ერთ თამაშში 10 გოლი აქვს გატანილი ერნესტ ვილმოვსკისაც, პოლონელმა "ლოძის" კარი აიკლო. ეს ამბავი 1939 წელს მოხდა, ვილმოვსკი "რუხის" ღირსებას იცავდა, მატჩი კი 12:1 მორჩა. 8-9 გოლი თამაშში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს გაუტანია.

ტოპ-ლიგებში

ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან არც ერთი არ მიეკუთვნება დღეისათვის საუკეთესო ევროპული ლიგების პირველობებს.

ვნახოთ, როგორია რეკორდები ინგლისში, ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში - "ბარსელონას" ფორვარდმა ლასლო კუბალამ 1952 წელს ერთბაშად შვიდი გოლი გაუტანა ხიხონის "სპორტინგს". მან "ბილბაოს" აგუსტინ საუტოს მიღწევა გაიმეორა, რომელმაც 1931 წელს "ბარსელონას" კარში გაიტანა შვიდი გოლი (12:1).

შვიდი გოლი თამაშში ინგლისის რეკორდიცაა - 1935 წელს ტედ დრეიკმა "ასტონ ვილა" დაამწუხრა. დრეიკი "არსენალში" თამაშობდა. გერმანიის რეკორდი დიტერ მიულერს ეკუთვნის - 1977 წელს "კიოლნის" ფორვარდმა 6 გოლი გაუტანა "ვერდერს" (7:2). იტალიის რეკორდს ორი ფეხბურთელი იყოფს - სილვიო პიოლა (1933) და ომარ სივორი (1961) - 6-6 გოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

666
da egaa saocnebo amori varskvlavistvis?egaa magati zesheuracyopa vigac sadgac traqtoristi sheadaro mesis da ronaldos.mesmis romdagewerat levandovskis 8wutnaxevarshi xuti goli...arminda statiis avtors sheuracyopa mivayeno ubralod tviton ayenebt sakutartavs aseti shedarebebit sheuracyopas...ukacravad

ra statiaa ar grcxveniat
Levani
მე სოფლის პირველობაზე 9 გოლი გავიტანე. სასაცილო ისაა, რომ ის თამაში მაინც წავაგეთ 10 - 9 :)
zura
მაგარი შედარებაა, გიბრალტარი და ესპანეთის ჩემპიონატი. ისე სკოლის პერიოდში მეც გავიტანე 14 გოლი ერთხელ. გასკდნენ მესი და რონალდო შურით.
nikata
კარგი საინფორმაციო სტატიაა. მადლობელი!
"წარმოგიდგენიათ?" - ბენზემას პსჟ-ზე გაკეთებულმა ამ განცხადებამ "რეალის" ქომაგები გაანაწყენა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"ბარსელონას" ყველა დროის 5 საუკეთესო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
მუნდიალზე 45 წლის ასაკში - რონალდო 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშსაც გეგმავს
"აკადემიურად სრული ჩავარდნა ჰქონდა, სკოლაში სწავლა არ უყვარდა" - მესის ყოფილი თანაგუნდელი ლეოს "ბარსელონას" აკადემიის პერიოდზე
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
კრიშტიანო რონალდომ მომდევნო სეზონიდან შესაძლოა, თავის შვილთან ერთად ითამაშოს
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
სერია A-ს ყველა დროის რეკორდები
საბჭოთა პარადოქსით - "ოქროს ბურთის" 4 ყველაზე უცნაური მფლობელი
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
მესის ახალი მწვრთნელი ეყოლება - მასკერანომ მაიამის "ინტერი" მოულოდნელად დატოვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ