ტურინის "იუვენტუსი" ერთ-ერთი ყველაზე დიდებული კლუბია. აქ თამაშობდა არაერთი ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მომავალში კარგი, დიდებული და ზოგიერთიც ლეგენდარული გახდა. დღეს წარმოგიდგენთ "ბებერი ქალბატონის" ყველა დროის 5 საუკეთესო თავდამსხმელს.

5. ალესანდრო დელ პიერო

ალესანდრო დელ პიერო - ის სახელია, რომელმაც 90-იანებსა და 2000-იანების დასაწყისში ფეხბურთი უამრავ მოზარდს შეაყვარა. უშეცდომო დრიბლინგმა და დარტყმის შესრულების მრავალფეროვანმა ტექნიკამ ის "იუვეს" ერთ-ერთ გამორჩეულ ბომბარდირად აქცია. დელ პიერომ "იუვენტუსში" 290 გოლი გაიტანა, თანაც, შეტევის ცენტრიდან შორს თამაშობდა.

4. რობერტო ბაჯო

დელ პიეროსგან განსხვავებით, ბაჯომ ვერ მოახერხა, "იუვენტუსის" სიმბოლო გამხდარიყო. მან კარიერის მცირე ნაწილი გაატარა ტურინში, გაიტანა 115 გოლი და ასეთი მაჩვენებლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირების ხუთეულშიც კი ვერ ხვდება. თუმცა ეს ფაქტი ბაჯოს დიდებულებას ხელს არ უშლის. მასზე საუბრის დროს ციფრებს მნიშვნელობა არ გააჩნია. რობერტო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლერი იყო, შეეძლო ბურთი საკუთარი ნახევრიდან მოწინააღმდეგის კარამდე დაუკარგავად მარტოს წაეღო. ჩვენს დღეებშიც კი მისი თამაშის ყურება ზოგიერთ ბავშვს ფეხბურთს აყვარებს.

3. ჯამპიერო ბონიპერტი

"იუვეს" პირველი ყველაზე დიდებული კაპიტანი. მას კლუბის საუკეთესო ბომბარდირის წოდება 40 წლის განმავლობაში ჰქონდა. ბონიპერტი იტალიის "მბრძანებელი" გასული საუკუნის 50-იან წლებში იყო: ძლიერი, სწრაფი, მოედნის ხედვის გამორჩეული უნარით, გოლის თანდაყოლილი ალღოთი - ის თავდამსხმელის ეტალონად ითვლებოდა. ტურინელთა შემადგენლობაში 15 წელიწადში მან 179 გოლი შეაგდო.

2. დავიდ ტრეზეგე

ფრანგი, შესაძლოა, სტილისტურად სრულიად განსხვავებული შემტევია, ვიდრე ზემოთ თქმულები. ის ძალიან ცოტას მოძრაობდა, არ ჰქონდა გამორჩეული ტექნიკა, იშვიათად ატყუებდა მცველებს, მაგრამ თუ საჭირო იყო, შეტევაში ზუსტი და მაქსიმალურად ნაკლები მოძრაობით ბურთის გადაგზავნა მოწინააღმდეგის კარში, ტრეზეგეზე უკეთესს ვერ ნახავდით. მან 10 წელიწადში 171 გოლი გაიტანა და ლეგიონერებს შორის კლუბის საუკეთესო ბომბარდირია.

1. ომარი სივორი

თითქმის დავიწყებული თავდამსხმელი, რომელმაც "ოქროს ბურთი" 60-იანი წლების დასაწყისში მოიგო და დიეგო მარადონასა და ლიონელ მესის მისაბაძი მაგალითი გახდა. სივორი იყო სწრაფი და ტექნიკური ცაცია, რომელიც ყველა პრობლემას დრიბლინგის დახმარებით წყვეტდა. მას დღემდე ეკუთვნის კლუბის რამდენიმე რეკორდი. 8 წელიწადში კი 167-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი.

MAXSIMUS
ავტორ ეს შენი ფანტაზიებია თუ უცხოურ პრესაში ნახე ეს სტატია??? მე ასეთი სუსტი სტატია არცერთ უცხოურ საიტზე არ მინახავს. დელ პიერო არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია და ამ სიაშიც პირველია! ტრეზეგე როგორ უნდა იყოს დელ პიეროზე და ბაჯოზე წინ?! ან ბონიპერტი? ავტორ სუსტი სტატიაა. ავტორ გსმენია ეამე პაოლო როსის შესახებ? ბეტეგა?
Huh
უცნაური სიაა ჩავის გარდა ნომინირებულიც არ ყოფილა არც ერთი. ვინც გაუკუღმართებულ პრინციპს, მესი-რონალდოს ჰეგემონიას და უპატრონობას ემსხვერპლა არიან ჩავი ინიესტა რიბერი. ანრისაც ეკუთნოდა. ბევრად ჯობდა რაულსაც შევასაც და ოუენსაც. ვან დეიკზე ხმას ნუ იღებთ, მესის სასწაული სეზონის მერე.. რამოსს არ ქონდეს და ვან დეიკს ქონდეს ოქროს ბურთი ტეხავს. არადა მძულს რამოსი
GM
მაგარი ძმაა სტატიის ავტორი :) სასაცილოა დელპიეროს მეხუთე ადგილზე გაყვანა :) ბოლო-ბოლო კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ყველაზე მეტი თამაში აქვს გუნდში ჩატარებული. ორი ათეული წლის მანძილზე გუნდის ლიდერი და სიმბოლო იყო. მოიგო ჩემპიონთა ლიგა. რვაჯერ მოიგო სკუდეტო. მოიგო ოქროს ბუცი. ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი. ორჯერ გახდა სერია ა-ს ბომბარდირი (ერთადერთი ფეხბურთელია ვინც ეს გააკეთა). მსოფლიო ჩემპიონი სერია ბ-ში გადაყვა გუნდს, დაეხმარა სერია ა-ში დაბრუნებაში და ისევ მოიგო სკუდეტო.
Master
მე თავდამსხმელი ვიცი პლატინი.აბა 84-ის ევროზე 5 თამაშში 8 თუ 9 გოლი გაიტანა და თუ ეს ნახეცარდაცვიდან მოახერხა მოვლენა ყოფილა ფეხბურთში მიშელი.პელე მარადონა კრუიფის დონის...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
პლატინი ნახევარმცველი იყო, აქ კი, საუბარია თავდამსხმელებზე. ბომბდამშენსა და ისტრიბიტელს შორის, განსხვავებას ვერ ხედავ??? ესეა აქაც. თუმცა რობერტო კარატინოზე არ უნდა გამოეტოვათ.
master
რაოოო?იუვე პლატინის გარეშე?უკაცრავად და კარგად ხართ???სამი ოქროს ბურთი აიღო,თან ზედიზედ იუვეს მაისურით.დელ პიერო როგორ უნდა შეადარო პლატინის საერთოდ,აღარაფერს ვამბობ სივორიზე და ტრეზეგეზე.რა სივორი და ტრეზეგე იქ სადაც პლატინის საერთოდ არ ახსენებთ.ალბათ გამოგრჩათ უბრალოდ.იმედია გამოგრჩათ.არ თქვათ ეხლა პლატინი თავდამსხმელი არ იყოვო,
Levan
მართალია სტატიის ავტორი,ბაჯო და დელ პიერომ მართლა სიგიჟემდე შემაყვარა ფეხბურთი,იტალია და იუვე.თანაც იყვნენ პიროვნულად ნამდვილი პროფესიონალები.თავმდაბლები,არანაირი სუპერ მოდელები ცოლად და არასაფეხბურთო სკანდალები.ალექსა კი იუვეს ნამდვილი ერთგული,უამრავი წინადადებების მიუხედავად იუვეს ეთგული დარჩა.ესენი იყვნენ არა მარტო იტალიის არამედ მსოდლიოს ლეგენდები.მგონია რომ არასათანადოდ დაფასებულები არიან.
stumari
ავტორს: ტრეზეგეს დელ პიეროს წინ როგორ აყენებ?!
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
პსჟ-მ ლიგა 1-ის მატჩის გადატანა მოითხოვა
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გიორგი ცხოვრებაძემ "ბარსელონას" ხუთი გოლი გაუტანა
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
უარი უფროს გოგონებთან ურთიერთობაზე - იამალმა ეს გადაწყვეტილება ახსნა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
პოლ პოგბა: ბავშვობაში "არსენალსა" და "ბარსელონაში" თამაშზე ვოცნებობდი
დელ პიერომ შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს
მინო რაიოლა - N1 აგენტი, ვინც ტრანსფერებით 400 მლნ ევროზე მეტი გამოიმუშავა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ამას იტალიაში "ნაპოლისგან" ვერავინ წარმოიდგენდა" - დელ პიერო
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
10 ცნობილი ფეხბურთელი, რომლებმაც იტალიის ჩემპიონატის სამ წამყვან კლუბში ითამაშეს
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"სიმართლე გითხრათ, ძალიან მაღიზიანებდა" - კახა კალაძემ დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, ვის წინააღმდეგაც უთამაშია
კარგად ორგანიზებული ძარცვა პროფესიონალების მიერ - იტალიაში რობერტო ბაჯოს თავს საკუთარ სახლში დაესხნენ
"წარმოუდგენელია, რომ ასეთი თამაშგარე დააფიქსირეს, სირცხვილია!" - დელ პიერო კვარაცხელიას გატანილ გოლზე
რობერტო ბაჯო - იტალიელი ღვთაებრივი მხატვრის მემკვიდრე
"კვარაცხელიასგან ასეთ ვარდნას არ ველოდი; გეტყვით, მისი პრობლემა რა არის" - ბექჰემის, ჯერარდისა და დელ პიეროს ყოფილი ფსიქოლოგი
ფეხბურთის ისტორიაში TOP 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი
29 მაისს საქართველოს ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი დავიდ ტრეზეგე ეწვევა
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XVI ტური: რომის პაპი კმაყოფილია - "სან ლორენსო" გალიდერდა
რობერტო ბაჯო: ფეხბურთი აღარ მაინტერესებს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
დეშამი - მუნდიალზე მბაპეს თამაშზე: 1998 წელს ტრეზეგეს და ანრის ასეთი როლი არ ჰქონდათ ნაკრებში
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დავიდ ტრეზეგემ კარიერა დაასრულა
დელ პიერო: ჩემი აზრით, გრიზმანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია
ფრაგმენტი ბაჯოს ცხოვრებიდან - ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი 56 წლის გახდა